შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ჩემებური აღწერა :)


8-11-2024, 22:54
ავტორი Madamm
ნანახია 314

უკვე რამოდენიმე დღეა ჩემი ,,გაურკვეველი მდგომარეობის'' კვირა დაიწყო, ვერ დავარქმევდი ამას ბიპოლარულ აშლილობას, მიუხედავად იმისა რომ დაგუგვლის შედეგად აღმოჩენილი სიმპტომები სრულიად ემთხვევა ჩემს მდგომარეობას, როგორც ჩანს ამჟამად მანია და ჰიპომანია მჭირს, რომლის კონტროლიც წარმოუდგენლად მეჩვენება. ეხლა ლეპტოპის წინ ვზივარ და უსაზღვრო ბედნიერებას ვგრძნობ, რაც ყველაზე მთავარია ამ ემოციას წინ არაფერი უძღვის, არაფერი მომხდარა, რასაც შფოთვამდე მივყავარ.
ეს ყველაფერი სასაცილოა, ვიღაცას ახლა შეიძლება ძვირფასი საჩუქარი აჩუქეს, მაგრამ უბედურია, მე კი არაფრით ბედნიერი, თითქოს ამ ადამიანს თავისი წილი ბედნიერება წავართვი, მაგრამ არა იმდენად მოზღვავებულ ბედნიერებას ვგრძნობ შეუძლებელია ერთ ადამიანს ეკუთვნოდეს, ალბათ ერთზე მეტი ადამიანის შეგრძნებები მოვიპარე..
ამ მდგომარეობას კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ის ფაქტი, რომ ეს ბედნიერების შეგრძნება მართლაც არაფრისგან მოდის, რომელიც გონებას მირევს, მძაგს ეს შეგრძნება, ყველაზე მეტად მეზიზღება, საინტერესო გაკვეთილია, როგორც ჩანს დაუმსახურებლად მიღებული ბედნიერება არ გერგება, უბრალოდ არაფერი მოდის, ბედნიერებასაც დამსახურება სჭირდება.. ამ მდგომარეობაში კი ვხვდები, რომ ზედმეტი ბედნიერებაც კი არ ვარგა.. :)



№1 სტუმარი Sally

თქვენ არავისი ბედნიერება არ მოგიპარავთ, კარგად ყოფნას იმსახურებთ და რაც მთავარია - never Google your symptoms.
თუ თქვენი შეგრძნებები ან კითხვები გაწუხებთ, თერაპია საუკეთესო გამოსავალია

მადლობა თქვენი ემოციების გაზიარებისთვის და წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent