შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი


7-07-2023, 10:22
ავტორი ენოტი
ნანახია 756

შეხსენება თქვენც მოკვდებით.
,,ადამიანი ცხოველია, რომელმაც იცის, რომ მოკვდება“.

დიდი ხნის წინ ეს ციტატა სადღაც ამოვიკითხე, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ის ჩემის მეხსიერების ყველაზე მიყრუებულ ადგილას დაილექა და ეს ესაა ამომიტივტივდა. ნუ თუ ეს სიმართლეა და მე ოდესმე მოვკვდები?! ეს ფაქტი მეტადრე რთულად წარმოსადგენია ჩემი გონებისთვის, მას არ ძალუძს წარმოსახვაში გამოხატოს საკუთარი გვამი და გაყინული სხეული ყვავილებით მორთულ სასახლეში ჩასვენებული. მაგრამ ნებისმიერი სხვა, სრულიად ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ადამიანის პროცესიას, გასაოცარი სიზუსტითა და სიცხადით ხატავს. ჩემი გონი არ უშვებს, რომ ისიც როგორც სხვა აუცილებლად ყოველგვარ მიზეზ გარეშე შეწყვეტს სუნთქვას. და ეს ასე რომ არ იყოს?! და ადამიანებმა ,,მართლა“, რომ იცოდნენ მათი გარდაუვალი სიკვდილის შესახებ, როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო?! იქნებ არ არის ადამიანის გონება იმ დონემდე დიდი, რომ იგი ჩაწვდეს ჭეშმარიტ მოცემულობას საკუთარი გარდაცვალების თაობაზე. თუ ოდესმე, ერთი ადამიანი მაინც ბოლომდის გაისიგრძეგანებს და მისი გონი ჩაწვდება ამ ფაქტის ჭეშმარიტ სიცხადეს, როგორ მოიქცევა იგი? რას მოიმოქმედებს და ეს მოქმედება იქნება თუ არა ადეკვატური?
მაგრამ სანამ გადავწყვეტთ, რომ ადამიანმა მართლაც უნდა შეიგნოს ამ მოცემულობის საოცარი სირთულე, დავსვათ კითხვა ,, საერთოდ საჭიროა ეს?“ და თუ საჭიროა ,,რატომ?“ თუ ცოცხალ, მოძრავ არსებას არ სჯერა საკუთარი დაღუპვის უტყუარი ფაქტი, ამაზე კარგი რა არის?! დაე სჯეროდეს მის სხეულის სამარადჟამო ცხოვრებისა და სიკვდილის წინ სარეცელთან ინანოს საკუთარი უგუნურება ცხოვრებაში გამოჩენილი სიცოცხლის სიტკბოების მიმართ. და თუ საჭიროა? იქნებ იმიტომ, რომ ამის გაცნობიერების შემდეგ ადამიან უკეთ შეძლებს მისთვის მიცემული დროის გამოყენებას. ალბათობის თეორიებით ,,ვერ გავფრინდები“ თუმცა შევძლებთ ოდნავ მაინც შევეხოთ ჩვენი ადამიანების სულიერ სიმებს და ვინ იცის იქნებ იმდენადაც, რომ შეკრთნენ და მეტად ჰარმონიული სიმფონია შექმნან ჩვენი გონების წიაღში. დაე აჟღერდე ჩვენი სულის უკვდავ ორკესტრში ბეთჰოვენისა და მოცარტის ასევე უკვდავი სიმფონიათა გამა, რომელმაც იქნებ დაამშვიდოს ადამიანის მშფოთვარე სული და გაუხსნას გზა სიმშვიდისაკენ.
ადამიანების ყველაზე დიდ შეცდომად ის მიმაჩნია რაც ჩვენ სიკვდილის ფენომენს შევბედეთ მისი ხორცშესხმითა და გაპიროვნებით. შავ ლაბადაში გამოწყობილი ჩონჩხი, ხელში ცელით ვერასგზით ვერ იქნება სიკვდილის სიმბოლო, ვინაიდან მისი პრიმიტიულობა და სიკვდილის სიდიადე იმდენად რადიკალურ განსხვავებას გვაძლევს, რომ ეს მითოლოგიური არსება უნიჭო ჯამბაზად წარმოგვიდგება, რომელსაც ადამიანის ცნობიერებამ სიმბოლო უწოდა სიკვდილისა. იქნებ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო სიკვდილი ჩვენთვის?! მაგრამ რა უფრო თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს სიკვდილის საზარელობას, შავ ლაბადიანი კაცი თუ დედის სახე, რომელსაც შვილის სიკვდილით გამოწვეული უსაზღვრო ტკივილი ზედვე ეტყობა?! რა უფრო საშიშია ის ცელი რომელსაც ალბათ უკვე ჟანგი მოეკიდა თუ ის თვალები პატარა ბავშვისა, რომელშიაც გარდაუვალი სიკვდილის ლანდი მირაჟულად აირეკლება და სიცოცხლისადმი მის არანორმალურ სიყვარულს ისე ჩააქრობს როგორც სამხრეთიდან მონაბერი ნიავი ეკლესიის საკურთხეველთან დარჩენილ უკანასკნელ მბჟუტავ სანთელს?!
ათეისტებს მეტად მარტივი აზრი გააჩნიათ სიკვდილის მიმართ. არ ვიტყვი ამ ადამიანის სახელს, რომელმაც ერთხელ მითხრა თუ როგორ წარმოედგინა სიკვდილი. ის უკვე გარდაიცვალა და ალბათ გასცა პასუხი იმ კითხვას რომელიც მე დიდი ხნის წინათ სახლის აივანთან წვიმიან ამინდში დავუსვი.
- როგორ კვდებიან ადამიანები. ვეკითხები ბავშვური გულუბრყვილობითა და დიდი ცნობისმოყვარეობით ადამიანს, რომელიც იმ სოფლად ყველაზე ბრძენი მეგონა.
- მაგაში საშიში არაფერია. მიპასუხა მეგრულად და თავადვე დასძინა. (ბოდიშ ვიხდი თუ ზუსტად ვერ მოვახდენ ციტირებას მისი ნათქვამისა რადგან ეს ბევრი წლის წინ იყო და მაშინ მე პატარა ბავშვი ვიყავი)
- ჯერ თვალთ დაგიბნელდება და ვერაფერს ვერ დაინახავ, შეიძლება დაინახო ზუსტად არ ვიცი ( თითქოს სხვა დანარჩენი ზუსტად იცოდა) სხეულს ვეღარ დაიმორჩილებ ტვინი დაგიმძიმდება და მოგაწვება ყოველი შენი მოგონება, ყრუ ტკივილს იგრძნობ თითქმის სასიამოვნოს უკანასკნელად ამოისუნთქავ და მორჩა ... სიბნელე. სიკვდილი ისეთივეა როგორც უსიზმრო ღამე.
არ ვიცი პატარა ბავშვს რატომ მოთხრა ეს ყველაფერი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ის ასე მშვიდად არ მომკვდარა.
ბიოლოგიურად სიკვდილის აღწერა მეტად მარტივი და შაბლონურია. სიკვდილიდან რამდენიმე წუთში სხეულის რეფლექსი ქრება და თვალები ხშირ შემთხვევაში ღიად გვრჩება. ყოველ საათში უფროდაუფრო ვცივდებით ,,ვქვავდებით“ შემდეგ იწყება ლპობა: თვალები, ტვინი, კუჭნაწლავი. რამდენიმე წელში ჩვენგან მხოლოდ ძვლები რჩება ბოლოს კი ვქრებით თუმცა ნუ ღელავთ ამ პროცესისას თქვენ საკმაოდ მკვდარი იქნებით ვერაფერს იგრძნობთ.
სიკვდილზე კიდევ უამრავი რამის თქმა და დაწერა შეიძლება მისი სიდიადიდან გამომდინარე, ეს ფენომენი ადამის შთამომავალთ ჩვენივე ცოდვის გამო დაგვატყდა თავს. მხოლოდ ამიტომ რად ღირს სიცოცხლე დიდი თუ პატარა ბრძენი თუ შლეგი ყველა ერთ დღეს ჩაწვდება მის საიდუმლოს და შეიგრძნობს მის იდუმალებას. ადამიანები ხომ ასე ვართ მთელი სიცოცხლე სიკვდილზე ვფიქრობთ სიკვდილის წინ კი სიცოცხლეზე ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ იყო მკვდარი იმდენადვე დიდი მდგომარეობაა რამდენადაც იყო ცოცხალი.



№1 სტუმარი 6789

წარმოდგენა არა მაქვს რა წიგნებს კითხულობ , მაგრამ ფაქტია ყველაფერმა რაც წაიკითხე შენში დააკრისტალიზა აზრი , რომ არარაში ყოფნა , "სადღაც" ყოფნაზე არა თუ ცუდია , არამედ სხვაობა არაარის. მისმინე , მისმინე - შეწყვიტე!!! თავზე საყრელად გაქვს დრო , რომ იპოვნო გზა, გზა რომ არ მოკვდე.სიმართლეს გეტყვი , აი მე , მე... მე ზუსტად ვიცი ამ გზების შესახებ , თუმცა კი ძეხორცოელს ვერ გავანდობ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა , რომ მე არ მოვკვდები. მეც იგივე მელის რაც ყველას თუ კი შესაბამისად არ ვიმოქმედებ. მოკლედ , არის გზა ე.წ უკდავდევისკენ და ეს გზა, მინიშნებას გეტყვი , მხოლოდ შენშია. შენს გარეთ , რამხელაც არ უნდს იყოს სამყარო , არ არსებობს არცერთ წერტილში არაფერი ისეთი რაც ამას მოგცემს. ეს "უკვდავობა" შენშია. ვაბშეტა შენ ხარ. თითოეული ერთი ამათგანი , ვინც არ უნდა იყოს ის , თავისი არსით არაორგანულ არსებას წარმოადგენს , ხოდა , სხეული სხეულიდად... მაგრამ ის რაც არარის ორგანული და იმას რასაც არ აქვს სიკვდილის საშუალება როგორ უნდა მოკვდეს? დავიწყებით , აი როგორ! ახლა კი დროა შენც და მეც , ყოველმა ხორცშესხმულმა ადამიანის მსგავსმა არსებამ კიდევ ერთხელ , მხოლოდ ახლა მთელი შეგნებითა და გააზრებით დავსვათ კითხვა - საიდან მოვედით? სად ვართ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent