ნუ მეძახი (სრულად)
საწოლზე ვწევარ.ღია აივანიდან ლურჯად მოკამკაზე ზღვა ჩანს,ოქროსფერი ლანდები სიკაშკაშით ეკვრის თითოეულ ტალღას და ყურთა სმენას ქვებზე მიხეთქებული წყალი მირღვევს სასიამოვნოდ.ღია ნუშიფერი ფარდა ლამაზად,ნაზად მოძრაობს ქარის მიმართულებით და სხეულზე მალამოსავით მედება სიო. ირგვლივ ზღვის,მარილიანი სუნი ტრიალებს და გატრუნული კატასავით ვისუნთქავ ხარბად. ადგომა არ მინდა,ოქროსფერი მზე პირდაპირ მე მანათებს,თითქოს მის მარწუხებში ვარ მოქცეული და ქარისგან გამოწვეულ სიგრილეს ანეიტრალებს სითბოთი. ბათუმი ისეთი მშვენიერი და საოცარია.ყოველი დღის აქ გატარება მინდა, მსურს მილიონჯერ ვუყურო მზის ჩასვლას ასე ძალიან რომ უყვარს ადამიანთა უმეტესობას. გული ვერაფრით ვიჯერე ხედით,სამარადისოდ წოლა მოვინდომე მტრედისფერ საწოლზე, ხვეული თმა საწოლიდან გადმოვიყარე და ახლა ჭერს ავხედე,ფეხები კედელზე ავაწყვე და მარჯვნივ გადავწიე თავი,იქ,სადაც ზღვა მოჩანდა. მანამ არ ავდექი,სანამ მზე კარგად არ ჩავიდა. ცას ნარინჯისფერი დასდებოდა ვარდისფერ ნოტებში,მრგვალი დისკოს ბურთი კი აღარსად მოჩანდა. სანაპიროზე დაბნელდა,ხმაურმა იმატა ქუჩებში და მეც მალევე შევერიე მათ. ბარში ლამაზი კაბით შევედი,მომუშავე კოლეგებს მივესალმე და პატარა სცენაზე ავედი,უკან ბენდი მამშვენებდა.მომცრო აუდიტორიას მივესალმე,სწორედ მაშინ დავინახე ის. თავისი დიდი,მომაჯადოვებელი,ზღვისფერი თვალებით მიყურებდა.ცისფერი პერანგი ეცვა ნახევრად შეხსნილი,აპოლონისფერი თმა მეტად მოზრდოდა და კულულებიც დასტყობოდა,ორ ბიჭთან ერთად იჯდა. ტანზე ეკალმა დამაყარა,შიგნიდან ავხურდი, ხელებმა კანკალი დამიწყო და გაქცევა მომინდა.ყველაფერი გამახსენდა. წინა ზაფხულმა ელვასავით ჩამიქროლა თვალწინ და ვფიცავ მისი სუნიც კი შევიგრძენი მხრებზე რომ ასდიოდა მუდამ,ხოლო ხმა? ის ბოხი ხმა ტალღებივით რომ ჩამესმოდა სულ. დრამერის ჯოხებმა გამომაფხიზლა,უნდა მემღერა,თვალი მოვაცილე,ცრემლები იმ დიდ ბურთთან ერთად გადავყლაპე ყელში,რომ მქონდა გაჩხერილი ხიწვივით. -ვინ იცის ცხოვრება ბედს როგორ აბრუნებს და მაინც მიდიხარ რომ ისევ დაბრუნდე.-ხმა ძლივს ამოვიღე.ყველანაირად ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა,მოგონებები კი რომლებიც ერთი მეორედ მიყოლებით ცოცხლდებოდა ჩემს ტვინში,როგორმე დამევიწყებინა. -მზე ჩადის ,დრო გადის , და მაინც რატომღაც ისევ, მე მესმის ეს ხმა.-ვაგრძელებ. ახლა ეს სიმღერაც ცუდად მხდის,გული წამში მილიონჯერ მიცემს და ხმა მიკანკალებს. ვგრძნობ მის მწველ მზერას,ნაცნობი გრძნობა მეპარება სხეულში,ოღონდ ახლა აღარ მათბობს ისე როგორც ადრე,თავს უცნაურად მაგრძნობინებს. -ნუ მეძახი ,ნუ მეძახი, მე მაინც მოვალ.-ყველაფერს ვუყურებ,ოღონდ მას არა. სული მეხუთება,ზღვაში ჩახტომა და შორს, ძალიან შორს გაცურვა მინდა. -ჩემს ყივილს ,ჩემს ტკივლის ,ჩემს ცრემლებს , მე ქარში ვფანტავ და ვეძებ სხვა გზას.-ჩემი მეგობარი,რომელიც მიმტანია მიყურებს და ვერ ხვდება რა მჭირს.ყურადღება მასზე გადამაქვს,თან ვმღერი,ვიცი არ უნდა გავჩერდე.გიტარა,ბასი,დრამი,კლავიში, ყველაფერი ერთად ჩამესმის ყურებში,თან მისი სიტყვები მახსენდება. -ნაცნობი ქუჩები ,ქცეულან სიზმრებად ყოველღამე მეძახიან მენატრები! ძლივს ვასრულებ სიმღერას,როგორც წესი მეორეც უნდა გადავაბა,მაგრამ ახლა სცენიდან სწრაფად ჩამოვდივარ და უკანა გასასვლელისკენ გავრბივარ. აკანკალებული ფეხებით გავდივარ გარეთ და განერვიულებული ვისუნთქავ სუფთა ჰაერს. -ლიზა!-მესმის ჩემი სახელი,ოღონდ მისი ბაგენი ამბობენ ამას.მეხახის!თვალებში მიყურებს,მასაც არეული სახე აქვს და ჩემზე ნაკლებ დღეში არ არის.-შენთვის მოვედი. -ახლა?-ჩავიცინე. -მაპატიე.-ჩუმად ამბობს და ახლოს მოდის. -არა. -ლიზა…მაპატიე.-იმეორებს. -რატომ არ მოხვედი?-დავუყვირე. -აგიხსნი,გთხოვ სადმე წავიდეთ.-მიახლოვდება ვგრძნობ როგორ ჩამჭიდა ხელები.ისე მომნატრებია ეს გრძნობა,ისე მომნატრებია,ვცდილობ სასოწარკვეთისგან მუხლები არ მომეკვეთოს და სისუსტე არ დამეტყოს. -არა,შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა. ნუ მეძახი,ირაკლი,წადი.-ხელებს ვუშვებ და შიგნით ვბრუნდები. ზურგს ვაქცევ და ბენდის ბიჭებთან ვბრუნდები. მიუხედავად იმისა,რომ სიმღერა ახლა უკანასკნელია რაც მინდა, მოვალეობას ვასრულებ და თითქმის ორ საათამდე ვჩერდები ბარში.ყველამ შეატყო ჩემი უგუნებობა,ირაკლიც დაინახეს,მაგრამ არაფერი უკითხავთ,რისიც მადლიერი ვარ. შეკუმშული გულით დავადექი სახლის გზას, თან ძველ მოგონებებზე ვფიქრობდი. ირაკლი შარშან ივლისის ჩვიდმეტში გავივანი. მე სამუშაოდ ჩამოვედი ბათუმში,ჩემმა მენეჯერმა გამომიშვა სამღერად ბენდთან ერთად,ირაკლი კი ბიძამისთან იყო ჩამოსული მეგობრებთან ერთად. ერთმანეთი ექსტრემალურად გავიცანით. ზღვაში ძალიან ღრმად შევცურე,მე კი პროფესიონალი მოცურავე არ გახლავართ, ირაკლი და მისი მეგობრები ნავზე იყვნენ, მაშინ დამინახა როგორ ჩავიძირე და ვეღარ ამოვყვინთე. მაშველივით გადმოხტა ჩემ გადასარჩენად და გმირივით გამომეცხადა ნახევრად მკვდარს. ასე გავიცანით ერთმანეთი,თავისი შარმითა და ხასიათით მალევე მომნუსხა შეშინებული და დანარჩენი ზაფხული ერთად გავატარეთ. მისი მეგობრები გავიცანი,ოთო და ნიკა. საღამოობით სანაპიროზე ვისხედით,ის ნუშიფერ გიტარაზე უკრავდა,მე მის საყვარელ სიმღერებს ვმღეროდი და შეყვარებული გოგოსავით ვუყურებდი ლურჯ დიდრონ თვალებში. სერფინგის დაფაზე(რომელსაც საპი ჰქვია, ირაკლი სულ დამცინოდა სერფინგის დაფას რომ ვეძახდი)ვისხედით შუა ღამემდე სულ და გაუთავებლად ვსაუბრობდით ყველაფერზე, თან არაფერზე.დამცინოდა ახლაც არ გადახტე საცურაოდ,თორემ არ სიბნელეში ვერ გიპოვნიო. ბარში მოდიოდა ჩემთან,ვცეკვავდით, ვსვამდით.შესაშური ზაფხული გამოვიდა, უფრო ზღაპარს გავდა,ცუდი მართლა არაფერი ხდებოდა და ცხელ დღეებს მისი მაცდური ქათინაურები უფრო მატებდა ტემპერატურას. ისე გავიხსენი მასთან,მეგონა მთელი ჩემი ცხოვრება ვიცნობდი. -ლიზა.-ჩაფიქრებულს ისევ მისი ხმა მაკრთობს ქუჩაში.ჩემკენ წამოვიდა. -გთხოვ,მომეცი საშუალება აგიხსნა ყველაფერი.-მეხვეწება,თვალს არ მაცილებს. -რა უნდა ამიხსნა?-გზას ვაგრძელებ. -რატომ არ დაგირეკე.-ჩუმად ამბობს. -რატომ არ დამირეკე?-ვუბრუნებ პასუხს. -და შენ?-წარბები შეკრა. -არც კი გაბედო და მე არ დამაბრალო!-საჩვენებელი თითი ავუქნიე და ვიგრძენი თვალები ცრემლებით როგორ ამევსო. -რატომ წახვედი?-ტონს აუწია.-დილით აღარ დამხვდი,თავი საშინლად ვიგრძენი,მეგონა ყველაფერი ინანე და ჩემი ნახვა აღარ გინდოდა!რა უნდა მეფიქრა როცა მარტო გავიღვიძე?-ხელები აიქნია,ვხვდებოდი უკვე როგორ ელეოდა მოთმინება.თავი გავაქნიე. როგორ მომნატრებია! -შემეშინდა!-გამოვუტყდი.-არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ ავდექი და წამოვედი.მეგონა… მეგონა დამირეკავდი,ან მომძებნიდი, მომაკითხავდი.-ამოვისრუტუნე. -ლიზა,-მომიახროვდა.-ჩემო პატარა.-ხელები ირგვლივ შემომხვია და ჩამეხუტა.თბილმა, ნაცნობმა სხეულმა სასოწარკვეთილი გამხადა და მეც შემოვხვიე ხელები კისერზე.წრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა.ისევ ზღვის სუნი ასდიოდა მხრებზე,ლიმონთან ერთად.სულ ნეტარებაში აღმოვჩნდი და უცებ დამავიწყდა ის ტკივილი,რაც მის გამო გამოვიარე მთელი წელი. -მეგონა აღარ გინდოდი.-ამბობს და თავზე ხელს მისმევს.-მაპატიე. -მეც ასე მეგონა,ახლა რატომ მოხვედი?-მოვცილდი და ცრემლები მოვიწმინდე. -დავიღალე.აღარაფერი აღარ მაინტერესებს, უშენობა აღარ შემიძლია.რას არ მივცემდი ახლა წინა ზაფხული რომ იყოს.-დანანებით ჩაილაპარაკა და კულული ყურს უკან გადამიწია. სანაპიროზე გავისეირნეთ ისე,როგორც უწინ. თითქმის არ ვლაპარაკობდით.ზუსტად ვიცოდი როგორც იყო,რადგან მეც ასე ვიყავი. ხელჩაჭიდებულები დავდიოდით უხეშ ქვებზე და ყურთასმენას ტალღების ხმა გვიპობდა. იმდენი რამის კითხვა მინდოდა მისთვის, იმდენი რამის თქმა,ბრაზიც მახრჩობდა,თუმცა მონატრება იმდენად ძლიერი იყო სხვა ყველაფერი გადაფარა და უძლური გამხადა. არ მომეწონა საკუთარი თავი ასეთი,არადა ერთი წელია ასე ვარ. რეალურად მე წამოვედი.ყოველ დღე ვფიქრობდი რა მოხდებოდა იმ დილას ჩუმად რომ არ ავმდგარიყავი და არ მიმეტოვებინა. ალბათ თავადაც დაბნეული იყო,როცა გაიღვიძა. -იმ დღეს შენს საძებნელად წამოვედი.-თავად დაიწყო საუბარი.-მაგრამ ოთო ავარიაში მოყვა. -ახლა როგორ არის?-ვკითხე შეშინებულმა და ოთოსთან გატარებულმა თითოეულმა წამმა გამირბინა თვალწინ კადრივით. -ვერ გადაიტანა…-თავჩაღუნულმა თქვა. უკვე მერამდენეც წამომივიდა ცრემლები ვეღარ დავითვალე.-გთხოვ არ მინდა ამაზე ლაპარაკი.-მთხოვა. ირაკლი ძალიან შეცვლილიყო,აღარ უციმციმებდა ლურჯად თვალები და აღარც ის ჭინკები უხტოდა გულს რომ მიხეთქავდა მუდამ.წონაშიც მოეკლო,აღარ ჰქონდა ისეთი დიდი მკლავები,თმას მოეზარდა. -შენი თმა მომწონს.-ვუთხარი. -ლიზა,არ ვიცი რა გითხრა.-სრულიად სხვა რამ მითხრა.-თუ შეძლებ მაპატიე ჩემი დანებება. ნეტავ ყველაფრის მოყოლა შემეძლოს, ჯოჯოხეთი გავიარე.ყოველ დღე შენზე ვფიქრობდი,არ ვიცოდი რა მექნა.შენი უგულებელყოფის მეშინოდა,არ მინდოდა ჩემზე უარი პირდაპირ გეთქვა,ამიტომ ვიფიქრე თავისით გამივლიდა შენზე ფიქრები და ასე ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. -მერე?-სანახევროდ გავუღიმე. -მწარედ შევცდი.დღეს კი,გია ყანჩელის სიმღერა რომ იმღერე…ლამის მოვკვდი. შენც შეგეტყო ყველაფერი. -ჰო,ადრე სახალისო,გასართობ სიმღერებს ვმღეროდით,ხომ გახსოვს?-გზა გავაგრძელეთ, ჩემი სახლისკენ მივდიოდით. -მახსოვს,მახსოვს.-გამიცინა.-მაგ მოგონებებს გულით დავატარებ. -ოთოსაც უყვარდა სიმღერა,გახსოვს როგორ გთხოვდა გიტარაზე დაკვრა მასწავლეო?შენ კიდევ ეუბნებოდი სმენა არ გაქვსო.-ამდენი დროის შემდეგ პირველად გაგვეცინა გულიანად ორივეს. მისი თეთრი კბილები დავინახე,ღიმილის გამო ლოყებზე პატარა ფოსოები გამოუჩნდა.ერთმანეთს თვალებს არ ვაშორებდით,ვხვდებოდი როგორც იყო და გაბრაზების უფლება არ მქონდა.ორივენი პატარა ბავშვებივით მოვიქეცით,რაც დავთესეთ ის მოვიმკეთ. როგორც ყველა ტალღა უბრუნდება ნაპირს, მეც ზუსტად ასე მინდოდა მასთან დაბრუნება, ჩახუტება და კოცნა. -სახლში არ მინდა,აქ დავჯდეთ.-ნაპირთან ჩამოვჯექით.ბულვარში ახალგაზრდები ირეოდნენ,ზოგი ველოსიპედით სეირნობდა, ზოგი ფეხით,ჩვენი ძველი ვერსიები გამახსენდა, ალბათ ჩვენც ასე ვჩანდით შარშან ამ დროს.უცხოების შემშურდა. სევდისფერი დამედო სახეზე გახსენებისას და მელანქოლია ისევ შემომეპარა სხეულში. -ბიძაშენი როგორ არის?-ვკითხე. -ძველებურად.რამდენჯერმე გიკითხა, დღესაც მკითხა შენზე როგორც კი ჩამოვედი. -ძალიან კარგი კაცია. -ჰო.შენ?-მკითხა. -გახსოვს ნავით რომ გავედით ზღვაში და საწვავი გაგვითავდა?-ვკითხე. -მაგას რა დამავიწყებს,პატარა ბავშვივით ტიროდი შიშისგან.-გაიცინა. -ჰოდა იმ ნავივით ვიყავი მთელი წელი.-მხრები ავიჩეჩე. -ჯანდაბა,ლიზა.-თავი ჩაქინდრა.-თავს ისედაც ნაგვად ვგრძნობ. -მარტო შენი ბრალი არ არის.-სიმართლე ვუთხარი.-ყოველ დღე ვიღვიძებდი და რამდენჯერაც თვალებს გავახელდი, იმდენჯერ ვნანობდი უთქმელად წასვლას.არ უნდა დამეტოვებინე.ორივეს ბრალია და ორივენი დავისაჯეთ. აგვისტოს ბოლოს იმდენად დავახლოვდით და ისე გამოგვიმუშავდა ერთმანეთის მიმართ ნდობა,რომ ბოლო ღამე ერთად გავატარეთ. არაფერი მინანია,უბრალოდ მეორე დილით დაბნეულმა ვერ გავიგე რა გამეკეთებინა,ამიტომ ავდექი ჩუმად საწოლიდან და მისი სახლიდან ქურდივით გამოვიპარე. მეგონა სამსახურში მომაკითხავდა,დამირეკავდა,თუმცა შევცდი და იმედი გამიცრუვდა,გული გამიტყდა. ეჭვიც შემეპარა მასში,მაგრამ თავი გამოყენებულად არც ერთი წამით არ მიგრძვნია! ირაკლი ხვდებოდა როგორ შეცვალა ყველაფერი ერთმა არ გაშვებულმა ზარმა. მეგობარიც გარდაეცვალა ზუსტად იმ დღეს. ოთო ჩემი საუკეთესო მეგობარი არასოდეს ყოფილა,თუმცა გული ბოლომდე ჩამწყდა, რადგან ის და ირაკლი ერთად იზრდებოდნენ. სიყვარულშიც არასოდეს გამოვტყდომივართ ერთმანეთს,მაგრამ არ გვჭირდებოდა ამაზე საუბარი,რადგან ზოგჯერ ის უფრო მტკივნეულია რაც არ ითქვა,ვიდრე ის რაც მოხდა.გიორგი ტიგინაშვილს ვუსმენდით, ირაკლი ჩარკვიანს,გია ყანჩელს და ა.შ მინდოდა ჩარკვიანის ქაღალდის ნავს გავყოლოდი ირაკლიმდე.თბილისში არსად გადავყრილვარ,ცარიელი დავდიოდი ნაცრისფერ ქალაქში და ბათუმივ სიკაშკაშე მენატრებოდა. -ეს შენთვის არ მითქვამს ლიზა,მაგრამ ახლა აღარ ვაპირებ ერთი წამის დაკარგვასაც კი.-შემომიბრუნდა და ჩემი ხელები მისაში მოაქცია.-უშენოდ არ შემძლებია.თურმე ძალიან,ძალიან მიყვარხარ და იმედია შენც გიყვარვარ,თორემ იცოდე ამ ზღვაში შევალ და აღარ გამოვალ.-ბოლო სიცილით დაამატა. გამეცინა,გული გამითბა. ამ დილით ისე სევდიანმა გავიღვიძე,ვერც წარმოვიდგენდი ეს თუ მოხდებოდა,ან დღევანდელს შევეშვათ ეს არასოდეს წარმომედგინა.ისე გადავიწურე იმედები ირაკლის მიმართ…მიუხედავად იმისა,რომ ის ზაფხული ყოველ ღამე მესიზმრებოდა. -ხომ გითხარი ნუ მეძახიმეთქი.-გავუცინე. -და მეც ხომ გითხარი მოვალმეთქი.-თვალი ჩამიკრა.-არაფერს მიპასუხებ? -მგონი მეც მიყვარხარ.-მხრები ავიჩეჩე. -მგონის გარეშე თუ შეიძლება.-თვალები აატრიალა.ახლა ვიგრძენი რომ იგი დაბრუნდა. გამეცინა. -მიყვარხარ ირაკლი.-ვუთხარი.მერე ვიგრძენი ტუჩებზე როგორ დამეწაფა და ნანატრმა, ნაცნობმა გრძნობამ ჩემი სხეული მოიცვა. ხელები ლოყებზე მომკიდა,მე ხვეულ თმაში შევუცურე. ზუსტად ისე,როგორც წინა ზაფხულში თავზე დაგვათენდა საუბარში.მზის ამოსვლას შევეგებეთ ერთად,მე თავი მის მხარზე მედო, თბილისის ამბებს მიყვებოდა,მე ჩემსას. პირველად,ამდენი თვის შემდეგ,თავი სახლში მეგონა უსაფრთხოდ.მივხვდი,ზოგჯერ უბრალოდ დრო სჭირდება რაღაცას,რომ იმუშაოს. არასოდეს დამავიწყდება როგორ ვიყავით ზღვაში ერთად,ის ალერსი,ის მოგონებები, რომლებიც ნუგეშივით დამრჩენოდა მთელი წელი. დარდი გამიქარწყლდა. მისმა ერთმა ნახვამ,გულწრფელმა საუბარმა, ამოღებულმა კაეშანმა ყველაფერი დაალაგა. “ჯოკერში” წაგებული სურვილები გავიხსენე, ცივი ლუდი,პლაჟზე რუჯის მისაღებად და მერე დამწვარი ნიკა,ირაკლი და ოთო. ბარში გატარებული მხიარული საღამოები, ლაპარაკის ნაცვლად გამოყენებული სიმღერები და მთლიანი ზაფხული,რომელიც ზღაპარივით დასრულდა. ზღვა იგივე იყო,ჩვენ იგივე ვიყავით. -ზოგჯერ დაბრუნება სჯობს წასვლას.-ნიშნის მოგებით მითხრა და ზემოდან დამხედა. -არასოდეს დაივიწყებ არა?-ღიმილით ვკითხე. -შანსი არ გაქვს.-მომიჭრა. მახსოვს როგორ არ გვინდოდა იმ საღამოების დასრულება და დარწმუნებული ვარ ვინმეს ჩემს ტვინში შეძრომა რომ შეეძლო მხოლოდ სევდასა და მელანქოლიას დაინახავდნენ, კიდევ მოხუცი ქალის მონოლოგს. -იმ სიმღერას მიმღერებ?-მკითხა როცა უკვე კარგად გათენდა და თოლიებმა ფრენა დაიწყეს. -რომელს? -წუხელ რომ მღეროდი ბარში.-ზღვის სუნი შემომაფრქვია. -ვინ იცის ცხოვრება ბედს როგორ აბრუნებს და მაინც მიდიხარ რომ ისევ დაბრუნდე, მზე ჩადის ,დრო გადის , და მაინც რატომღაც ისევ, მე მესმის ეს ხმა.-თავი კალთაში ჩამიდო. -გააგრძელე გთხოვ.მომენატრა შენი მოსმენა. -ნუ მეძახი ,ნუ მეძახი, მე მაინც მოვალ.-გავაგრძელე და თან თითები თმაში შევუცურე,რათა მოვფერებოდი. კამკამა ზღვას ბრილიანტებივით უბრწყინავდა ცისფერი ზედაპირი,ნავები ნელ-ნელა დაცურავდნენ,სანაპირო ცარიელი იყო, მხოლოდ მე და ირაკლი ვისხედით,რომელსაც ვუმღეროდი. სიმღერით შთაგონებული პატარა ჩანახატი ჩემგან <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


