შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [4]


7-04-2015, 00:04
ავტორი Bero)))
ნანახია 4 227

დილა მზიანი იყო, მაგრამ მაინც რაღაც აკლდა...დემეტრეს გაღვიძებისთანავე წაუხდა ხასიათი... უყურებდა ამინდს და კიდევ უფრო რწმუნდებოდა თავის არაკაცობაში, რატომღაც პირველად მოუნდა, რომ ანა მზისთვის შეედარებინა...ისიც მასავით ათბობდა და ბრწყინავდა, თუმცა ხანდახან მისი სიმხურვალე შემაწუხებელიც კია, მაგრამ მზე ერთ დღეს რომ არ ამოვიდეს, მაშინ რა მოხდება? არ ვიცით...რადგან წარმოუდგენელია დედამიწა მზის გარეშე, ასევე წარმოუდგენელია დემეტრე ანას გარეშე, რაც არ უნდა იყოს შეეჩვია მის ზრუნვას, მის სიყვარულს, მისდამი სიძულვილსაც, ალბათ ზუსტად ეს ბოლო მიზეზია, ის რის გამოც დემე ანაზე უარს ამბობს, მან კარგად იცის, რომ გოგონას ვერ მოექცევა კარგად, რაც არ უნდა უყვარდეს, რადგან ყიფიანი შეეჩვია იმ აზრს, რომ დვალი უნდა სძულდეს...ალბათ ეს უბრალო თავდაცვაა სინდისისგან, რომლის ამხედრებას არავის ვურჩევ...ცხოვრებაში, რაც არ უნდა ძლიერი ციხე-კოშკი ააგო, ნებისმიერის დანგრევაა შესაძლებელი, ასე გაუჩნდა ნაპრალი დემეტრეს გულის გალავანს და სიყვარულის ნაპერწკალმაც ამ ბზარში შემოახწია...
საწოლიდან წამოიზლაზნა და აბაზანას მიაშურა, ისევ ანაზე ფიქრებით და მერწმუნეთ ეს ფიქრები სულაც არ იყო ცალმხრივი...დვალიც ფიქრობდა დემეზე და გულში დემეტრეს გრძნობებზე გამარჯვებას ზეიმობდა, მიუხედავად იმისა რომ ყიფიანი ცდილობდა გულგრილობით დაემალა ის ნაპერწკალი, ანას მაინც არაფერი გამოეპარა და დემეტრეს თვალებში აციმციმებული სხივები წამად დაიჭირა...ხომ ამბობენ "დაიჭირე წამი", ხოდა ანამაც დაიჭირა წამი და ეს წამი დემეტრეს გრძნობებში გამოჭერა იყო...იმაზეც ფიქრობდა როგორ აღენიშნა დაბადების დღე, ბოლოსდაბოლოს ყოველდღე ხომ არ ხდები 20 წლის, ყოველი წლის მომატება დღესასწაულია, მერე რა თუ ასაკი გემატება, სამაგიეროდ ასაკთან ერთად გამოცდილება და მოგონებებიც ბევრია...
ამასობაში ყიფიანი მანქანაში იჯდა და თავისი გეგმის განსახორციელებლად მიდიოდა, გული ეთანაღრებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია და მაშასადამე უნდა შესრულდეს კიდეც...მანქანა ანას კორპუსთან დააყენა და თვითონ თაიგულით ხელში კიბეებს აუყვა...კარი ანამ გაუღო და მის დანახვაზე სასიამოვნოდ გაეღიმა...
-გილოცავ ანუკი..._ძალიან მშრალად მიულოცა დემემ, მაგრამ დვალს ესეც ეყო მეცხრე ცაზე გაფრენისთვის.
-ძალიან დიდი მადლობა_უთხრა და აკოცა..._შემოდი, გარეთ რას დგახარ.
ყიფიანიც სახლში შევიდა და მისაღებისკენ დაიძრა.
-ყავას დალევ?
-არა, ცოტა ხნით შემოვირბინე, რაღაც მინდა რომ გითხრა.
-რა უნდა მითხრა?_იკითხა გაოცებულმა ანამ, რადგან დემეს ამ შეკითხვამ ნამდვილად გააკვირვა.
-დღეს იქნებ არაფერი არ დაგეგმო, მინდა რომ სადღაც წაგიყვანო._ეს კი გაოცების პიკი იყო ანასთვის, დემეტრე ყიფიანი იჩევს ინიციატივას...მგონი ეჩვენება...ხელზე შეუმჩნევლად იჩქმიტა, რეალობაში დარწმუნებისთვის და სახე ტკივილისგან მობრიცა, აშკარად მწარედ მოუვიდა...
-არა...არა არაფერს ვგეგმავ... და სად უნდა წამიყვანო?
-ეგ ჩემი საქმეა_უთხრა დემემ და თბილად გაუცინა...დღეს აშკარად ბევრია ანას ემოციური მხრისთვის...
-რაღას ელოდები ბარგი ჩაალაგე და წავიდეთ... ისედაც დიდი გზა გვაქვს გასავლელი_სულ ღიღინით ჩაალაგა ტანსაცმელი და ბოლოს მისაღებში გაიტანა, ჩემოდანი დემეტრემ ჩაიტანა და საბარგულში მოათავსა, მერე მძღოლის ადგილი დაიკავა და გვერდზე მჯდომ ანას გაუღიმა, ანას გული კი ისე აძგერდა, რომ მგონი ყიფიანსაც ესმოდა...გზა დიდი იყო, მაგრამ არა მაინც და მაინც საინტერესო... ათასში ერთხელ, თუ ხმას ამოიღებდნენ და მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს, ისიც სასადილოში...მაგის მერე ანას დაეძინა და აღარც გაუღვიძია, მანამ სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიდნენ...დემეტრემ ფრთხილად შეარხია, მძინარე ანგელოზი და დაელოდა მისი თვალების გახელას, ანამაც გაიღვიძა და გადასვლის შემდეგ, როცა თოვლს და კოშკებს მოკრა თვალი, მიხვდა სადაც იყო...სვანეთში...ძალიან გაუხარდა, რადგან სულ აინტერესებდა ეს მხარე, თანაც დემეტრეც სვანი იყო და უმეტესწილად ამიტომ შეიყვარა ასე ძალიან. გახარებული დემესკენ გაექანა და ზედ შეახტა, მერე გემრიელად აკოცა და ისევ ბუნების სილამაზეს მიუბრუნდა...
-აუ რა მაგარია... სულ ვოცნებობდი აქ წამოსვლაზე...
-მართლაც ძალიან ლამაზია, ეს კი ჩემი სახლია და სანამ გავყინულვართ ჯობია შევიდეთ..._თქვა დემეტრემ და ანას სახლისკენ უბიძგა, გარედან არაფრით გამორჩეული სახლი, შიგნიდან ძალიან კომფორტული აღმოჩნდა...ანა მისაღებში შევიდა და დივანზე ჩამოჯდა...
-აქ დამელოდე, მე შეშას მოვიტან და ბუხარი დავანთოთ, მერე სადილიც გავაკეთოთ.
-კარგი...დემე ჩემი ოთახი სად არის? ჩემს ნივთებს ავიტან.
-მაღლა, მარჯვნივ პირველი კარი_უკარნახა დემემ და თვითონ სახლის გვერდით დაწყობილ შეშისკენ წავიდა...სახლში რომ შევიდა, ანა ფოტოებს ათვალიერებდა.
-ეს შენ ხარ?_კითხა ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც დაახლოებით 5 წლის ბიჭი იყო აღბეჭდილი, სვანური ქუდით.
-ხო მე ვარ._ისევ ცივი პასუხი, მგონი ეს ბიჭი ფსიქოლოგს უნდა ეწვიოს, იქნებ იმან გაარკვიოს რა უნდა საბოლოოდ...ყიფიანი ისევ მიბრუნდა და მანქანიდან პროდუქტი ამოალაგა...სამზარულოში შევიდა და ანაც უკან მიყვა...
-საჭმელების კეთება გეხერხება?
-საკმაოდ კარგად გამომდის._თავი შეიქო ანამ და პარკებისკენ წავიდა, რომ ენახა რის გაკეთება შეიძლებოდა.
-მაშინ სამზარულოს შენ განდობ, მე კი მისაღებს მივხედავ.
-კარგი...და დემეტრე აქ რამდენ ხანს ვრჩებით?
-ალბათ ხვალ საღამოს წავალთ...ქალაქში საქმეები მაქვს._უპასუხა თუ არა გატრიალდა, რომ ზედმეტი სუბარი თავიდან აეცილებინა...ანა საჭმლის მომზადებას შეუდგა და 20 წუთში სახლში ისეთი სურნელი დაატრიალა, რომ დემეტრემ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ შესულიყო და თვალი არ შეევლო მოფუსფუსე ანასთვის.
-დემე სადილი მზადაა და სად გავშალო?
-აქ გამოვიტანოთ, თან თბილა.
-კარგი_დემეტრე სამზარლოში შევიდა და ანას მაგიდის გაშლაში მიეხმარა, ამანაც სასიამოვნოდ იმოქმედა ანაზე, მაგრამ მე თუ მკითხავთ ამ გოგოს ეს ყიფიანი თმის ღერიდან, ფეხის ფრჩხილამდე უყვარს...სადილობას როგორც კი მორჩნენ, დემემ ანას თბილად ჩაცმა თხოვა და თვითონაც თავის ოთახისკენ წავიდა, აპირებდა ვახშმამდე მესტია დაეთვალიერებინა მისთვის...მართლაც ძალიან დადებითად იმოქმედა ანაზე ამ ქალაქმა, აღფრთოვანებული იჯდა რესტორანში და გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ეგონა რომ ემოციები დაახრჩობდა.
-ანა..._მიმართა დემეტრემ, მაგრამ ანამ ვერ გაიგო და ლაპარაკი ისევ განაგრძო.
-ანა..._კიდევ გაიმეორა ყიფიანმა და დვალმაც ამჯერად მთელი ყურადღება მას მიაპყრო.
-გისმენ...
-ანა მინდა, რომ ეს დღე ისეთივე ბედნიერი გავხადო ჩვენთვის, როგორც 20 წლის წინ შენი მშობლებისთვის იყო, მინდა რომ მენდო და შენი ბედი ამჯამად მე გადმომაბარო, მინდა რომ გვქონდეს ერთმანეთის იმედი და მინდა რომ გახდე ჩემი ცოლი..._დემეტრემ ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან და დემონსტრაციულად გახსნა ყუთი...ამ დროს ანა რას გრძნობდა? სრულ ქაოსს და დიდ სიყვარულს...დვალმა იმოქმედა ტაქტიკით "იყავი ბედნიერი დღეს", ფეხზე წამოდგა, დემეტრეს მოეხვია და ყურში ხმადაბლა ჩაჩურჩულა "თანახმა ვარ"...



№1  offline წევრი nuki-nuka

ყველა ტავი ერთად წავიკითხე და ძალიან დამაინტერესე. გააგრძელე კარგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent