ნაყიდი სილამაზე [17 თავი]
-ევა სახეზე ფერი არ გადევს. -არაფერია ანა, კარგად ვარ. -რას ნიშნავს კარგად ხარ, სარკეში არ ჩაგიხედია? -მართლა კარგად ვარ. -გამომართვით._ ალექსანდრე ჩემ გვერდით დაჯდა. მე და ანას ყავა და ფუნთუშა გამოგვიწოდა -მადლობა. მე მართლა არ მშია, ევამ კი რამე აუცილებლად უნდა ჭამოს. -არც მე მშია. -ევა, რამე უნდა ჭამო. ორი დღეა აქ ხარ, წესიერად პირში ლუკმა არ ჩაგიდია. ცუდად გახდები. -მხოლოდ ყავას დავლევ. _ყავის ჭიქა გამოვართვი. -ესეც. _ ფუნთუშაც გამომიწოდა. -მართლა არ მშია. ვერ... -გამომართვი მეთქი! _ ფუნთუშა გამოვართვი. ამ წუთას მართლა არაფრის ჭამა არ შემეძლო. როგორც კი პირთან მივიტანე საშინელი გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და ცხვირი ავიბზუე. -რა გჭირს? -გპირდები მოგვიანებით შევჭამ. ახლა მართლა არ შემიძლია, ვერ შევჭამ. -ყავა მაინც დალიე. -მადლობა. -არაფრის. -ლაშას საიდან იცნობ? -მე და ლაშა ბავშვობის მეგობრები ვართ. -მან გითხრა ევას შესახებ? _ანას ჩემზე მეტად აინტერესებდა საიდან გაიგო ალექსანდრემ სიმართლე. -კი, მან მითხრა. -ანა ერთი წუთით მოდი. _ნინო დეიდამ დაუძახა. -ალექსანდრე..._ მცირე პაუზის შემდეგ დავიწყე - ლაშამ საიდან იცოდა ჩემს შესახებ. მას.... -არაფერი არ მითქვამს! _მიხვდა რისი თქმაც მინდოდა. -აბა საიდან.... -გრძელი ისტორიაა. -ალექსანდრე... -გისმენ. -შენ არ ხარ ვალდებული, რომ აქ იყო და... -მე გადავწყვეტ სად უნდა ვიყო და სად არა... -ალექსანდრე... -შენ კიდევ ჯობია ეგ შეჭამო. _ ფუნთუშაზე მიმითითა. ***** -სანდრო, ერთი წუთით შეიძლება? _ ყველასგან მოშორებით გავიდნენ. -რა ხდება ლაშა? ყველაფერი კარგადაა? დედამისს ხომ არ.... - ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია. ევაზე მინდოდა შენთან საუბარი. -გისმენ. -ალექსანდრე, იქნებ როგორმე მოახერხო და სახლში წაიყვანო. ორი დღეა აქ არის, თვითონაც ძალიან ცუდად გამოიყურება. ასე საკუთარ თავსაც ავნებს. დედამისის მდგომარეობა კვლავ უცვლელია და.... -გგონია მე არ მინდა, რომ ცოტახნით მაინც დაისვენოს? ლაშა, ახლა რამდენიც არ უნდა ვეხვეწო, თუნდ ძალა დავატანო აქედან მაინც არ წავა. შენ თვითონაც ხედავ როგორ განიცდის. _ კედელთან ჩამუხლულ ევას გახედა. -მართალი ხარ. -ლაშა, თუ შეგიძლია... -ექიმო! _აქოშინებული ექთანი მოვარდა. -რა ხდება თეა?! -ნელი იმაძეს შეტევა გაუმეორდა და... _ ექთანს სიტყვის დასრულებაც არ აცალა, მაშინვე მოწყდა ადგილს. -რა ხდება?! ლაშა... _ გაფითრებული წამოვარდა ფეხზე ევა. ლაშა სწრაფად გაიქცა რეანიმაციისკენ. -ევა დამშვიდდი! _ მაშინვე მის გვერდით გაჩნდა -ყველაფერი კარგად იქნება. -რა ხდება?! ალექსანდრე რატომ არავინ არაფერს არ მეუბნება! _ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. -ევა, შვილო დამშვიდდი. -რაღაც მოხდა! რაღაც მოხდა... _ ძალაგამოცლილი ჩაიკეცა კედელთან. -ევა შემომხედე! _გოგონას სახე ხელებში მოიქცია. -ალექსანდრე... მეშინია.... -დამშვიდდი. _მაგრად შემოხვია ხელები და გულზე მიიხუტა. ********* თითქოს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო. დრო უსასრულოდ გაიწელა. მეგონა ამ ლოდინში მთელი საუკუნე გავიდა. -ევა, ლაშა მოდის. _ანა წამში ფეხზე წამოვარდა. არ ვიცი ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, თუ მართლა ასე იყო, თანდათან ნაბიჯს ანელებდა. წამით მის თვალებს შევეჩეხე. სწრაფად ამარიდა მზერა და თავი დახარა. მაინც შევამჩნიე სიბრალულით სავსე თვალები. გულში მთელი ძალით ჩამწყდა რაღაც. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე. იმ წუთას სუნთქვაც კი დამავიწყდა. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე. დრო თითქოს უსასრულოდ გაიწელა. ლაშას მოახლოებასთან ერთად ვგრძნობდი რაღაც საშინელის მოახლოებას. მტანჯველი ტკივილის მორიგმა ტალღამ დამიარა. ჩემ გარშემო ყველაფერი იცვლებოდა, ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. ეს მაშფოთებდა, რადგან წინ გაურკვეველი მომავალი მელოდა.“ ბუნდოვნად ჩამესმოდა ყველა სიტყვა რამაც კი გაიჟღერა. მხოლოდ ერთის გაგება მოვახერხე და წამში შეიცვალა ყველაფერი. წავიდა!.... გულში მთელი ძალით ჩამწყდა რაღაც. ჩემს ტვინს ჯერ კიდევ ვერ გაეანალიზებინა ეს ყველაფერი. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. წავიდა... სამუდამოდ...მაინც დამტოვა! ვიგრძენი ფეხქვეშ, როგორ შეირყა იატაკი. სახეზე ხელები ავიფარე... იმედი მქონდა, რომ გული წამივიდოდა, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, გრძნობა არ დამიკარგავს. ტკივილის მძლავრმა ტალღამ მთლიანად ჩამითრია ბნელ უფსრკულში... მუხლები მომეკეცა და იატაკზე ჩავიკეცე. უღონოდ, ვეგდე ძირს და თითქოს ამით ვცდილობდი იმ რეალობისგან გაქცევას, რომლის წინაშეც ახლა ვიყავი. ბოლო ხმაზე ვტიროდი. სული გამეყინა. ყველაფერი ერთიანად ჩაიკლა გულში. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. ტკივილი.... საშინელი სულის ტკივილი! - დე.. გეხვეწები , გთხოვ არ დამტოვო....გემუდარები!!! მარტო ვარ დედიკო..... სულ მარტო, გეხვეწები დაბრუნდი!!! დედიკო გეხვეწები, მჭირდები.. არ გაქვს უფლება წახვიდე და დამტოვო!!.. გთხოვ....სულ მარტო დავრჩი დე... -ევა!! _ალექსანდრე მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა. ხელები შემომხვია და ჩემს ფეხზე წამოყენებას შეეცადა. -ევა დამშვიდდი, გთხოვ _ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. -დეე... _ამოვისლუკუნე და ძალაგამოცლილი ალექსანდრეს ხელებში ჩავვარდი. -გეხვეწები ალექსანდრე, დააბრუნე, გთხოვ ჩემთან დააბრუნე... _პერანგზე ხელებით ჩავაფრინდი და მთელი გულით ვთხოვდი. -ევა.. _ხმა გაუწყდა. -შენთვის ხომ არსდროს არაფერი მითხოვია... ახლა გთხოვ დამიბრუნე... გეხვეწები...გემუდარები.... -ევა.. _ ხელები მაგარდ შემომხვია და მკერდზე მიმიხუტა. ხმამაღლა ვსლუკუნებდი მის მკერდში თავჩარგული. ****** საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ დაკარგე ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია. გულში დარჩენილ სიცარიელეს მთელი სხეული და სული მოეცვა. ძნელია... გაუსაძლისია იმის გაანალიზება, რომ ვერასდროს შევძლებ მისი სახის კვლავ ხილვას, ვერ დავინახავ მის სახეზე თბილ ღიმილს, მის ხმას ვერასოდეს ვეღარ გავიგებ... ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილე იყო. ასეთ საშინელ დღეში არასოდეს ვყოფილვარ. ვფიქრობდი, რომ სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა. სიამოვნებით გადავეშვებოდი უფრსკულში. სამუდამოდ მოვშორედბოდი ამ ყვლაფერს. ვგრძნობდი, როგორ გამომეცალა მთავარი საყრდენი და თავს ყველაზე უმწეო არსებად ვგრძნობდი. ცხოვრება ნელ ტემპში მიიზლაზნებოდა. ნელა, მაგრამ მაინც მიდის... „დრო არ ჩერდება, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა. დრო გადის, თუნდაც ყოველი წამი აუტანელ ტკივილს გგვრიდეს. დრო უჩვეულოდ გადის - ხან ნელა მიიზლაზნება, ხანაც მოხედვასაც ვერ მოასწერბ, ისე გაირბენს. ასეა, თუ ისე დრო მაინც მიდის. თვით ჩემთვისაც კი.“ ერთი კვირა გავიდა იმ საშინელი დღიდან. მე კი ჯერაც ვერ მოვსულიყავი გონს. იმდენად შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ ეჭვი არ მეპარებოდა მალე ჩემი გულიც შეწყვეტდა ფეთქვას. ერთ ოთახში გამოკეტილი, დაჰიპნოზებული, კედლებს მივჩერებოდი. როგორც კი თვალს დავხუჭავდი, თვალწინ შავი კუბო წარმომიდგებოდა ***** ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა თვალი მომჭრა. ზანტად გავახილე თვალები. ოთახი მეუცხოვა. ჩემს სახლში აშკარად არ ვიყავი. გულგრილად მოვავლე ოთახს თვალი. უცხო, კი არა ალექსანდრეს სახლში ვიყავი. ზანტად წამოვიწიე საწოლზე. ოთახის კარი გაიღო და ალექსანდრე შემოვიდა. -როგორ ხარ? _საწოლზე ჩამოჯდა -აქ რატომ ვარ? _ ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე. -მე წამოგიყვანე გუშინ. -....... - ევა მინდა, რომ რამით მაინც შევძლო შენი დახმარება. - ....... -ევა გთხოვ რამე მაინც მითხარი. არ მინდა ასეთს გხედავდე. -...... არაფრის თავი არ მქონდა. თავი ბალიშზე დავდე და თვალები დავხუჭე. როგორც კი კარის მიხურვის ხმა გავიგე ცრემლებს გასაქანი მივეცი. მაგრად ჩავებღაუჭე ბალიშს და თავი შიგ ჩავრგე, რომ როგორმე ჩემი ხმა ჩამეხშო. მხარზე ხელის შეხება, რომ ვიგრძენი შევკრთი. -ევა _ანას ხმის გაგონებაზე საწოლზე წამოვჯექი და მაგრად გადავეხვიე. ვხედავდი როგორ უჭირდა მასაც ჩემი შემხედვარე თავის შეკავება. - ჩემი ბრალი იყო!... ჩემი ბრალია, რომ დედა ჩემთნ აღარაა... კარგად, რომ მომევლო მისთვის ახლა ხომ ჩემ გვერდით იქნებოდა. ვერ გავაკეთე ის რაც საჭირო იყო. ვერაფერი ვერ გავაკეთე.... _სიტყვა გამიწყდა. მის ყელში თავჩარგული ვტიროდი. -ევა სულ გაგიჟდი?! ეს შენი ბრალი არ ყოფილა, ნუ ამბობ სისულელეებს! შენ ყველაფერს აკეთებდი რაც შეგეძლო. უამრავ რამეზე თქვი უარი, რომ დედისთვის მოგევლო. შენისთანა შვილზე ყველა დედა ოცნებობს. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. გული საშინლად მტკიოდა. მინდოდა აქედან წავსულიყავი, ამ ყველაფრისგან შორს წავსულიყავი. -სიკვდილი მინდა ანა... -ევა მაგას ნუ ამბობ გთხოვ. _ უკვე ანაც ტიროდა. -აღარ შემიძლია ამდენის გაძლება... აღარ შემიძლია. _ ხმაჩახლეჩილი ვლუღლუღებდი. -შეძლებ. აი ნახავ ესეც გაივლის. ყველაფერი კარგად იქნება. ნახავ... _ ანაც ჩუმად სლუკუნებდა. ***** კარზე ზურგით მიყრდნობილი იდგა. ყველაფერი ესმოდა, რასაც ოთახში საუბრობდნენ. ევას ნამტირალევი ხმის გაგონებისას გულში მძიმედ ჩაწყდა რაღაც. –„სიკვდილი მინდა...“ _ ამ სიტყვებმა მეხის გავარდნასავით იმოქმედა მასზე. ეგონა ყველა ძარღვი ერთდროულად დაუსკდებოდა. სწრაფად მოშორდა კარს. მეტის მოსმენა აღარ უნდოდა. არ შეეძლო მისი ტირილის მოსმენა და ასე მშვიდად ყოფნა. მთელ სულს უფორიაქებდა გოგონას განწირული ტირილის მოსმენა. უნდოდა რამე გაეკეთებინა, როგორმე ენუგეშებია მაგრამ სათანადოს ვერაფერს პოულობდა. მართლა, რომ დაუშავოს თავს რამე? მაშინ... მაშინ რა უნდა ქნას? მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და ხელები თმებში შეიცურა. არავითარ შემთხვევაში არ მისცემს რაიმე სისულელის გაკეთების უფლებას! რამე რომ დაემართოს ჭკუიდან შეიშლება. საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებს. გრძნობს, როგორ მიიწევს დროთა განმავლობაში ეს სიფრიფანა გოგონა მისი გულის კიდევ უფრო ღრმა ადგილისაკენ. უნდა, რომ ბედნიერს ხედავდეს და რადაც არ უნდა დაუჯდეს ამას მოახერხებს. თავის ფიქრებში წასულმა ანას მოახლოება ვერც კი გაიგო. -ალექსანდრე კარგად ხარ? -როგორ არის? -ცუდად. გაიძახის სიკვდილი მინდაო. ჩაეძინა. -ხმას არ იღებს. რაც არ უნდა ვკითხო ჩუმად ზის და უაზროდ კედლებს მისჩერებია. მთელი ეს ერთი კვირა ვხედავ როგორც არის. მე კი ვერაფრით ვეხმარები. -ალექსანდრე ძალიან გთხოვ მარტო არ დატოვო. ძალიან ცუდად არის. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება თავს რამე ავნოს. -გაგიჟდი ანა?! ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა დავტოვო მარტო?! წუთითაც არ მოვშორდები! _ანამ მადლობის ნიშნად გაუღიმა. -თითქმის არაფერს არ ჭამს. ასე უარესად გახდება. -ევას ამ მდგომარეობიდან გამოვიყვან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას მარტო ნამდვილად ვერ შევძლებ. შენი დახმარება დამჭირდება. შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ და ყველაზე კარგად იცნობ მას... -შენზე მეტად მინდა, რომ ევა ბედნიერი იყოს. მისი ამ მდომარეობაში ნახვა მეც ძალიან მიმძიმს. რითაც შევძლებ დაგეხმარები. ************** მართლა რა ბოროტი ვარ. რამდენი ხანი ვტანჯავ ამ გოგოს. მალე გამოვასწორებ სიტუაციას. ძაან დიდი მადლობა ყველა მკითხველს. შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. შეცდომებისთვის ბოდიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.