მოგონება
ჩემი პირველი ჩანაწერია რომლის ასე დაწერის სურვილიც გამიჩნდა.. რადგან ამ გრძნობას სხვას ვერავის ვუზიარებ, ვიცი სწორად ვერავინ გამიგებს.. ეს ისეთი რამაა რაც მარტო შენს გულს ესმის.. წარსული.. თვითონ სიტყვა გეუბნება წასული ვარ უკვეო.. მაგრამ.. მაინც არამც და არამც არ განებებს თავს, მერე რა რომ წასული ვარ, მაინც ხომ ვიყავიო, არ მოგასვენებს და აგიფორიაქებს გულს, აჩრდილივით მოგადგება მოულოდნელად და ამოქექავს მეხსიერებიდან მისთვის სასარგებლო მოგონებებს.. ასე დამემართა იმ დღესაც.. მშობლიურ სახლში დაბრუნებულს ბავშვობის მეგობარი რომ მომადგა კარს.. გავიგე აქეთ ყოფილხარ და შემოვიარეო.. ეჰჰ.. რამდენი რამ მახსენდება ერთდროულად, ემოციები მომიზღვავდა მაგრამ თავი დავიმშვიდე უცებ, არ შემეტყოსთქო, ყავაზე შემოვიპატიჟე და გავუბი საუბარი, ისეთი უცნაური გრძნობა იყო.. 3 თუ 4 წელი გავიდა და იმ წამს იქ რომ ვიჯექი მეგონა 3-4 დღე თუ იქნებოდა გასული.. მაინც თავისებურად ლამაზია ბავშვური გრძნობით მეგობრობა.. ჩვენს დიალოგს საერთოდ არ შეტყობოდა წლები.. მისთვის ალბათ ერთი რიგითი შუადღე იყო.. ჩემთვის კი მთელი ბავშვობა ამოტივტივდა ნაპირზე.. ძნელია.. თან არ მინდა ასე ვიფიქრო, ამავდროულად კი მომწონს კიდეც ეს ემოცია, თანაც მასევდიანებს, როგორი წრფელია ბავშვური მეგობრობა, ყველაფრის ამტანი და გამტანი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.