შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ თხის რქა ხარ, წაიკითხე! გჭირდება.

18-09-2020, 21:08
ავტორი guroo
ნანახია 2 717

ღრმად და ყურადღებით ჩაიხედეთ საკუთარ თავში და აღიარეთ, რომ ძალიან გეშინიათ, იყოთ გარიყული, უარყოფილი ყველასგან...
აი, მაშინ, როცა პატარა იყავით, მსგავსი კომპლექსები გაწუხებდათ და დროთაგანმავლობაში მათი აღმოფხვრა შეძელით. ნიღაბი მოირგეთ, რომლის ფასადზე გამომწვევად მიწერილი ფრაზებით ადამიანებს აფრთხობდით.
გეწერათ:
"მე ყველაზე და ყველაფერზე მაღლა ვდგავარ"
"შენ იდიოტი ხარ, რადგან ბავშვივით გიკვირს ყველაფერი და დაუფარავად გამოხატავ შენს ემოციებს, რაც შენი გაშიფვრის საშუალებას მაძლევს"
"მდარე იუმორი გაქვს, სჯობს გაჩუმდე"...
და რატომ აკეთებდით ამას, ან რატომ აკეთებთ ახლაც?
სადღაც შიგნით, ყველაზე ღრმა ფსიქოლოგიურ ხვეულებში, ერთი აზრი გიფუთფუთებთ და მოსვენებას არ გაძლევთ - თქვენ ყველაზე აღმატებული ხართ! ურთიერთობებშიც, საქმიანობაშიც! დაუშვებელია, სხვებს დაანახვოთ თქვენი სისუსტე. ვერ გადაიტანთ ავტორიტეტულობის დაკარგვას. ამიტომ ემოციური ასკეტიზმისკენ მიდრეკილი გახდით. არადა, რეალურად ისე დაუცველი და სათუთები ხართ...
მენტალური სტრუქტურები შექმენით, რომ სხვათა ემოციური სამყაროს ბოლომდე გაგება შეგძლებოდათ, მათი საშუალებით უნდა წაგეკითხათ ზოგიერთი გაუგებარი მონაკვეთი ისედაც გაუგებრად "დაწერილ" სულელურ "წიგნებში", რომელთა ავტორები ის ადამიანები იყვნენ, ვისი შინაგანი სამყაროს მოწესრიგებასაც მთელი მონდომებით ცდილობდით. მაგრამ ყველას აშინებდით! უცნაური ადამიანის შთბეჭდილებას ტოვებდით,ან კიდევ ზარმაც ადამიანებთნ გქონდათ ურთიერთობა და ისინი ვერ იტანდნენ, როცა მოქმედებას აიძულებდით, რომ როგორმე თავიანთი ჭაობიდან ამოსულიყვნენ. ბოლოს იმასაც მიხვდით, რომ, თურმე იქ ერჩივნათ ცხოვრება. დიახ, იმ მყრალ ჭაობში! თვენ ხელი გკრეს, რადგან ვერ აგიტანეს და ეს ისე უსამართლოდ მოგეჩვენათ... უბედურება კი ის იყო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი იმედგაცრუებები არ მოგკლებიათ, ვიდრე არ გადაწყვიტეთ, დარჩენილიყავით სრულიად მარტო, მაგრამ ყველაზე ძლიერი, ღირსეული და აღმატებული, ვიდრე სხვა დანარჩნები იყვნენ. ეს არის მიზეზი, რატომაც გსიამოვნბთ ადამიანებისთვის იმის შეხსენება, თუ რამდენად მდაბიოები არიან. (თუკი მართლაც ასეა).
ცხოვრებამ გასწავლათ, რომ არსებობს რაღაცები, რაც ყურადღების მიღმა უნდა დატოვოთ და დრო სხვა, ბევრად მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმოთ. ამიტომ გადაჭარბებულად სერიოზულიც კი გახდით. ზოგჯერ არ იცინით იმიტომ, რომ სიცილი კარიბჭის გახსნას ნიშნავს, რომლის მიღმა თქვენთნ ურთიერთობის საწყისი ეტაპების ძვირფასი დარბაზები იმალება. პასუხისმგებლობის უზადო გრძნობა გაქვთ და ნათლად იაზრებთ, რომ თუკი ვინმეს ამ დარბაზებში შემოუშვებთ, დაუმსახურებლად გაგდება უღირსი საქციელი იქნება. თვენთვის ხომ ასე მოსაბეზრებელია ზოგიერთი ადამიანი და მითუმეტეს მათთან ურთიერთობა!
აფასებთ წარსულს და არასოდეს ივიწყებთ, ვინაიდან ის თქვენი ფესვებია და თქვენ კი - მასზე ამოზრდილი ყლორტი. წარსული იმ გრძელი კიბის დასაწყისიც არის, რომელზე ასვლაც უკვე დაწყებული გაქვთ და დაუშვებელია, რომ ძირი გამოიცალოთ, ასე ხომ მოკვდებით?! წარსულთან ძლიერი კავშირის წყალობით მრავალჯერ შეძელით თქვენი ქმედებების გაანალიზება, რამაც რაციონალურ და სწორ დასკვნებამდე მიგიყვანათ. თვითრეფლექსია ჩვევაში გადაგეზარდათ. უკვე ვეღარ მისცემთ საკუთრ თავს იმის უფლებას, რომ წარსულის შეცდომები გაიმეოროთ.
ყველაფერი ერთდ დაგიხროვდათ: სიბრძნე, გამოცდილება, იმედგაცრუებები... ისინი მაგრად შეკარით ერთდ და ფოლადზე უფრო გამძლე რაღაც დაამზადეთ. შემდეგ ეს რაღაც შემოიხვიეთ გრძელი მანტიასავით. შესაძლოა, სარკეშიც ჩიხედეთ და მოგეწონათ მასზე არეკლილი საკუთრი თავი. გამაგრდა მანტია ისე, რომ რკინის ციხესიმაგრედ იქეცით, რომლის მძიმე კარი თითქმის აღარასდროს იღება. მხოლოდ ერთი დარაბიდან ბჟუტავს სინათლე და ჯიქურ ებრძვის ირგვლივ გამეფებულ წყვდიადს. ზუსტად თქვენსავით - ორი ალესილი რქით

№1  offline მოდერი guroo

ნწნწნწნწნწწწწწ, არ შეიძლება გვერდის ავლა :დდდდდ

№2 სტუმარი ისევ მე

სულაც არ ვარ თხის რქა, მაგრამ შემომეკითხა, და მინდა გითხრათ, რომ ჩემი თავი ამოვიცანი რაღაც მომენტში. ანუ, არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმეზე მეტი ვარ რამით, მაგრამ, მუდამ მარტო ვარ, იმის გამო, გულისტკენას თავი ავარიდო.
ძალიან დავემსგავსე თხის რქას.. ნიღბით უფრო ადვილი გახდა ცხოვრება

№3  offline მოდერი guroo

ისევ მე

ოცნებაც ხომ არ გიყვართ, ამირბარო? :დდ იმედი მაქვს, არ მეშლები.

№4 სტუმარი სტუმარი ლილიანა

guroo

არა, ოცნება რა საყვარელია:დ ვერ დავიმალე ანუ დდ

№5  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა

მგონი, კარგი ნიღაბი გაქვს, რაკი ამოცნობაა შესაძლებელი. სახასიათო ყოფილა... heart_eyes

№6 სტუმარი ლილიანა,

ნიღაბს დავემსგავსე, თუ ნიღაბი დამემსგავსა ნეტავ )

№7  offline წევრი ნანა73

გელოდი სხვათაშორის...
თხის რქას ზედმიწევნით იცნობ.
სასიამოვნოა, მიყვარს თხის რქები.
ჰოო, წლებმა ყველაფერს ერთად მოუყარა თავი. სიბრძნეს ( ვიფერებ ამ სიტყვას) გამოცდილებას, იმედგაცრუებას...
მერე ერთობლიობაში სიმშვიდეც მოიპოვა და აღარ ბორგავს.
სასიამოვნო იყო .
❤️

№8  offline მოდერი guroo

ნანა73
გელოდი სხვათაშორის...
თხის რქას ზედმიწევნით იცნობ.
სასიამოვნოა, მიყვარს თხის რქები.
ჰოო, წლებმა ყველაფერს ერთად მოუყარა თავი. სიბრძნეს ( ვიფერებ ამ სიტყვას) გამოცდილებას, იმედგაცრუებას...
მერე ერთობლიობაში სიმშვიდეც მოიპოვა და აღარ ბორგავს.
სასიამოვნო იყო .
❤️

თავად ბრძანდებით სიმშვედასავით სასიამოვნო პიროვნება.
მადლობა heart_eyes

საოცარია, რა კარგად იცნობთ თხის რქებს. ხასიათი ღრმად გაქვთ გაანალიზებული. რაც არ უნდა ბევრი ნიუანსი არსებობდეს ვარსკვლავებთან და ნიშნებთან დაკავშირებით, მაინც მოახერხეთ მთავარი ნაკლოვანების მიზანში ამოღება???????? თუმცა კარგია, რომ ეს ნაკლი თვითგანვითარებისთვის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ვინმეს სილა გააწანით თუ პირიქით?????????

მარიამ ჯაფარიძე

პ.ს. კითხვის ნიშნებს წერს ეს დენიკინის დროინდელი კალკულაციებით შექმნილი საიტი, სმაილების ნაცვლად :დ მომიტევეთ

№10  offline მოდერი guroo

ჰაჰჰ, სმაილებსა და კითხვის ნიშნებზე გულიანად გამეცინა smile
თავად ვარ თხის რქა. შესაძლოა მიზანშიც საკუთარი თავი ამოვიღე. მიხარია, რომ ღირებული აღმოჩნდა თვითანალიზის სინთეზი იმასთან, რასაც სხვა ადამიანებიზე დაკვირვებით ვხედავდი.
მადლობა შეფასებისთვის❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent