შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მეგობარს


2-03-2024, 14:42
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 266

გუშინ ღამით ვნახე შენი წერილები წლების მანძილზე რომ მიგზავნიდი მე კი იმდენად თავხედი ვიყავი რომ ერთჯერაც კი მიპასუხია, არადა ვიცი რომ ყოველ დილით ელოდი თუნდაც ერთ პატარა ფურცლის ნაგლეჯს სადაც ეწერებოდა სად ვარ და როგორ ვარ.
ახლა გვიან ღამეა და გადავწყვიტე წლების შემდეგ პირველად მეპასუხა შენი წერილებისთვის და ამ აზრმა იმდენად შეიპყრო რომ საწოლიდან წამოვდექი და მაგიდას მივუჯექი,
კიდევ ერთხელ გადავიკიხე შენი მოწერილი წერილები და მივხვდი როგორ გინდოდა რომ მეპასუხა,
ამიტომაც გწერ ახლა და მოგიყვები ყველაფერს გეტყვი სად ვარ, როგორ ვარ, რა მიხარია, რა მტკივა და რა მიღებს ბოლოს.
ალბათ არ გაიკვირვებ იმას თუ გეტყვი რომ მთის მწვერვალზე ერთ პატარა ქოხში ვცხოვრობ, ბევრი წიგნებითა და ოთახში განიერი რაფებით, გეტყვი იმასაც რომ ჩემს პატარა ქოხს ერთი ან ორი წელი იქნება ბზარები გაუჩნდა და შეიძლება მალე ჩამომენგრეს თავზე და ნანგრევებში მიპოვოს ვინმემ ან ვერ მიპოვნოს და როგორც იმედის კოშკის ჩამონგრევის შემდეგ მოვხვდებით ხოლმე ნანგრევების ქვეშ ისე დამემართოს მეც და სამუდამოდ დავრჩე ნანგრევებში...
იმედი მაქვს არ გაბრაზდები ჩემს სიმარტოვეზე რომ გითხრა რომელიც ჩემს სისხლსა და ხორცში ისე გაერია რომ უკან გამოდევნას ვეღარ ვახერხებ. ვფიქრობ ჩემი სიმარტოვე კაფკას წერილებით უფროა გამოწვეული ვიდრე სხვა რამით.
შენც ხომ იცნობ კაფკას ვფიქრობ უნდა იცოდე რომ სიმარტოვე უყვარს,
გახსოვს რა მიწერა მილენას ერთ წერილში როცა მისი პასუხების ეშინოდა? ვიცი რომ გახსოვს მაგრამ მე მაინც კიდევ ერთხელ გეტყვი:„.. დღეს ორი წერილი მოვიდა. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მილენა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ჩემს წერილებზე შენი პასუხების გახსნას ვერ ვბედავ". სწორედ ასე ვარ ახლა და ასე ვიყავი მთელი ეს დრო... არ მინდოდა ჩემი წერილების შიში გქონოდა
სასაცილოა... რადგანაც უკვე ღამის ოთხია მე კი ისევ შენ ვწერ ჩემო მეგობარო თანაც ჩემზე კი არა კაფკაზე გწერ რომელსაც სიმარტოვე უყვარდა და თავისი ბოლო წლებიც მარტოობაში გაატარა... ბოლოს ჩემო მეგობარო გეტყვი ერთ რამეს და ძალიან გთხოვ ცუდად ნუ გაიგებ და ნუ გაუბრაზდები პატარა გამოუცდელ "პოეტს" რომელმაც არ იცის რა უნდა ცხოვრებაში და კაფკას მსგავსად სიმარტოვის გარდა არაფერი დარჩენია და ამიტომაც ცხოვრობს ახლა მთის ერთ მწვერვალზე და წერილებზე წლების მანძილზე არ გპასუხობს.
ვიმედოვნებ არ გეწყინება თუ მეგობაროს ნაცვლად სახელით მოგმართავ რადგან როდესაც სახელით მოგმართავენ ყოველთვის ბრაზდები ძვირფასო შემოდგომავ, შენ ხომ ჩემსავით მარტოსული ხარ და წერილებსაც ფოთლების სახით მიგზავნი ყოველ ოქტომბერში, ამიტომაცაა რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ, მე და შენ კი კაფკა გვიყვარს რადგან მასაც ჩვენსავით სიმარტოვე უყვარდა.



პ.ს ეს ჩანახატი იმდენი წლის წინანდელია აღარც მახსოვს როდის დავწერე…
იყოს მაინც აქ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent