წყლის წვეთები საგიჟეთში
„შეხედე,გესმის?“ ახლოს მიდის მასთან და თითით კედლისკენ აჩვენებს იმას რასაც თავად ის ხედავს. „რა უნდა მესმოდეს?“ გაიკვირვა მან. „ჩიტების ჭიკჭიკის ხმა“ იღიმის,თითებს ჩიტებისკენ იშვერს და ხელს აყოლებს მათ გალობას. „ლევან,რას ხედავ ამიღწერე“. „თავისუფლებას ვხედავ,თავისუფლებას რომელიც კედლებში დიდი გველივით დასრიალებს,და კედლებს აზანზარებს,შემდეგ გამწოვიდან როგორც ჩიტი ისე გამოდის,და ჭიკჭიკს იწყებს.“ თვალებს ხუჭავს,მისი მეგობრის გვერდით დგება და თითებს დირიჟორივით დაატარებს წინ და უკან. „ლევან,როგორი მელოდია გესმის?“. „ძლიერი,ფეხის თითებიდან ამოდის და ბგერები ყურში ჭიანჭველასავით მიცოცავს,მერე ტვინამდე აღწევს და მსიამოვნებს.“ „შეგიძლია ახლა ეს მელოდია დაივიწყო და ცოტახანი მე მომისმინო?“ „ეს მელოდია კაცმა როგორ უნდა დაივიწყოს,პირველად მაშინ მოვისმინე როდესაც ის დავინახე,დერეფანში მოფარფატებდა თავისი თეთრი ლამაზი კაბით და სადღაც უკან ეს მელოდია ისმოდა...“ „ანუ რა გამოდის რომ...“ „რომ ეს მელოდია „ის“ არის,ეს მელოდია თავისუფლებაა,ეს მელოდია ის ჩიტია,და თავად ის არის ყველაფერი რაც ამ მელოდიაშია,ის ჩიტიც,ის გველიც,ის ყველაფერია.“ ორივე ხელს ღიმილით ცისკენ იშვერს...“ნიკუშ,ეს ლაქა კედელზე აქ იყო?“ „რა ლაქა?“ ჭერს აჰხედა ნიკუშამ...“არა,არ იყო.“ „აი,ხედავ?...მომაკითხა.“ ლევანი ისტერიულად იღიმის,და ხელები გულზე აქვს დაწყობილი.“მაინც არ დამტოვა მარტო,ხომ ხედავ“. „ლევან,გაჩერდი რა.“ პალატისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიდის,მერე კარებთან ჩერდება,ნიკუშას განადგურებული სახით უყურებს,რომელზეც ერთი-ორი შრამი,და თვალის უპეები ჩაშავებულია,მის ნაცრისფერ მაიკას სიძველისგან ფერი აღარ აქვს,შარვალი კი დაფლეთილია. „მინდა მჯეროდეს,რომ ის ისევ არსებობს,მე მხოლოდ ამას ვცდილობ“. ჩურჩულებს,თავს მაღლა სწევს,თვალებს ხუჭავს,ცოტახანი ასე დგას,შემდეგ კი კარს ფრთხილად აღებს,ნიკუშასკენ იხედება,თბილად უღიმის,თავს უქნევს და პალატის ბნელ წერტილში ქრება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.