შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


2-11-2023, 18:34
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 654

"ყველაფერი კარგად არის".
ბევრჯერ გაგვიგია ეს ფრაზა ადამიანებისგან, რომელთა სახეზეც ყველა ტკვილი ისე ირეკლება, როგორც წყალში-ჩვენი ანარკლები ღამით, მთვარის შუქზე.
ბევრჯერ გვინახავს ადამიანიც, რომელსაც თავზე ცა ჩამოსტირის და ამბობს: "ყველაფერი კარგად არის."
როგორ?
რატომ?
როგორ შეიძლება იყოს ყველაფერი კარგად, იღიმოდე, მაგრამ თვალებიდან ისე მოდიოდეს სინათლე, როგორც ჩამწვარი სანთლიდან, რომელსაც უკანასკნელი წამებიღა რჩება და სულ ჩააქრობს თავის სინათლეს?
რატომ უნდა გინდოდეს იმის დამალვა, რაც რეალურად ხდება შენს თავს?
გაქვს იდეა, თუ რა შეიძლება იყოს ამ კითხვებზე პასუხი?
მე...მე მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად რეალურია.
მაინც გაგანდობ...ვფიქრობ, შიშია ყველაფერზე პასუხი.
შიში არა გვაძლიერებს, არამედ გვანგრევს.
ხედავ, როგორ გეშინია საკუთარი გრძნობების?
ხედავ, როგორ მიდიხარ წინ და უკან ტოვებ ყველას, ვისაც ერთ დროს შენი ბედი ადარდებდა, შენზე ფიქრობდა და რა?
ახლა რა ხდება?
მარტო დარჩი. წახვედი წინ და უკან მთელი ის სამყარო მოიტოვე, რომელსაც შენი არსებობა უხაროდა.
სიმართლე მითხარი...ღირდა ყველაფერ ამად? მოიპოვე სულიერი სიმშვიდე? თავს უკეთ გრძნობ?
საკუთარ თავს გაანდე...საკუთარ თავთან იყავი გულწრფელი, მაგრამ გამახსენდა...
თავიც დაკარგე.
უსასრულო სივრცეში გადაეშვი. მიდიხარ ქვემოთ და მაინც არ ჩანს მიწაზე მყარად დასადგომი. განა ამისთვის იბრძოდი?
მეც არ ვიცი, მაგრამ მგონი რომ შენთვისაც სრულიად უცხოა პასუხი.
ნეტავ, როგორ ხარ?
მინდა რომ კარგად იყო.
ხო, შენ...აი, შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ და ალბათ ზუსტად ამ კითხვას უსვამ საკუთარ თავს, მაგრამ პასუხებს ვერ პოულობ.
დიახ, შენ.
შეიძლება არ მეთანხმებოდე ცნობიერად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, შენი ქვეცნობიერია, რომელიც ყვირის. ძალიან შორიდან ყვირის, მაგრამ არ გესმის, რადგან მხოლოდ იმას იგებ, რაც გსურს.
დაფიქრდი....იქნებ სწორედ რომ ყველაზე ღრმა ადგილებშია ჭეშმარიტება, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდი?!
როდესაც გაიგებ, აქ ვიქნები...
თქვი, მოგისმენ, გავიგებ...
განა ეს არ გინდა?
გვინდა...?



***
"-როგორ ხარ?
-კარგად ვარ."
კარგად ხარ? ბოლოს როდის იყავი კარგად და როდის გაიღიმე ისე, როგორც ეს ბედნიერების დროს შეუძლია ადამიანს?
ბოლოს როდის ჩაიხედე სარკეში და ჰკითხე საკუთარ თავს: "როგორ ხარ?"
კარგად ყოფნა, რომელი ემოციური, ან ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარეობს?
ნელ-ნელა, შენი სული სხეულს ტოვებს და არამიწიერ სამყაროში გადანაცვლებას ლამობს.
კარგად ხარ?
ნუთუ ეს კითხვა გააზრებული გაქვს, რას ნიშნავს?
ჰო, შენ...სწორედ რომ შენ?
ახლა ხომ ამას კითხულობ, მაგრამ შენს თავს თუ ეკითხები, როგორ ხარ?
ვფიქრობ რომ არა...

***
ცივი ძვლები...
ცივი სხეულები...
სევდიანი და უმეტყველო თვალები.
გაცრეცილი გრძნობები...
უემოციო და უფერული დღეები და მაინც...მაინც რჩება იმედი, რომ ისევ დაიწყება ახალი დღე და მზე, თავისი სხივებით სითბოს გაავრცელებს დედამიწაზე.
მაგრამ ყოველ დღე, ისევ ისეთია როგორიც წინა.
და მერე?
მერე ყოველ წელი, სიზმრებად გადიან...და ჩვენ ისევ მარტო ვრჩებით. არავინ რჩება გარეთ და შუაზე გაყოფილ გზაზე, ვირჩევთ მხარეს-უკეთეს მხარეს, რომელიც გვგონია რომ სინათლის სხივებს შემოიტანს ჩვენს ცხოვრებაში.
ამაოა ყველაფერი, რაც კი შეიძლება იგრძნო, ან გინდა რომ გრძნობდე მაშინ, როდესაც ამის არც მიზეზი გაქვს, არც სურვილი და არც შესაძლებლობა.
ფერი ეკარგება ყველაფერს...ოცნებებსაც კი, სადაც მხოლოდ მუქი ჩრდილებიღა შემორჩა.
ლამაზია, მაგრამ საშიში...
მეშინია...ალბათ შენც გეშინია, მაგრამ იცოდე: ძლიერი წვიმის შემდეგ, როდესაც ცისარტყელას დაინახავ, მას გაჰყევი...ბოლომდე გაჰყევი და სამყაროს დასასრულამდე წაგიყვანს, სადაც იპოვი...
რას?
ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. რაც გულით გინდა, სწორედ იმას ნახავ. ეცადე რომ არ გაუშვა. დაიჭირე და გულის ყველაზე ბნელ მიუვალ კუთხეში გამოკეტე, რათა სხვა ვერ მიაგნოს და შენი ფერები არ წაგგლიჯოს ისე, როგორც მშობელ დედას შვილი გულიდან.

ცისარტყელას დაელოდე...ის აუცილებლად მიგიყვანს სამყაროში, სადაც შენს ადგილს იპოვი და ბინას დაიდებ.




____________________________
გამარჯობა...))) როგორ ხარ?
იმედი მაქვს თბილად...
ჰო...

ბევრს ვერაფერს ვიტყვი.
მხოლოდ აზრების და ემოციების არეული და შერეული გადმოცემაა, რომელსაც იმ იმედით ვწერ რომ დავლაგდები.
იქნებ არც იყოს კარგი? არ აქვს მნიშვნელობა...ამ ეტაპზე, ასეა საჭირო...)) შემდეგი როდის იქნება, არ ვიცი, მაგრამ როცა იქნება, აუცილებლად ისევ მოვალ.
(ესეც არეულად მიწერია, მაგრამ ახლა არა უშავს...)

დროებით და შეხვედრამდე.
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი ბან

ეს ემოციები გვქმნის სწორად ადამიანად ხომ იცი არა?ზოგჯერ იმ ცივი ხელებით ვახერხებთ გულის საგულეში გაჩერებას ამოხტომას რომ ლამობს...კარგი ხარ და ის სილაღე რომელიც ასე ძალიან მიყვარს შენში(თუნდაც ზოგჯერ ძნელად გამოსახატი)ვისურვებდი არასდროს მოგშორებოდეს.:*

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

ბან
ეს ემოციები გვქმნის სწორად ადამიანად ხომ იცი არა?ზოგჯერ იმ ცივი ხელებით ვახერხებთ გულის საგულეში გაჩერებას ამოხტომას რომ ლამობს...კარგი ხარ და ის სილაღე რომელიც ასე ძალიან მიყვარს შენში(თუნდაც ზოგჯერ ძნელად გამოსახატი)ვისურვებდი არასდროს მოგშორებოდეს.:*

ბანო))) როგორ გამიხარდა შენი ნახვა აქ ნახვა..
კი, ვიცი რომ ემოციები ყველაზე მთავარია, მაგრამ ზოგჯერ იმდენად მწარეა, გიჯობს რომ არ იყოს)) ყველა ასე არაა, იმედი მაქვს.
მეც ვისურვებდი რომ არ მომშორდეს და მხედავდე♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent