ჩემი აზრი
ადრე, დედა სულ მეუბნებოდა, რომ ყველა ბოროტი, მოძალადე, ცუდი ადამიანის გულში არსებობდა სიკეთის ნაპერწკლები, რომელიც უბრალოდ დროულად არ გაღვივდა, მაგრამ სიკვდილამდე იქნებოდა. მაშინ პატარა ვიყავი და მჯეროდა ამის, მაგრამ რაც უფრო გავიზარდე, მით უფრო მიეცა ეს ფრაზა დავიწყებას. ადამიანის პიროვნებაზე მცირე დეტალები მეტყველებს. ეს შეიძლება იყოს მისი თვალები, ნაკვთები, თმა, მანერები, საძინებელი. ბავშვობიდან მომდევს უცნაური ჩვევა, რომელიც ადამიანების დაკვირვებით შემოიფარგლება. ყოველთვის ვცდილობ სკანირება ჩავუტარო და მკაცრი კრიტერიუმებით შევაფასო. თუ სანდოდ ჩავთვლი, დარჩება ისეთი პიროვნებების სიაში, რომლებსაც ექნებათ შანსი ჩემთან კონტაქტის. თუ არა და სამუდამოდ გაუყვება იმ ხალხის გზას, რომლებსაც სამუდამოდ ვშლი ცხოვრებიდან. თუმცა, ეს არც ისე მარტივია, როგორც ავღწერე. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც თავს გაჩვენებს ისეთად, როგორიც უნდათ, რომ შენ დაინახო. სინამდვილეში კი ნიღბის უკან ზუსტად ისეთი რამ იმალება, რასაც ვერიდებით ან არ ველოდებით. მაგრამ აუცილებლად იპოვი მცირე დეტალს (თუ ყურადღებით იქნები), რომელიც მიგახვედრებს, ეს ის არ არის, როგორიც ჩანს. მაგრამ ამ ჩვევას ერთი, ჩემთვის არასასიამოვნო რამ მოსდევს ხოლმე. "ეგრე რატომ მიყურებ ? რამე მაქვს ?" - სწორედ ეს კითხვებია მომართული ჩემკენ. არანაირი არაფერი, უბრალოდ ვცდილობ შეგისწავლო. ამას არ ვეუბნები, მაგრამ ალბათ ხვდებიან ხოლმე ბოლოს. ხალხის აზრი ერთ-ერთი ბოლოა იმ სიიდან, რომელსაც მოქმედებების განცორციელებისას ვაქცევ ყურადღებას. ამიტომაცაა, რომ მათმა ხშირმა მზერამ, ეს ხომ კარგად არის? ისე რატომ მიყურებს, თითქოს ქურდი ვიყო, ჩემთვის მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.