ფიქრების ზღვაში
ერთ დღესაც ზრდასრული, შემდგარი ან ვერ შემდგარი გაყვები ფიქრებს. ფილმის კადრებივით დაალაგებ გონებაში შენს განვლილ ცხოვრებას და ვერ დაიჯერებ რომ ნამდვილად შენ გამოიარე ეს ყველაფერი. ფინჯან ყავას ან ჩაის აადუღებ შუა ღამით და დაიწყებ ფიქრს როდის გავოდა ამდენი დრო? როდის დაკარგე ბავშვობის სილაღე? როდის გახდი ასეთი გულჩათრობილი? ამ დაუსრულებელ კითვებს პასუხსაც კი ვერ გასცემ ... რადგან არ ხარ საკმარისად ზრდასრული ამ გულახდილი პასუხების მოსასმენად.. ფინჯანი ცარიელდება.. შენ ფიქრი არ დაგისრულებია ამიტომ მიდიხარ და ახალ ფინჯანს იკეთებ. ეს სასმელი იმდენად ტკბილია რამდენაცად გინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი. და იცი ეს ჯამრთელობისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ამ დაუტკბობელ ცხოვრებას თუ ვერ ფინჯან ყავას მაინც დავაატკბობო გაიფიქრებ. გამთენიას სკამზე ჩაძინებულს სუზმარი გაღვიძებს სადღაც საუცხოო ადგილას, საუცხოოდ ლამაზი ხარ. თეთრი კაბა გშვენის, დალალები გაქვს ზღვასავით დატალღული.იცინი.. ბედნიერი ხარ.. შემდეგ კადრი შავდება და შენც გულ აჩქარებულს გეღვიძება. აღარც ძილია მშვიდი, აღარც უძილობა. უკვე დროა ადგე დილის 08:00 საათია სამსახურში უნდა წახვიდე.. იცმევ ,წესრიგდები, გამოკეტავ სახლის კარებს.. შინ დაბრუნებულს კი კვლაც სიცივე და სიცარიელე გხვდება. კვლავ ფინჯანი ყავა ან ჩაი.. სკამი რომელზეც აუცილებლად ჩაგეძინება ფიქრში და უსასრულო კითხვები საკუთრ თავთან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



