შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

03.09.2023


9-09-2023, 19:14
ავტორი Scarlett
ნანახია 710

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო როგორც ყოველთვის. სამსახურიდან დაღლილი გამოვედი და სარაჯიშვილის მეტროში ჩავედი. ტაბლოს შევხედე და ერთი ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე. ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია და ლოდინი მაღიზიანებდა. სხვა რა გზა მქონდა. თვალი ერთ წერტილს გავუსწორე. 5 წუთიანი ლოდინის შემდეგ მატარებელი მოვიდა და ჩემი ადგილი დავიკავე. ყოველთვის კარებთან ვჯდები სკამზე, რომელსაც სახელური აქვს. რათქმაუნდა თუ თავისუფალია. ასე კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუ სწორად მახსოვს სადგურის მოედნის გაჩერება იყო, როდესაც ხალხის ახალი ნაკადი შემოვიდა. ჩემს მოპირდაპირედ გავიხედე. ცარიელ სკამზე ბავშვი დაჯდა. დაახლოებით 16 წლის იქნებოდა, შეიძლება 15-ის. ვერ აღგიწერ რა დამემართა. გავქვავდი. დამეფიცება, წამით მთელს ორგანიზმში სისხლი გამეყინა. ლამის კანკალმა ამიტანა. ამ ერთ წამში ეს ყველაფერი დამემართა. სანამ ტვინმა გაიაზრა, რომ ის შენ არ იყავი. გეფიცები ასეთი მსგავსება ვერ დავიჯერე. თვალს ვერ ვაშორებდი. მივხვდი შენ რომ არ იყავი, მაგრამ თვალს მაინც ვერ ვწყვეტდი. შენ გგავდა. თვალები, ცხვირი, ტუჩები.. მთელი მისი სახის მოყვანილობა შენსას ჰგავდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც შენ იყავი 17 წლის ასაკში, როდესაც გაგიცანი. თვალების წვა ვიგრძენი. თავი ძლივს ავიყვანე ხელში და ცრემლებს გასაქანი არ მივეცი. ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. მე და შენ. ყველაფერი გამახსენდა. ძლივს მივიწყებული ჩვენ გამახსენდა. ძლივს ავდექი, როდესაც შემდეგი გაჩერება გამოაცხადეს. თავისუფლების მოედანზე ჩამოვედი და სახლისკენ ავიღე გეზი. ისევ მოვერიე საკუთარ თავს. ისევ სხვა რამეზე დავიწყე ფიქრი. ისევ ისე, როგორც ყოვეთვის ვაკეთებ. კვლავ დაგივიწყე. მჯერა ერთხელაც სამუდამოდ დაგივიწყებ. მჯერა, რომ ერთ დღესაც იმას აღარ ვიგრძნობ რაც დღეს ვიგრძენი და სამუდამოდ გავთავისუფლდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent