იასამნისფერი წვიმა
ჩემში დიდ წითელ სინანულს დაუსადგურებია, კარგად მახსოვს როდის დაიდო ბინა და როდის მაქცია სახლად, მაგრამ ახლა როცა ყველაფრის დასასრული ასე ახლოსაა მინდა რაღაც ვთქვა, მაშინაც კი თუ შენ აქ არ იქნები და ამ ყველაფერს ვერ მოისმენ, მაშინაც კი სინანულს - ჩემ გულთან შერწყმულს ვერ განვდევნი თავისი სახლიდან.
მთელი ამ დროის მანძილზე მხოლოდ ერთი სურათის ნახვა სურდა ჩემ თვალს და მხოლოდ ერთი ხმის გაგონება ჩემს ყურს, მაგრამ ეს საიდუმლოა. სინამდვილეში არ მინდოდა შენი გულის გახლეჩვა, არ მინდოდა განადგურებული მენახე და მცოდნოდა რომ მიზეზი იმ გულის განმგმირავი ნაღვლით აღსავსე გამომეტყველების მიღმა მე ვიყავი. მხოლოდ ერთადერთი რამ მსურდა სინამდვილეში, რომელიც საიდუმლოდ ჩემთვის უნდა დამეტოვებინა მაგრამ სიტყვებისთვის ადგილი აღარაა როცს გული გრძნობითაა სავსე, უბრალოდ შენი სიცილის მოსმენა მინდოდა, შემეძლო უსასრულოდ მეყურებინა თუ ნებას მომცემდი. ახლაც კი როცა არაფერი ხდება ვერ ვწყვეტ ფიქრს იმაზე, რომ სამყაროს აღსასრულისას ჩემი უკანასკნელი სურვილი შენი სიცილის დანახვა იქნებოდა, რომ მენახა როგორ ხუჭავ თვალებს როცა ყველაფერი ჩვენს თავს ინგრევა, ზეცა ზღვას ერწყმის და ჩვენ გარშემო კრისტალებივით ეცემა იასამნისფერი წვიმის წვეთები. მხოლოდ მე და შენ იასამნისფერ წვიმაში, შენ მე მიყურებ და ეს ყველაფერს აჩერებს, რადგან შენ თვალებში არეკლილი ქაოსი ულამაზეს ზმანებას ჰგავს. შენი ღიმილის ნახვა იყო ყველაფერი რაც მინდოდა ყუნდაც ეს ყოფილიყო უკანასკნელი რასაც ვნახავდი. შენგან გაშმაგებულ სიყვარულს არ ვითხოვდი, უბრალოდ მეგობრობის ნაგლეჯებსაც დავჯერდებოდი, ძვირფასო შენი სიყვარულის თეფშიდან ჩამოვარდნილი ნამცეცებიც კი გამაძღობდა. მაგრამ, ვიცი მე ვერასდროს შევძლებდი შენს სხვისგან მოტაცებას, როცა ეს თვით შენ ხარ და გარშემო ათასობით სხვა, მე კი არაფერი გამაჩნია ოცნების და იასამნისფერი წვიმის გარდა. და მაინც, სამარხვინოა რომ ჩვენი მეგობრობა დამთავრდა. სამარცხვინოა რომ ჩემი ყველაზე ბედნიერი სურვილები მტკივნეულ დასასრულად გადაიქცა, ჩემი იმედები კი წარსულის მოჩვენებებად, რომლებსაც ახლა ძვირფას მოგონებებს ვუწოდებ, მაგრამ არაუშავს, მათ წვიმა გადარეცხავს. იცოდე რომ, ჩემს უკანასკნელ დღეს შენთან გავატარებდი, წვიმის ქვეშ, როცა სამყარო წითელ შუქში ჩვენ წინაშე გაინადფურებდა თავს და ყველაფერი ჩვენ გარშემო იისფერი სისხლით შეიღებებოდა, მე მხოლოდ შენი ნახვა მსურდა იასამნისფერი წვიმის ქვეშ... ძვირფასო, ვიცი დროა გაგიშვა, დროა ყველაფერი დავივიწყო, სეზონები იცვლება და დრო სწრაფად მივლის თვალწინ. ალბათ ჯობს წარსულზე ფიქრი შევწყვიტო და თვალები გავახილო, იქნებ რამე ახალი დავინახო, მაგრამ მე არ მინდა რაღაც ახალი.. თუმცა წარსულის დავიწყება შენც გგულისხმობს და დროის შენ გარეშე სვლა იმას ნიშნავს რომ დიდი ხანია წარსულში დავრჩი, იასამნისფერ წვიმაში. ცხივრებაში მხოლოდ შენ გეძებ, შენ კი ამბობ რომ გჭირდება ვიღაც ვინც წინ გაგიძღვება, ვიღაც დიდებული ალბათ. ვიცი ეს მე არ ვარ, რადგან დიდ ხანს ფიქრობ, თუ ფიქრს განაგრძობ ერთად ვერასოდეს ვიქნებით რადგან ჩემში სიბრძნე არ დევს, გთხოვ უბრალოდ შეწყვიტე ფიქრი და ხელი ჩამჭიდე, მე შემიძლია ვიყო შენთვის როგორც პრინცი და იმ ადგილისაკენ გაგიძღვე რომელსაც მივეკუთვნებით, ადგილისაკენ იასამნისფერი წვიმის ქვეშ. და თუ როდესმე ამ სიტყვებს მოისმენ, თუ მიხვდები დამალულ სიმართლეს ჩემი აბურდული სიტყვების მიღმა, თუ სამყაროს აღსასრული დადგება და მარტო იქნები, ხელი აწიე და ჩემკენ გამოემართე, რადგან მე ისევ მხოლოდ შენი ნახვა მინდა იასამნისფერი წვიმის ქვეშ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


