ფანრჯიდან დანახული დრო
ფანჯრიდან ყურება ძალიან მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა მანქანის ფანჯრიდან ცქერა ბავშვობაში, ეს თინეიჯერობაშიც გადმომყვა და მამაჩემის მანქანაში მე ერთადერთი დადუმებული სული ვიყავი ვინც მთელი გზა ფანჯარას არ სწყვეტდა თვალს. რაღაც შთამაგონებელი არის მანქანის ფანჯრიდან ყურებაში, როდესაც იგივე არაფერი რჩება და პეიზაჟები სულ იცვლება, ხეები, ლამფიონები, ხალხი, ყველაფერი უწყვეტად მიდის და იგივე არაფერი რჩება. ჩემი საუკეთესო იდეები ამ დროს მოდის ხოლმე, ალბათ ესაა მიზეზი რატომაც მანქანაში სულ ჩუმად ვარ. იმ დღეს ცას ვუყურებდი, მხოლოდ ღრუბლებს და გზებს რომლებიც თითქოს ნაცნობი ჩანდა მაგრამ არ იყო. მახსოვს ღრუბლები და მზე, როგორი იმედით აღსავსენი იყვნენ, თითქოს პირობას მაძლევდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თითქოს რაღაცას მპირდებოდნენ და ჩემს დარწმუნებას ცდილობდნენ მაგრამ მე არ მჯეროდა, თუმცა კარგად დამამახსოვრდა როგორ ჩადიოდა მზე და როგორ ლივლივებდნენ ღურბლები ჩემ ზემოთ. დამამახსოვრდა ცა და ფრინველები რომლებიც ლაღად გადაუფრენდნენ ლამაზ შენობებს, მახინჯი პრობლემებით სავსე შენობებს. თითქოს მათ ჩემი სჯეროდათ, თითქოს რაღაცის თქმა სურდათ, უკეთესი დღეების მოწმეებივით იყვნენ ჩემ წინაშე იმ დღეს ღრუბლები, მეც მომინდა მერწმუნა. ცა ბედნიერი ჩანდა. ისეთ ადგილას გავიარე სადაც ჩემი გულის ნაწილი დავტოვე ადრე, მაგრამ არ ვიცი ჯერ მზად ვარ თუ არა მის დასაბრუნებლად, არც კი ვიცი მჭირდება თუ არა გულის ეგ ნაწილი რადგან ნახევრის ტკივილსაც ძლივს ვუძლებ. მაგრამ იქნებ ღრუბლები ჩემთვის იმის თქმას ცდილობნენ რომ საჭიროა მთლიანი ვიყო რომ ყოველ გრძნობაში გავიარო და ყველა გრძნობამ გაიაროს ჩემში სანამ უკეთეს დღეებამდე მივაღწევ. იქნებ ტკივილი ბოლომდე და მთლიანად უნდა განვიცადო და არ მეშინოდეს. იქნებ როდესმე მზადაც ვიყო. დავინახე წყვილი ქუჩაში რომლებიც კამათობდნენ, გოგო ჩქარი ნაბიჯით წინ წავიდა, შემდეგ დაბრუნდა და საუბარი გააგრძელა, თუმცა ყოველი გადმოსროლილი სიტყვის ბოლოს წასვლის ზღვარზე იყო. რატომ ვტკენთ ადამიანებს რომლებიც გვიყვარს და რატომ გვტკენენ ისინი? თუმცა ჩემი გონება ზედმეტად გადატვირთული იყო რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ეცადა, უფრო მეტად სხვა რამე მაფიქრებდა, რატომ არასდროს ვარ საკმარისი? ან თუ ვარ ამას რატომ ვერ ვგრძნობ? იმ დღეს, სანამ ჩემი მოგზურობა დასრულდებოდა, დასასრულებზე ვფიქრობდი და მივხვდი რომ ღრუბლებში შემოპარული ოქროსფერი შუქი მზემ რომ შემოგვტყორცნა ჩასვლისას უნდა დამეჭირა, ამიტომ ვთქვი რომ საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდებოდა როგორც სწორი იქნებოდა, ახლაც ვფიქრობ რომ ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ჩემთვის უკეთესია, როგორც საჭიროა და როგორც უნდა იყოს. ყველაფერი დასრულდება, თუ უკვე არ დასრულებულა. მიყვარს დასასრულები, მაგრამ მძულს ის როცა პირველად იაზრებ რომ დასასრული გარდაუვალია და ძალიან ახლოსაა. მიყვარს დასასრულები, შვებაა, შეგიძლია მანქანის ფანჯრიდან ყურებისას უსასრულოდ გაიხსენო შენი ცხოვრების ყველა მტკივნეული "დასასრული" და იფიქრო როგორი იქნებოდი ყველაფერი სრულიად სხვანაირად რომ მომხდარიყო. თუმცა საბოლოოდ მანქანაც გაჩერდება და შენც გადმოხვალ, ან იქნებ ვერც გაიაზრო და როცა თვაკლებს გაახელ მანქანიდან სახლში, დივანზე აღმოჩნდე ისე როგორც ბავშვობაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



