ფრაქტალები
-დიდი დრო გავიდა... ახალგაზრდა მამაკაცი ქალის გვერდით ჩერდება და ზღვას გაჰყურებს. ანას მისკენ არც კი გაუხედავს, თუმცა ხმა მაშინვე იცნო. სხეულში მსუბუქმა ჟრუანტელმა დაუარა, აღარც კი ახსოვდა ეს შეგრძნებები. იმდენჯერ წარმოედგინა მისი და გეგას შევედრა ყოველ ჯერზე სხვადასხვა სცენებს ხატავდა გოენბაში, ახლა კი როცა მართლა დადგა ეს დღე, თითქოს ყველაფერი წამებში გაქრა. -ბოლოს მართლა დავიჯერე, რომ აღარ დაბრუნდებოდი... მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ ყველა სიტყვაში იგრძნობოდა ის ტკივილი, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე დაატარებდა. მონატრება ორივეს შორის დიდი იყო, თუმცა ერთმანეთის გვერდით მაინც ისე იდგნენ თითქოს და უცხოები ყოფილიყვნენ. -მაგრამ დავბრუნდი...-პირობა მოგეცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებოდი. გეგას ხმა მშვიდი იყო,თუმცა ეს სიმშვიდე მხოლოდ გარეგნული იყო. გულის სიღრმეში კი მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა_იქნებ ძალიან დააგვიანა. ანას მწარედ ეღიმება გეგას სიტყვებზე. -და მაინც დაბრუნდი ჩემთან? იმ ქალის შვილთან, რომელმაც ყველაფერი დაგაკარგვინა? გეგას სახე წამით ეცვლება, თუმცა თვალს არ არიდებს. -არასდროს ყოფილხარ ჩემთვის „იმ ქალის შვილი“. მტკიცედ წარმოთქვა. -ის, რაც ჩვენს მშობლებს შორის მოხდა, ყველაზე ნაკლებად მე და შენ გვეხებოდა.არც შენ დაგიშავებია რამე და არც მე.მთელი ეს წლები საკუთარ თავს მხოლოდ ერთ რაღაცას ვუმეორებდი — რომ შენ არ უნდა დამეკარგე სხვისი შეცდომების გამო. მთელი ამ დიალოგის განმავლობაში პირველად გაიხედა ანამ მისკენ და საბოლოოდ გადაიკვეთა მათი თვალები. მის წინ უკვე გაზრდილი და დაკაცებული გეგა იდგა. რამდენიმე წამით გაშეშებული უყურებდა საყვარელ მამაკაცს. თვალები, რომლებშიც ერთ დროს ბედნიერების ნაპერწკლები ანათებდა, ახლა ჩამქრალიყო— წლების ტკივილსა და მონატრებას მათი ძველი ბრწყინვალება ჩაეხშო, თუმცა მათში სუსტად მაგრამ მაინც ჩანდა იმედი, კვლავყველაფრის გამოსწორების იმედი. -დედაშენს ვძულდი... ანას ხმა გაებზარა,გეგას ტუჩებზე სევდიანი ღიმილი გამოიკვეთა. -არა...ბოლო დღეებში ყველაზე მეტად სწორედ მაგას განიცდიდა. ხვდებოდა, რომ მთელი ცხოვრება იმისთვის გსჯიდა, რაშიც ბრალი არ მიგიძღოდა... მაგრამ საკუთარ ტკივილზე ძლიერი ვერ აღმოჩნდა. რამდენიმე წამით ორივე გაჩუმდა.მხოლოდ ტალღების ხმა ისმოდა. ბათუმის ზღვა ისევ ისეთი იყო — თითქოს არც დრო გასულიყო და არც არაფერი შეცვლილიყო.მათთვის ეს ქალაქი იყო ყველაფრის დასაწყისიც და დასასრულიც, ახლა კი ადგილი, სადაც წლების შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. გეგა მისკენ ოდნავ შებრუნდა. ანაც მას უყურებდა, შემდეგ სანაპიროზე ჩამოჯდა და ზღვას გახედა, მშვიდს და ამასთანავე ბობოქარს. გეგამაც გოგონას მიბაძა და მშვიდად ელოდა როდის გააგრძელებდა საუბარს. იცოდა სათქმელი ბევრი იყო. -იცი, ყველაზე რთული რა იყო? ყველგან შენ გხედავდი... სევდიანად ჩაეღიმა და გეგას გახედა -სადაც არ უნდა გამეხედა ყველგან შენ იყავი, ყველა გამვლელში შენ გხედავდი. ცოტახნით გაჩერდა -მაგრამ ყველაზე მეტად შენს გარეშე სახლში დაბრუნება მიჭირდა. ანას სუნთქვა შეეკრა.უცებ ისევ გაახსენდა ის სახლი — ცარიელი ოთახები, ღამეები აივანზე და სიჩუმე, რომელიც გეგას წასვლის შემდეგ არასდროს დასრულებულა.გეგა კი იჯდა და ცდილობდა კარგად გაეაზრებინა რასაც ანა ამბობდა. -ის სახლი... წინადადება შუა გზაში გაუწყდა, — კი, გეგა... კვლავ იმ სახლში ვცხოვრობ, რომელიც ერთად ავაშენეთ. რამდენჯერ ვცადე მისი გაყიდვა ან იქიდან წასვლა, მაგრამ ვერ შევძელი. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ დაბრუნდებოდი. ანამ ძლივს გაუსწორა მზერა გვერდით მჯდომ მამაკაცს, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა და მის მონოლოგს უსმენდა. გეგას თვალწინ გაუუელვა განვლილმა ექვსმა წელმა — ტკივილით, მონატრებით და შიშით სავსე წლებმა, იმ შიშით, რომ ერთმანეთს ვეღარასდროს დაუბრუნდებოდნენ. ბოლოს როგორც იქნა თავი აწია, ანას უფრო მიუახლოვდა და მშვიდად წარმოთქვა. -მოდი ამჯერად ყველაფერი თავიდან დავიწყოთ..ახალი ფურცლიდან. არ ჩქარობდა და არც მას აჩქარებდა. ანას ტუჩებზე პირველად გამოჩნდა ნამდვილი ღიმილი. პატარა, დაღლილი, მაგრამ გულწრფელი. -ისევ აქ? ამ ადგილას? გეგასაც გაეღიმა. -ჰო...იმიტომ რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს მაინც ყოველთვის ამ ადგილს და ერთმანეთშ ვუბრუნდებით რამდენიმე წამი უბრალოდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. იმდენი რამ ჰქონდათ სათქმელი, მაგრამ სიტყვები მაინც ზედმეტი იყო. შემდეგ გეგამ ხელი გაუწოდა. -სალამი... გეგა გეგეშიძე. მის თვალებში კვლავ გამოჩნდა ის ძველი სითბო რომელიც ანას ასე ძალიან უყვარდა. გოგონას სიცილი აღმოხდა — ისეთი, წლების განმავლობაში რომ აღარ გასჩენია. -სალამი... ანა დადიანი. ხელები ერთმანეთს შეახეს, მაგრამ ამჯერად არცერთს გაუშვია. გეგამ მონატრებული სხეული გულში ჩაიკრა, თითქოს ეშინოდა, კიდევ ერთხელ არ დაეკარგა. ანამაც ძლიერად მოხვია საყვარელ ადამიანს ხელები და მონატრებული სურნელი სეისუნთქა. პირველად, ამდენი წლის შემდეგ, იგრძნო, რომ იქ იყო, სადაც ყოველთვის უნდა ყოფილიყო — მის გვერდით. ყველაფერი თავიდან დაიწყო. მაგრამ ამჯერად ერთი განსხვავებიტ, ისინი აღარ იყვნენ ორი შეშინებული ახალგაზრდა, რომლებსაც სხვისი შეცდომების გამო საკუთარი ბედნიერების დათმობა მოუწიათ. ახლაკი არცერთი აპირებდა სიყვარულის უბრძოლველად დათმობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



