მე,ბედნიერი და უბედური
ალბათ 10-15 წელში ჩვენ ისევ შევხვდებით...სრულიად შემთხვევით გადავეყრებით ერთმანეთს ქუჩაში,კაფეში ან თუნდაც ნებისმიერ სუპერმარკეტში. ორივე,ჩვენი იმ ოჯახებისთვის, ვიყიდით სხვადასხვა პროდუქტებს, რომლებიც ერთმანეთის გარეშე შევქმენით. წამიერად თვალები გაგვინათდება და გაგვიკვირდება ერთმანეთის დანახვა, შემდეგ კი გაგვახსენდება ჩვენი წარსული. ერთმანეთს თავაზიანად და უცხოდ გავუღიმებთ, თითქოს ის ტკივილი და მოგონებები,რაც ერთმანეთს დავუტოვეთ საკმაოდ ღრმად დავმარხეთ, მაგრამ მაინც ვერ დავივიწყეთ. გავიხსენებთ თუ როგორი პატარები, გულუბრყვილოები და სულელები ვიყავით. მე ყურში შენი ხმა უცხოდ მომხვდება,შენ კი ალბათ გაიფიქრებ თუ როგორ შევცვლივარ. შემდეგ კვლავ გავიღიმებთ,ერთმანეთს დავემშვიდობებით და ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით. წასვლისას, რამდენჯერმე კვლავ გამომხედავ, მე კი ვიგრძნობ შენს მზერას,თუმცა ორივე საპირისპირო გზით გავაგრძელებთ სვლას. გზაში, მე ვიფიქრებთ იმაზე თუ როგორ შეცვლილხარ. გამახსენდება შენი ღიმილი და თვალები, რომელიც ერთ დროს სამყაროს მერჩივნა. არც შენს ხელზე,ჩემი სახელის პირველი ინიციალის ტატუ გამომრჩება, რომელიც არ წაგიშლია, მაგრამ დროს თავისი უქნია და გაუფერულებულა,როგორც ჩვენი სიყვარული. გამახსენდება შენთან ერთად დაგროვილი ყველა მოგონება და ის ფაქტი რომ ჩემს უბანში, ჩემი მეზობლები შეპარვით კვლავ მოგიკითხავენ ხოლმე. ვერც ჩემი უბნის კუთხეში, შენს მიერ დაწერილ "მიყვარხარ"-ს ვერ წავშლი კედლიდან და ვერც ჩვენს მოგონებებს ჩემი გონებიდან. გზაში, შენ იფიქრებ ჩემზე და იმაზე თუ როგორ შევცვლივარ. გაიგონებ ჩემი ხმას და ალბათ წამით მაინც გაიხსენებ ჩვენს საუბარს,ჩვენს მომავალზე და გეგმებზე. ალბათ შეამჩნევდი შენს ნაჩუქარ ჯვარს ჩემს ყელზე, დაშორების შემდეგადაც რომ არ მომიხსნია.გაგახსენდება, როგორ გამიკეთე მაშინ შენი ხელით ეს ჯვარი,როგორ მაკოცე და სამუდამო სიყვარულს შევპირდით ერთმანეთს. ჩემს კალათაში დანახული ბავშვის საწოვარას შემდეგ, გაგახსენდება როგორ ვფიქრობდით ჩვენი პირველი შვილის სახელზე ერთად. გაგახსენდება, როგორ ვეხუტებოდით ერთმანეთს შეხვედრისას და მწარედ გაგეცინება, ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე. გაგახსენდება, რომ დედაშენს კვლავ კედელზე უკიდია,ჩვენი ბოლო ზარზე ერთად გადაღებული ფოტო. გაგახსენდება, რომ შენს მანქანაში აღარ ტრიალებს ჩემი სუნამოს სურნელი. ვერ გარქცევი იმ ფაქტს,რონ ჩემს ქუჩაზე ჩავლისას მაინც ყოველთვის მიხვალ იმ კედელთან და წაიკითხავ შენი ხელით დაწერილ ,,მიყვარხარ"-ს. გზაში, ორივე ვიფიქრებთ ერთმანეთზე და ჩვენს ვერ შექმნილ ოჯახზე. ჩვენ ხომ ვერასდროს ვიყიდეთ ერთმანეთისთვის ბეჭდები,ვერასდროს ავარჩიე თეთრი კაბა, ვერც ნიკას ავუსრულეთ პირობა რომ ჩვენი მეჯვარე იქნებოდა...ვერასდროს წავედით თაფლობისთვეში, ქორწილში ვერასდროს ვიცეკვეთ ქართული და ვერ გავჭერით ჩვენი ქორწილის ტორტი. არასდროს გვიჩხუბია იმაზე თუ რაფრად უნდა შეგვეღება ჩვენი საძინებელი ან როგორ უნდა მოგვეწყო ჩვენი სამზარეულო. არასდროს არ მიხარებია შენთვის რომ ორსულად ვარ, არასდროს მოგვისმენია ჩვენი შვილის გულის ცემა. არასდროს შეგვიფუთია ჩვენი შვილებისთვის სახალწლო საჩუქარი ღამის ორ საათზე და არასდროს გვილაპარაკი ჩურჩულით სახლში, რომ ბავშვებს არ გაღვიძებოდათ. არასდროს გაგვიღვიძია ერთმანეთის გვერდით და არასდროს გამიცილებილხარ სამსახურში. შენ არასდროს გრქმევია,ჩემი ქმარი, მე შენი ცოლი და ჩვენ ოჯახი. სახლში მისული მე არ ვეტყვი ჩემს ქმარს თუ ვის შევხვდი შემთხვევით სუპერმარკეტში, არც შენ არაფერს არ მოუყვები შენს ცოლს და მაინც მთელი ღამე ვიფიქრებთ ერთმანეთზე. გავიხსენებთ, ჩვენს დაპირებებს და ოცნებებს. მივხვდებით, რომ ვერცერთი მათგანი ვერ ავუსრულეთ ერთმანეთს და გაგვეცინება ცხოვრების ირონიაზე. წამით, მაინც ვიფიქრებთ, რა მოხდებოდა ყველაფერი რომ სხვანაირად მომხდარიყო თუმცა შემდეგ ისევ დავბრუნდებით რეალობაში. მივხვდები რომ ის თვალები რომელიც ასე მიყვარდა, სხვა ქალის შვილს აქვს. შენ კი მიხვდები რომ ის სახელი რომელიც ერთად ავარჩიეთ, ჩვენი შვილისთვის,სხვა კაცის შვილს ჰქვია. "მე, ბედნიერი და უბედური - წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები. გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ, მომიახლოვდი... მომეცი ხელი..." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.