რაც გინდა მოხდეს
რაც გინდა მოხდეს, რაც გინდა იყოს, მე სულ გამოვცემ შენს მიმართ სითბოს. სულაც, რომ ვგრძნობდე რომ გრძნობა მახმობს, მე შენი ნახვა მაინც გამათბობს. რაც გინდა მოხდეს, რაც გინდა იყოს, შენ ჩემი გული მუდმივად გიხმობს. შენი ღიმილი ყინულსაც ადნობს და მეც საშინლად და ტკბილად მათრობს. რაც გინდა მოხდეს, რაც გინდა იყოს, მე შენთან ერთად ვსვამ წითელ ღვინოს. არ დავუძახებ ამ გრძნობებს მალულს, არვისთვის ვამბობ რაიმე ფარულს. რაც გინდა მოხდეს, რაც გინდა იყოს, ჩემი გული სულ შენს ნახვას ითხოვს. ძლიერ მიყვარხარ შენ, ანგელოზო. და მსურს რომ მუდამ შენ დაგელოდო. რაც გინდა მოხდეს რაც გინდა იყოს, მსურს ჩვენმა წვიმამ არ გადაიღოს. მე შენ ყოველთვის დაგელოდები, შენ სულ სხვა ხარ ვერ განმეორდები. რაც გინდა მოხდეს, რაც გინდა იყოს, შენს მიმართ სულ ვგრძნობ, ამ გრძნობის სიტკბოს. შენი ტუჩები, შენი თვალები, იმედი მაქვს არ დამემალები. რაც გინდა იყოს, რაც გინდა მოხდეს, გრძნობებმა შენთვის ეს გული მორთეს. გრძნობები ჩემს გულს აქ შენთვის მოსდევს, ის შენს ნაზ კისერს ხელებს სულ მოხვევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.