შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [5]


9-04-2015, 19:08
ავტორი Bero)))
ნანახია 4 024

დემეტრემ მთელი გრძნობით აკოცა და თითზე ბეჭედი ჩამოაცვა...რა მოხდა შემდეგ?
შემდეგ იყო სახლი, მგრძნობიარე კოცნა, კოცნას მოყოლილი ვნება, ვნებას აყოლილი ქალ-ვაჟი, საბოლოოდ ბედნიერი ანა და სინდის ამხედრებული დემეტრე....ღამით ანას მშვიდად ეძინა, დემეტრეს მკერდზე მიწოლილს, თუმცა ყიფიანს თვალიც არ მოუხუჭავს, მომავლის შიშით... ეშინოდა მომავლის სადაც ანა არ იქნებოდა, სადაც მის ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა და პირველად აღიარა თავისთავთან რომ დვალი უყვარს...უკვე როცა თენდებოდა, ანას გადახედა გამობურცულ ტუჩებზე ნაზად აკოცა და თავი ძილს მისცა...
*************************************************
თბილისში რომ ჩამოვიდნენ სიტუაცია ცოტა აირია...დემეტრემ როცა ბიჭებს უთხრა რომ ხელი სთოხვა, თავიდან გაუხარდათ, ეგონათ რომ ყიფიანს ეშველა, მაგრამ მერე როცა უთხრა რომ ქორწილი არ შედგებოდა, ბიჭებმა ძმაკაცის საქციელი დაგმეს და უთხრეს, რომ ამ საქმეში მათი იმედი ნუ ექნებოდა...ანამ მშობლებს დაურეკა და აცნობა, რომ დაინიშნა, როცა გაიგეს ვინ იყო პოტენციური სიძე, შვილს არჩევანი მოუწონეს და საუბარიც ამით დაასრულეს,მაგრამ ნინი(ანას დაქალი) სრული წინააღმდეგი იყო, ამ წყვილის ქორწინების...ეს გოგო ყოველთვის მაკვირვებდა, რადგან სულ იცოდა რა იყო კარგი ან ცუდი მისი დაქალისთვის და ახლაც როცა ანა შეეწინააღმდეგა, რომ დემეტრე გამოსწორდა, მხოლოდ უთხრა "ინანებ" და ტელეფონი გაუთიშა...დემეტრე მართლაც რომ შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა გეგმა... მიუხედვად იმისა, რომ ყიფიანმა თავისი ქონება ისევ დაიბრუნა და ახლა აღარაფერი ემუქრებოდა, მაინც ვერ ტოვებდა ანას...იცოდა, რომ ასე უფრო ართულებდა სიტუაციას და მერე უფრო გაუჭირდებოდა მისი მიტოვება, მაგრამ არ უნდოდა რომ დვალს მასთან მხოლოდ ცუდი მოგონებები ქონოდა, ამიტომ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო შესანიშნავი "საქმრო", დაყავდა კონცერტებზე, უწყობდა რომანტიულ ვახშმებს, პარიზშიც წაიყვანა და იქიდან როცა ჩამოვიდნენ, სთხოვა რომ მასთან გადასულიყო, ანამ ცოტა ხანი იყოყმანა, მაგრამ ბოლოს შეკრა ბარგი და ყიფიანთან დასახლდა...მათი თანაცხოვრება იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ანას წარმოედგინა, დილა იწყებოდა კოცნით და ღამე მთავრდებოდა ვნების მორევით, დემეტრე პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას "ოჯახში" და ხვდებოდა, რომ უკვე დროა წავიდეს...
სამი თვე იყო უკვე გასული, მას შემდეგ რაც ანა დემეტრესთან ცხოვრობს,უჩვეულოდ ბედნიერმა გაიღვიძა და ქმარიც სამსახურში ასეთივე ბედნიერმა გააცილა, მერე კი სიურპრიზის განხორციელებას შეუდგა...საღამოს უკვე ყველაფერი მზად ქონდა და ყიფიანს ელოდებოდა....გახდა 8 საათი დემეტრე არ ჩანს...9 საათი...10 საათი...ანამ ტელეფონი აიღო და დაურეკა, მაგრამ არ აიღო, ისევ სცადა მაგრამ ისევ უპასუხოდ დარჩა, მერე შეტყობინება მიწერა, მაგრამ არც ამაზე მიუღია პასუხი...როცა სანდროს ტელეფონზე ზარი შემოვიდა და ეკრანზე "ანა" დაეწერა, დემეტრეს გადახედა.
-მე მირეკავს..._უთხრა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
-უბრალოდ არ უპასუხოთ და მორჩა...ცოტა ხანში გაჩერდება, მერე დეპრესიაც გადაუვლის და ცხოვრებას ისევ ისე გააგრძელებს, როგორც ჩემამდე ცხოვრობდა...
-რა ადვილად ლაპარაკობ.._უთხრა კოკამ და საყვედურის სათქმელად მოემზადა, როცა დემეტრემ ხელის აწევით გააჩუმა და სთხოვა, რომ დღეს მაინც შეეკავებინა თავი...
ამ დროს კი ანა ყველანაირად ცდილობდა თავის დამშვიდებას, ოთახში ბოლთას სცემდა და თან ხელში ტელეფონს ატრიალებდა..."დემეტრე დამირეკე გთხოვ" იმეორებდა გულში და ცრემლებს თავისუფლებას აძლევდა...ბოლოს დივანზე მოიკუნტა და ხმამაღლა აქვითინდა...სანამ ჩაეძინებოდა ბოლო ცრემლი გადმოაგდო და მუცელზე ხელი დაისვა...
-მიგვატოვა დეე...მამიკომ მიგვატოვა...
***********************************
დილით, როცა გაიღვიძა პირველი რაც გააკეთა ტელეფონის შემოწმებაა, მაგრამ არცერთი ზარი და შეტყობინება არ დახვდა, ახლა უფრო დარწმუნდა, რომ დემეტრე ყიფიანმა საბოლოოდ მიატოვა და თავისთავში დაიწყო მიზეზების ძებნა, თითქოს თავს იდანაშაულებდა...პანიკა დაეწყო და მიხვდა რომ ეს დეპრესიის დასაწყისია...უნდოდა რომ მისულიყო მის სამსახურში და იქ მოეკითხა, მაგრამ იცოდა რომ ამას არასდროს გააკეთებდა, მიუხედავად იმისა რომ თავდავიწყებით უყვარდა და დიდი სურვილი ქონდა რომ ისევ მასთან ყოფილიყო, მის არჩევანს მაინც პატივს ცემდა... შეგუება დაიწყო იმასთან, რომ ამ დღის შემდეგ მარტოს მოუწევდა ცხოვრების გაგრძელება და ბავშვის აღზრდა... ამის შემდეგ გაახსენდა ნინი...და შერცხვა რომ ასე მოექცა, რა პირით უნდა დაერეკა, როცა ასე უდიერად მოექცა ბავშვობის მეგობარს და არ დაუჯერა...თუმცა მაინც არ ნანობდა, რადგან დემეტრესთან ყველაზე მაგარი 5 თვე აკავშირებდა და ყველაზე დიდი ჯაჭვის რგოლი მათი ურთიერთობის იყო ის ბავშვი, რომელიც ახლა დედის მუცელში ზის და მასავით ნერვიულობს...ამის გაფიქრება იყო და ანამ თვალებიდან ცრემლები წამებში გააქრო,თავისთავს გაუწყრა, რომ მთელი ღამე ტიროდა და არ ეძინა, ამ დროს როგორ შეიძლება ეგოისტობა...ტელეფონი აიღო და გაუბედავად ნინის ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა...
-გისმენთ_ოფიციალური ტონი შეინარჩუნა ნინიმ, თუმცა კარგად ხვდებოდა რომ ანას რაღაც გაუჭირდა და ამიტომ ურეკავდა...
-ნინიი...._ტირილით გასცა პასუხი დვალმა.
-რა მოხდა ანა...კარგად ხარ?
-არა არ ვარ... მისამართს მოგწერ და მოდი გთხოვ...
-კარგი გელოდები..._ანამ მისამართი გაუგზავნა და ისევ დივანში ჩაეშვა, ტირილი ახლაც ვერ შეიკავა და ხელი მუცელზე გადაისვა, მობოდიშების ნიშნად...
-ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ კარზე ნინიმ დააკაკუნა, დვალიც დიდი ხნის უნახავ მეგობარს მოეხვია და მის მხარზე აქვითინდა.
-მიგვატოვა ნინი....დემემ მიგვატოვა....მე და ჩვენი ანგელოზი დაგვტოვა...

პ.ს ძალიან დიდი ბოდიში პატარა თავისთვის, ჯანმრთელობასთან მაქვს პატარა პრობლემები და კომპიუტერთან დიდ ხანს ვერ ვჩერდები...როგორც კი გამოვჯანმრთელდები დიდ თავს დავდებ



№1  offline წევრი kiwi

Velodebi shemdegs, momwons dzalian ❤️

 


№2  offline წევრი anni-gio2001

Vaime sentimentalizm RA
au dz kargi magram ori minusi aqvs erti is rom dzaan agvianeb tavebis debas meore is rom dzaan patarebs Deb cota unda gaadido

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent