სააღდგომო კვერცხი
გენტ ბრიჯზე აბრა ამბობს ''აქ არანაირი აღდგომის კვერცი არ არის. დაახვიე'' მარა მთვარეს ესვრი სნაიპერით და მისი ზომა იცვლება... კატალინას კაბინასთან ახლოს სამი საფლავი და ერთი ნიჩაბია... მეოთხე რისთვისაა, მე რომ დავიმარხო? დედაქალაქის სასაფლაოზე არის გრაფიტები, რომლებიც მხოლოდ საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე ჩნდება. გრაფიტი ამბობს "ოჯახების 4 ცხოვრება" პიცა ტყუილია, მაგრამ მე ის მაინც მიყვარს დილის ათი საათი. სასაფლაო მზის ქვეშ. ისმის ზარების რეკა და ბავშვის ჭყივილი, რომელიც კლასიკურ მუსიკას მაგონებს. კვირიკეს ოქროსფერი თმა აქვს, სამრეკლოდან გადმოხედვა უნდა, მაგრამ სტიქაროსანი საკმაოდ ზრდასრულია იმისთვის რომ ეს დაუშალოს. ანიკაც რა დიდი ქალივით აშრიალებს კაბას, კვირიკე ხან ხელში უჭირავს, ხან გაჩუმდიო, ჩასჩიჩინებს, როცა ბავში ხმასაც არ იღებს. მარიამი ბევრად უფროსია მასზე, მაგრამ რაღაც საიდუმლონარევი სიმშვიდით დგას დედის გვერდით და გალობს. ის უფრო პატარა გოგოსვითაა, ვიდრე თორმეტიოდე წლის ანიკა. ანდრიას ისევ დაბნეული, ბურუსიანი ცისფერი თვალები აქვს, ისევე მისტიკური როგორც ზღვის ზოლს შერეული ჰორიზონტი დილით, ცარიელ სანაპიროზე... ყოველთვის მომწონდა მისი უტყვი საუბარი, მზერის ელვარება. მისი ხმაც კი, რომელიც არასდროს მომისმენია...ნეტავ როგორია მისი სიტყვათა შეთანხმება? იქნებ ისეთი როგორიც მე მსურს:ხმადაბალი, როგორც მისი მოძრაობის ტრაექტორიაა. ნეოფიტე ისევ მოუსვენრად დარბის აქეთ-იქით, საფლავებს შორის ცოცხალი სულია, მიწაზე გაშლილ პურმარილზე ხან საიდან დაუძახებენ, ხან საიდან, მაგრამ არსად ჩრდება, ფეხებზე ჰკიდია კიტრიც და ლიმონათიც. ეს სულ ასეთი მოუსვენარი იყო... ნეტა ვინმე ხომ არ გამომრჩა? არა, მამაოს ხუთი შვილი ჰყავდა. მანქანები ბუზებივით ესეოდნენ ტაძარს. მე გუმბათიდან შემოჭრილ თეთრ ეთერის ზოლში თავისუფლების სუნთქვა ნაგემი მტვერი უფრო მიზიდავდა, ვიდრე მონოტონური გალობა. თუმცა მამაოს ცოლს ლამაზი ხმა ჰქონდა, მაგრამ მდუმარებაზე ლამაზი, სადაც მებაჟეები თავისთვის ჩუმად ლოცულობენ შენდობას?! არამგონია. ეს ტაძარი ჩემთვის ვიდეო თამაშის სააღდგომო კვერცხივითაა. მოვდივარ გზაზე, სიცხე მიწევს, მაგრამ ეს ჰომ არ უნდა შემეტყოს! ცალი ხელი წელზე დოინჯად, თეძოების რხევა, მშვიდი სიამაყე... ჩემში მაინც არის რაღაც ბოშური. ეს ვარ მე, ცოტახნით. თავსაბურავი ტაძარშიც არ მეკეთა, მე ურწმუნოს, ახლა - მხრებზე გამოდებული დაყვება ქარს, ნაბიჯებს. რაღაცას მილოცავენ... მე, ურწმუნოს - ურწმუნონი.უცებ ჩემს ყურადღებას, რომელიც არსაით იყო მიმართული, შთანთქავს სასაფლაოს კიდე, რომლის იქეთაც ჩამწკრივებულ ოჯახურ ტრაგედიების უბანს ყოფს ჩიხი, სადაც არასდროს გამივლია. ირონიულია, რომ უბანი იმ სახლით იწყება, სადაც ხოლმა ქამრი მოკლა და ქალაქში გადაიკარგა. ის, რასაც ჩემი თვალების სინათლე ეყინება სასაფლაოს კიდე კი არა, სულ კიდეში ჩადგმული საფლავია, რომელსაც თავზე ადგას პატარა - რადგან არ მიყვარს სიტყვა მომცრო - გრაფიტის ოთხკუთხედი, რომელზე წარწერასაც ოქროსფრად აელვარებს მზე და მე შუა ქუჩაში ვშეშდები რამდენიმე მარადისობის მანძილზე, რამდენიმე სივრცის მოშორებით და შეშდება რეალობაც. წარწერას, გასაოცრად და მეტად მშვენიერი გადაწყვეტილებით, უკუღმა, რატომღაც ქუჩისკენ უქნია პირი; ალბათ იმიტომ, რომ ყველა ცოცხალმა წაიკითხოს როგორ შეამკო ვიღაც უცნობის საფლავი მისმა მეგობარმა, ალბათ ერთადერთმა მეგობარმა დედამიწაზე... წარწერა ამაყი მწუხარებით ამბობს: ''არ ღირსებოდეს აქ მოსვლა'' მეთქი ვაა, ხედავ შენ? ნეტავ ვის ეუბნება ეს კაცი, გამწარებული ირონიით - ჩვენ, მოკვდავთ, რომელსაც არ ახსოვთ სიკვდილი და დრტვინვით კაიფობენ ყოველდღიური უშანსობით, თუ ღმერთს შეჰბედა ამ საოცარი სითამამით: არ ღისებოდეს აქ დაბრუნება. შემიპყრო მისმა გადაწყვეტილებამ...არ ვიცი ვინ არის, რად უქმნია ღმერთს თუ მის ცნობიერს, რა კაცია თუ კაცია საერთოდ, მე ის მიყვარდება. მიყვარდება და მიყვარს რამდენიმე მარადისობის მანძილზე, რამდენიმე სივრცის მოშორებით, იმ მკვდრის სულისთვის კი ვლოცულობ: არ ღირსებოდეს აქ მოსვლა, განისვენოს არარსებობაში. თორმეტს გადაცდა. ახლოვდება წამი, სიკვდილის წამი. შავ ხვრელში ჩაშვებული ჩემი ცნობიერი დაჰყურებს - თუმცა ეს არასწორი სიტყვაა, ჩვენს ენაზე უთარგმნელი, ასე რომ, დიახ, დაჰყურებს ჩემს ხელახლა დაბადების ციკლს, რომელიც მტანჯავს და ოფლად მღვრის. სიზმრების შავი, სველი, ციებ-ცხელებიანი გორგალიდან მყიფე მასად იღვრება ჩემი ახლადშობილი ქვე-ცნობიერი, რომლის შეგრძნებაც მძაგს. ძილის მიჯნაზე ტვინს ჰგონია, რომ ვკვდები, ამიტომ ნაბოზვრულად მაფხიზლებს. ვვარდები ჰიმალაის მთებიდან ჰიმალაის მთებზე, უმაღლესი წერტილიდან საიდანაც ყველაზე ახლოსაა მიწის წერტილი. ათას ფერად დაფენილი ღებინება ვარ სიზმრებისა, ჩემს ვარდისფერ გადასაფარებელზე სისხლისფერ ლაქებად დამჩნეუული. ღმერთო, ნუ გამაღიზებ, ან გამაღვიზე სულ სხვა პლანეტაზე... თორმეტს გადაცდა, ოღნდ დილას აქ ო განგებ არ აკლია, რღაც ალგორითმმაც იცის, რომ ჰეჰე - ეს მე ვარ, ისევე როგორც ოღონდ-ს რომ ო აკლია, ეგეც მე ვარ. ოსანნა! თავი დავაღწიე ზმანებების სველ ხახას, მთხრებლში წამების მანძილზე წამებას როცა ვეშვებოდი ჰიმალაის მთებიდან, მხოლოდ ერთი წამით, მაგრამ სიზმარი რის სიზმარია მუნკის კივილივით რომ არ გაააიწელოს ყველაფერი. ჰოდა მოკლედ მუნკმა იკივლა და მის ხახას ჰგავდა ჩემი მოგზაურობა. ასეთი ძილი, მეგობარო, ნეტა ვინმეს თუ აღირსე კიდევ? მაშინ ჰომ გავუზიარებდი მას ჩემს ძვალთა ხვრის მელოდიებს და ერთად დავიიტანჯებოდით ინსომნიით. ო, არა, არ მშია, არ გამოიძახო არაფერი...პიცა ტყუილია. ღამის ათი საათი. შენ რომ გგონია ის არ ვარო. ცოტა დაბოლილი ვარო, თვალებიც მაგიტო მაქ ასიმეტრიიული, სინამდვილეში მე კი არ მაქ შენ ხარ ელამიო. შენ სანახავად 13 მილიარდი წელი მოვდიოდი კოსმოდან, სად მაგდებო და ვაფშემც მე მარსიც და მერკურიც თევზებში მყავს, დაწყნარდიო. რა ლამაზი თვალებიაქვს სულის, ჩემ ბოროტ ალტერ ეგოს... ბიჭი რომ იყოს შემიყვარდებოდა. ტუჩის კუთხეებთან პარაბოლასავით გამექცა აზრები,მაინც მათემატიკის გაკვეთილი იყო და მეპატიება.მე ხო შეშლილი მხატვარი არავარ, მარტო პირველი. ჰო მას იდეალური ტუჩები აქვს, ბოლოებში - მიფუჩეჩებული, როგორც შემოდგომის სიცივე, ამიტომაც სიტყვებიც ბასრი და ირონიული აქვს. მაგრამ მე ჰო შენსავით მიყვარს მათემტიკა...სამი წელია ვერ გიპოვე. კიდე კაი ფოტო გადაგიღე. ასე რატომ შემომყურებ-მეთქი, კაი სულ ნუ იძაბებიო. არსებულს მიღმა გახედვას ნუ ცდილობ, ეგ მაინც არ არსებობსო. ჰო იცი სივრცე სულ იტვირთება, სანამ ჩამოიტვვირთება დაკიდება უნდა მოასწროო. ფსიქოანალიზებს კიდე არ ეშვებიო? ასე მგრძნობიარე რატომ ხარ, სიტყვებს გამუდმებით რატო არჩევო, ყველა ადამიანი ერთი და იმავეს ღაღადებს, პირსა შენგანაც იგივე სიტყვებს მოუხმეო. ჰო ატყობ შენ თაობას, რა მაგრად უჭირსო სათამაშოები ელექტროსადენებში ეჭედებათ, ეს სანახაობა კი ესთეტიკურ მწვერვალად მიაჩნიათ, ქვემოდან შეჰყურებენ, თან უნდათ ჩამოიღონ, მაგრამ ტრაგედიის ხიბლში იხარშებიანო. ეგ არის თქვენი ცივი ომი და დიდი დეპრესია, საკუთ თავებში ქმნით სიბნელესო. რით ვერ გაიგეთ, თავიდან იყო ნათელიო, მეთქი მართალი ხარ და ფანჯრიდან გადაგდება დავუპირე, შენ მართლა შენი ალტერ ეგო ჰოარ გგონივარო? მე ის ვარ რადაც შენ იყავი ჩაფიქრებული, მარა ფიქრი გაგექცაო. მეთქი ვინ ჩამიფიქრა? ნუთ საკუთარ თავს მე არ ვქმნი? რათქმაუნდა, შენ ღმეთი ხარო, ეს ჩაბნელებული, ჩახუთული ოთახი შენი ნათელამდე მყოფი არაფერიაო, მე შენი დაე იქმნას ნათელი ვარ, კაცობრიობის უანგარო სიყვარული, შენ თავი შენს რომელიმე ლიტერატურულ შედევრს ჰოარ ჩამოარტყიო, მეთქი კაი, იყავი აქ, მარა ეგ მათემატიკის რვეულიდან ამოხეული ფურცელი ერთადერთია სადაც არსებობ და შენც კარგად იცი ჩემი ამბავი, დამეკარგება და მე არ დამაბრალო-მეთქი, ქვეცნობიერი! ჰო ძაან გაინტერესებდა, მიდი, მკითხეო, ოღონდ ჩემგან მეტაფორებს ნუ ელოდები, მე შენ არ ვარო, მეთქი სად არიან ჩემი სულიერი მეგობრები? გაიცინა, რა მეგობრებიო! შენ გიჟი ჰოარ ხარ, მეგობრები სად არსებობენო. შენ რომ ვერ გიგებდა ის მორიგი ბუზი იყო, მისი ბზუილი კედელზე უნდა მიასრისოო, შენით რომ მანიპულირებს, მაგას შენ ოთახში რა უნდა, გასრისეო, მეგობრობა ის არის, როცა განსჯის გარეშე მიგიღებენ, და არა თავიანთი წყეული საზომებითო, ეგეთ ადამიანებს ცხოვრებაში არ უნდა ელოდოო. შენს საქმეებში იმიტო ერევა, თავისი არ გააჩნიაო, მაგას გულით უყვარდებოდა, შენ კიდე გულში ჩაკვდომამდე და იმის იქეთ გიყვარს, რომ გეუბნებოდა ეგ სისულელეაო, უბრალოდ შენი შურდაო, მაგას სამყაროს არაფერი გაეგებოდა, არ იცოდა ღმერთი რომ იყო და ღმერთს იმიტო დასცინოდაო, შენ მაგის გამო არ მოიწყინო, ხვალვე ცუდი სიზმარივით დაგავიწყდებაო, ყველა ადამიანს აქვს რაღაც რის გამოც შეიძლება გიყვარდეს, მარა უბრალოდ გიყვარდეს და უფრო ახლოს არ მიხვიდეო, შენ ჰოიცი ღმერთი ხარ, აჯანყებულები ნერვოზს არ უნდა გიმძაფრებდნენო, მიდი და მათი რეალობა უბრალოდ შეკუმშე, მოიშორეო, მეთქი მაშინ რანაირი ღმერთი გამოვდივარ? ლაჩარი ღმერთი! ღმერთებს მეგობრები არ ყავთო! შენი მეგობარი მხოლოდ მწვანე ბალახი და მზეა, და კიდევ როლინგ სთოუნსი. გზაა შენი მეგობარი, ადამიანები ცუდი შეგრძნებებივით გჭამენო. ეს ცხოვრება მთხრებლი და ქანქარაა, ან მთხრებლში უნდა გადაიჩეხხო, ან ქანქარა შუაზე გადაგჭრისო, რომელი ჯობია-მეთქი, მე რას მეკითხები, მე მათემატიკის რვეულიდან ამოხეული ნაჯღაპნი ვარ. უნდა შეაფარდოო. სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია, ეს ისედაც კარგად იცი. შენმა მეგობრებმა არ იციან და შენ რომ ასე გიკვირდაა იმიტომაც ჰქონდათ ასე სულელურად მტკიცე წარმოდგენები შენზე, თითქოს გიცნობდნენ, ყველაფერზე, მათ თავზეც კი, როცა იტყვი რომ ეს მარწყვი გემრიელიეა, ნუ იტყვი. რადგან ეგ მარწყვი ვიღაცას ალერგიას აძლევსო, მეთქი ეგ ჰო არცვლის იმ ფაქტს, რო მარწყვი მაინც გემრიელია, არაო, მარწყვი არაა გემრიელი როცა რწყევისგან იხრჩობიო. რო ვაფარდო, ვაფარდო და შენი რსებობა ჩემს შიზოფრენიას შევაფარდო, წავიდე და მკურნალობა დავიწყო ეგ როგორი შეფარდება გამოვათქო? ჰო, სამება ერთი ღმერთით თუ გინდა იყო, მაშინ სწორედ შეგიფარდებიაო. მეთქი სამება რა შუაშია? ის ისევ იღიმის ირონიულად, მინაბული თვალები სულ ზემოთ აქვს მიმართული. მე ფიზიკის მასწავლებეს რომ მვოპარე იმ წიგნს ვშლი: ფარდობითბის თეორია. ჩვენ ოთხნი ვართ. ღამის ოთხ საათზე წყეული ოთხი საათი. დილის ოთახი საათი. ზღვარი. ყველა საშინელებათა ფილმი ერთად. კბილის ტკივილი და კლასიკური მუსიკა ტვინის საოპერო თეატრიდან, რომლებიც ჯოჯოხეთის მარყუჟს დამსგავსებია, თავისი დემონებით და ყველა საწამებელი ინტრუმენტით, რომელთა მფლობელმა არსებებმაც ზუსტად იციან, სად მაქვს ქუსლი. ჯოჯოხეთის მარყუჟში ჯერ ღრძილები იშლება და ყლაპავ კიდეც, მერე კბილები, მერე ნელნელა იმის გროვად იქცევი რა სხულის ნაწილების ჩაყლაპვაც მოასწარი, რადგან ხორცი კანს შემოადნება, ძვლებს ის არსებები გამოხრავენ შენს ოთახში ღამღამობით რომ ჭერიდან ცვიოდნენ, მაგრამ მაშინ ვერ გეკარებოდნენ, მაშინ შენ ოთახში ღმერთი იყავი და მიასრისავდი კიდეც... თუმცა ჩემი ჯოჯოხეთი ცარიელია... ესეც ჰომ ტრაგედიაა, მაგრამ ჩემი არა. ოთხ საათზე ვარდისფერი პანტერა რეალობას კეცავს, მისი მუსიკა მესმის. ოთხი საათია და მამალი პირველად ყივის, ან მეოთხედ. ოთხი საათია და არც მზეა არც მთვარე, დედამიწა სულ ერთი წამის მანძილზე სულ მარტოა კოსმოს უპირქუბო სიცარიელეში. ოთხი საათი და მე საწოლიდან ვვარდები. ოთხი საათი და საკუთარ თბლი ნერწყვში ვიღვიძებ, პირველად ვგრძნობ სითბოს. ოთხი საათი და მულტფილმების სამყაროს გაფუჭებულ ტელევიზორში ვაწყდები. ოთხი საათი და ჩემს მოპირდაპირე სავარძელზე ვიღაცას ვხედავ, დაუოკებელი სურვილი ანაცვლებს ზაფრას, მინდა დაველაპარაკო, მაგრამ მისი ენა არ ვიცი. ოთხი საათი და ბუზი იპყრობს ჩემს შიზოფრენიას. ოთხი საათი და აისი ისი,შიბუზოფრენიის დიაგნოზს მისვამს. ოთხი საათი და გათენებას ვნატრობ. ოთხი საათი და ღამის სიბნელეში ჩაპრესვა მენატრება, სადაც მეხუთე სიმფონია მთხრებლისკენ მიმაქანებს. ოთხი საათი და კედლები ჩემკენ იკუმშებიან. ღამის ოთხ საათზე არცერთი წელიწადის დრო არ არსებობს: მე მოციმციმე ციებ-ცხელება მაქვს. საღამოს ოთხი საათი. შუადღე ღამეს გაეყარა, მე ზღვრების სპილენძის ღობეებზე ქანაობა მომწონს, როგორც ლიზარდ ქინგს. ოდესმე ეგ ზღვრები აფეთქდება ელ რაბი, ოღონდ ნათელს კიარ დაუდებს სათავეს, არამედ სიბნელეს. რა წყნარია ჩემი სოფელი შუადღის ქვეშ, როგორი მისტიკური... სენტიმენტალურ ფანჯრებთან მსხდომნი , რომლებსაც არისტოკკრატულ ჩაის წვიმა უსველებთ ფიქრობენ, რომ ეს წვიმა ხვევს საიდუმლოების ბურუსში ამ მივარდნილ სოფელს და მის ყრუ ადგილებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ბურუსი მზის ოქროს მტვერია. სოფელს რომ შუაზე ხლეჩს იმ გზაზე სულ მოძროაბენ ავტომობილები, თუმცა ისინი აქ არასდროს ჩერდებიან, უცხო ჰომალდებივით სულ გავლით არიან, შორეული ფრინვლევებივით უცნაურ ხმებით კვეთენ ჰაერს. თუ მასში მჯდომს ჩემი ერთადერთი მეგობარი მარცხნივ მომახვევინებს, უთხარი ავტომობილში სიკვდილი არ დამანებოს, გაზგასამართი სადგურის უკან რომ ვრცელი მზიანი მინდორია ავტობანის გასწვრივ იქ დამაწვინოს; მინდა ქარმა მაცნობოს რომ ეს უკანასკნელი დასასრულია, მინდა ვარსკვლავები დილის ცაზე ჩემი მეგობრები გახდნენ, მინდა სამოთხე ჩემი ქმარი იყოს. მწვანე ჩრდილებში სუდარაში გახვეული მზის სხივები ლივლივებს როგორც მანდარინის მდინარეები. ვენახი, მიწის უძველესი კოდიდან ამოზრიდლი, ყოველ დაჟანგულ რკინასა თუ ღობეს რომ ცოლივით მიწებებია, თავად უვლის თავს, იზრდება როგორც ველური ყვავილი რომელსაც არ ადარდებს სად გაიზრდება, მისთვის ვის სცალია: ოქროსფრად უნათებს ფოთლები. ქარი არ სჩანს და მაინც დამცინავ რხევაში მღერის ქარი The Lonely Shepherdს ვარდი აქ უფრო ვარდისფერია ცის ფონზე, ზეცაზე გამჭირვალე, უფრო სადა, უფორ უმნაკო და ეკლიანი, თითქოს ლინჩისეულ სამყაროს დარაჯობს. ერთი მზე, მინდორი და იქნებ ძილი მეღირსოს... ღია მინდორზე რამხელაა მზე, მხოლოდ მე მანათებს სახეში და მეც თვალს ვუსწორებ. რა უნდა მოხდეს რომ იმ თეთრ მზისსხივებში მდგარი მოჩვენებები დამენახონ... რომელ პლანეტაზე უნდა გავიღვიძო, რომ მათ ჩემამდე მოაღწიონ?ნეტავ ისევ ვიგნებდე ჯოხით გზას კორომის ერთადერთ ჩახუთულ ბილიკში, რომელიც ამ მინდვრის იქეთ იწყება, მაგრამ მის ნაპირად მისასვლელად ის ღობე უნდა ჩავტეხო, მამაჩემმა რომ შემოსაზღვრა, რადგად ის მიწა არავის ეკუთვნის. იქ პატარა ნაკადულს წავაწყდები, რომელიც სადღაც იკარგება შემაღლებული ადგილის ქვეშ, სადაც ჩამომჯდარა უცხო ფრინველი და როგორც კი თაღოვანი სიმწვანიდან გამოვდივარ ის სასწრაფოდ მიფრინავს. იმის მიღმა ტყეა, უფრო დიდი, პირდაპირ კი ღობე, ის მიჯნავს სივრცეს რომელიც უზარმაზარ სიმინდის ყანას მოიცავს. მე ღობეზე ვძვრები, მაღალ ბალახებში უშიშრად ვხტები რომ თუ ისინი ზედმეტად მაღლები აღმოჩნდებიან გველებმა ჩემი კანი შეჭამონ. ეს ლამაზი სიკვდილი იქნება, ზემოთ თეთრი მზე, მწვანე ბალახებში დისკოგადახრილი. მაგრამ მე არ ვკვდები, რადგან ნიავთან ამაყად მოქარავანე სიმინდებში გზა გავიგნო, დაუსრულებელი გზა, რამეთუ არ ვიცი ის საით მიდის და მაინც უნდა ის გადავლახო. არადა ფრთები მინდა, კიდევ და კიდევ ფრთები... ფრინველები თავზე დამჩხავიან. გორაკებამდე მივდივარ და ვხვდები, იმ დიდი ტყის გასწვრივ ვიმყოფები, რომელთანაც მიდის ყველა გზა. უკან ვბრუნდები, მაგრამ ამჯერად სიმინდის ყანის გასწვრივ, სადაც ვლანდავ დიდ ტბას, რომელიც შესქელებულ ნაცრისფერს გადაიკრავს. ის ნიანგებითაა სავსე. წარმოვიდგენ ჩემ კოვბოურ ჩექმებს მის გამოუთვლელ სიღრმეში, ტალახიან სევდაში რომელიც ჭამს მისტიკურ მზეს... უკნ ვბრუნდები. ტყეზე გავლებული ღობე ვერ მიძლებს და შუაზე ტყდება. კარგად ვიმახსოვრებ ჩამსხვრეულ ხის ნაჭრებს - რომ გზა უკან გამოვიგნო, მაგრამ ცხადია, ვიკარგები. ეს არ მაშფოთებს, მე ჰომ სწორედ დაკარგვას ვეძებ. მზის სხივში გამკრთალმა წითელმა კოსმოურმა ჰომალდმა რომ ჩამოიხედა, დედამიწის ზედაპირი იდეალურად ბრტყელი მოეჩვენა, მე კი ათასერთი გორაკი გადავიარე. გადავიარე და მივადექი მდინარეს - მის მიღმა მეფის გზატკეცილის ხმები ისმოდა, ტრასის უხეში მოსრიალება.მასაც ხის ღობე მიჯნავდა... გამოვხედე მონიშნულ ღობეს, რომელიც არ ჩანდა. იმ შემაღლებულ სიმწვანეზე აღმოვჩნდი ისევ, სადაც პირველად ნაკადული ვიხილე, სადაც გზები და ვარიანტები იყოფოდა:საიდანაც შემეძლო ტყეში სხვა გზით შევსულიყავი, რომელიც მეფის გზატკეცილამდე გზას მაპოვნინებდა. ეს ადგილი ძალიან პატარაა, მაგრამ მისი სიმაღლე იმდენ რამეს მოიცავს, რასაც ვერ ავხსნი, რაც არ აიხსნება, არ დაიხატება, ის მხოლოდ ჩემს თვალებშია. თუ სადმე თეთრი კურდღლის სოროა, ალბათ სწორედ იქ არის. ჰაერი თეთრად ბრწყინავდა, იდეალურად ადგებოდა მზე ამ პატარა სივრცეს ნაკადულსა და ტყეს შორის რომელსაც ვერცერთი ხის ჩრდილი თუ კენწერო წვდებოდა. იქედან გავუდექი გზას. იმ გზიდან აღარაფერი მახსოვს. აქ არ წვიმს, ღმერთმა ნუ ქნას იწვიმოს. არ წვიმს, რადგან მე იქ წვიმა არ წარმომიდგენია. დილის ცხრა საათი. მზე სახლის უკანაა. აივანზე ლექსს ვკითხულობ, ველოდები მზეს. ზღურბლზე ვიღაც კონწიალობს. ვინ იყო ის კაცი და ვინ ვიყავი მე? მიყვარს ის ორი თვე, ზამთრის ცენტრს გალავნებივით რომ არტყავს გარსს. მათზე უხილავად შემოვლებულია მსუბუქი მატერია ოქროსფერი და თეთრი ვარსკვლავური მტვრისგან აგებული, ზაფხული. და ზამთარი კარგია იქ, სადაც სულ ზამთარია, და ზაფხულიც იმგვარადვე. შემოდგომა გამტანჯავს. სამი საათიდან ოთხ საათამდე ყოველ მესამედს შემოვივლი ჩემი ოთახის ყველაზე ბნელ დერეფნებში და უკან ამედევნებიან ბეთჰოვენი, ვაგნერი, ალფრედ შნიცკი, სპანჯბობი, ვარდისფერი პანტერა, ძაღლი უდაბნოდან... მე ქუჩაში ვარ, რადგან ჩემი სული ვერ დამშვიდდა, როგორც თქმულა - კაცის ძეს არ აქვს არსად თავის დასადები. ჩემი სახლი არსად არ არის, ვერაფერს გავექცევი, ეს მე ვარ დედა, რომელიც ჩემზე ფიქრში ფრჩხილებს იკვნეტს, მამა, რომელმაც მიმატოვა და ახლა ჩემი ცხოვრების წესის გამო ჩემზე უარს ამბობს, და, რომელსაც არ ვემახსოვრები, როგორიც შემიყვარა, საბავშვო მოთხრობები, რომლებიც ყველა ფილოსოფიურ შედევრს ჯობია, სათამაშო, რომელიც არ მიყიდეს, სათამაშო, რომელიც არასდროს მითხოვია, გალაკტიონი, რომელსაც იავნანას მაგივრად მიმღეროდნენ, ომი, რომელიც ჩემი გამარჯვებით არასდროს დასრულდება, ქრისტე, რომელსაც ვეუბნები იარსებოს ისე როგორიც მე მინდა ვიყო კაცი, რომელსაც არ ვუყვარვარ და მე მაინც ვაღმერთებ მას, გოგო, რომელიც ქალაქში ყველაზე უცნაური ტიპია, ჯვარი, რომელიც გამიწყდა და მამაჩემმს მაინც დაავიწყდა შეკეთება, ჯვარი, რომელიც მაამჩემმა გამოთალა და ქალაქამდე მხრებით ვატარე, ლოყა, რომელზეც გამარტყეს და მეორე მივუშვირე, ხელი, რომელიც დარტყმის გამო შევაბრუნე, მთხრებლი, რომელმაც მშანთქა, ქანქარა, რომლის წამების წამებისგან თავის დასაღწევად მთხრებლში გადავვარდი, საჭმელი, რომელიც დედას დავუწუნე, მადლობა, რომელსაც ბოდიშის მაგივრად ვეუბნებოდი, უფროსი ძმა, რომელიც არასდროს მყოლია, საქმე, რომელიც გადავვდე და მერე ფეხი წამოვკარი, ხვალ, რომელიც მაცოცხლებს... დავყვები სველ შენობებს, მაგრამ არაფერს არ ვქადაგებ, მარკეტის განათებებში ვიგნებ გზას, ზოგჯერ - ვერც ვიგნებ, ხიდებს და ანძებს ველაპარაკები, კატებთან ერთად ვნადირობ, ვუსმენ მეტროს მუსიკას, მოკლედ ვერევი ქალაქს და მაწუხებს კბილის ტკივილი, ჩემი სტომატოლოგი კი მეუბნება რომ კიდევ ორი დღე ვერ მოიცლის. და მე ვფიქრობ სიკვდილზე, მცივა, სიცივეს კი ვერ ვიტან, კიდევ უფრო ვერ ვიტან წუწუნს, ამიტომ ვიპრესები და ვიპრესები უსასრულო კლასიკაში, თან ვიცი, ზამთარი უფრო რთული გადასალახია იქ, სადაც სულ ზამთარი არ არის, სადაც სველი სიცივეებია, თოვლი დნება...ოო, ზამთარი! აქ ხომ ერთხელ მოდის და ამიტომაც მთლიანად უნდა ამოხეთქოს სიცივედ. ამიტომ ჩემს სამშობლოს ზამთარი ესტუმრება თუ არა, წავალთ პეტერბურგში, რომ მერე გავიხსენოთ, ეს მოხდა...სწორედ იქ! სადმე სოდოვაიაზე, მაგალითად, სარდაფს ვიქირავებ მოხუცი აბეზარი დიასახლისისგან, რომელსაც ერთადერთი პატარა ფანჯარა აქვს, ბაღში გამვლელი ადამიანები ზოგჯერ სიგარეტს რომ შემოაგდებენ - დაუდევრად, ზოგჯერ ხელსახოცებსაც - უფრო მორიდებით. ასე, მხოლოდ ცა და დრო და დრო ვიღაცის ფეხსაცმლის კაკუნი... და მე ისე, უბრალოდ, მოვკლავ ქვრივ მოხუცს,რომ დავამტკიცო - ღმერთი არ არსებობს, ან მოვიკლავ თავს, იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი არ არებობს რადგან ღმერთი ეს მე ვარ. ეს განწყობას გააჩნია...ისე რავიცი. მერე დადგება გაზაფხული...ო, გაზაფხული, რომელიც არასდროს მოდის და როცა უკვე სამარადისო ზაფხულის ეთერში ლღვება მე ხელიდან მისხლტება საკუთარი დაბადების დღე. ფელისს ვეუბნები, რომ მიყვარს, მიყვარს გაზაფხული, მიყვარს აპრილი და დილის ათი საათი, ვარდისფერი თოვლი და ცეცხლი და ნათელი, მაგრამ გაზაფხული არ მოვა, და ფელისი ამბობს: ოო, როგორ ტრაგიკულად ჟღერს ეს, როცა გაზაფხულს მხოლოდ ერთი დღე გვაშორებს... წვიმიანი გაზაფხული? არ მწამს მაგის არაფერი. და ზაფხულში, სადაც სუდარაში გახვეულ მზეს სული ეხუთება და მდინარეებად ღვრის ოქროსფერ ტალღებს ყველაფერზე...ყველაფერზე! მე დავბრუნდები უკან, კრისტინას სამყაროში. იქნებ მაშინ მაინც იყოს ჩემი სახლი ჩემი სახლი, რადგან ოო არა, არა, უცხოეთში ვერ იპოვი მოსვენებას, ბავშვებს სამშობლოდან გაქცეულებს ყორნები დასდევენ და მრთალია აქ უფრო მეტად ვერ იპოვი შვებას, მაგრამ იქ სულ აირევი, ვერც კი დაიტანჯები ხეირიანად. ასე რომ...ასე რომ, ჰო, დიახ, აქ ვარ, მოვალ, მოვალ შემდეგ ცხოვრებაში, როცა აღარაფერი მექნება დასაკარგი. მაგრამ...რას მომცმემს მე ჩემი მიწა? ან სახლი, რომელიც არ მაქვს. სახლი ხომ არ არსებობს, ელ რაბი, შენ რომ გაიქეცი ის მატრიცა იყო და გაიქეცი თუ არა დაიშალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.