შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [7]


15-04-2015, 00:02
ავტორი Bero)))
ნანახია 4 308

ამასობაში სამი თვეც გავიდა... ანას საშინელი ტოკსიკოზი ქონდა, მაგრამ არც ერთხელ დაუწუწუნია...მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა მარტო ცხოვრობს, მაინც არცერთი ცრემლი გადმოუგდია...ისწავლა ამ გოგომ თავის დაფასება, მაგრამ თავიდანვე რომ ესწავლა არ იქნებოდა ურიგო, თუმცა მას რომ კითხოთ არ ნანობს, ხოდა არც მე ჩავერევი, ბოლოსდაბოლოს იმ ბედნიერმა ხუთმა თვემ მისი პატარა აჩუქა და მეტი მასაც არაფერი უნდა...ალბათ სწორედ ეგ არის მიზეზი ასე ძალიან, რომ არ განიცდის, დემეტრეს სისხლი და ხორცი უზის მუცელში და სწორედ ეგ ბავშვი უნაზღაურებს ყიფიანის დანაკლისს...
ამ სამ თვეში ბევრი რამ შეიცვალა...ერთი თვის წინ, როცა შეატყო რომ ნინის თავისები ენატრებოდა და თან მისი სახლიდან უნივერსიტეტშიც აგვიანებდა, უთხრა რომ უკან დაბრუნებულიყო, თავიდან ნინი შეეწინააღმდეგა, მაგრამ მერე ვეღარაფერი გააწყო და სახლში დაბრუნდა...ურთიერთობა ძალიან დაუთბათ ნინის და გიგას, უკვე შეყვარებული წყვილიც კი ეთქმოდათ...იცით როგორი ურთიერთობა ქონდათ?! აი ისეთი სიტყვა "მიყვარხარ" რომ არ აქვთ ერთმანეთისთვის ნათქვამი, მაგრამ სიტყვებზე მეტად, რომ თვალები და გრძნობები ფასობს...მე თუ მკითხავთ ეს უფრო დასაფასებელია...
ხშირად ეხმიანებოდნენ დემეტრეს მეგობრები...მაგრამ როგორც კი სურვილს გამოთქვამდნენ დვალთან შესახვედრად, ანა მაშინვე სასტიკ უარს ეუბნებოდა...ძალიან კი უნდოდა, რომ ძველი მეგობრები ენახა, მაგრამ უკვე ოთხი თვის ორსული იყო და მუცელიც ოდნავ შესამჩნევად ეტყობოდა...
მშობლების რეაქციამ გამაოცა...მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ანა ორსულად იყო მამამ აბორტი მოსთხოვა, რაზეც რათქმაუნდა უარი მიიღო, ამ პასუხზე კი ბატონი ამირანი იმდენად გაბრაზდა, რომ ტელეფონი გაუთიშა...სამაგიეროდ დედა დაუდგა გვერდში ანას და მას შემდეგ რაც ამირანმა ტელეფონი გაუთიშა, ქალბატონმა ლილიმ დაურეკა შვილს და შეპირდა, რომ ყველანაირად დაეხმარებოდა, ასევე სთხოვა, რომ მუშაობისთვის თავი დაენებებინა და თვითონ გამოუგზავნიდა ფულს... ასევე იმასაც შეპირდა, რომ ამირანს დაელაპარაკებოდა და მაგ საქმესაც მოაგვარებდა...ქალბატონი ლილის ხმაში ძალიან დიდი სითბო და ბედნიერება იგრძნობოდა, თითქოს ხმით ეფერებოდა შვილს და შვილიშვილს...საუბრის ბოლოს ქალბატონმა ლილიმ დაამატა, რომ მალე ჩავიდოდა და არაფერზე ენერვიულა...
ანას ყველანაირად გვერდში ედგნენ გიგას მეგობრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გაიგეს რომ ორსულადაა...თავს ევლებოდნენ და ცდილობდნენ მარტო არასდროს დაეტოვებინათ...პატარა დავითიც სულ კოცნიდა და ეფერებოდა ანას წამობზეკილ მუცელს, დვალს კი ეს ყველაზე მეტად აბედნიერებდა. ყველაზე მეტად აბედნიერებდა ის აზრი, რომ მალე მასაც ეყოლებოდა ასეთი ანგელოზი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა დემეტრესთვის...იქნებ ყიფიანსაც ისე უნდოდა შვილი, როგორც მას? მაშინ რა უფლება ქონდა, რომ ეს ბედნიერება წაერთმია? ფიქრისგან უკვე თავი ასტკივდა, ამიტომ ეს თემა სხვა დროისთვის გადადო და დათოსთან თამაში განაგრძო...
მეორე დღეს ბანკში აპირებდა გასვლას, როცა სახლის კარი ანერვიულებულმა ნინიმ შემოაღო, სახეზე ფერი არ ედო და მისი შემხედვარე ანაც ანერვიულდა.
-ნინი რა ხდება? კარგად ხარ?
-ანა გიგამ სიყვარული ამიხსნა..._დვალი ცოტა ხანი ასე უყურებდა, მერე კი ხმამაღლა გაიცინა.
-მერე რამ შეგაშინა, რა ფერი გადევს.
-ცოლობაც მთხოვა..._ეს უკვე ნამდვილად შოკი იყო...ჯერ სიყვარულიც არ ქონდათ ერთმანეთისთვის ახსნილი და უკვე ცოლობა?!
-მერე?_გაკვირვებულმა იკითხა ანამ.
-რაღა მერე? მიყვარს და დავთანხმდი._დვალს ისე გაუხარდა, რომ წივილით წამოხტა და შეშინებულ ნინის მოეხვია.
-აუ როგორ გამახარეთ...მერე რა განერვიულებს გოგო?
-ჯერ მარტო ორი თვეა ვიცნობ და მაინც მეშინია...რომ ვერ შევეწყოთ? თან დღეს ჩემთან უნდა ამოვიდეს და მამაჩემს ჩემი ხელი უნდა სთხოვოს...ჩემები წეღან გავაფრთხილე, მამაჩემი კინაღამ ტელეფონში გამოძვრა, მაგრამ მერე თქვა, მოვა აქ და ვნახავთ რა ბიჭიაო..._ანა მთელი ერთი საათი ამშვიდებდა, ბოლოს კი როცა დაწყნარდა, დვალმა ყველა დეტალი მოაყოლა...
-ანა ახლა მესმის შენი...ახლა ვხვდები, როგორ გიყვარდა დემეტრე...გეფიცები გიგას გარეშე წუთიც კი არ წარმომიდგენია..._ანას ნინის სიტყვებზე სევდიანად გაეღიმა.
-მთავარია ორმხრივია...ნინი გაუფრთხილდი გიგას...გაუფრთხილდი თქვენს სიყვარულს.
ცოტა ხანში ნინი სახლში წავიდა უნდა გავემზადოო, ანასაც ეხვეწა შენც გადმოდიო, მაგრამ დვალმა იუარა, დღეს თავს შეუძლოდ ვგრძნობ და მერე ერთად ავღნიშნოთო.
ბანკთან ახლოს გააჩერა მანქანა და გადმოსვლის წინ მზის სათვალეები მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერია მაინც გულისშემაწუხებლად ცხელა, მიხვდა, რომ სიცხისგან სუნთქვა ეკვროდა, ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა და ზუსტად ერთი ნაბიჯით შეასწრო ყიფიანს...ამის მერე მოდი და ბედის არ გწამდეს...როგორც კი დემეტრემ კარი მიხურა, მის წინ მდგომ გოგონას გული წაუვიდა და ყიფიანის მოხერხებულობა რომ არა, ალბათ იატაკზეც გაწვებოდა, მაგრამ საბედნიეროდ დემემ მოასწრო მისი დაჭერა...თავიდან ვერ მიხვდა ვინ იყო, მაგრამ როცა ამ გოგონაში ანას ნაკვთები იცნო, გაუკვირდა. ხალხი დაესია, მაგრამ ყიფიანმა დვალი ხელში აიტაცა და მანქანაში უკანა სავარძელზე მიაწვინა, თვითონ მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოწყვიტა....საავადმყოფოსთან ახლოს იყვნენ, როცა დვალი გონზე მოვიდა, თავიდან ვერ მიხვდა სად იყო, მაგრამ მერე მანქანა და სურნელი ეცნო..."არა, არა, შანსი არა" იმეორებდა გულში, მაგრამ როცა თვალები გაახილა და დემეტრეს მოკრა თვალი, კინაღამ გულის შეტევა მიიღო, მაშინვე მუცელზე დაიხედა და დამშვიდდა როცა მიხვდა, რომ ფართო მაისურში არაფერი ეტყობოდა.
-როგორ ხარ?_კითხა დემეტრემ და უკანა ხედვის სარკედან გამოხედა.
-აქ რა მინდა?_დააიგნორა ყიფიანის კითხვა და კითხვითვე უპასუხა. დემეტრემ ამ საქციელში დაინახა უპატიებლობა და გული დაეწვა... ეს გოგო ხომ უყვარდა და ახლა, როცა მის მანქანაში იჯდა და თავისუფლად უყურებდა გრძნობდა, რომ ის ძველი გრძნობები ბოლომდე არ გამქრალა.
-გული წაგივიდა და საავადმყოფოში მიმყავხარ._უემოციოდ უპასუხა დემეტრემ და შუქნიშანთან შეჩერდა.
-ჩემს მანქანასთან მიმიყვანე._ცივად უპასუხა ანამ, მაგრამ დემეტრეს წარბიც კი არ შეუხრია.
-დემეტრე ჩემს მანქანასთან მიმიყვანე._კიდევ ერთხელ გაუმეორა დვალმა.
-ჯერ ექიმს გაესინჯები._ანას ფერი შეეცვალა, რადგან შეეშინდა რომ შეიძლება დემეტრეს გაეგო მის ორსულობაზე, უნდოდა, რომ ეყვირა და მაინც არ მისულიყო საავადმყოფოში, მაგრამ მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა და გაბრაზებული მიეხეთქა საზურგეს.
ექიმთან რომ შევიდნენ ანა ჯერ კიდევ ვარიანტებს ეძებდა, თუ როგორ გაეგდო ყიფიანი კაბინეტიდან, საქმე უფრო გაურთულდა, როცა ნაცნობი ექიმი დახვდა და პირველივე რაც თავში მოუვიდა ის გააკეთა.
-დემეტრე შეგიძლია წყალი მომიტანო?_დემემ ჯერ ეჭვის თვალით შეხედა, შემდეგ კი კარი გააღო და გარეთ გავიდა.
-ანა შვილო ხომ კარგად ხარ? აქ რამ მოგიყვანა?_კითხა შეცბუნებულმა ექიმმა.
-დიახ, კარგად ვარ, უბრალოდ გული წამივიდა...მისმინეთ, სათხოვარი მაქვს თქვენთან...ის ბიჭი, რომ შემოვა უბრალოდ უთხარით, რომ არაფერი მჭირს და გადაღლის და უჭმელობის ბრალია... კარგი?_ექიმი გაოცებული უყურებდა, მაგრამ მაინც თავი დაუქნია...ცოტა ხანში დემეტრეც შემოვიდა და წყალი ანას გაუწოდა, ექიმმა კი ზუსტად ის უთხრა რაც ანამ...
იქიდან, რომ გამოვიდნენ, ამჯერადაც ანა უკან დაჯდა, რაზეც დემეტრეს სიმწრისგან გაეღიმა.
-თავს როგორ გრძნობ?_ ყიფიანმა სცადა დიალოგი წამოეწყო, მაგრამ უშედეგოდ...ანა ისევ დუმდა.
-ანა მიპასუხე...
-რა ნამუსით მთხოვ პასუხს?_დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ შეიკავა თავი დვალმა.-გასაგებია არ გიყვარდი, მაგრამ ნუთუ ოდნავ მაინც არ მცემდი პატივს, რომ ახსნის ღირსი მაინც გაგეხადე? წახვედი და მიმაგდე...
-მართალი ხარ._მხოლოდ ეს ორი სიტყვა უთხრა დემტეტრემ და გაჩუმდა...მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო მასთან რამის ახსნა, რადგან დამნაშავე იყო და თავის მართლებას აზრი არ ქონდა.
ყიფიანმა მანქანა ბანკთან გააჩერა და ანას მიაშტერდა, დვალმაც არ დააყოვნა და მანქანიდან გადავიდა...თქვენ არ იცით როგორ უნდოდა დემეტრეს, რომ არ გაეშვა და სადმე შორს წასულიყო მასთან ერთად, მაგრამ ყველაფერს ის ფაქტი ანადგურებდა, რომ ანამ მას ვერ აპატია...სწორედ მაშინ მიხვდა დემეტრე, რომ დვალთან შანსები აღარ ქონდა, ძველი ანა უკვე წარსულში იყო ჩარჩენილი, ახალი ანა კი ძალიან ძლიერი და ამაყი იყო...დემეტრეს მსუბუქად გაეცინა...ადრე ხომ სწორედ იმიტომ ვერ იყვარებდა, რომ დვალს სიამაყე არ გააჩნდა, ახლა კი ხვდებოდა, რომ იმ უსუსურ და მიამიტ გოგოზე გიჟდებოდა, რომელიც გვერდში ყავდა, თუმცა არ გაუფრთხილდა და შესაბამისად სამუდამოდ დაკარგა კიდეც...

პ.ს. ძალიან მინდოდა დღეს დიდი თავი დამედო, მაგრამ ვერ მოვახერხე და რაც დავწერე სულ ესაა...მადლობა, რომ კითხულობთ....



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline წევრი USAXELOPISUNIA

გააგრძელე მომწონს უნაკლზე უნაკლოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent