''სიკვდილის წამები''
დავიღალე...ალბათ, ეს სიტყვა ყველაზე ხშირად მიტრიალებს თავში ბოლო თვეების განმავლობაში.დავიღალე იმით, რომ ყოველ დილით სარკეში ჩახედვის მეშინია.დავიღალე იმით, რომ სკოლის დერეფანში გავლა ომის ველზე გასვლას ჰგავს-„შეხედეთ, მოვიდა!“ „ისევ ეს?“ „როგორ ბედავს და საერთოდ გამოდის სახლიდან?“...თავიდან ვიცინოდი. ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ არ მტკენდა.მაგრამ ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა შეუძლია ყოველდღიურად გამეორებულ სიტყვებს.ერთი დაცინვა არაფერია...არც მეორე...არც მესამე...მაგრამ როცა ეს წლები გრძელდება...როცა ყოველ დღე გეუბნებიან, რომ არაფრად ღირხარ...როცა შენს არსებობას დასცინიან...როცა ნელ-ნელა იწყებ იმის დაჯერებას, რასაც შენზე ამბობენ...მაშინ რაღაც კვდება...არა სხეულში...არამედ სულში... ერთ დროს ოცნებები მქონდა.მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი.მინდოდა ბევრი მემოგზაურა.მინდოდა შემყვარებოდა და ვყვარებოდი.ახლა კი მგონია, რომ უბრალოდ დაღლილი ვარ...ძალიან დაღლილი...ისინი სახლში მიდიან და ავიწყდებათ, რა მითხრეს.მე კი იმ სიტყვებთან ერთად ვიძინებ.იმ სიტყვებთან ერთად ვიღვიძებ.ისინი იცინიან.მე კი ყოველ ღამე საკუთარ ცრემლებს ვმალავ.და ყველაზე საშინელი იცით რა არის?არა ის, რომ მტკენენ.არამედ ის, რომ არავინ ამჩნევს.ხალხი გვერდით ჩამივლის და ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა...რადგან ვიცინი...რადგან ვსაუბრობ...რადგან ჯერ კიდევ ვდგავარ ფეხზე...მაგრამ ზოგჯერ ყველაზე გატეხილი ადამიანები ყველაზე ლამაზ ღიმილს ატარებენ... ერთ დღესაც მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ასე გაგრძელება...წვიმდა. კოკისპირულად წვიმდა...წვიმის ხმაური სახურავს ისე ეხეთქებოდა, თითქოს ცაც კი ტიროდა. სახლში სიჩუმე იდგა. საათის ისრების წიკწიკი და ფანჯარაზე დაცემული წვეთების ხმა ერთმანეთში ირეოდა.დედას უკვე ეძინა.ჩუმად შევედი მის ოთახში. რამდენიმე წამი კართან ვიდექი და ვუყურებდი.ვფიქრობდი რამდენი ღამე გაუთევია ჩემ გამო... რამდენჯერ უთქვამს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...ფრთხილად დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე...არ გამღვიძებია...ოთახში დავბრუნდი და მაგიდასთან დავჯექი...თეთრი ფურცელი ჩემს წინ იდო.კალამი ხელში ავიღე.„დედა, მაპატიე...“წერა დავიწყე.ერთი სიტყვა მეორეს მიჰყვებოდა. ვწერდი ყველაფერს, რასაც წლების განმავლობაში გულში ვმალავდი. ვწერდი დაცინვაზე, დამცირებაზე, იმ დღეებზე, როცა სკოლაში წასვლის მეშინოდა. ვწერდი იმაზე, როგორ შეიძლება ადამიანი გარედან იღიმოდეს, შიგნით კი ნელ-ნელა ინგრეოდეს...ცრემლები ფურცელზე ეცემოდა და მელანს შლიდა...ბოლოს კი მოვრჩი... კიდევ ერთხელ დავხედე მძინარ მშოებლებს...რამდენიმე წუთი ვუყურე...ცრმელები მახრჩობდა...ორივეს ფრთხილად მოვეფრე და წავედი...სარდაფში ჩავედი...ჰაერი მძიმე იყო, ცივი და მტვრიანი. ყველაფერი თითქოს გაჩერებულიყო — მხოლოდ ჩემი სუნთქვა ისმოდა.ხელში რაღაც ძველი და სქელი თოკი მეჭირა, რომელიც ოდესღაც მამას ეკუთვნოდა...კვანძი გავაკეთე და წამში დასრულდა ყველაფერი...ჯერ სიჩუმე...მერე სინათლე...ჩემი ტვინი მხოლოდ ბავშვობის ტკბილ მოგონებებს ატრიალებდა ფირსავეთ...არ ვიცი...დილით ალბათ დედამ დაიწყო ჩემი ძებნა,როცა საწოლში მძინარე ვერ დამინახა...მერე ალბათ ის ცრემლებით გაჟღენთილი წერილი წაიკითხა და ქაოტურად დაიწყო ჩემი ძებნა...ალბათ მალევე მომაგნეს...ალბათ ის მომენტი სიცოცხლის დაკარგვას ჰგავდა მათთვის...ალბათ დედა კივილს დაიწყდება...კოშმარი ეგონებოდა და გამფხიზლებას შეეცდებოდა,მაგრამ ამოდ...ალბათ მამიკო ხელის კანკალით შეეცდებოდა ჩემს იქედან ჩამოყვანას და ალბათ ისიც ერთ სიკვდილს გაივლიდა...ალბათ მალევე ჩემი მეგობარიც შეიტყობდა...მაპატიეთ,რომ ჩემი თავი წაგართვით...ვერ ვყოფილვარ ისეთი ძლიერი როგორიც გეგონეთ...ვერ შევძელი საკუთარი თავის გადარჩენა...დავასრულე ტკივილი,მაგრამ სიცოცხლის ფასად...და ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს...სულ ცოტათი უკან...ასე არ გავწირავდიი ჩემ თავს...ჩემს დედიკოს...ჩემს მამიკოს...მათ ვინც ჩემზე გულწრფელად დარდობდა... გიფიქრია რამდენი მოზარდი იტანჯება ბულინგით?გიფიქრია რამდენი ბავშვი მიდის ყოველდღე სკოლაში ისე, თითქოს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ სინამდვილეში შიგნით ბრძოლა აქვს საკუთარ თავთან?გიფიქრია რამდენი მათგანი იღიმის მაშინ, როცა შიგნით ინგრევა?რამდენი მათგანი კითხულობს საკუთარ თავს ღამით - „მე რატომ?“...ბულინგი მხოლოდ სიტყვები არ არის...ეს არ არის უბრალოდ ხუმრობა...ეს არ არის „გაივლის“.ეს არის რაღაც, რაც ნელა, ჩუმად, ყოველდღე აზიანებს ადამიანს - მის თვითშეფასებას, მის ოცნებებს, მის სურვილს, რომ ხვალაც გაიღვიძოს.და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ხშირად ამას ვერავინ ამჩნევს...მასწავლებლები ვერ ამჩნევენ...მშობლები ვერ ამჩნევენ...მეგობრებიც კი ზოგჯერ გვიან ხვდებიან, რა ხდებოდა სინამდვილეში...ამიტომ გეკითხები:როცა ვინმეს დასცინი, როცა ვინმეს ამცირებ, როცა „ხუმრობით“ სიტყვას ისვრი - გიფიქრია რა შეიძლება დატოვოს ამან მის გულში?შეიძლება შენთვის წამია....მაგრამ ვიღაცისთვის - მთელი დღეა, ღამეა, წელია.გიფიქრია რამდენი მოზარდი იტანჯება ჩუმად, რადგან ჰგონია, რომ არავინ გაუგებს?რამდენი ბავშვი არის დღესაც მარტო საკუთარ ტკივილთან, იმიტომ რომ ვერ ბედავს თქმას?ამიტომ თუ ოდესმე ეს ტექსტი შენამდე მოვიდა - იცოდე:შენ არ ხარ მარტო.შენი ტკივილი უჩინარი არ არის.და არცერთი სიტყვა, არცერთი დაცინვა, არცერთი შეურაცხყოფა არ განსაზღვრავს შენს ღირებულებას.არავინ, არასდროს, არ იმსახურებს იმაზე ფიქრს, რომ გაქრობა გამოსავალია.სიტყვებს შეუძლიათ ტკივილის მიყენება.მაგრამ სიტყვებს შეუძლიათ გადარჩენაც.იქნებ… როცა ამას წაიკითხავ, ცოტა ხნით გაჩერდე.დაფიქრდი შენს თავზე.დაფიქრდი იმაზე, რამდენი რამ გაქვს ჯერ კიდევ წინ - რაც ჯერ არ გინახავს, არ გიგრძნია, არ გიცხოვრია.დაფიქრდი შენს საყვარელ ადამიანებზე.იმაზე, როგორ უყურებენ ისინი შენს ღიმილს, თუნდაც მაშინ, როცა შენ გგონია, რომ ვერავინ ამჩნევს.ნუ იფიქრებ, რომ შენი ტკივილი უმნიშვნელოა.ნუ იფიქრებ, რომ მარტო უნდა გაუმკლავდე ყველაფერს.ნუ გაწირავ საკუთარ თავს იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გჭირდება მხარდაჭერა.ნუ გადადგამ ნაბიჯს, რომელიც მერე შეიძლება ყველაზე დიდ მონატრებად, ყველაზე მძიმე სინანულად იქცეს.რადგან ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს - სიტყვები, ადამიანები, სიტუაციები, ტკივილიც კი.მაგრამ ერთი რამ ვერასდროს დაბრუნდება უკან: ის მომენტი, როცა შეგიძლია გაჩერება და არჩევანის გაკეთება.თუ ახლა გიჭირს, ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ასე იქნება.თუ ახლა ბნელია, ეს არ ნიშნავს რომ სინათლე აღარ მოვა.და თუ ახლა გგონია, რომ ვერავინ გიგებს - შეიძლება უბრალოდ ჯერ არ გიპოვია ის ადამიანი, ვინც გაგიგებს...დარჩი...საკუთარი თავისთვის...და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ უყვარხარ - თუნდაც შენ ამას ახლა ვერ ხედავდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



