ერკე მიდასი - სიცოცხლის ბოლო
სიცოცხლის ბოლოს დამპალ კედლებში ამომხდება სული. უკანასკნელ ამოსუნთქვას ბინძურ კლინიკაში დავტოვებ და გავეშურები სრულ უკუნეთში, საიდანაც ჩემს ცხოვრებას მთლიანად სხვაგვარად დავინახავ. როგორ ვიცხოვრე, რა მიკეთებია, ვის დავეხმარე და ვისი ცხოვრება ვაქციე უკეთესობიდან უარესისკენ ან პირიქით. მომიწევს გადავხედო ყველა დეტალს, ვითარცა რედაქტორი ჯდება ტექსტის შესალამაზებლად. გრძნობები ქრება, სიყვარულს ვტოვებ ამქვეყნად, ჩემს ნაზარდ შვილებს და შვილიშვილებს, ისინი მხოლოდ ქვაზე წარწერილს დამინახავენ და ეცდებიან ერთმანეთით, ჩემს გარეშე, გაიხარონ და ცხოვრება გააგრძელონ. დაივიწყებენ იმ დაობებულ კედლებს, ხაოიან და ხავსმოდებულ აპარატურას, სისხლისფერ ჩემს თვალებს და მტანჯველ მზერას აწ ბედნიერი რომ ვტოვებ სამყოფელს. ბევრი ვეცადე, ბევრიც გავაკეთე. რაც მთავარია ვიპოვე სიყვარული, სიცოცხლის ბოლომდე გამყვა ულევ სიხარულსა თუ აღტყინებაში, ვარამსა თუ ჭირში, სიმწარესა თუ ტკივილში. განა ეს არაა ამ ლამაზი გრძნობის არსი? იცხოვრო შენ საყვარელ ადამიანთან ერთად და მასთან გაიყო ყველა დარდი, ტკივილი, ბედნიერება თუ სიხარული, მასთან გაატარო ათასი წელი და სიკვდილის შემდეგაც ეტრფოდე შენთვის ძვირფას სულს. მზის სხივები მახსოვს ბოლოს როგორ ეცემოდა ჩემს ნაცოდვილარ ხელებზე. მთელი სხეული მიხურდა, თითქოს ვიწვოდი და გონებაში ვცდილობდი წარმომედგინა რომ ულამაზეს ბაღში მივდიოდი და არაფერზე ვფიქრობდი. დავსეირნობდი, ვუცქერდი აყვავებულ ხეივანს და ნაირნარი ყვავილი მეშლებოდა წინ. ვეწვიე იმ ადგილს, სადაც სიმშვიდეს ვპოვებ. აღარც უაზრო შეტყობინებებს ვიღებ, აღარც ვალები მტანჯავს, არც იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, მზიანი დარით თუ ბურუსით მოცული. სიყვარულს და ჩემ გულს ვერ ვტოვებ მხოლოდ, მის წასაღებად მოვალ, ჩემი გული მხოლოდ სიყვარულითაა დახუნძლული და უზარმაზარ ნაყოფს ისხამს. ჩემს გრძნობას თან გავიყოლებ და იქაც მეყვარებით, გულს ვერ უბრძანებ, გულს ვერ დააჩოქებ, მას უყვარს, უყვარს და უყვარს. ე.მ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.