შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი


24-07-2023, 20:34
ავტორი mari22
ნანახია 700

ვხედავდი, თუ როგორ ემშვიდობებოდა ანდრეა საკუთარი სულის მძაფრ გამოხატულებას. ეს პროცესი ნამდვილად არ იყო სიმარტივით შემკული, პირიქით, ეს იყო იმ ფაქტით ცხოვრება, რომ სული სხეულს არ დამორჩილებოდა. წარმავალი ყოფა ხშირად იმ ყვავილს ემსგავსება, რომლის მოწყვეტის სურვილი დიდია, თუმცა მისი შენახვისა თუ მოფრთხილების ნდომა მცირეა. ანდრეას შემთხვევაში ამქვეეყნიური არსებობა სიზმრისა თუ რეალობის ერთგვარ გასაყარს წარმოადგენდა. ვერ მიმხვდარიყო, თუ რა იყო ეს გრძნობა, რასაც მისი სული ასე ძალიან მოეცვა… ალბათ, სიყვარულის უნარი რომ დაჰკარგვოდა ეს იყო მისთვის ცხოვრებისეული სატანჯველი. ადამიანებისთვის ტანჯვას სხვადასხვა სახის ხარისხი აქვს, ვგულისხმობ იმას, რომ ის, რაც სხვისთვის საზეიმოა, მეორე ინდივიდისთვის სწორედ ამ სახის ზეიმი შეიძლება იწვევდეს ზიზღსა თუ ვაებას. ადამიანი მოკვდავი არსებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ის სისუსტეები ახლავს თან, რომლებიც მას გონებას უბინდავს. უკარგავს რა ყოფიერება ადამიანს სურვილს, რომ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის, სწორედ მაშინ გადაეშვება ის ქვეცნობიერ სიზმრებთა მორევში. ანდრეას ყოველი ცდა, გამხდარიყო საკუთარი თავის ღმერთი, ყოველთვის მარცხით სრულდებოდა, რადგან ინდივიდი პირობითად იმისთვის არ გაჩენილა, რომ საკუთარ აურაში მხოლოდ კარგი ეძიოს. ადამიანში დემონისეული ზრახვები ხომ მუდმივად ჭიდილშია მის კეთილშობილურ სუბსტანციასთან… ანდრეა ერთი უჩვეულო ძალის მფლობელი იყო, კერძოდ: მას განგებამ ნიჭი არგუნა სახელად - ქამელეონი. ღამით ის ულამაზესი, უმდიდრესი ადამიანი ხდებოდა, დღისით კი ერთი შეუხედავი, უბრალო, სხვისაგან არაფრით გამორჩეული ინდივიდი იყო. ცოტამ თუ იცოდა მისი ამ “უნარის” შესახებ. და თავად ანდრეა ვინ იყო? თავად მას არ სურდა ჰქონოდა ორმაგი რაობა, რადგან მისი ქონა იგივე იყო, რაც ცის იმ ნაწილთან შეერთება, რომელშიც შენი ადგილი არ არის… ერთი საღამო იყო, მდიდარი, თუმცა შინაგანად ღარიბი ანდრეა სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მის თვალწინ ასეთი რამ მოხდა: მათხოვარი ლოცულობდა, ოღონდ ეს არ იყო სიყალბით შემკული ლოცვა. ეს იყო ლოცვა სულისა. ანდრეა მიუახლოვდა მოკვდავს და ასეთი რამ ჰკითხა: რა არის ის, რისთვისაც ლოცვას აზრი ეძლევა? მათხოვარმა (რომელსაც ეუცნაურა, რომ ფულის მიცემის მაგივრად, მდიდარმა ადამიანმა მას ზოგადი ყურადღება მიაქცია) ასეთი რამ უპასუხა: ლოცვა რელიგიური პრაქტიკის ის საქმეა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის ფარსი და უაზრო, რადგან სულიდან წამოსული ლოცვა ყველაზე მეტად ავსებს ჩვენს დეფიციტებით სავსე აურას. ნატურას, რომელიც ღმერთისკენაა მიდრეკილი, ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს. ახლა კი ის მითხარი, ასეთ მდიდარ, ასეთ ლამაზად გამოწყობილ ადამიანს, ამქვეყნიური სილამაზით დაჯილდოებულს საიდან გაგიჩნდა ეს შეკითხვა? ანდრეამ, თუმცა არ უნდოდა საკუთარი ნიჭის “გაზიარება” მათხოვრისთვის, მაინც გაანდო მას თავისი “ორსახოვნების” საიდუმლო. მათხოვარს იმის მაგივრად, რომ მწუხარება გამოეხატა, ბედნიერებისა და აღტაცებისგან სიცილი აუტყდა. მაშინ მიხვდა ანდრეა, რომ შენი ტანჯვა სხვისთვის შვება შეიძლება იყოს. ამიტომ მან ასეთი რამ უთხრა მათხოვარს: ჩემი ნება რომ იყოს, ამ ნიჭსა და ძალას აუცილებლად შენ გაგიზიარებდი, რათა თავადვე გამოგეცადა ჩემში ჩუმი ტანჯვის არსებობა…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent