შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [15 თავი]


9-04-2015, 22:10
ავტორი tamro
ნანახია 9 985

-ევა დამშვიდდი...
-შემეშვი!
-ევა! მოიცადე. დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა.
-თუ ყველაფერი კარგადაა მაშინ აქამდე რატომ არ გამოდის ლაშა?! _ხმას ავუწიე.
-ევა უბრალო გამოკვლევებს უტარებენ ალბათ. ნუ ღელავ.
-უბრალო გამოკვლევების ჩატარებას რაში სჭირდება ათი ექიმი?!
-ძალიან გთხოვ დამშვიდდი. გამოვა ლაშა და ყველაფერს აგიხსნის. ნუ ღელავ.
-რაღაც მოხდა ანა. რაღაც მოხდა! გული ცუდს მიგრძნობს, ნუთუ... _წინადადების დასრულება ვეღარ შევძელი. სახეზე ხელები ავიფარე და ტირილი დავიწყე.
-ევა... გთხოვ ნუ ტირი. ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.
-ანა ამდენი ხანი რატომ არ გამოდიან?.... რატომ არაფერს მეუბნებიან? _ მაინც ვერ ვმშვიდდებოდი. – ხომ ამბობდნენ, რომ უკეთ იყო. ახლა რა შეიცვალა?
-ევა ნახე ლაშა მოდის! _ ჩვენსკენ მომავალ ლაშაზე მიმითითა. მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და მისკენ გავიქეცი.
-ლაშა! რა მოხდა?! როგორაა?
-ტკივილები ქონდა მკერდის არეში და სუნთქვის უკმარისობა. _ღრმად ჩაისუნთქა- ევა მე თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ ოპერაციის შემდეგაც იქნებოდა გარკვეული საშიშროება...
-ახლა? ახლა როგორაა?
-შედარებით უკეთ, მაგრამ თავს სუსტად გრძნობს. მნახველებს ვერ შევუშვებთ, დასვენება სჭირდება.
-ლაშა ხომ კარგად იქნება? _ცრემლები მოვიწმინდე.
-ყურადღებას არ მოვადუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ნუ ღელავ ევა, ჩვენ ყველაფრით დავეხმარებით. _ უღონოდ ჩამოვჯექი სკამზე. ძველი პრობლემები ხელახლად იჩენდა თავს. ისე მცირე დროში შეიცვალა სიტუაცია, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. არადა სულ რაღაც ორი დღის წინ უზომოდ გახარებული ვიყავი დედის ნახვით. მისი ერთი სიტყვა მთელ გულს სითბოთი მივსებდა. რამდენადაც მიხაროდა ორი დღის წინ მისი ნახვა, ახლა ორმაგად შეშინებული ვარ, რომ მეორედ შეიძლება ამის საშუალება აღარ მქონდეს. თვალები ცრემლებით ამევსო.
მთელი დღე ერთ ადგილას ვიჯექი და გულისფანცქალით ვადევნებდი თვალს მოსიარულე ექთნებს. ყოველ წუთს საშინელების მოლოდინში ვიყავი. საავადმყოფოს სუნით გაბრუებული ერთ ადგილს ვიყავი მიყინული. ვგრძნობდი როგორ მიფეთქავდა გული. ცოტაღა მაკლდა და ალბათ ბოლო ხმაზე ავტირდებოდი. უკანასკენლ ძალებს ვიკრებდი, რომ თავი შემეკავებინა.
-ევა... _მხარზე ხელის შეხებისას, ერთ ადილზე შევხტი და წამში მივტრიალდი უკან. ნინო დეიდა მოსულიყო. ალბათ ანამ დაურეკა და ყველაფერი უთხრა.
ფეხზე წამოვდექი და ქალს მაგრად გადავეხვიე. ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა, მის კისერში თავჩარგული ვქვითინებდი. მაგრად მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა. -დამშვიდდი საყვარელო. _თბილი ხმით დამიყვავა ქალმა. - ყველაფერი კარგად იქნება. ნელი მალე გამოკეთდება, გულს ნუ გაიტეხ ძვირფასო. ხომ იცი რა მძიმე ოპერაციაც გადაიტანა. ექიმს ველაპარაკე, მითხრა, რომ დასვენება სჭირდებაო და მალე კარგად გახდება. აი ნახავ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.
-მეშინია... _ნამტირალევმა ამოვისლუკუნე.
-ნუ გეშინია ძვირფასო. ნახავ ყველაფერი მალე მოგვარდება.
-ისევ, რომ გამეორდეს...
-მაგას ნუ ამბობ ევა. მსგავსი აზრები საერთოდ ამოიგდე თავიდან. ცუდზე ნუ იფიქრებ. ხომ გითხრა ექიმმა, რომ ახლა უკეთ არისო. დამშვიდდი ძვირფასო. ასე უფრო ცუდად გახდები. ნელი, რომ გონს მოვა და ასეთ მდგომარეობაში დაგინახავს გული ეტკინება. _ ნაზად მეფერებოდა თმებზე.- ძლიერი უნდა იყო ევა, ძლიერი. ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. მალე ეს დღეები მხოლოდ მწარე მოგონებად დარჩება.
-მადლობა ნინო დეიდა. _ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე.
-გოგონებო, ახლა ადექით, სახლში მივდივართ. _ჩემს მხარზე მოხვეული ხელი არ შეუშვია.
-არა ნინო დეიდა, მე ვერ წამოვალ....
-ევა მიმსინე ძვირფასო. _ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - ნელის არაფერი არ მოუვა. სულ მალე კარგად გახდება. ექიმები ყურადღებას არ მოაკლებენ. სულ უმნიშვნელო ცვლილებასაც კი შეგვატყობინებენ. შენ მაგაზე არ ინერვიულო. აქ ყოფნით მაინც არაფერი იცვლება. ექიმს უკვე ველაპარაკე და ყველაფერი ამიხსნა. ამ წუთს სანერვიულო არაფერია. ახლა შენც დასვენება გჭირდება. ხვალ დილით ადრე მოვალთ და ერთად ვინახულებთ ნელის. _ თბილად გამიღიმა და მაგრად მომეხვია.
საავადმყოფოდან ანასთან და ნინო დეიდასთან ერთად გავედი. მართალია წასვლა არ მინდოდა მაგრამ ვიცი მანამდე არ მომეშვებოდნენ სანამ არ დამითანხმებდნენ. წამოსვლამდე ლაშასაც ველაპარაკე, რომ უფრო მშვიდად ვყოფილიყავი.
************
-შაკო შედი რა დროზე! გავიყინე!
-სანდრექს, როგორ ხარ? _სახლში შესვლისთანავე ახმაურდა შაკო.
-კარგად ვარ, კარგად.
-მარტო ხარ? _სახლს თვალი მოავლო ერეკლემ
-ხო, აბა ვინ უნდა იყოს. _გაეცინა
-ლაშა ჯერ არ მოსულა?
-არა. ასე თქვა ცოტა შემაგვიანდებაო.
-კარგი, მაშინ ჩვენ რაღაცეები მოვამზადოთ მის მოსვლამდე. თან ჯერ ადრეა თამაშის დაწყებამდე.
-სანდრექს აბა ჰე! _ მხარზე ხელი დაკრა შაკომ - დროა გავიხსენოთ მზარეულობა.
-მოიცა რა. მიდი და რაც გინდა გააკეთე. _დივანზე გაწვა და თვალები დახუჭა.
-რა გჭირს სანდრიკო? _მაინც არ ეშვებოდა.
-დაანებე მაგას თავი, დეპრესიაშია ბიჭი. _ სიცილით წამოდგა ერეკლე ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა.
-რატო? _ შაკოც მაშინვე უკან აედევნა.
-ვერ არის დღეს ხასიათზე. მთელი დღეა მაგის დაბღვერილ სახეს ვუყურებ. სამსახურიდანაც ადრე წამოვიდა.
-იმ გოგოს გამო? აუ ერკლე მითხარით რა ვინაა. _ შეეხვეწა შაკო
-ცოტა ხანიც მოითმინე და თვითონ დაფრქვავს ყველაფერს.
-ეე... სად შემიძლია ახლა მე მოთმენა. _ ბუზღუნს არ წყვეტდა.
მეგობრის ცნობისმოყვარეობაზე ეცინებოდა. ასეთი იყო ბავშვობიდან, ყოველთვის ყველაფერი აინტერესებდა. ვერც ახლა ისვენებდა და მანამდე არ მოისვენებდა სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა.
„დღეს არ მინახავს“. თავისდაუნებურად გაიელვა თავში წინადადებამ.
თავი გააქნია, რომ აზრები დაელაგებინა. „ხვალ ვნახავ“. მაინც ვერ იშორებდა ფიქრებს. „ხვალამდე რატო ვიცადო?“ სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარისკენ წავიდა.
-ოე! სანდრო საით?
-ცოტას გავივლი. _კარი გააღო. კართან ზარის დასარეკად ხელშემართული ლაშა დახვდა.
-საით სანდრო?
-არსად, ცოტას გავივლი.
-ასეთ ამინდში? _ წარბები აზიდა ლაშამ და სახლში შემოვიდა. - გარეთ..._სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ტელეფონი აწკრიალდა.
-შენ ხო აქაც არ გასვენებენ რა! გათიშე ეგ ტელეფონი და დაისვნე ცოტა ხანი! _ აივანზე გასულ ლაშას სიტყვა დააწია ერეკლემ.
-მოვალ მალე. _ალექსანდრეც წასასვლელად მოემზადა.
-სანდრიკოო _სამზარეულოდან თავი გამოყო შაკომ და ხმა დაიწვრილა -თუ შეგაგვიანდება სად მოგძებნოთ?
-შაკო მოისვენე რა ცოტა ხნით. _სიცილის შეკავება მაინც ვერ შეძლო.
-რა მომასვენებს, როცა ვიცი, რომ ჩემი სანდრიკო ღამით ეულად დაიარება. _ „ცრემლი“ მოიწმინდა და ჩუმად აფხუკუნდა.
-ეულად ხო? _ჩაიცინა ერეკლემ და თვალი ალექსანდრესკენ გააპარა. ეს რათქმაუნდა არც შაკოს გამოპარვია და მაშინვე გამოცოცხლდა. წამში მივარდა კართან და ცალი ხელით მიეყრდნო.
-აბა გისმენთ ბატონო ალექსანდრე.
-რას მისმენ შაკო, გაიწიე. _შეეცადა მეგობარი გვერდით გაეწია.
-სახელი, გვარი! _წამით შეყოვნდა. -ისე სახელი უკვე ვიცი. გვარი მითხარი და დანარჩენს მე თვითონ გავარკვევ. _წარბები აათამაშა.
-გადავიფიქრე წასვლა. _ კოპებშეკრული შემობრუნდა და სავარძელში ჩაეშვა.
-ამდენი ხანი ვის ელაპარაკებოდი ლაშუკი? _ ოთახში შემოსულ ლაშას მიუბრუნდა.
-საავადმყოფოდან იყვნენ. _ შაკოს, „ლაშუკისთვის“ ყურადღება აღარ მიუქცევია.
-ხდება რამე?
-არა, არაფერი.
საავადმყოფოს ხსენებაზე კიდევ ერთხელ ამოუტივტივდა თავში ევა. ლაშა ხომ დედამისის ექიმი იყო. ბუნებრივია რაღაც მაინც ეცოდინებოდა გოგონას შესახებ. ცნობისმოყვარეობა უფრო და უფრო უტევდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა გოგონასთან მით უფორ მეტის გაგება უნდოდა მის შესახებ.
-ლაშა, რაღაც მინდა გკითხო. _მეგობარს მუიბრუნდა.
-გისმენ. _ თავით ანიშნა აივანზე გავიდეთო. ლაშაც უხმოდ გაყვა უკან
-ევა იმნაძეს იცნობ?
-ევას? ჩემი ერთ-ერთი პაციენტის შვილია. გარკვეული პერიოდი მასთანაც მქონდა შეხება.
-მასთან? _ დაიბნა. -ევას რამე სჭირს?
-ევა მშობლებთან ერთად ავარიაში მოხვდა...
-რა? როდის?
-სანდრო რა ხდება? რატომ მეკითხები? ევას საიდან იცნობ?
-ლაშა გთხოვ რაც იცი მის შესახებ ყველაფერი მითხარი.
-მოიცა, მოიცა... ეს ის ევაა ერეკლე რომ ამბობდა? _თვალები გაუფართოვდა ლაშას.
-მაგაზე მოგვიანებით. რა იცი მის შესახებ?
-ბევრი მეც არაფერი არ ვიცი..
-რაც იცი!
-ევა მშობლებთან ერთად ავარიაში მოხვდა. ძალიან ცუდად იყო. სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მისი და დედამისის გადარჩენა მოვახერხეთ მაგრამ მამამისი ავარიიდან რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა. შემდეგ დედამისს ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევა მოუვიდა. მას შემდეგ გული აწუხებს.
მოკლედ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. დაახლოებით ერთი თვის წინ ძალიან ცუდად იყო ქალი. სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ. საკმაოდ დიდი თანხა იყო ოპერაციისთვის საჭირო. არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ გოგონამ ეგ თანხაც იშოვა. დედამისი დღესაც საავადმყოფოში წევს. ევა ძალიან კარგი გოგოა. დედას ერთი წუთითაც არ შორდებოდა. საავადმყოფოში ათენებდა და აღამებდა. ძალიან მძიმე პერიოდი იყო მის ცხოვრებაში. დედამისს, რომ რამე დაემართოს ალბათ ჭკუიდან შეიშლება. ახლაც მახსოვს როგორ განიცადა მამის გარდაცვალება. თანაც მშობლების გარდა მგონი არავინ ჰყავს. უფრო სწორად, დედის გარდა. ის ქალი ძალიან ცუდად არის. _ ლაშას ნაამბობს უსმენდა და გრძნობდა როგორ იცვლიდნენ ადგილს მასში ემოციები. ყველაფერი ერთიანად დატრიალდა გონებაში. ახლა ხომ ყველაფერი გასაგები იყო. გასაგები იყო რისთვის ჭირდებოდა ევას ის თანხა. ღამის კლუბშიც იმიტომ მუშაობდა, რომ დედისთვის მოევლო, სწავლასაც იგივე მიზეზის გამო დაანება თავი. გაახსენდა იმ ღამით, როცა ევა მასთან მივიდა რა მდგომარეობაში იყო. თვალწინ დაუდგა გოგონას აცრემლებული თვალები, ტირილისგან გაფითრებული სახე, მოცახცახე სხეული. ყველაფერი წამში დადგა თავის ადგილას. გონებაში ყველა მომენტი ერთდროულად ამოუტივტივდა. ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი.
-ჯანდაბა! _ჩუმად ჩაილაპარაკა. როგორ ერთხელაც არ მოსვლია გონებაში აზრად, რომ გოგონასთვის ეკითხა თუ რაში სჭირდებოდა ის ფული ან საერთოდ რატომ აქამდე არ გაარკვია ყველაფერი. გული აჩქარებით უცემდა, საშინელ სიმძიმეს გრძნობდა. ყველა ემოცია ერთიანად მოაწვა.
-სანდრო რა ხდება? კარგად ხარ? _შეწუხებული სახით უყურებდა ლაშა.
-უნდა წავიდე! _სწრაფად გადაჭრა ოთახი და სახლიდან გიჟივით გავარდა.
-სანდრო მოიცადე. _ ლაშაც უკან გამოყვა.
-ლაშა უნდა წავიდე.
-სანდრო რა მოხდა?
-ლაშა ახლა არა...
-როცა გინდა მაშინ მითხარი, თუ გინდა საერთოდ ნურაფერს ნუ იტყვი. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ ევასთან მიდიხარ, არამგონია სახლში იყოს. დღეს დილით დედამისი ცუდად იყო. მთელი დღე საავადმყოფოში იყო, მერე კი მგონი მისმა მეგობარმა თავისთან წაიყვანა.
-ანამ?
-ხო. მაგრამ არ ვიცი ეგ გოგო სად ცხოვრობს. _ ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა, როგორმე ევა უნდა ენახა. საჭეს მიუჯდა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.
************
იმედია მოგეწონებათ. შეცდომებისთვის დიდი ბოდიში.



№1  offline წევრი mbella

როგორც იქნა გაიგო სიმართლე :DD ძალიან მომწონს და უკეთესი ამბები კი ჯერ კიდევ წინ გველის :*** კარგი ხარ

 


№2  offline წევრი Queen

ძალიანნ მაგარიააა♥♥
ვგიჟდები ამ ისტორიაზე♥♥
მომწონს შენი წერის სტილი,ძალიან კარგად წერ♥

 


№3  offline წევრი Imereli

ძალიან მომწონს ისტორიაც და წერის სტილიც, თუმცა ეს სანდრო არ მევასება, ევასთვის უკეთესი მინდა ეს კიდე ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა კარგად რა უნდა, როგორ ან როდის. ჯერ მთელი ერთი წლით როგორ შესთავაზა ფული "ღამეების" სანაცვლოდ. მგონი ამ ისტორიაზე პირველად ვწერ კომენტარს და ყველაფერი გამოვხატე ამ პატარა მონაკვეთში. ევა კიდე ძალიან მომწონს, როგორ იბრძვის თავისი მშობლოსთვის, სხვათაშორის ანაც ძალიან მომწონს ისე კარგად უდგება ამ ჯმუხ სანდროს. საერთო ჯამში კარგია და ასე გააგრძელე ❤

 


№4  offline წევრი სოფო

უჰ გვეღირსაა wink
პაწუა იყო არ მეყოო belay

 


№5  offline წევრი human

როგორც ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ახლაც, უბრალოდ ძალიან დააგვიანე

 


№6  offline წევრი S.likuna

dzalianmagAria da male dade <3

 


№7  offline წევრი qetu

რატო არაფერს დებ.სიამოვნებით წავიკითზავდი მომდევნო თავებს.

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Debili bichi aqamde rom ekitxa ra daemarteboda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent