შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანაწერი 1.


24-08-2023, 22:47
ავტორი goldmundi
ნანახია 562

Არამგონია არსებობდეს ადამიანი,რომელსაც საკუთარი თავისთის ერთხელაც არ დაუსვამს კიტხვა როგორ გაჩნდა სიცოცხლე?ვინ ვართ ადამიანები?რანი ვართ?რისთვის გავჩნდით და რა ვალდებულებები გვაკისრია?მაგრამ გაგვიცია კი ამ ყოველივესთვის პასუხი?შეძლებს კი ვინმე ჩაწვდეს ამ ბუნდოვანი კითხვების არსს?ვსვამთ კითხვას,ვიწყებთ ფიქრს,მაგრამ ფიქრთა ძაფი ერთმანეთში იხლართება და ვიკარგებით უსასრულობასა და გაურკვევლობაში.რატომ?რატომ ვერ მივდივართ ბოლომდე?პასუხი მარტივია.იმიტომ რომ ეს ის საკიტხებია,რაშიც ადამიანის გონება ვერ სწვდება,ვერ ურხრმავდება და საბოლოო დასკვებამდე ვერ მიდის.კითხვები ადამიაის რაობაზე,სამყაროს შექმნაზე,არსებობაზე,ღმერთზე,სიცოცხლესა და სიკვდილზე,ესენია ის კითხვები რომელზედაც კაცობრიობას დღემდე ვერ გაუცია პასუხი და ვერც ვერასოდეს შეძლებს,რადგანაც ღმერთმა ისინი მიუწვდომელი გახადა ადამიანის გონებისათვის.ადამიანებს ჰგონიათ,რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია,რომ მათ შეუძლიათ დაუპყრობელი მწვერვალების დაპყრობა.დიდი ამბიციების მქონე ჭიანჭველები არიან.დიახ,დიახ,მე ადამიანებს მუდამ ჭიანჭველებს ვადარებ.თუ რატომ ამას ახლავე ავხსნი.მაშ,დავიწყოთ.ჭიანჭველა არის არსება,რომელიც დაკავშირებულია შრომასთან,არა?ისინი ერთ გუნდად ცხოვრობენ,ბუდეს იკეთებენ,შემდეგ კი საჭმლის საშოვნელად ბუდიდან გადიან და ბუნებაში დახეტიალობენ,საკვები კი ბუდეში მიაქვთ,რათა ოჯახი დაანაყრონ.აბა,ახლა ადამიანებს და მათ ცხოვრებას დავაკვირდეთ;იშენებენ სახლს,მუშაობენ,ოჯახს უვლიან.ისინიც ჭიანჭველები არიან,რომლებიც მუდამ შრომობენ და მუდამ იმაზე ფიქრობენ რაც შეიძლება მეტი იშოვონ.მაგრამ მათ მე მხოლოდ ამ თვისებებისდა გამო კიარ ვადარებ ჭიანჭველებს.აბა,კარგად დაუკვირდით.რამხელა სამყაროა ხომ?დედამიწის მიღმა მთელი გალაქტიკა,ათასობით ვარსკვლალი,პლანეტა და ჩვენ მათ შორის ერთ-ერთი ვართ.ჩვენ ქვიშის მარცვალი ვართ უდაბნოში.დიახ,დიახ ასეა.ადამიანებს თავი ერთადერთ ცოცხალ არსებებად,ხოლო დედამიწა ერთადერთ ცოცხალ პლანეტად მიაჩნიათ.რადგანაც მათ ეშინიათ.ეშინიათ იმის დაჯერების,რომ იქ სადღაც,შორს მათზე უფრო ჭკვიანი არსებები ცოცხლობენ,ვინაიდან ადამიანები ხომ უსაზღვრო ეგოიზმით შეპყრობილნი არიან.განდიდების მანიით შეპყრობილნი,რომელთაც ჰგონიათ,რომ მხოლოდ ისინი არიან განუმეორებელნი და უგონიერესი არსებები.კი,მაგრამ ასეა კი ეს მართლა?ნუთუ ამხელა სამყაროში,მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ?!ჩემთვის,რთულია ამის დაჯერება.ალბათ,ბევრი სხვაც ჩესავით ფიქრობს,მაგრამ ადამიანთა უმეტესი ნაწილი იმ აზრზე დგას,რომ დედამიწა ერთადერთი ცოცხლი პლანეტაა.ვფიქრობ,რომ ოდესმე ამის საპირისპიროს ვიხილავთ.

Ასე მგონია ადამიანებმა ფიქრის უნარი დაკარგეს.ირგვლივ მიმოიხედეთ.დააკვირდით თქვენს გარშემო მყოფებს.ირგვლივ მხოლოდ,სამსახურზე თავგადაკლულები,გამდიდრების მანიით შეპყრობილები,აგრესიულები,ნარკომანები,ლოთები,მკვლელები,შურითა და ეგოიზმით სავსენი არიან.ახლა ადამიანების ერთადერთ მიზანს რაც შეიძლება მეტი სიმდიდრის შოვნა წარმოადგენს.მეზობლები ერთმანეთს თამაშში იწვევენ რომელსაც ჰქვია:’’აბა შენ უფრო უკეთესი სახლი გაქბს თუ მე?შენი შვილი უკეთესია თუ ჩემი?”ადამიანები შურით სავსენი დაიარებიან.ამპატრავვანი,ეგოისტები,სიძულვილითა და ყოველგვარი სიბილწით სავსენი ვართ...ოჰ,რა საზიზღარი და შესაზარია ეს ყოველივე.დააკვირდით,შეხედეთ,შეხედეთ რა ფუჭად ვკარგავთ დროს.იმის მაგივრრად,რომ ვეცადოთ შევიცნოთ საკუთრი თავი,ვეცადოთ ვიპოვოთ საკუთრი ადგილი ამ სამყაროში,იმის მაგივრად რომ ვიფიქროთ ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე,ჩვენ ვამჯობინებთ მხოლოდ ფულზე და ძალაუფლებაზე ვიფიქროთ.ადამიანები იმდენად გადატვირთულნი არიან მძიმე ცხოვრებით,რომ საკუთარ თავთნ დარჩენისა და ფიქრის დროც კი აღარ რჩებათ.იქნებ ესაა “მათი” მიზანი?”მათში’’ვგულისხმობ ჩვენზე უფრო ზემდგომ ადამიანებს,რომლებიც ყველაფრის სათავეში დგანან.იქნებ ეს მახეა?მახე რომლის მიზანიცაა,ადამიანეს წაართვან ფიქრისა და განსჯის უნარი?აი,მაგალითისთის ავიღოთ ჯორჯ ორუელის რომანი “1984”.იქაც ხომ იგივე ხდება რასაც მე ვამბობ,არა?”დიდი ძმა’’.დიქტატორი,რომელიც ადამიანთა აზროვნებას,მათ ფსიქიკას,სურვილებსა და გრძნობებს აკონტროლებს.იქნებ ასეთი დიქტატორები მართლაც არსებობენ,მაგრამ მათი მიზანი ამჯერად მხოლოდ ჩვენთვის აზროვნების უნარის დაქვეითებაა,რათ შემდეგ მათი მარიონეტები გავხდეთ?ხშირად ვფიქრობ,იმას რასაც ფანტასნიკის ჟანრის ფილმებში გვიჩვენებენ,ნუთუ ეს შესაძლებელია?შესაძლებელია თუ არა ადამიანები რობოტებმა ჩაანაცვლონ,ან შეიძლება კი ის ასრულდეს რაც ჯორჯ ორუელმა დაწერა?ვინ იცის,მაგრამ მე კი მგონია,რომ ეს შესაძლებელია.ადამიანები ნერვებმოშლილნი და აგრესიულები გახდნენ.სამსახური,ოჯახური მდგომარეობა,სტრესი,ნერვიულობა და ყველაზე მთავარი:ტექნოლოგიები.ჩვენ საათობით ვზივართ ტელეფონებთან,კომპიუტერებთან და სოციალურ ქსელებში ვატარებთ ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს.ტექნოლოგიები ძალიან დიდ დროს გვართმევენ,ისინი ხელს გვიშლიან საკუთარ თავთნ გარკვევაში,რაც აუცილებელია.უნდა იცოდე ვინ ხარ და რაგინდა.გაიარეთ ქუჩაში და დაუსვით ეს კითხვები უბრალო გამვლელებს.უმეტესობა ვერ გიპასუხებთ და ვინც გიპასუხებთ ეიძლება რაიმე უზარობა ან საერთოდაც ტყუილი გითხრან...როცა სკოლიდან ვბრუნდებიტ ან სამსახურიდან.რას ვაკეთებთ?ვიღებთ მობილურს ან კომპიტერს და ინტერნეტ სივრცეში ვიკარგებით.შემდეგ უბრალოდ ვიძინებთ.ამით მე იმას არვამბობ,რომ ტექნოლოგიები და მოწყობილბები არასაჭიროა,არა,ჩვენ ისინი ყოველდრიურობაში გვჭირდება.მე იმის თქმა მსურს,რომ ჩვენ იმ დროს ვახარჯავთ მათ,რომელსაც საკუთარი თავის შეცნობაშ უნდა ვიყენებდეთ.ბოლოს ვინანებთ.ვიტყვით თურმე რა უაზროდ გავგგიფლანგავს დრო,მაშინ როცა სხვა რამე ღირებულის გაკეთება შეგვეძლო.მაგრამ მაშინ ყოველგვარი სინანული ხომ უაზრო იქნება?თუმცაღა,ადამიანთა ბუნება ხომ ამგვარია.მაშინ ვხვდებით და ვნანობთ,როცა გვიანაა,როცა აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent