უკუნით ღამეს
იცი? წამებმა ჩემი კალამიც შთანთქეს მე კი დღემდე მივტირი მის ლანდებს იცი? მე შენზე ლექსებს ვადარებდი ღამეს ვარსკვლავებით მოჭედილს და იდუმალებით სავსეს მუდამ ველოდი შემოდგომას, შენს თვალებს შერწყმულს უხმაურო ფოთოლცვენას ჰაერს რომ ათრობს მზიან ნოემბერს, შენს თვალებს რომ უტოვებს ამბორს ქარიან დღეებში ოცნებების უძირო ხმაურს მაგრამ წახვედი და მოჰპარე სინათლე მთვარეს აღარ აქვს შემოდგომის ფერები ღამეს შენ ვერც კი ამჩნევ ახლა ამ წამებს მაგრამ სიბნელე ისაკუთრებს მაგ შენს თვალებს. მე აღარ ველი შემოდგომაზე მთვარეს აღარც ღამეში ჩაძირულ კალმებს და თუ ვარსკვლავი შეუერთდება ტალღებს სანთლის პარპარი უკუნით ბნელს გაჰფენტს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.