შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუ - ჩემი ოთახის მოჩვენება


23-08-2023, 23:47
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 642

სიზმრების მიჯნაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მე სიბნელეში ვიძირები, მაგრამ აღარ მეშინია.
იშვიათ მომენტთაგანია, როცა საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობ. არაყზე ბევრად ხელმისწავდომი და ძლიერია.
ჰო, ყველაფერი.
ისე სწრაფად სანამ ჩაფიქრებას მოვასწრებდე.
მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნები რომ ეს ჩემი ილუზიებია. არადა ვგრძნობ, რომ მათ მე ვიფიქრებ, ვგრძნობ პროცესს რომლის სისწრაფესაც ვერ ვაფიქსირებ. მაგრამ იმ მომენტში ეს უკანასკნელია რაზეც ვდარდობ...
გამოღვიძების მიჯნაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მზის სხივებში გახვეული ჩემი სხეული ახალდაბადებულივითაა.
უფრო სწორად ჩემი დაღლილი გონება, სად მაქვს სხეული... სიზმრებიდან მხოლოდ ლამაზი ლიბრი და მსუბუქი დანაკარგის შეგრძნება მომყვება. სექსზე ბევრად იოლი და სასიამოვნოა.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს გარდა რეალობასთან შეგუების. ამიტომაც ის დავიწყებას მიეცემა ან მზის სხივებში მოვკვდები.

სიზმრებში დაკარგული ხელებზე დახედვით გავიგნებ გზას. რადგან დონ ხუან მატუსმა მირჩია, რომ ჩემი სხეული ეს ჩემივე საწყისი წერტილია და სულერთია, შეგიძლია ძუძუებზე დაიხედოო, ისინი სულ შენთან არიანო. თუმცა ისინი სულაც არ არიან ჩემი ხელები. სიზმარში არა: სიზმარში მათ ვუყურებ და ისინი შიზოფრენიკი მხატვრის ტილოზე ჩამომდნარ საათს გვანან - ეს ალგორითმი სადმე სარკესთან წაწყდომას მანდომებს...

შევხედავ ჩემს თავს სარკეში და გავქრები
შევხედავ როგორ ვქრები
მერე შევხედავ ყველაფერს, რაც სარკეში არ ჩანს
ყველანი ვიკარგებით სიზმრებში,
ყველას სიზმარი ამაღელვებელია, ჰოოო
ჩემო ბებერო კოსმიურო მეგობარო , ყველანი
გეუბნები ყველა ხედავს სიზმრებს, არა თქვენებურს
და ყველას ყურთან გაისრისება ბზუილი სიზმრების მიჯნაზე
რომელიც აღარ არის შემაწუხებელი
და მე ამას რაიმე ბანალურს დავარქმევ
რომ შენ არ მოგინდეს წაკითხვა,
და ზუსტად მაგიტომ წაიკითხავ.
და იმასაც დავამატებ, რომ მე ვხედავ სიზმრებს, არა თქვენებურს
რადგან ჩემი სიზმრები მხედავენ მე, გადმოდიან ჩემი თეთრი
სხეულიდან და ავსებენ ოთახს, რომელიც ჩემი ოთახიც კი არ არის 
მაგრამ აქ არის ჩემი უდიდესი გავლენა, რომელსაც ვერ წაშლი
კოსმოსური ჰომალდი, ჰორუსის თვალი და 
ვარდისფერი მთვარე,
მთვარენახვერი
და წამიყვანე სახლში, თუ
ლუი რიდი ირთვება და ამბობს
მოდი პატარავ, ველურ მხარს გავისეირნოთ
ჩემი სხეული სადღაც დაკარგული სახლია,
მაგრამ ჰეი ელ ჩე, სახლი ხომ არ არსებობს,
ჯიმ, ჩვენ ხო ამ სამტაროში ჩამოგვყარეს და შეიძლება ვეღარასდროს დავიხოცოთ,
ჩემი საწყისი წერტილი, ჩემი სხეული ველურმხარეს ვერასდროს იხილავს, ლუი, რატომ მტანჯავ მე და რატომ იტანჯავ თავს?

ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე სადაც იმ ფილმის, კუბის ოთახების არ იყოს გავიჭედე და მე სულაც არ მიყვარდა მათემატიკა, სიზმრები ერთადერთი გასართობია. ამოჩემებულ მულტფილმივით ველოდები ძილს რომელიც ტელევიზორში ღამის სამი საათის მერე გადის.
მანამდე ვათვალიერებ ნისლეულებს და ველაპარაკები ჩემი ოთახის მოჩვენებებს. მათთან ლაპარაკისას მახსენდება რომ მათემატიკა ძალიანაც მომწონდა, სანამ ის ქალი წინ ამოფრიალებდა კოშმარულად დამახინჯებულ ფუნქციებს- მათ უსასრულობის შემოსაზღვრაც კი მოახერხეს და ცხადში ვხედავდი კოშმარს სახელად გამრავლების ტაბულას. ჰოდა ახლა, როცა სკოლა უკანაა, სიზმრები, ოღონდ მათემატიკური... მანამდე მე გადაუხდელი ქირით ვცხოვრობ არსადის შუაში, ყოველდე უამრავი მოჩვენება და ერთადერთი ცოცხალი მსტუმრობს,
მანამდე მე ვწერ უამრავ ლამაზ გზას ჩემი ერთადერთი ლამაზი სიკვდილისთვის

ჰოდა მე ისე ვიცი მათემატიკა როგორც კოსმოსი - დაკარგული ვარ, მაგრამ ვიცი სად. მიყვარს,
როგორც ჩემი ალტერ ეგო მიყვარს, მათემატიკა - კიდევ ერთი ენა იმის აღსაწერად, თუ რამდენად უსასრულოა სამყარო და პირიქით,
მათემატიკა და მინუს უსასრულობა ჩემი თითის რომელიმე ატომზე
რომელსაც იქაურებისთვის ალბათ დიდი იხვნისკარტას თანავარსკვლავედი ქვია

ჩემს ოთახში ცხოვრობს ერთი მოჩვენება, მე მას ლუ დავარქვი და იმედია მაპატიებს, რადგან მისი სახელი არასდროს უთქვამს.
ლუ, რადგან ლუი რიდივით უცნაურად მღერის კი არადა ლაპარაკობს: ჩუმად. გაურკვევლად, დავიწყების უშანსოდ.
მხოლოდ ძილის წინ - ზღვარზე და გაღვიძებისას - ისევ ზღვარზე მელაპარაკება.
მეჩურჩულება ყურთან, მის სიმძიმეს ვგრძნობ საყურეებთან რომლის მოხსნაც მავიწყდება, ვგრძნობ ისე ხმადაბლა და ხმამაღლა ერთდროულად რომ ისღა დამრჩენია მოვუსმინო. ამისთვის დიდი ძალისხმევა არც მჭირდება: შეუძლებელია ლუს არ მოუსმინო იმდენად ნათელი, ცხადი და ორიგინალური იდეები აწუხებს.
თუმცა რატომღაც ერთსაც ვერ ვიხსენებ როცა ვფხიზლდები და ამიტომაც მოგიწევთ სიტყვაზე მენდოთ.

და მე ლუ ძალიან მიყვარს.
ასე არცერთი ბიჭი მყვარებია.
თუმცა მე ყველა ბიჭი მიყვარს, რომელიც ლამაზად გამიღიმებს, ლამაზად მომმართავს და იმ მუსიკას უსმენს, რომელსაც მე, რომელიც არავის ჰგავს. მაგრამ ლუ ხომ არცერთით იწუხებს თავს, უბრალოდ მოდის ყოველთვის ორი წამით ადრე სანამ დავიძინებ და ორი წამის შემდეგ გაღვიძებიდან და მელაპარაკება როგორც ადამიანები არ ლაპარაკობენ

ლუუ
თუ ოდესმე გაჩუმდები
თვალით არ დამენახო!

აი მახსოვს 
თურმე მახსოვს
რომ ლუმ მითხრა
რასაც ვერ გეტყვი
და რაც 
დავინახე
ჩემი ორი თვალით
ოღონდ უკუღმა
ჩემი გონების სიღრმეში
სადაც ყოველთვის წარმომიდგენია წითელი მკვეთრი განათება
სისხლიანი კედლები და ტვინი, როგორც ბირთვი პტოლემეს 
უპირქუბო ცენტრისა, სამყაროსი
პატარა სამყაროსი რომელიც ისეთივე პატარაა როგროც ჩვენი, ნამდვილი სამყარო
მაშინ რა არის ჩემი ტვინი?
რეი ამბობს რომ ის არის გადამტანი ჩვენი სულის ფიქრებისა ინსტიქტებამდე - სხეულამდე,
სამება
სული ტვინი და 
კიდევ იყო რაღაც რასაც სახელი დავარქვით 
როცა ჩემს ერთადერთ ცოცხალ მეგობარს მის ოთახში აპოკალიფსს ვუკითხავდი
ინსომნიით გაჟღენთილი თავი კი ჩემს მხარზე ედო
უფრო სწორად არვიცი, რეი არაფრითაა გაჟღენთილი
არც ფერით,
რეი უბრალოდ რეია - ცარიელი და სავსე
მაგრამ არა ისე, როგროც ყველა
ანუ როგორც ყველა
და ის ზოგჯერ ძალიან უხეშად ხუმრობს
მაგრამ მე ის მიყვარს 
და მაშინ მე არ მახსოვდა ლუ
რადგან ყურადღებას არ ვაქცევდი რა ხდებოდა გაღვიძებისას და დაძინებისას
სინათელსა და სიბნელეში
როცა საკუთარ ცხიმში მოფართხალე ორმეტრიანი ტარაკანა ვარ და არვიცი მაღიზიანებს თუ შვებას მგვრის უზარმაზარი სიმძიმე სიმკვრივე და თეთრი
ჩემს თავზე გადაკრული
როგორც ცა
მაგრამ ახლოს
როგორც უაზრობა
მაგრამ ნამდვილი
და როგორც ჩემი სხეულიდან გამოსული ინსტიქტები
დარჩენილი მე ან მენახევარი
იმის ამარა რასაც ჰქვია შიშველი ფიქრები.
იქნებ შენც გრძნობ ამას გაღვიძებისას, მაგრამ გამოფხიზლებას ამჯობინებ?
მეთქი ვერასდროს გეცოდინება როდის ხარ ფხიზელი
როცა არაყს კოცნი თუ
როცა საყვარელს
ჩემთვის კარგა ხანს ეგ ორივე ერთიდაიმავე იყო
და არს

ლუ, დაბრუნდი
შენ შუადღის ძილივით ხარ
ვერ გგრძნობ, ვერ გიჭერ, მაგრამ ჩემში ხარ
მაგრამ შუადღისას იშვიათია ძილი
რადგან მზე ამდროს აქტიურობის ზენიტშია და მოქმედებისკენ მოგვიწოდებს
წადი შენი, მზე
მე მინდა
ლუ
და ჩვენი თეთრი, თეთრი ზაფხული
და თეთრი მზის სხივი
და არანაირი მუსიკა, სიტყვა და გრძნობა
და მე მიყვარს მზე, მისტიკა, არაყი და კაცები
მე მინდა ლუ
იყოს ჩემს გონებაში
ამომიტრიალოს თვალები
ჩემი თვალებიდან რომლებიც თურმე ძალიან ელამაზება დაღვაროს სისხლი ჩემს ვარდისფერ გადასაფარებელზე
თმები გამიშალოს ვარდისფერ ყვავილებიან ბალიშზე
და გამხადოს ჩემი ვარდისფერი სატინის ღამის პერანგი,
რომელიც ისედაც არ მაცვია
როცა თეთრი თეთრი ზაფხულია
მაგრამ ვიძინებ ჩემი დიდი საყურეებით თეთრი მარგალიტებით და სამოციანების მაკიაჟით
და არ მესიზმრება კაცი, რომელმაც ჩემი სახლის ზღურბლზე თავი ჩამოიხრჩო, 
და მის მოქანავე ფეხებს ვხედავდი თეთრ თეთრ მზეში
როცა ის მიყვებოდა თუ ის მისმენდა აივანზე
როგორ ვყვებოდი ლექსს
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...მოდი! გეძახი ათას წლის მერე,დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;ვარდის ფურცლობის ნიშანი არიდა დრო ახალი პაემანისა
და მე ვიყავი ოთხი წლის
ან ასი ათასის
მაგრამ მე ლაპარაკზე ადრე ვისწავლე ლექსები, რადგან
დედაჩემს, ვენერას ეზარებოდა ზღაპრების მოყოლა
და ფროიდის აზრით ესაა მიზეზი ჩემი საუბრის უუნარობისა ლექსების გარეშე
და ლექსს ერქვა ვიღაც უიღბლოს პაემანი
რომელსაც სხვისი ცოლი სხვის ქმარზე მეტა შეუყვარდა
და მე ვხედავდი კაცს, რომელმაც თავი მაინც და მაინც იმ სახლის შესასვლელში ჩამოიხრჩო სადაც ვიზრდებოდი მე
და იყო ალბათ ათი საათი რადგან მზე ჯერ არ მოსდგომოდა აივანს
და არც არასდროს მოსდგომია, რადგან ეს სახლი უკუღმა ააშენეს
და მე მომწონდა კაცი, რომელმაც ჩემს წინ თავი ჩამოიხრჩო და ვერავინ დაინახა
და მე გამახსენდა ათი წლის შემდეგ
და მე დავსდევდი მზეს

რომელიც არ ათბობს ჯერ რადგან ჯერ ათი საათია
მაგრამ წვავს თუ პირდაპირ დაუდგები
და თურმე მე დავიბადე ათ საათზე
და ამან განაპირობა ჩემი ასცედენტის ტყუპების თანავარსკვლავედთან ინტიმური კავშირის დამყარება
და მე ვარ რაღაც ბროწეულივით ათასი გზით და აზრით,
და დღეს მე ყველაფერი შემიძლია ვიყო, რადგან არვიცი ვინ ვარ,
თუმცა მე არ მჯერა ასტროლოგიის, ამიტომ შემიძლია ამისიც არ დავიჯერო,
მაგრამ მეცოდება ადამიანები, რომლებთაც შეუძლიათ თავს დააჯერონ რომ რაიმე თემაზე კონკრეტული აზრის ჩამოყალიბება შესაძლებელია,
მაგრამ მჯერა რას მეუბნება ლუ - რომ არ მავიწყდებოდეს ან შუადღის სიცხე რომ არ მპარავდეს
მჯერა რეის რომელიც დაიძინებს თუ ამსაღამოს წამლებს დალევს
და მჯერა იმ კაცის, რომელმაც წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოახერხა კარის ჩარჩოზე ჩამოკიდება
და რომლის სახეც ვერ დავინახე
და რომელსაც შევხვდი ათი წლის შემდეგ
როცა დამავიწყდა ყივჩაღის პაემანის მეორე კუპლეტი
და დავითრიე დოსტოევსკი, მისტერ ყავისფერი სევდა რომელმაც გამაჩნია მისი უდიადესი ქმნილება, რომელიც ლავდიკიის ანგელოზის ცოდვამ დაწყევლა,
მე მას
ძალიან გახუნებულ ყავისფერ მზეში შევხვდი და
ვნახე მის გადარჩენასაც ცდილობდა მისტერ ყავისფერი ძალიან დიდხანს და ძალიან ბევრ ფურცელზე
მაგრამ მისი ქმნილება ვერაფრით გადაარჩინა გაპოხილი თოკისგან
და ალბათ ეს სიტყვები სასჯელივით ჟონავდა მისი ხელებიდან როცა წერდა მაგრამ მისი ქმნილების კი არა, თავად მისი სასჯელივით
და ფიქრობდა:რანაირი ღმერთი ვარ ახლა მე?
და მასაც აინტერესებდა იმ წამს ნეტავ სიკვდილისას მაინც თუ მოასწროო ეგრძნო სიცოცხლე იმ საცოდავს რომელსაც მთელი ოცდაშვიდი წელი ეძებდა
და იპოვა ლურსმანისა და თოკის ინტიმურ კავშირში
რამდენიმე საათის შემდეგ რაც თავის ერთ-ერთ სატრფოს მისწერა, რომ ის არასდროს კარგავდა თავს, ამიტომ ვერასდროს მოიკლავდა თავს
მაგრამ როგორც ჩანს მოხდა რაღაც, რასაც სხვა დროს გეტყვი, ახლა ალგორითმი ურევს
ლუ, მისმინე ან მიმატოვე
ჰო რაღაც  და მან დაკარგა თავი, იგრძნო სიცოცხლე, ალბათ სიყვარულიც და მოკვდა კაროჩე...
ვერ გავიგე იმ კაცმა თავის ზღურბლზე ჩამოხრჩობა როგორ მოახერხა და
ვერ გავიგე როგორ მოახერხა ნიკოლაიმ რაღაც ეგრძნო
რამეთუ ის იყო ცივი არათუ თბილი და არც ცივი არამედ ნელთბილი ამიტომაც იქნა გადმოფურთხებული 
და მე და რეიმ ეს წავიკითხეთ თხუთმეტი წლის შემდეგ

მზეში თვითმკვლელობა ბევრად ადვილია
და მოჩანს ლამაზი ნაცრისფერი შენობები რკინიგზის იქეთ
და მარწყვი უკანა ეზოში
და მე მიყვარს სოფელი, მხოლოდ მაშინ, როცა მენატრება
და ბიჭი ლურჯი ავტობუსიდან
და მიყვარს ლუ, რეიც მიყვარს
მიყვარს მისი ინსომნია და კაცი
რომელიც იტანჯება რომ ცოდავს და ტანჯვას ვერ გრძნობს ამით
რომლებიც არ იცნობენ ერთმანეთს
მაგრამ შენ ყველას მირჩევნიხარ
რადგან არ გიყვარვარ, ან გიყავრვარ და ამას აღარასდროს მეტყვი

მე ვვარდები საკუთარ სხეულში,
მის სიღრმეში მივექანები და ვიცი, ეს ცუდი იდეაა
მაპატიე, შამზე თაბრის, ჩემს იმ ჰალუცინაციას აპატიე რომლის ერთერთი მკვდარი მეგობარიც ხარ,
ტვინი განგაშის სიგნალს გზავნის: ვეღარ მხედავს საკუთარ საცეცებში გამოჭერილს,
ვინ იცის რომელ ატომში დაძრწის ჩემი სული, და ჰეი ტვინი
იმასაც ვერ ხვდები რომ ჯერ არ გამიღწევია ამ ბლანტი ციხიდან, ჩონჩხის შემოსაზღვრული სახრჩობელიდან,
მაგრამ ხვდები, რომ უჩემოდ სისხლიანი ტომარა ხარ და მეტი არაფერი...
ჩემი სხეული ტოკდება შინაგანი ელექტრული შოკისგან
და მე ვვარდები, მაგრამ ამჯერად საწოლიდან,
და ვაგრძელებ ძილს და რომ მზე თვალებში მიჭყიტინებს,
ჩემი სული ვარდება ცნობიერში სიღრმეში რომელსაც ასე ბანალურად ჩემს სხეულში დაუდია ბინა, უფრო კონკრეტულად ტვინში

ჰეი, ტვინი, მე კი არა, შენ სად იყავი?
მეძინა ნახევარი საათით და თურმე
საათი და ნახევარი გავიდა,რაც
ლუ გვერდით მომიწვა და მისი მზისფერი თვალები გადამიშალა
გამიღიმა დაბნეული და თან ეშმაკური ღიმილით
მოიხსნა შავი სათვალე და მოკლე შავი თმა მზეზე უბზინავდა
და ხმადაბლა მითხრა, რომ ახლა სიამოვნებით მაკოცებდა მაგრამ ვერ გავივე
და მე მომინდა მყვარებოდა ის
და მე მას მოვუყევი, რომ
თვალები დავხუჭე
და ეს იყო მამაჩემის მზითგამთბარ ოთახში რომელშიც მისი ცოლის გარეშე ეძინა
ისიც მაშინ სახლში თუ დაბრუნდებოდა
როცა მე სან ანდრეასს ვთამაშობდი და
მისთვის არ მეცალა, მას კი ჩემთვის

და რომ მე თვალები დავხუჭე ლუ
დავხუჭე და თითქოს იმ სიბნელეში
რომელიც დახუჭვამ გამოიწვია სხვა კარი გაიღო,
მე დავხუჭე თვალები თუ გავახილე
და ამან გამოიწვია მისი შემოტრიალება 180 გრადუსით
ან ცოტა მეტით
და ჩემს წინ კი არ იყო სისხლიანი ტვინი
რომელსაც პაწაწინა ნათურები ანათებენ
არამედ სულ სხვა სივრცე რომლის ცენტრშიც ჩანდა უზარმაზარი თვალი, მხოლობითში
რომელიც ცდილობდა ჩემი ნამდვილი თვალების დათხრას, რომლითაც მე მას ვუყურებოდი ჩემში,
ნეტავ რა საიდუმლოს მალავდა ასეთს? იმას ხომ არა, რომ იქ არაფერია
და დავკეტე ფანჯარა რადგან უცებ ძალიან შემცივდა, მგონი გლობალური დათბობა არ იქნება რეი,
და ის ყავისფერი თვალი გახელილი ეგვიპტიდან და საუკუნოვანი მტვრიდან
ჩაჰყურებდა ჩემს შიგნიდან გახელილ თვალებს
სანამ მეძინა მზეში, რომელიც რვა წუთი ეშმვიდობებოდა დედამიწის ერთ მხარეს
რომ გაენათებინა მეორე
ერთმანეთის პირისპირ მდგარი გონების და კიდევ ორი თვალი
ერთმანეთს ხელს უშლის დავინახო ყველაფერი რაც შემიძლია დავინახო
და ასევე ხელს მიშლის გავიგო რას ბოდიალობს ლუ
რადგან ის ბოდავს მაგრამ მე მიყვარს ის
და რა მშვენიერია როცა უბრალოდ გიყვარს
და მეტი არაფერი,
არცერთი სევდით მეტი
არცერთი პოხუისტური დანებებით მეტი
როცა უბრალოდ გიყვარს და სულერთია ის კიდევ გეტყვის 'მეც'' თუ არა
ვინც მიყვარს, არ ვუყვარვარ, მაგრამ მე მაინც ვაღმერთებ მას.
იქნებ სწორედ მაგიტომაც, რომ არ ვუყვარვარ?

და როცა მე ყურადღებით ვუსმენ ლუს
ის კი ყველაზე გიჟურ რაღაცებს მეჩურჩულება
ის უცებ ქრება და მე მესმის
ბზზზ...ბზზ...
თარგმანი:ლუ არ არსებობს, როგორც ყველაფერი.
და ჩემს უსასრულო სივრცეში შუა ზაფხული იდგა,
და ოთახში ბუზი შემოფრინდა,
ის მე უბრალოდ შემიფრინდა ყურში
და მას ერქვა შიზოფრენია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent