იმ დროს
ცხოვრების იმ დროს მის გვერდით ყოფნა მართლა მინდოდა. მის სურნელში ღამე მებნეოდა, ძილი მიტყდებოდა მისი თვალების შემხედვარეს. ქალის იდეალი თავად ის იყო. მასზე მშვენიერს სანთლით რომ გევლო ვერსად ნახავდი. თვალებში მისივე სული მოუჩანდა ,ანკარა წყლისფერი სული, თითქოს თავად წყლის ღმერთს შეექმნას. მის გვერდით თავს ისე ვგრძნობდი როგორც სახლში. ჭიანჭველები ყველგან დამრბოდნენ, მხარზე ,მუხლებზე,ხელის მტევნებზე... მისი ხმა იყო ნოზის სიმღერის მსგავსი მისი სიცილი თავად ქალღმერთის და ძილის წინ ახლაც ვიხსენებ მის წყალივით ცისფერ თვალებს, იმ ღიმილს... იმ თლილ თითებს... უცნქურ ნაკვთებს.. მის სილამაზეს ჩემს ჭერზე ვხედავ.. მაჯადოვებენ დამღუპველი ღვინის ტუჩები ბროლის ღაწვები და ქანდაკების თლილი სხეული. თითქოს სამყარომ ის განგებ შექმნა, რომ მარად მე დავეტანჯე ცალმხრივი გრძნობით. ახლა ალბათ მორფეოსს ჰკოცნის აღარც ვახსოვარ, აღარც ვადარდებ. მე კი კვლავ მიყვარს მისი თვალები ,ხმა ,სიტყვები, მიხვრა-მოხვრა, უცნაური ხუმრობები.. და ის სხეული მისი მშვენიერი სულის იდეალური სხეული. თითქოს სამაყრომ ჩემს დასატანჯად შექმნა ქალღმერთი. იმ დროს ცოტა მწტი გამბედაობა რომ მქონოდა ალბათ ახლა ერთად ვიქნებოდით ან არც, ვინ იცის. სამწუხაროა მე უბრალოდ ძველ ქრაშად შემრჩა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.