თავისუფლების ფანჯარა
ხედი, რომელიც ჩემს ცხოვრებას ცვლის არის წუთები, როცა დრო მართლაც იყინება. მე კი ვზივარ ფანჯრის რაფასთან, ვუყურებ ყაზბეგის უსასრულო ხედს და ვგრძნობ, რომ წამი აღარ მიდის — ის ჩემთან ჩერდება. დრო მიყავთ მთებს, და მე ვრჩები ჩემს თავთან მარტოდმარტო. აქ, ამ სიჩუმეში, თითქოს მთელი სამყაროს სიცრუე იშლება: აღარ არის ზედმეტი ხმაური, აღარ არის ფუჭი გრძნობები, არც ადამიანებისგან მიღებული იმედგაცრუება. არის მხოლოდ მე, ჩემი სული და ამ ქვისა და ცის უკიდეგანო სილამაზე. ვფიქრობ ხოლმე: საკუთარი დავკარგე აქ თავი? არა… მგონია, პირიქით — პირველად ვპოულობ. ვპოულობ ჩემს გრძნობებს, ჩემს ბუნებას, ჩემს თავისუფალ სულს, რომელიც აქამდე ქალაქის ყვირილში დაფლული მეგონა. „თავისუფლება მთებშიაო“ — ამბობენ. და მე სწორედ ამ ფრაზას ავედევნე. გადმოვიხვეწე აქ, შორს ყველაფრისგან: ჩემი ძველი „მესგან“, ჩვეული ცხოვრებისგან, მბოჭავი რუტინისგან. აქ მარტოობაც კი სხვანაირია — ზოგჯერ მძიმე, ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ მაინც ნამდვილი. და მე, პირველად ცხოვრებაში, ჩემს ყველაზე დიდ შიშს — მარტოობას ვუყურებ თვალებში. ყოველდღე ვეჭიდები მის უხილავ ხელებს, ყოველდღე ვსწავლობ როგორ გავძლიერდე მის ფონზე. იმედი მაქვს, დავძლევ. იმედი მაქვს, ერთხელ საბოლოოდ გავიმარჯვებ. როდესაც ეს მოხდება, ცხოვრების დინებას აღარ მივცემ უფლებას ჩემს ნაცვლად წყვიტოს. მე ვმართებ მას, მე ვწყვეტ, მე ვქმნი. და მაინც… ჩემი მონათხრობი მხოლოდ ჩემთვის არ არის. თქვენ, ვინც ამ სიტყვებს კითხულობთ, ხართ ჩემი საიდუმლო თანამგზავრები ამ ბილიკებზე. თქვენ ხართ იმედი, რომ ჩემი ფიქრები და განცდები მარტოობას არ დაუტოვებს ჩემს გულს. მოდი, ერთად ვიაროთ ამ ბილიკებზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.