შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [6]


12-04-2015, 20:02
ავტორი Bero)))
ნანახია 4 432

იმ ღამით ნინიმ ძლივს დაამშვიდა, ბოლოს ტირილისგან დაღლილ ანას მის კალთაში ჩაეძინა. ნაზად ეფერებოდა თმაზე და ობლად წამოსულ ცრემლს ხელის ზურგით იწმენდდა. ახლაც იცოდა, რომ დიდი ტანჯვა ელოდა წინ მის მეგობარს და ყველანაირად რომ გვერდში უნდა დგომოდა.აპირებდა ცოტა ხნით, სანამ ანა მდგომარეობიდან გამოვიდოდა მასთან გადასულიყო, რომ ცუდი არაფერი აეტეხა, მაგრამ პირველ რიგში ჯერ ამ სახლიდან უნდა წაეყვანა. ფრთხილად წამოდგა ნინი და ანა დივანზე მიაწვინა, თვითონ კი მის ოთახში შევიდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო, იცის როგორ გაუჭირდება დვალს დემეტრეს გარეშე, ჯერ მარტო მისი სიყვარული ყიფიანის მიმართ, იმხელა იყო რომ დედამიწაც კი ვერ დაიტევდა....ამ ცხოვრების უსამართლობას რა ვუთხარი, თორემ ხომ უნდა ყოფილიყვნენ ახლა ერთად და თავისი შვილი სითბოთი და სიყვარულით გაეზარდათ...ნინი იმდენად იყო გაბრაზებული, რომ ახლა ყიფიანი წინ რომ სდგომოდა, კაცის მოკვლასაც არ ითაკილებდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ იმ არაკაცმა ასე მიატოვა...მაგრამ ყველაზე კარგად სწორედ ნინიმ იცოდა ვინ იყო დემეტრე ყიფიანი და რისი გაკეთება შეეძლო...ბარგის ჩალაგებას, რომ მორჩა სამზარულოსკენ წავიდა, ჯერ მისაღებში ანას შეხედა და სევდიანად ჩაეღიმა, მერე საჭმლის კეთებას შეუდგა. მსუბუქი სალათი გააკეთა და ნატურალური წვენი ჩამოასხა, მანამდე ანამაც გაიღვიძა და სანამ ისევ ტირილის დაიწყებდა, ნინიმ შეაჩერა და სამზარეულოში მაგიდასთან დასვა.
-ახლა მისმინე...ეგოისტობა არ გიშველის, უნდა გაიაზრო ის რომ მარტო აღარ ხარ. იმ არაკაცს თავისი საქციელისთვის მოეკითხება, მაგრამ აქ შენ ამ ცრემლებით შენ შვილს უღებ ბოლოს...ანა, ახლა შენში ორი გული ცემს, გესმის? ორი გული და თუ არ მოუფრთხილდები მასაც დაკარგავ, ახლა შენს პატარას სჭირდები და არა იმ მოგონებეს, ისინი სულ შენთან იქნებიან, მაგრამ თუ ასე გააგრძლებ შენი შვილი აღარ იქნება...ასე რომ ახლა გამიღიმე და ეს სალათა შეჭამე, რომ მოძლიერდე და იყო ძლიერი ქალი და ძლიერი დედა, შენ სისუსტისთვის დრო არ გაქვს, კიდევ ბევრი რამ გელის წინ...ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და შემიძლია დაგპირდე, რომ მე სულ შენს გვერდით ვიქნები..._ანას სევდიანად გაეღიმა და ნინის მოეხვია, გრძნობდა დაქალის გვერდში დგომას და იაზრებდა მის სიტყვებს, ამიტომ ოთახში გავიდა და მაკიაჟის ყუთი მოძებნა, ჩაშავებული თვალები დაიფარა და ღიმილით გავიდა სამზარეულოში...სადილის შემდეგ ტაქსი გამოიძახეს და ანასთან ავიდნენ, უკვე მეორე სართულზე ადიოდნენ, კარი რომ გაიღო და გიგა გამოვიდა.
-ანა როგორ ხარ?_თბილად მოიკითხა და მის გვერდით მდგარი ნინი აათვალიერა.
-კარგად გიგა, შენ?
-მეც არამიშავს, შენს მეგობარს არ გამაცნობ?_ჰკითხა ისე, რომ ნინისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ეს ნინია.... ეს კი გიგაა ჩემი მეზობელი_გააცნო ანამ ერთმანეთს და ღიმილით შეათვალიერ ორივე, შეამჩნია მათ შორის გაბმული "ძაფები" და გაუხარდა, რადგან ეს ორი თუ გადაატანინებდა ამ პერიოდს...ისევ დემეტრე გაახსენდა და სახიდან ღიმილი გაუქრა, გიგას დაემშვიდობა და კიბეებს აუყვა...გიგამ კი ანა და ნინი საღამოს მასთან დაპატიჟა და მეგობრების გაცნობას შეპირდა.
*************************************************************
დემეტრე კაბინეტში შევიდა და იქ მჯდომ ბიჭებს მიესალმა.
-შენმა მეზობელმა დარეკა..._ტელეფონიდან თავაუღებლად უთხრა კოკამ.
-რა მინდაო?_უემოციოდ იკითხა დემემ.
-ანა წასულა სახლიდან._დემეტრე შეცბა, მაგრამ იცოდა რომ ასე მოხდებოდა.
-კიდევ რა თქვა?
-არაფერი... დილით ვიღაც გოგოსთან ერთად წავიდა, ჩემოდნით ხელშიო და ხომ მშვიდობა აქვთო._დემეტრეს მეტი აღარ მოუსმენია, თავის სავარძელში ჩაჯდა და თვალები დახუჭა. ახლა მისთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა და წარსულთან ერთად ანაც წარსულში უნდა დაეტოვებინა...არადა რას წარმოიდგენდა, რომ დვალთან იმაზე დიდი კავშირი ქონდა ვიდრე სიყვარული ან მოწონებაა...შვილი ეს ხომ წმინდაა, ის ხომ პატარა ანგელოზია, რომლის არსებობასაც ანას გადაწყვეტილებით ყიფიანი ვერასდროს გაიგებდა...დვალი ფიქრობდა, რომ რადგან დემეს ანა არ სჭირდებოდა, მაშასადამე არც მისი შვილი ენდომებოდა და მისგან აბორტის მოთხოვნას ერჩივნა მიწა გასკდომოდა, ამ შიშის გამო აღარ დაუწყია დემეტრეს ძებნა და მიზეზების ახნა... ამ წინადადების გაფიქრების შემდეგ მიხვდა, როგორ შეიცვალა, რადგან ამ შემთხვევაში ძველი ანა დემეტრეს გაამართლებდა და იტყოდა "ისეთი უგულოც არ არის, რომ საკუთარი შვილი მოკლასო", მაგრამ იქნებ მართალიც იყო ძველი ანა და ღირდა დემეტრესთვის სიმართლის თქმა...თუმცა ამჯამად დვალში მივიწყებულმა სიამაყემ იჩინა თავი და სწორედ ამ სიამაყემ შეაკავა ის ცრემლები, რომლებიც გარეთ გადმოღწევას ლამობდნენ.
სახლში დაბრუნებისთანავე თავის ოთახში შევიდა და ნინის უთხრა, რომ ძალიან დაიღალა და ცოტას დაისვენებდა. ტელეფონი მისაღებში მაგიდაზე დატოვა და თვითონ ოთახის კარები მიიკეტა...არ უტირია, რადგან მიხვდა, რომ ის კაცი არ იმსახურებდა მის ცრემლებს და არც თავის შვილს, თვალები დახუჭა და მალევე დაეძინა...მისაღებში ნინი ტელევიზორს უყურებდა, როცა ანას ტელეფონმა დარეკა. ნინი წინ გადაიწია და ეკრანს დახედა...კოკა რეკავდა..ნინიმ უპასუხა და მოემზადა რომ კარგად გაელანძღა.
-გისმენ.
-ანა შენ ხარ?_დაეჭვებულმა იკითხა კოკამ.
-არა ნინი ვარ.
-ანა სად არის?
-რაში გაინტერესებს? ხომ გაუმწარეთ ცხოვრება, მეტი რაღა გინდათ?_მშვიდად საუბრობდა ნინი.
-მისმინე ნინი...ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი გადასაწყვეტი...და ანის გადაეცი რომ დავრეკე და მისი ნახვა მინდა.
-კოკა, არ მაინტერესებს რა მოხდა, მე ახლა ჩემს განადგურებულ დაქალს ვუყურებ, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის... არაფერს არ გადავცემ და გირჩევნიათ ყველა გაქრეთ მისი ცხოვრებიდან და დემეტრეს გადაეცი, რომ სადაც ვნახავ იქ მოვკლავ._დაასრულა საუბარი ნინიმ და ტელეფონი გათიშა, კოკა კი გაკვირვებული დაყურებდა გათიშულ ტელეფონს.
-რაო , რა გითხრა ეგეთი?_კითხეს ბიჭებმა, რომლებიც აპირებდნენ ანას გვერდში დადგომოდნენ, ოღონდ ეს დემეტრეს არ უნდა გაეგო.
-მაგის დაქალი იყო ნინი, ანა განადგურებულია და ჯობია სულ გაქრეთ მისი ცხოვრებიდანო და თუ დემეტრე ამ გოგოს გადაეყრება კარგი დღე ნამდვილად არ დაადგება...კაროჩე ანას ნახვა სხვანაირად მოგვიწევს.
-ხო რაა...საწყალი გოგო, ამ დებილის გამო, როგორ იტანჯება._თქვა დიტომ და მაგიდას მიეყრდო.
-ბიჭებო, იქნებ არ ღირს ნახვა და იქნებ ნინი მართალია...ასე უფრო ცუდია_თავისი აზრი გამოთქვა სანდრომ.
-ბიჭო, მერე რა რომ დემნა ჩვენი ძმაკაცია, სამაგიეროდ ანა ჩვენი მეგობარია და ახლა მაგას გვერდში დგომა სჭირდება...დემეტრე თუ ხისთავიანია და ვერაფერი შევასმინეთ, რა ანას ბრალია...ახლა მაგას გამხიარულება სჭირდება და ჩვენც რაც შეგვეძლება უნდა დავეხმაროთ.
*********************************************************
საღამოს გიგასთან ჩავიდნენ და მისი მეგობრებიც გაიცნეს, ლიკა და გიო ცოლ-ქმარი იყო და პატარა დავითიც ყავდათ, ბექა მათზე აშკარად ძალიან ახალგაზრდა იყო ასე 19 წლის და როგორც აღმოჩნდა გიგას ძმა იყო, ასევე გაიცნეს ერეკლე, რომელიც სხვებთან შედარებით ძალიან სერიოზული ჩანდა და ნატა, რომელიც ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგონაა. აღმოჩნდა რომ ეს ხუთეული ბავშობიდან ერთად იყვნენ, ლიკა კი მას მერე შეუერთდა, რაც გიორგიმ თვალი დაადგა...მასპინძლებმა ისე კარგად მიიღეს ანა და ნინი, რომ რაღაც მომენტში დვალს სულ დაავიწყდა თავისი გაჭირვება, რამდენჯერაც ოთახებში მობაჯბაჯე დათოს ხედავდა, თვალები უბრწყინდებოდა და ღიმილით ეფერებოდა მუცელს, თუმცა სხვებისგან შეუმჩნევლად. დღეს ნამდვილად არ უნდოდა რომ თავისი ისტორიით ხასიათი გაეფუჭებინა. პატარა დავითი თავიდან კისკისით იმალებოდა, მაგარმ მერე, რომ დაიღალა ანას მიუცუცქდა და ხელები გაუშვირა, რომ აეყვანა. დვალს გაეცინა და ბიჭუნა კალთაში ჩაისვა, ეფერებოდა და დიდ ყოყებს უკოცნიდა. მათ შემხედვარე ნინის ბედნიერი ღიმილი გადაეკრა სახეზე, რადგან იცოდა რას ფიქრობდა და გრძნობდა დვალი. მერე საუბარს შეყოლილებმა ყავაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა და უბრალოდ წყალი მოითხოვა...ბექამ იმდენი აცინა, რომ უკვე მუცელი სტკიოდა და ეხვეწებოდა, რომ გაჩერებულიყო, ხვდებოდა რომ უკვე სუნთქვა უჭირდა, თან პლუს ამას მის გვერდით მჯდომმა ერეკლემ სიგარეტს მოუკიდა და აივნისკენ წავიდა, მაგრამ სუნმაც კი იმდენად იმოქმედა, რომ ნატას საპირფარეშო კითხა და ფერდაკარგული იქით წავიდა. კარი როგორც კი გააღო და გამოსვლა დააპირა 7 წყვილი თვალი დაინახა და შიშისგან წამოიყვირა, პატარა დავითი კი ფეხებზე შემოეხვია და აწყლიანებული თვალებით შეხედა, როგორც ჩანს ისიც კი გრძნობდა ანას ცუდად ყოფნას, ღიმილით გადახედა ყველას და ანიშნა კარგად ვარო. ისინიც ბევრს აღარ ჩაეკითხნენ და ისევ მისაღებში გავიდნენ, უკვე რომ საკმაოდ ბნელოდა და ნინიმაც შეამჩნია ანას გადაღლა, ბოდიში მოუხადა და ფეხზე წამოდგა "ჩვენი წასვლის დროაო" კარამდე გამოაცილეს.
-თუ რამე დაგჭირდეთ არ მოგერიდოთ._უთხრა გაგამ და თბილად გაუღიმა.
-დიდი მადლობა, ძალიან კარგი საღამო იყო, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა_ასევე ღიმილით გადახედა ანამ მის წინ მდგომთ.-სხვა დროს თქვენ გვესტუმრეთ.
სახლში, როგორც კი ავიდნენ ანა მაშინვე საწოლზე წამოწვა, მაგრამ ნინიმ არ აცალა "ჯერ ჭამე და მერე დაიძინეო" ისიც ზოზინით წამოდგა და მის წინ დადებულ საჭმელს ამრეზით შეხედა, თუმცა ჭამა მაინც მოუწია და გადაღლილი დივანზე ჩამოჯდა...ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა რომ დაეძინა, რადგან ღამით თავისთავთან მარტო დარჩენის შეეშინდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან არ იმჩნევდა და კარგადაც იცინოდა, მაინც მის გულს და გონებას ობობის ქსელივით შემოხვეული ქონდა სახელი "დემეტრე"... თავი გაიმხნევა და წამოსული ცრემლები, იქ გააბრუნა საიდანაც მოვიდნენ.
დილით ძალიან ადრე გაიღვიძა, ნინის ჯერ კიდევ ეძინა. საუზმე გაიკეთა და სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა, თეფშს რეცხავდა, როცა კარზე ზარი გაისმა, მანაც სველი ხელები დაიფერთხა და კარის გასაღებად წავიდა. სახელური ჩამოწია და კარს იქით დემეტრეს ძმაკაცები დახვდა...რამდენიმე წუთი გაოცებული უყურებდა, მერე გონს მოეგო და კარს მოცილდა, რომ შემოსვლა შესძლებოდათ, მერე მისაღებისკენ გაუძღვა.
-დაჯექით_უთხრა და თვითონაც სავარძელში ჩაეშვა.
-ანა როგორ ხარ?_თითქოს შეპარვით კითხა კოკამ, ანამ კი ირონიულად გაიცინა.
-მშვენივრად.
-მოკლედ ჩვენ ვიცით რა მოხდა შენს და დემეტრეს შორის...
-მართლა? იქნებ მეც ამიხსნათ, რადგან მე არ ვიცი რა მოხდა ჩემსა და დემეტრეს შორის._იკითხა ირონიული ტონით ანამ.
-ჩვენ მისი წასვლა ვიგულისხმეთ...მიუხედავად იმისა, რომ ის წავიდა შენგან, ჩვენ არ გვინდა, რომ შენთან მეგობრობა დავკარგოთ...ბოლოსდაბოლოს 1 წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან...
-ბიჭებო თქვენ მართლა კარგები ხართ, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია ასეთი ურთიერთობა...შეგიძლიათ დამირეკოთ, მაგრამ როგორც ასე ახლო ურთირთობა ნამდვილად არ მარგებს და ამიტომ ჯობია ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის...თვქენ არაფერ შუაში ხართ და ნამდვილად არ მინდა ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, რომ ერთმანეთს ქუჩაში გამარჯობას ვერ ვეუბნებოდეთ..._ბიჭები ცოტა ხნით გაჩერდნენ ანასთან, მერე კი დაემშვიდობნენ და დაპირდნენ, რომ აუცილებლად დაურეკავდნენ...
პ.ს როგორც წინაზე ავღნიშნე ჯანმრთელობასთან მაქვს პრობლემები და მაგიტომ ვაგვიანებ...გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს...ღმერთი იყოს თქვენი მფარველი...ქრისტე აღსდგა!!! <3



№1  offline წევრი kiwi

Momwons dzaaan ❤️ kargi gogoxar xoici shen ❤️❤️

 


№2  offline წევრი Bero)))

kiwi
Momwons dzaaan ❤️ kargi gogoxar xoici shen ❤️❤️

დიდი მადლობა<3

 


№3  offline წევრი USAXELOPISUNIA

განაგრძე ეს ისტორია <3 ძალიანნ მომწონსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent