მახსოვხარ
ძალიან,ძალიან ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი სიყვარული გარდაიცვალა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. მე უნივერსიტეტში ჩავაბარე,ბაკალავარიატი დავასრულე,შემდეგ მაგისტრატურა,ერთი სემესტრი ევროპაშიც ვისწავლე,ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე,საცხოვრებლადაც სხვა ქუჩაზე გადავედი, გარეგნულადაც ძალიან შევიცვალე,ჩემი ინტერესებიც და ხასიეთიც ისევე შეიცვალა როგორც ჩემი სამეგობრო წრე...კიდე ჰო,მე დავინშნე,შემდეგ გავთხოვდი...მერე ერთი შვილი მეყოლა...მერე მეორე. ახლა მყავს შესანიშნავი ქმარი,ორი ანგელოზივით შვილი, ოჯახი რომელიც ჩემი გადაწყვეტილებებით ამაყობს,მეგობრები,რომლებიც მუდამ მხარში მიდგანან, დიპლომი და კარგი სამსახური. როგორ კარგარ ჟღერს არა? მართლაც რომ სასიამოვნო მოსასმენი და წასაკითხია ეს ყოველივე, რადგან ერთი შეხედვით ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ უზრუნველყოფილი,ბედნიერი ცხოვრობა მქონდეს,მაგრამ ამ ყველაფერს მე ვაფუჭებ. ახლა პირველი მაისი თენდება.ვზივარ ჩემი სახლის აივანზე,შიგნით, ჩვენს საძინებელში ჩემს ქმარს სძინავს,გვერდით ოთახში კი ჩემს ორ პატარა ბიჭს. დედაქალი ნელნელა იღვიძებს და გაზაფხულის ნიავიც დგება,თბილისის ხმაური კი ჩვეულად იკავებს თავის ადგილს. მე კი ვზივარ აივანზე,შავი კაბით...თითქოს ისევ ვგლოვობ. , ვგრძნობ რომ საშინლად მტკივა თავი, გულის არეში უსიამოვნო ტკივილს ვგრძნობ, ხმა მეხილჩება და ყელში მაწვება რაღაც რაც ძალიან მტკენს. არც კი ვიცი რამდენი წელი გავიდა, ანდაც ვიცი მაგრამ ვერ ვამბობ,რადგან მტკივა იმის აღიარება რომ ამდენი დრო გავიდა,რომ მე მის გარეშე ამდენი წელი ვიცოცხლე. ოთხი მაისი იყო,დახლოებით დილის ექვს საათი მისმა დამ რომ დამირეკა. მახსოვს, ნახევრად მძინარემ ტელეფონს რომ დავხედე, როგორ უცნაურმა და არასასიამოვნო შეგრძნებამ მომიცვა,თითქოს ჩემა ორგანიზმა წინასწარ იგრძნო ყველაფერი. მერე დიდად აღარაფერი მახსოვს, არ მახსოვს როგორ ჩავიცვი,ვინ წამიყვანა სავადმყოფოში, ვუთხარი თუ არა მაშინვე ჩემს მშობლებს, არაფერი მახსოვს იმ დილიდან. სამი დღე ბოლომდე იბრძოლა მისმა გულმა და შვიდი მაისის საღამოს ჩემგან ძალიან შორს გაფრინდა. ხუთ მაისს, სულ ორი წუთით შემიშვეს მის პალატაში,ვერ ლაპარაკობდა და ვერ მოძრაობდა,მაგრამ ვიცი რომ ჩემი ესმოდა. ვუთხარი მიყვარხართქო, ვთხოვე პირობა მოეცა რომ ამ საშინელ დღეებს მომავალში სიცილით გავიხსენებდით, რომ ამ საავადმყოფოდან ერთად ამყად გავიდოდით,ვუყვებოდი თუ როგორი მომავალი გვექნებოდა, როგორ ავისრულებდით ჩვენს ოცნებებს, როგორ დავქორწინდებოდით, როგორ გახდებოდა ჩვენი შვილების მამა...ექვს მაისსაც სულ ორი წუთით შემიშვეს მასთან, ვერ ვაკოცე, ვერ შევეხე, ვერ ჩავეხუტე, შემეშინდა კიდევ უფრო არ მეტკინა მისთვის. მხოლოდ მის ხელის გვერდით დავდე მეც ჩემი ხელი, საჩვენებელი თითით მკლავზე ოდნავ შევეხე. ბევჯერ ვუთხარი რომ მიყვარდა, ბევჯერ ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჩვენ ისევ ერთად ბედნიერად გავაგრძელებდით ერთად ცხოვრებას. პალატიდან გამოსვლამდე,ბოლოჯერ ვიგრძენი მისი შეხება. შვიდ მაისის დილას, თვალი სულ რამდენიმე წუთით გახილა. ოთახში მხოლოდ,მე და დედამისი ვიყავით. გინახავთ თვალები რომლებიც გემშვიდობებიან? პირველად ამოვიკითხე მის თვალებში სევდა და შიში, ვუყურებდი ჩამქრალ თვალებში თავს რომ ძალას ატანდა და ტკივილის მიუხედავად მაინც ჯიუტად ცდილობდა არ დაეხუჭა...თვალებით გვეფერებოდა და იმავდროულად გვემშვიდებებოდა. იმ შუადღით პალატასთან მჯდარს დამლაგებელმა მკითხა,ცოლი-ქმარი ხართო, ვუპასუხე ჯერ არა თქო, გაეღიმა. გული საღამოს გაუჩერდა. ბოლოჯერ ამოისუნთქა და წავიდა. დღემდე თვალებით ვეძებ. ასე მგონია უბრალოდ დაიკარგა და მეც იმედიანად დღემდე ვეძებ. ქუჩაში სიარულისას, ვუყურებ, ვაკვირდები ყველას და ვცდილობ სადმე ვიპოვო. ყველა კუთხე და კუნჭულში დღემდე მისი სახის ძებნაში ვარ. ჩემი საქორწინო კაბის ასარჩევად რომ მივდიოდი იმ დღისითაც ყველგან ვეძებე, ჩემი ქორწილის დღესაც ვეძებე...ვერსად ვპოულობ, მაგრამ ჩემი თვალები მის ძებნას კვლავ აგრძელებენ. რამდენჯერ მომლანდებია მისი ხმა ქუჩაში, რამდენჯერ სიკვდილამდე მომნდომებია მისი ნაბიჯების ხმის გაგონება, რამდენჯერ მინატრია რომ სულ ორი წუთით კვლავ მენახა. როგორი მწარე ყოფილა, მიდიოდე ქუჩაში, უყურებდე ყველას და ყველაფერს და ეძებდე იმ ნაცნობ თვალებს,ღიმილს და ხმას. თავიდან ყოველდღე მესიზმრებოდა, ამიტომ ყოველთვის მეძინა,რადგან ეს იყო ერთადერთი გზა მის სანახვად. მერე აღარ მესიზმრებოდა და ვბრაზდებოდი ჩემს თავზე. პირველ ბავშვზე რომ ვიმშობიარე,იმ ღამით დამესიზმრა ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ჩემს გვერდით იჯდა და მიღიმოდა თავისი ჩვეული ღიმილით. ისევ ისეთი პატარა იყო, ისევ ისეთი ახალგაზრდა, ისევ ისეთი ლაღი და ცოცხალი. ვერ დავივიწყე. ყველა ამბობდა რომ არ მოეწონებოდა ჩემი ასე დანახვა, რომ წარსული,წარსულია და ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო...მეც ასე მივიქეცი. ერთი წლის შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში და მერე მის საფლავზე წავედი ვარდების ასატანად და სალაპარაკოდ. მერე მაგისტრატურაც დავასრულე და კვლავ ჩვენ ფოტოებს გადავხედე. მერე სხვა ქუჩაზე გადავედი საცხოვრებლად, ვერ ავიტანე შავებში ჩაცმული დედამისი და ვერ ავიტანე ჩვენი მიჩუმებული უბანი. მერე გარეგნობაც შევიცვალე. მერე გავთხოვდი და ჯვრის წერისას მისი ნაჩუქარი სამაჯური მეკეთა. ღმერთო,ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო მაგრამ ასე მგონია ისევ შვიდი მაისია,ისევ საავადმყოფოს ჰოლში იატაკზე ვზივარ,ჩემს წინ ექიმები დარბაინ,მესმის დედამისის ტირილი და ყვირილი,დღემდე რომ ყურში ჩამესმი.თითქოს აჩრდილივით დამსდევს ის ხმა,განწირული ხმით ნათქვამი ,,ჩემი ლევანი,აღარ არის'',სავადმყოფოში დატრიალებული სიკვდილის სუნი, ექიმების გაფითრებული სახეები,კუთხეში მდგარი დამლაგებლის ცრემლები და პალატისკენ მომავალი საკაცე. მახსოვს,როგორ ვეჭიდებოდი სავადმყოფოს სკამს და როგორ ვცილობდი გამეაზრებინა სიტყვები ,,გული გაუჩერდა",ის გული ყველაზე და ყველაფერზე მეტად რომ მიყვარდა,გულს რომელსაც კიდევ დიდი ხანი უნდა ეფეთქა. მეორე დღეს ცა ინგრეოდა წვიმისგან, თითქოს ცაც ჩვენთან ერთან ტიროდა. ვხედავდი ჩვენს მეზობლებს,ნაცნობებს,კლასელებს,მეგობრებს ყველას შავებში ჩაცმულს. ამ დღის მერე,ყველაზე წითელ კაბაშიც კი ვგრძნობ იმ შავ კაბას,შარფს და გულზე მიკრულ მის ფოტოს. თვალების დახუჭვისას,მახსენდები ის ღამე...კვალვ რომ წვიმდა,ოთახი სავსიყო ყვავილებით,დედამისი ფანჯარსათან იჯდა,მე კი მის სასახლესთან...ოთახში მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. ვუყურებდი მის ლამაზ,ახალგაზრდა სახეს რომელზეც მუდამ ღიმილი დასტრიალებდა. ვუყურებდი მის გალურჯებულ თვალებს,გაფითრებულ ტუჩებს,თეთრ შუბლს და მაინც ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი ხდებოდა. გასვენებამდე,შუბლზე ბოლოჯერ ვაკოცე. როგორ მინოდოდა,თვალები გაეხილა,წამომდგარიყო და თავისი ხმით ეთქვა ,,კარგი ვიხუმრე,მართალ ხომ არ დაიჯერეთო'' მერე ყველას ჩაგვხუტებოდა და ყველა ერთად წავსულიყავით ამ სასაფლაოდან. ვუყურებდი,როგორ ატარებდნენ მის სასახლეს ის ბიჭები რომლებთან ერთადაც ჩვენს უბანში ფეხბურთს თამაშობდა,როგორ აყრიდა მის საფლავს, მიწას მამამისი. იმ დღისით,ორივე ერთად მოვკვდით მაგრამ საფლავი მხოლოდ ერთზე იყო. ვუყურებდი, მიწას,ყვავილებს, ნიჩბებს...და ვნატრობდი ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. გადიოდა მერე წამები,წუთები,დღეები,კვირები,თვეები....წლები. ლევანის, საფლავზე მიტანილი ვარდივით გახმა ჩემი გული. მიჩუმდა ჩვენი უბანი, თითქოს ფერები დაკარგა. ერთ დროს ქუჩა,საიდანაც მუდამ ბავშვების ჟრიამული, მეზობლების საუბარი და სიმღერები ისმოდა გახდა ქუჩა რომელიც გაუფერულდა. გადიოდა წლები და ყოველდღე ერთხელ მაინც გაიგონებდით ,,ვახ,ლევანი აღარ გვყავს". არ ვიცი როგორ მოახერხა,19 წლის ბიჭმა რომ ყველას გულში ასეთი კვალი დატოვა, თავი ყველას დაგვამახსოვრა,შეგგვაყვარა და შემდეგ ძალიან შორს გაგვიფრინდა. რამდენჯერ ჩამივლია იმ ქუჩაზე იმ იმედით რომ სადმე შემომხვდებოდა,გამიღიმებდა და ჩამიხუტებდა. რამდენჯერ უბრალოდ მის სახლთან მივსულვარ, სახლთან რომლიდანაც მუდამ მისი ხმა ისმოდა ახლა კი თითქოს მასში აღარავინ ცხოვრობდა. მის გარეშე ყველაფერი დაცარიელდა. ვცდილობდი, როგორმე დამევიწყებინა მაგრამ ყველგან იყო. მთვარეც კი მას თავს მახსენებდა. ყოველ ჯერზე როცა ჩვენს სკოლას ჩავუვლიდი, ვხედავდი მის სახელს ჭიშკართან დაწერილს, რომელის დაწერის გამო მახსოვს დირექტორთან დაიბარეს მაგრამ არასდროს წაუშლიათ.ვხედავდი იმ ადგილს სადაც დასვენების დროს მუდმივად იდგა როგორ იყო ცარიელი, მივდიოდი ჩვენს ქუჩაზე და თვალწინ მედგა ის შვიდი წლის სიცოცხლით სავსე ბიჭი ბურთს რომ მოწინააღმდეგე გუნდისკენ მიუყვებოდა,დავდიოდი თბილისში და ყველა ქუჩა მის თავს მახსენებდა.. ყველა გაგონილ ლევანიზე,თვალები მინათდებოდა იმ იმედით რომ გამოჩნდებოდა და მეტყოდა რომ ცოცხალია. ყველგან მელანდებოდა, და ყველგან ისევ ისეთი პატარა, ლაღი, სიცოცხლით სავსე და გულწრფელი იყო, როგორც იმ დეკემბრის თოვლიან ღამეს სიყვარული რომ ამიხსნა და პირველი კოცნა მაჩუქა. ღმერთო, როგორ მინდოდა მთელი ცხოვრება ერთად ვყოფილიყავით. რამდენჯერ მიფიქრია მასზე, რამდენჯერ წარმომიდგენია რა მოხდებოდა იმ დღისით რომ ავარიაში არ მოყოლილიყო. რამდენჯერ წარმომიდგენია როგორ გამოვიდოდით იმ საავადმყოფოდან ერთად, ბედნიერები და ცოცხლები. მისი საფლავი გახდა ჩემი მეორე სახლი. თითქმის ყოველდღე ავდიოდი,ველაპარაკებიდი, ვასუფთავებდი, ვრგავდი და ვუვლიდი ყვავილებს, ვეფერებოდი და ვკოცნიდი მის გაყინულ საფლავის ქვას. უკვე გათხოვილს, ერთხელ იქვე გამვლელმა მესაფლავემ მკითხა,თქვენ აქ ხშირად გხედავთ და მისი ცოლი ხომ არ ხართო.მაშინვე გამახსენდა საავადმყოფოში დამაგებლის მიერ დასმული იგივე კითხვა,მაშინ იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ისევ ვარდისფერ სამყაროში ვცხოვროვდი, იმ დროს ჩემი პასუხი იყო ჯერ არათქო. ახლა კი მეცვა შავები, ვიყავი სხვა კაცზე გათხოვილი,ვიჯექი მისი საფლავის გვერდით და მეწვოდა სული ტკივილისგან,მოვიტყუე, მესაფლავეს ვუპასუხე,დიახ-თქო. გითანაგრძობთო,დანანებით მითხრა და დამმატა ასეთი ახალგაზრდა ამ დამპალი ცივი მიწისთვის როგორი დასანანიაო. თავი დავუქნიე და მერე ისიც წავიდა. შემრცხვა,ყოველთვის მრცხვენოდა იმის რომ გავთხოვდი. გავთხოვდი, და მიუხედავად იმისა ვერ შევიყვარე ჩემი ქმარი. მახსოვს ქორწილის წინა დღეს, ლევანის მამასთან საუბარი. მკითხა თხოვდებიო, პასუხი ცხადი იყო, ცოტა ხანი გაჩუმდა მერე მითხრა შენ მაინც იყავი ბედნიერიო. მაშინ დავეთანხმე და ახლა ვფიქრობ, რომ იმ დღის შემდეგ უფრო უბედური ვარ, უბრალოდ უფრო კარგად ვმალავ. ლევანის და გათხოვების შემდეგ თვალს მარიდებდა ხოლმე, ცხადია, ვერ აიტანა თავის ძმის შეყვარებულის გვერდით სხვა კაცის დანახვა. აი ლევანის დედამ კი ყველაზე კარგად იცოდა რა მელოდა, იცოდა როგორ დამტანჯავდა ყოველდღე ჩემს ქმარში ლევანის ძებნა. უკვე მეორე შვილი რომ მეყოლა, შემთხვევით ერთდროულად მივედით ლევანის საფლავზე. თავი არ შემიკავებია,ტირილი დავიწყე,მეხუტებოდა მამშვიდებდა და მეც ვხვდებოდი რომ ყველაზე მეტად ლევანის მრცხვენოდა.ყველაზე მეტად ლევანი მტკიოდა. ასე მეგონა, ვუღალატე. ორი შვილი მყავდა კაცისგან რომელიც ყველაფერს ცდილობდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი და მაინც ვნატრობდი, ლევანისგან შვილი რომ დამრჩენოდა რაოდენ შემივსებდა ლევანის წასვლის ტკივილს. მახსენდებოდა მისი ჩახუტება, კოცნა, კანის სითბო, მისი სურნელი, მისი მკლავები, მზურვნელი ხასიეთი, ცბიერი და ყველაზე მშვენიერი თვალები...მისი საუბარი,სიარული და მისი ყველაფერი. დღემდე არ მჯერა რომ ჩემგან ასე შორს გაფრინდა. მთელი ცხოვრებაა,მელანდება მისი სახე...სულ ველოდები რომ ერთხელაც გამოჩნდება და ჩამეხუტება. საშინლად მტკივა,მისი ყოველ ვერ შესრულებული დაბადების დღე. მტკივა მისი და ჩემი ვერ ახდენილი ოცნებები. მტკივა მისი ვერ განვლილი ცხოვრება. რამდენი რამ ჰქონდა წინ,რამდენი გეგმა,რამდენი ოცნება...როგორი სიცოცხლით სავსე იყო რომ იცოდეთ. მის საფლავის ქვაზე ჩემი გადაღებული ფოტოა. მახსოვს როცა ვუღებდი,მეწუწუნებოდა ხო იცი არ მიყვარს ფოტოებიო მე კი მაინც ჯიუტად ვუღებდი. ახლა ვფიქრობ ხოლმე,ალბათ ჩემი გული ხვდებოდა რომ მთელი ცხოვრება ამ ფოტოებით უნდა მეცხოვრა. როგორი ირონიულია ცხოვრება, იმ მომენტში ვერც კი წარმოვიდგენდი რომ საფლავის ქვის ფოტოს ვუღებდი. დამრჩა მისი ფოტოები, მისი ნაჩუქარი ყვავილები წიგნში ჩადებული, მისი წერილები, მისი ჯვარი სულ რომ თან ეკეთა, მისი შავი მაისური სულ განსაკუთრებულად რომ უყვარდა, დამრჩა ძალიან, ძალიამ ბევრი მოგონება, სიყვარული და მისი წასვლისგან დარჩენილი სიცარიელე. არასდროს აღვიქვავდი სიკვდილს სერიოზულად,როდესაც მესმოდა რომ ვიღაც გარდაიცვალა ბოლომდე ვერ ვიაზრებდი ეს რას ნიშნავდა, სანამ არ დავინახე როგორ აყრიდნენ მიწას იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს მერჩივნა. როცა მივხვდი რომ მართლა წავიდა და ვეღასდროს ვნახავდი, მაშინ მივხვდი რა იყო სიკვდილი. ახლაც ვგრძნობ ტკივილს ყელში,რომელიც მახრჩობდა, იმ მწარე ცრემლებს, ტირილისგან ატკიებულ და დალურჯებულ თვალებს, დამძიმებულ გულს და გამოფიტულ ორგანიზმს. მისი საფლავისთვის მიყრილ მიწას, ხელების სისხლდენამდე ვეჭიდებოდი და მაინც ვერ ვიჯერებდე რომ გამიფრინდა. ვარდისფერი სამყაროდან, გლოვაში გადავინაცვლე. ჩემს ყველაზე დიდ ჭრილობად დამრჩა, რომელესაც დრომ ვერაფერი დააკლო. მძულდა როცა მეუბნეოდნენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო. დრომ ვერაფერი მიშველა, გავიდა წლები, და ახლაც ვზივარ აივანზე და ვფიქრობ ცოცხალი რომ ყოფილიყო ახლა სად ვიქნებოდით. ალბათ ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რადგან უკვე მაისი იყო. ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა ეს თვე, და რა იცოდა თუ ამ თვეში სამუდამოდ მივაბარებდით მიწას. დრომ მხოლოდ მის საფლავზე ამოსული ყვავილები გახმო. ღმერთო კვლავ არ მჯერა რომ მასზე წარსულ ფორმაში ვსაუბრობ, არ მჯერა რომ წავიდა. მე გავიზარდე, ავიხდინე ბევრი ოცნება რომელიც ჩემი მშობლების ოცნებები უფრო იყო ვიდრე ჩემი, მაგრამ მე ხომ გავიზარდე, მომემატა წლები, შევიცვალე გარეგნულად, ვიმოგზაურე ბევრგან, ვცადე ბევრი ახალი რამ...ის კი დარჩა 19 წლის გადარეულ ბიჭად რომელსაც სიცოცხლე ძალიან უყვარდა. აი უკვე მზეც ამოვიდა თბილისში, ნელ-ნელა ქალაქი ხმაურს იწყებს. დღეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს რომ მის საფლავზე უნდა წავიდე და ალბათ ძალიან ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკებთ მე, ლევანი და მის საფლავზე იასამნები. მერე ალბათ მის მომღიარ სახეს ვაკოცებ ყინულივით ცივ საფლავის ქვაზე და წამოვალ სახლში... გზაში კი კვლავ გავიხსენებ მის ბოლო წუთებს, ჩვენ ბოლო შეხვედრას და ყველაფერს რაც კი მასზე მახსოვს. მშვიდად განისვენე ჩემო გადარეულო. “შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.