შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპირობო სიყვარული


9-10-2023, 22:48
ავტორი mars’s
ნანახია 956

ჩვენი პირველი შეხვედრა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.. იყო . პლედში გახვეულები ვიწექით და იმ წამს არაფერი მინდოდა შენს გარდა. ჩემთან იყავი ჩემს გვერდით და ჩემს ფიქრებში მაგრამ მაინც არ მყოფნიდი. გიყურებდი და ვხვდებოდი რომ ჩემი მთელი არსება შენით იყო გაჟღენთილი. ლამაზი ხედი, მე და შენ, ტელეფონიდან მუსიკის ხმა ისმის და სრულ ჰარმონიას ქმნის. ვსაუბრობდით, ვიცინოდით შემდეგ მაკოცე.. ეს ის კოცნა იყო დედამიწა რომ გააჩერა ჩემთვის მთელი სულით და სხეულით გგრძნობდი. ციოდა.. მაგრამ მთელი სხეული მიხურდა შენს გვედით. ცას ვუყურებდით, ცას უამრავი ვარსკვლავით და გითხარი ნეტავ ვარსკვლავი ჩამოვარდესთქო. ჩამოვარდა.. მე იმ ღამეს ბედნიერება ჩავიფიქრე როგორც ყველა დანარჩენ ვარსკვლავზე მაგრამ ამ ჯერად შენთან ერთად.. ერთს მეორე მოყვა,მეორეს მესამე და იმ დღეს ჩვენდა გასაოცრად ცას ოთხი ვარსკვლავი მოსწყდა… მე ოთხივეჯერ შენ ჩაგიფიქრე.. სახლამდე მიმაცილე და წახვედი. ახლაც მახსოვს როგორი ემოციებით დამუხტულმა დავიძინე სულ აფორიაქებულმა.
ჩვენი შემდეგი შეხვედრა შენს სახლში იყო. ვიცოდი რომ მინდოდა ჩემი სხეული მთლიანად შენთვის მომეძღვნა. ვიცოდი რომ არასოდეს ვინანებდი ამას. აღმოჩნდა რომ შენ ძალიან გიყვარს გადაცემები ცხოველებზე ვიწექით ჩახუტებულები და სულ არ მადარდებდა ტელევიშორი რას აჩვენებდა შენით ვტკბებოდი. ცოტახანში საძინებელში გადავინაცვლეთ ღამენათევი იყავი და მითხარი დავიძინოთო. ვიცოდი რომ არ დამეძინებოდა მაგრამ დაგთანხმდი. ტანსაცმლისგან გავითავისუფლე
სხეულიხ გვერდით გადავდე შენც იგივე გააკეთე. შემდეგ დავწექით და მეგონა შიშველ სხეულთან ერთად შიშველი სულით გეხუტებოდი. ჩაგეძინა, მე გიყურებდი შენ სახეზე მწკრივად განლაგებულ ხალებს ვათვალიერებდი შენს ნაკვთებს ვუყურებდი და მინდოდა არ დამთავრებულიყო ეს წამები. ძილში გაკოცე. ვერ იგრძენი ღმრად გეძინა. რომ
გაიღვიძე გიღიმოდი ,გკოცნიდი. ჩემს სხულზე ისე ათამაშებდი თითებს როგორც პიანისტი პიანინოზე. მინდოდი, მთელი არსებით. შემდეგ.. შემდეგ ჩემს ნაწილად გაქციე. სიამოვნების ზენიტში ვიყავით მეც და შენც. ჩვენს სხეულებს საკრეში ვხედავდი. ნელი ბიძგებით შემდეგ ძლიერად.. ჯანდაბა ახლაც ცუდად ვხდები. ხმას ვერ ვიმორჩილებდი.. ესეც გაგიჟებდა. ტკივილიც კი გადაფარა ჩენმა სურვილმა და ის დღე ჩემი ცხოვრების დაუვიწყარ კადრებს შეემატა. ჩვენი ყველა გიჟური სექსის მერე სიგარეტის ყველა ნაპასით ვტბებოდით. არც ჩვენი საყვარელი პიცა მავიწყდება არვიცი რატომ მაგრამ მარტო ეგ მინდებოდა შენთან ყოფნის დროს, სულ ყოველ ჯერზე შენი სახე მახსოვს პიცით ხელში რომ მოდიოდი. შენი სურნელი შენგან წამოსულს სულ სახლამდე მომყვებოდა. ყველა ნახვის დროს უამრავს გკოცნიდი ვგიჟდებოდი შენს მხრებზე ,ზურგზე. ბოლოს.. მე შემიყვარდი.. შენ არა. აღაც ნახვები იყო ბოლოს, აღაც მოკითხვა იმდენად ხშირი და შენ სხვის მიმართ გაგიჩნდა გრძნობები. ვიცი რომ არ გინდოდა ჩემთვის გულის ტკენა. მე სიყვარულს ვერ დაგაძალებდი. ბედნიერება გისურვე და გავქრი შენი ცხოვრებიდან შენ კი დაბრუნების სურვილი რომ აღარ მქონოდა ყველაფერი გააკეთე ამისთვის. მითხარი რომ იმ ადამიანის მიმართ იმას გრძნობდი რაც ჩემთან არ გიგრძვნია,რომ მე უბრალოდ კარგი ვიყავი სექსში და მოგწონდა ჩემგან წამოსული სითბო და მხოლოდ ამიტომ იყავი ჩემთან. მე ისევ არ ვნანობ. ისევ იგივე გზას გავივლიდი შენთან ერთად.და კი იმდენად მიყვარხარ რომ მინდა ბედნიერი იყო ჩემთან თუ სხვასთან არ აქვს მნიშვნელობა , მინდა ბედნიერი იყო. ცრემლები მისველებს ლოყებს ისე როგორც ჩვენი ბოლო საუბრისას.. მე ყველაში შენ გეძებ დღემდე.. მაგრამ აღარ მჯერა რომ ჩამოვარდნილ ვარსვლავს სურვილი უნდა ჩავუთქვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent