შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის ! (11 თავი) დასასრული..


15-04-2015, 00:49
ავტორი Aunt B.
ნანახია 5 947

- ელე.. აქ რა გინდა? - თვითონვე ეუცხოვა თავისი გაბზარული ხმა. მაშინვე შემოუტია უყურადღებობით გამოწვეულმა სასტიკმა დანაშაულის შეგრძნებამ, გაიაზრდა რომ ამ წუთას ალექსანდრესთვის მის წინდაუხედავობას მომავლის წაშლა შეეძლო.. ელენე იმდენად მშვიდად იდგა ეჭვი შეეპარა, ხომ ნამდვილად სუნთქავდა.. მხოლოდ არაადამიანურად გაფითრებულ ნაკვთებზე დადენილი ცრემლი მეტყველებდა იმაზე, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა, ჯერ კიდევ გრძნობდა რაღაცას.
- ელე.. გთხოვ რა არ ინერვიულო.. არასწორად გაიგე.. ისე არაა საქმე შენ როგორც იფიქრე, ის..
- თომა, გთხოვ! - იმ წუთას მართლა მოუნდა ახლა ვინმე შემოსულიყო და მისთვის ტყვია დაეხალა. იდგა უმოქმედოდ და ისე უყურებდა მის ტკივილიან თვალებს, რომ ვერაფრით ეხმარებოდა.. ელენემ ფრთხილად შემოაბრუნა თავისკენ მინის ჩარჩო, რომელსაც ალექსანდრე ყველაზე მეტად უვლიდა, ფოტოსურათს ნაზად გადაატარა სიფრიფანა თითები და თავისუფალ ადგილას ფრთხილად მოათავსა, თომასთვის აღარც შეუხედავს ისე გაბრუნდა უკან.. კარის ხმა რომ გაიგო მხოლოდ მაშინ მოვიდა გონზე, საშინელი დილემის წინაშე დამდგარიყო და ვერ გადაეწყვიტა გოგონას გაყოლოდა თუ ალექსანდრესთან დაბრუნებულიყო, ახლა ელენეს რომ რამე მოსვლოდა ვერც თვითონ აპატიებდა თავს და მეგობარსაც საბოლოოდ დაკარგავდა მაგრამ მეორე ხმა კარნახობდა, რომ ახლა ალექსანდრეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა მისი დახმარება, თუნდაც იმიტომ, რომ თითქოს მაინც შემორჩენოდა უკანასკნელი იმედის ძალიან მცირე ნაწილი, რომ ყველაფერს გადაარჩენდა, რომ ისევ შეძლებდა მათი ბედნიერებით ცხოვრებას, რომ კვლავ ექნებოდა შანსი ყოფილიყო მარიამის მეორენახევარი...
მართლა არ არსებობდა მიზეზი რის გამოც ახლა გაჩერდებოდა, არაფერს ნანობდა მაგრამ აუტანელ სიცარიელეს გრძნობდა. ძალიან დიდხანს უყურა წარმოსახვაში მილიონჯერ დამახიჯებულ, ახლა კი რეალურად სისხლში ამოსვრილ გასაცოდავებულ სხეულს და მთელმა განვლილმა ცხოვრებამ წყვეტილი კადრებივით გაუარა თვალწინ, ერთდროულად დაუარა აუტანელმა სიცივემ და ტკივილმა, ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ მისთვის ეპატიებინა, თვალი დაეხუჭა ამ საცოდავი არსების გამო ამდენი ადამიანის შეცვლილ არსებობაზე და უვნებლად გაეშვა. გრძნობდა, რომ თუ გაგნიძე ახლა არ შეწყვეტდა სუნთქვას მისი ოჯახის სიმშვიდე ვერასდროს იქნებოდა ისეთი მტკიცე, როგორზე თავისი შვილის და ელენეს გამო ოცნებობდა. არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა სახლეტზე თითის გამოკვრა, იდგა და ვერ ბედავდა ამდენი ხნის სურვილი აესრულებინა, არა იმიტომ რომ სასიკვდილოდ არ ემეტებოდა, უბრალოდ იცოდა, რომ ტყვიის გავარდნასთან ერთად ელენესაც დაკარგავდა, იცოდა, რომ მართალი ვეღარ იქნებოდა ჯერ არდაბადებულ შვილთან, ყველაზე მეტად რომ იმსახურებდა მამის სისუფთავეს, მაგრამ მაინც გაბედა.. იარაღის გამაყრუებელმა ხმამ თითქოს ყველაფერი გაიყოლა, უკვე აღასრულა აქამდე მუდამ წარმოსახვითი სცენა, მაგრამ ძალიან გაუკვირდა როცა შვება ვერ იგრძნო, პირიქით, უფრო დამძიმდა და სუნთქვაც საგრძნობლად გაუჭირდა. მანამდეც იცოდა, რომ ელენეს ღალატით პირველ რიგში საკუთარ თავს და დარჩენილ ადამიანობას მოუღებდა ბოლოს მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა მტრის მოშორება აუტანელ ტკივილს თუმცა ისე მწარეს შცდა, როგორც არასდროს.. ზიზღით მიაგდო უკვე გვამად ქცეულ სხეულს იარაღი და უკან გამობრუნდა. კიდევ უფრო ცხადად გაიაზრა თავისი სისუსტე თომას მზერაში დიდი იმედგაცრუება რომ ამოიკითხა მაგრამ ახლაც არ მიუტოვებია მეგობარს და ამან უფრო მეტად ატკინა. ახლა ელენე რომ არ ენახა მართლა ვეღარ შეძლებდა სუნთქვას მაგრამ რეზიმ მაინც შეაჩერა:
- არ გინდა, ასე ნუ დაენახვები! - ხმაშიც კი იგრძნობოდა რამდენიმე წამის წინ მის თვალებში დანახული იმედგაცრუება. მხოლოდ თავი დაუქნია მაგრამ საჭეს მაინც მიუჯდა. აქაურობას მაინც უნდა მოშორებოდა, რომ როგორმე ფიქრის საშუალება ჰქონოდა. არაფრით აპირებდა ელენესთვის რამე დაემალა მაგრამ ჯერ ამის დრო არ იყო, რამდენიმე დღეში მათი პატარა გაჩნდებოდა და მხოლოდ მაშინ შეძლებდა მათ დატოვებას, როცა დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდათ.
ისევ ზომას გადამეტებული სიჩქარე, ისევ არეული შეგრძნებები, მომენტი როცა აშკარად იაზრებ შენს დანაშაულს და შედეგებს იმკი.. არ იყო სიტყვები, რომელითაც ამ ყველაფერს ახსნიდა, ვერაფრით გადმოსცემდა იმ გრძნობას, როცა კაბინეტში შესულს მაშინვე მოხვდა თვალში ყველაზე ძვირფასი ნივთის შეცვლილი ადგილი. ვერანაირი მიზეზი ვერ მოძებნა რატომ არ უნდა ეგრძნო თავი უკანასკნელ არაკაცად! უყურებდა მათი გოგონას ძალიან პატარა გამოსახულებას და საკუთარი თავი სძულდა მისთვის მიცემული პირობა ასე „ადვილად“ რომ დაარღვია, ელენეზე ფიქრს კი საერთოდ ვერც კი ბედავდა.. არც უმართავმა ღრიალმა და კაბინეტში დალეწილმა თითოეულმა ნივთმა გაუნელეს ტკივილი, მხოლოდ ძლიერად მიხუტებული ფოტო მატებდა ძალას, რომ ესუნთქა..

ტირილისგან მის ჩაწითლებულ თვალებს და თითქოს დასუსტებულ სხეულს რომ მოკრა თვალი მაშინვე მიხვდა, რომ ელენემ ყველაფერი იცოდა. საყვარლად მოფუზულიყო ბუხართან და პატარა მუჭებით იწმენდდა ცრემლებს. როგორ მოუნდა ჰქონოდა უფლება მუხლებზე დაესვა და მთელი ღამე მის ფერებაში გაეტარებინა მაგრამ ამდენად ვერ „გაანებივრებდა“ თავს. უსიტყვოდ ჩამოჯდა მეორე სავარძელზე და თვითონაც მბჟუტავ ალს გაუსწორა თვალი.. ვერცერთი ვერაფერს ამბობდა, მაგრამ ორივემ მშვენივრად იცოდა, რომ ეს გარდაუვალი დასასრული იყო, ხვდებოდნენ, რომ ვეღარ შეძლებდნენ იმედის შენარჩუნებას. ისევ ალექსანდრე დანებდა, ისევ ვეღარ გაუძლო აუტანლად დახუთულ ჰაერს, მის სიახლოვეს და ჩუმად ქვითინს. უკვე კარამდე იყო მისული გოგონას ტირილისგან ოდნავ დაბოხებული ხმა რომ დაეწია :
- მამაშენის სახლი რატომ გაყიდე? - საკუთარი თავი შეეზიზღა მაინც ძალიან დიდი სითბო რომ დაიჭირა მის ნაწყენ ტონში.
- გთხოვ, არ გინდა ელენე! - ვეღარ გაუბედა ჩვეული „ელე“ .. საშინლად მკაცრი იყო ალექსანდრეს ხმა მაგრამ მაინც არაფრით ეთმობოდა ელენეს.
- მითხარი! - არასდროს ყოფილა ასეთი კატეგორიული მასთან მაგრამ ახლა ამის დრო საერთპდ არ იყო..
- არ გამიყიდია.. - უკანასკნელი იმედის სხივიც კი უმოწყალოდ ჩააქრო საყვარელ თაფლისფერ თვალებში მაგრამ მეტს ვეღარ მოატყუებდა. აღარ დალოდებია მის პასუხს, სწრაფად დატოვა ოთახი და იქაურობას გაეცალა. გარეთ რამდენიმე დაცვის წევრი მოიხმო და გააფრთხილა, რომ გოგონასთვის ყურადღება მიექციათ, ისე რომ ელენე არაფრით შეწუხებულიყო. თვითონ კი ისევ საჭეს მიუჯდა და გეზი მამის სახლისკენ აიღო...

___

როცა ტკივილისგან ატირებული ელენე სამშობიაროში მიჰყავდა იმ წუთებში საერთოდ აღარაფერი ახსოვდა, არც ის, რომ თავს მისი მიკარების უფლება აუკრძალა, არც კატეგორიული გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ საერთოდ აღარ დალაპარაკებოდა.. უწყვეტად უმეორებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მთელი ძალით იკრავდა გულში, რომ როგორმე ახლა მაინც უზრუნველყო მისი სიმშვიდე ახლა ასე რომ სჭირდებოდა მათ პატარას.
ელენეს ახლა ტკივილზე მეტად სხვა რამე უფრო ატირებდა, რამდენიმე დღე ისე გაატარეს თითქოს ერთმანეთის არსებობას ვერ იმჩნევდნენ, ორივემ იცოდა განშორებაზე საუბარი რომ მოუწევდათ მაგრამ ხმას ვერცერთი იღებდა.. ელენემ ყველაფერი გაგებისთანავე აპატია, მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა, ვერასდროს დაიბრუნებდნენ გუშინდელ ბედნიერებას თუ ალექსანდრე თავის თავს ვერ აპატიებდა, ისე ეხვეოდა სუსტი მკლავებით თითქოს იცდა, რომ სხვა დროს ამის შანსი აღარ ექნებოდა. მუცლის ტკივილი მის სულიერ ტანჯვასთან შედარებით არაფერი იყო, მისი ცრემლები კი ალექსანდრეს სათითაოდ ესობოდნენ გულზე ბასრი ისრებივით..

იმ წუთიდან გამოეთიშა სამყაროს როცა უთხრეს, რომ მათ პატარას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო, რომ ელენე ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს. გაქვავებული იდგა ინკუპატორის უზარმაზარ ვიტრინასთან და თვალსაც კი არ ახამხამებდა ისე მიშტერებოდა დანადგარს, რომელიც მათი შვილის სიცოცხლეს განაგებდა. ახლაც ძალიან უსამართლოდ ექცეოდა ცხოვრება, არც ახლა იყო სამართლიანი მასთან ღმერთი.. უკვე ვეღარ ხვდებოდა სად დაუშვა შეცდომა, სად შეეშალა, ვერ ხვდებოდა ახლა მაინც რატომ ისჯებოდა ასე, ახლა როცა ყველაფერი ისე გააკეთა რომ მხოლოდ ისინი - ელენე და მათი გოგონა ყოფილიყვნენ კარგად.
- ალექს, გესმის რას გეუბნება ექიმი? ასე კარგად გახდება.. - ვერ მიხვდა რის ახსნას ცდილობდნენ ერთროულად თომა და რეზი. ახლაც ადვილად მიუხვდნენ მეგობრები გასაჭირს, თომამ მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა და ძალიან ნელა, გარკვევით დაიწყო :
- ალექს, ექიმებს უნდათ, რომ რაღაც ცადონ.. ცოტა ხნით პატარა ხელში უნდა აიყვანო! იმიტომ რომ კარგად გახდეს მშობლებთან ახლოს უნდა იყოს, ახლა ხომ გაიგე? - ასეთი განადგურებული მაშინაც კი არ უნახავს, როცა თავისი ხელით აყრიდა პატარა დას მიწას.. მძიმედ გადადგა ნაბიჯი მისკენ და კარისკენ უბიძგა, მიხვდა, რომ დამოუკიდებლად ალექსანდრე განძრევასაც ვერ მოახერხებდა.. რთული იყო გეყურებინა უკვე მეორედ ცოცხლად გარდაცვლილი მეგობრისთვის, რთული იყო უმოქმედობა ასეთ მომენტში, როცა ყველაზე მეტად იყო მოქმედება საჭირო..
არ აინტერესებდა რამდენიმე საათის განმავლობაში ფეხზე დგომისგან დაბუჟებული და ატკივებული ტერფები, გონება მხოლოდ იმ ვარიანტს განიხილავდა, რომ მის მკლავებში ნებიერად ჩაძინებული პატარა არსება ახლა უკვე მასზეც იყო დამოკიდებული, დიდი ხანი არც იყო გასული მას შემდეგ რაც გულზე დაუწვინეს, მაგრამ ძალიან მალე მიიღეს ექიმებმა ის შედეგი რასაც ექსპერიმენტისგან ელოდნენ. საყვარლად აცმაცუნებდა პირს და მთელი ძალით უჭერდა ერთი ციდა თითებს მამას. სუნთქვა შეეკრა როცა პატარა ვარდისფერ სამაჯურზე „ანა ჭელიძე“ რომ ამოიკითხა, ახლაც იგრძნო ელენეს უანგარო სიკეთე, როცა მისი შვილისა და გარდაცვლილი დის სახელები ერთმანეთის იდენტური აღმოჩნდა..
დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და ახლაც ვერ ბედავდნენ საბედისწერო საუბრის დაწყებას.
- ელე..
- არა, გთხოვ ... - ვეღარ შეიკავა ცრემლები ელენემ, ყურებზე ხელები არ აიფარა თავი როგორღაც მაინც რომ დაეცვა მისი სიტყვებისგან.. ვერც მაშინ გაჩერდა ალექსანდრემ ნაზად რომ ჩამოაღებინა ხელები და გულში ძალიან მაგრად ჩაიკრა...
- უნდა გაგიშვათ, ელე.. სხვანაირად არ შეიძლება... არ შემიძლია გესმის? - არეულად ლაპარაკობდა და ვეღარც თვითონ იკავებდა ემოციებს.
- არა, არ მინდა! გთხოვ.. - სუნთქვას უკრავდა ელენეს მუდარა მაგრამ მაინც უნდა ეთქვა..
- ელე, ჯერ ძალიან პატარაა და უკვე ჩემ გამო ძალიან ბევრ რამეზე აგებს პასუხს! ასე ვერ მოვიქცევით! ახლა მარტო მე და შენ არ ვართ გაიგე ელენე... - უკვე ყვიროდა მაგრამ მაინც არ უშვებდა საყვარელ სხეულს. ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ეცხოვრა მათ გარეშე თუნდაც ერთი წამიც კი მაგრამ ახლაც რომ მართალი იყო ზუსტად ეს ვერ აიტანა.. როგორ უნდოდა ელენეს, რომ ახლა მაინც გადაედგა არასწორი ნაბიჯი, ახლა მაინც ჰქონოდა შეცდომის დაშვების უფლება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ალექსანდრესთვის უნდა დაეჯერებინა.
- როცა ანა გამოკეთდება მინდა, რომ მარიამთან წახვიდეთ, ელენე არც კი გაბედო გაჯიუტება! - სიმკაცრე შეეპარა ხმაში მაინც რო დააპირა გოგონამ შეპასუხება.
- არ მინდა წასვლა ! - ამოიბუზღუნა და ნაზად მოიწმინდა ცრემლები..
- უნდა წახვიდეთ..
- არა ალექსანდრე მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა ხომ იცი რომ საპატიებელიც არაფერი გაქვს, ნუ მიყურებ ასე თითქოს რამე დამიშავე, გთხოვ... - არც ახლა ეყო ძალა ბოლომდე დაესრულებინა, პარადოქსი იყო მისთვის ალექსანდრეს დაუნდობელი გადაწყვეტილება მას კი ძალა არ ყოფნიდა მისთვის ებრძოლა...
- მხოლოდ მისთვის ელე.. მისი კარგად ყოფნისთვის... არაფრის შეგეშინდეს, დარწმუნებული ვარ საუკეთესო დედა იქნები! - კიდევ უფრო მეტად უკლავდა გულს მისი სიტყვები მაგრამ იცოდა შეწინააღმდეგებას ალექსანდრეს შემთხვევაში საერთოდ არ ჰქონდა აზრი.. ახლა ვერც კი აზროვნებდა, ვერც კი განიხილავდა იმ გზებს, რომლითაც მის დაბრუნებას შეძლებდა მაგრამ მალევე გაიაზრა, რომ ასეთი გზა საერთოდ არც კი არსებობდა, როცა ცუდად მყოფი პალატაში მარტო დატოვა და მასთან მხოლოდ ექთანი შემოუშვა მიხვდა რომ ვერაფერს აღადგენდა, ვერასდროს დაიბრუნებდა მოსიყვარულე, მხოლოდ მასზე გაგიჟებულ ქმარს..

მაინც დაუშვა, მაინც მისცა წასვლის უფლება.. უკვე მეშვიდე ღამეს ათენებდა ანასთან ერთად ალექსანდრეს გარეშე და უმისოდ გატარებული ღამეების ზრდასთან ერთად უფრო მეტად უღრმავდებოდა აუტანელი ტკივილი, რომელსაც მთელი მისი არსება დაუნდობლად მოეცვა და ნორმალურად სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ახლა მხოლოდ მასზე ჩაბღაუჭებული პატარა თითები აძლევდა ძალას ამ ყველაფრისთვის გაეძლო, მხოლოდ მისი დიდრონი, უძირო მზერა აიძულებდა შეგუაბოდა რეალობას. დარწმუუნებული იყო იმაში, რომ პატარაც მასავით განიცდიდა უმისობას, მასაც ისევე აკლდა მამის სურნელი როგორც ელენეს, ვერს საჭმელს ჭამდა, არც ეძინა.. ელენე ამასაც დიდი მოთმინებით იტანდა და ცდილობდა მთელი ყურადღება, მთელი დარჩენილი სითბო მისთვის გაემეტებინა სულ ცოტათი მაინც რომ მოეპოვებინა შვილს სიმშვიდე მაგრამ კარგად იცოდა, რომ ალექსანდრეს ვერაფრით შეუცვლიდა. ყოველ დილით იმედით სავსე თვალებით ხვდებოდა ბიჭებს კართან, რომ მასზე რომელიმეს მაინც ეთქვა სიახლე მაგრამ ყოველ ჯერზე უუფრო მეტად ტკიოდა გული. საათობით უყურებდა ხოლმე ამერიკაში გასაფრენ საბუთებს და ბილეთებს, მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს, გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ ალექსანდრე თუნდაც მათი შვილის გამო დაბრუნდებოდა მაგრამ...
- ელე, სადმე მიდიხარ? - გაკვირვებულმა მოათვალიერა თომამ ჩემოდნებით სავსე ოთახი და ჩაძინებული პატარა ფრთხლად ჩააწვინა საწოლში. ელენემ მაშინვე ხელებში ჩარგო სახე და უხმოდ ატირდა. მართლა არ იცოდა რა ეთქვა, საშინლად უჭირდა იმის აღიარება, რომ ნებდებოდა, რომ მართლა მისცემდა წასვლის უფლებას მაგრამ უმოქმედობამ ჭკუიდან გადაიყვანა. ახლაც მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა წასვლა რომ ალექსანდრეს ბოლო თხოვნა შეესრულებინა, ისევ მისი სურვილი იყო პირველ ადგილას!
- ელენე, რა ხდება? - დიდხანს ელოდა მის დამშვიდებას თომა.. სწორად მიხვდა ელენე, რომ ეს კითხვა არა ელენეს ცრემლებს, არამედ მათი დაშორების მიზეზს ეხებოდა.
- არ ვიცი თომა.. ვეღარ ვძლებ.. მინდა რომ დაბრუნდეს .. - ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა აღელვებული ელენე ფრაზებს და მთელი ძალით ჩაებღუჯა შვილის პატარა ქუდი..
- არ მინდა რომ განერვიულო მაგრამ მაღირსებთ ერთხელ და სამუდამოდ ? მომიყვებით რომელიმემ რა ხდება? ელენე უნდა აპატიო.. - ემოციებმა ერთიანად შემოუტიეს თომასაც..
- ფიქრობს, რომ რადგან პირობა დაარღვია მე ნაწყენი ვარ, ჰქონია, რომ შვილის ღირსი არ არის გესმის თომა? ყველაფერი ვაპატიე, არაფერზე ვუბრაზდები მაგრამ არაფერი მესმის.. - მართლა საშინლად ტანჯავდა აუტანელი გაურკვევლობა.
- ელენე.. შენ.. მართლა არაფერი იცი? - გაკვირვებისგან კინაღამ პირი დააღო თომამ.
- რას გულისხმობ? - არანაკლებ დაბნეული ჩანდა ელენეც.
- ღმერთო ალექსანდრე, ჩემი ხელით დაგახრჩობ მაგ უკუღმართობისთვის! - მომენტალურად გადაერთო სხვა სამყაროში, ისეთი გამომეტყველებით მიმოდიოდა ოთახში თითქოს ელენეს არსებობაც კი დავიწყებოდა.
- თომა, აღარ მეტყვი რა ხდება? - ახლაც უმტყუნა ნერვებმა გოგონას და მისმა კატეგორიულმა ტონმა ადვილად მიახვედრა თომა, რომ ერთადერთი ვისთვისაც სიტუაცია უნდა აეხსნა ელენე იყო..
- ელენე, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა.. თქვენ გიცავდათ.. როგორ ფიქრობ რატომაა სახლში ამდენი დაცვა? რა გგონია მაშინ რომ დაეცი შემთხვევითობა იყო? ან რას ფიქრობ ახლა მარიამის გვერდით რატომ არ ვარ? მეგონა იცოდი.. მეგონა მიხვდებოდი ელენე, მართლა არაფერი იცი? - ძალიან გაუჭირდა აშკარა ფაქტის დაჯერება.
- გაგნიძემ ყველაფერი გააკვია ელე, გაიგო ვინ იყო მისი მტერი.. პირველი შეტევა ზუსტად მაშინ განახორციელა ალექსანდრე რომ დაიჭრა, ყველაფერი მოულოდნელი და კარგად გათვლილი იყო, ძლივს გადავრჩით მაგრამ მერე ფრთხილად ვმოქმედებდით. ძალიან ეცადა ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, აღარც ეძებდა ელე მაგრამ იძულებული გახდა თქვენ დასაცავად ისევ ბრძოლაში ჩართულიყო. რა არ გააკეთა, რომ შენ და ანა ამაში არ გარეულიყავით მაგრამ მაშინ შენ რომ წაიქეცი გაგნიძე ზედმეტად ახლოს მოვიდა თქვენთან და ზუსტად ამას ვერ პატიობს თავის თავს ალექსანდრე..
- მე უბრალოდ ფეხი ამისრიალდა.. სულ ეს იყო.. - ვერაფრით აკავშირებდა ფაქტებს ერთმანეთთან ელენე და მთელი ძალისხმევა მოეკრიბა, რომ როგორმე გაეაზრებინა თომას მოყოლილი ასე უმოწყალოდ რომ უფხაჭნიდა შიგნიდან ყველაფერს.
- ვიღაცამ სპეციალურად დაასხა მცურავი სითხე, ვიღაცამ ვინც იცოდა, რომ აუცილებლად შეხვიდოდი სამზარეულოში.. - პატარას ტირილმა თითქოს ძალა შემატა რომ არ წაქცეულიყო, სწრაფად ამოიყვანა საწოლიდან და ისე მიიხუტა თითქოს მხოლოდ მას შეეძლო მისი ფილტვებისთვის ჰაერის მიწოდება. მზრუნველად გადაატარა თომამაც ერთი ციდა თავზე ხელი და თბილად გაუღიმა..
- თომა.. თუ იცი სად არის.. ძალიან გთხოვ წამიყვანე რა.. - ძალიანაც რომ ნდომოდა ელენეს მუდარით სავზე თვალებს ვერაფრით ეტყოდა უარს, აქამდეც უგრძნობდა გული, რომ რაღაც გაურკვევლობა იყო მაგრამ ვერ გათვალე ალექსანდრეს მაზოხისტური ქმედება, რომ არაფრის გამო გაიმართლებდა მეგობარი თავს იმ ფაქტით, რომ ყველაფერს საყვარელი ქალის და შვილის გამო წირავდა. არც უფიქრია უარის თქმა, უსიტყვოდ დაუქნია თავი და თითით ანიშნა გამომყევიო..
სისულელე იყო მაგრამ მაინც, ტბის ნაპირას ელენესთან თითქოს უფრო ახლოს გრძნობდა თავს, აქ ყოფნის განმავლობაში თითქმის მთელი დრო ასე გაყავდა, ან როქსის ასეირნებდა ნაპირზე, ან ელენეს საყვარელი ხის ქვეშ იჯდა და ჰორიზონტს ურეაქციოდ გასცქეროდა.. ყველაფერს ნიშნავდა მისთვის ღამე - უკვე ყოფილ „თავიანთ“ სახლთან, ანას ოთახის ფანჯრიდან რომ ზვერავდა ხოლმე ცოლ-შვილს. მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენი ხანი მოუწევდა ასე ცხოვრება, არ იცოდა რისი იმედი შეიძლებოდა ქონოდა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ეგოისტურად ახარებდა ჯერ არგამოყენებული გასამგზავრებლად საჭირო საბუთები, ყოველგვარი პროტესტის გარეშე აპირებდა ამერიკაშიც უკან გაყოლოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თუნდაც მუდამ ჩრდილიდან ეყურებინა შვილის პირველი ნაბიჯებისთვის, მხოლოდ იმიტომ რომ მისი პატარას ნათქვამი „დედა“-თი გაბედნიერებული ელენეს თვალები თუნდაც ერთხელ მაინც ენახა.. ახლაც უზარმაზარი ხის ფესვზე ჩამომჯდარიყო, იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და თავს როქსის საყელოზე გამობმული მედალიონის დეტალური შესწავლით ირთობდა. მის გვერდიდან ერთგული მეგობრის გაქრობა მანამ არ შეუნიშნავს სანამ ძალიან ნაცნობი, ლაღი სიცილი არ მოესმა ამქვეყნად მილიონ ხმას შორისაც რომ უპრობლემოდ გამოარჩევდა. მთელი კვირის უძინარს და ემოციებისგან დაღლილს ყურადღება არ მიუქცევია წამოდგომისას მკვეთრი მოძრაობის გამო თვალები რომ დაენისლა, მაშინ მიხვდა, რომ ღმერთი ყველაზე მეტად წყალობდა, ელენე ყოველთვის ყველგან მაშინ ჩნდებოდა როცა გაძლება უკვე შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე ხედავდა მაინც უსაზღვროდ დიდი იყო მონატრება.. საყვარელმა თაფლისფერმა თვალებმა მიახვედრეს რატომ ჰქონდა მთელი ეს დრო გაურკვეველი იმედი, რომ რაღაც მაინც მოგვარდებოდა, ელენემ ახლად გაუმართლა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ასეთ სიყვარულს არ იმსახურებდა.
- ელენე, არ მიეკარო მეთქი რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო! - ყოველთვის ასე იცოდა, თანაცხოვრებისას როცა რაღაც აღელვებდა სრულიად პარადოქსულ საკითხებზე აძლევდა ხოლმე შენიშვნას გოგონას, მაგრამ ელენე ყოველთვის უგებდა და ძლიერად ეხუტებოდა ხოლმე, ზუსტად იცოდა, რომ ალექსანდრე ამ დრსო ვერაფრით მიდიოდა მის წინააღმდეგ. ახლა პირიქით მოხდა, ახლა ალექსანდრემ ვეღარ გაძლო მის გარეშე და თვითონ ჩაიკრა გულში.
- ანა სად არის? არ მომიყვანე? - თითქოს საყვედური გამოერია ხმაში მაგრამ ელენეს ესეც კი ძალიან მონატრებოდა...
- სახლში არიან, თომას ჰყავს.. - სწრაფად განუმარტა და მაშინვე მონატრებულ ტუჩებს წაეტანა საბოლოოდ რომ გაემარჯვა ალექსანდრეს სიჯიუტეზე. ასეთი აღელვებული რომ არ ყოფილიყო აუცილებლად ბევრს იცინებდა ალექსანდრეს რამდენიმეწამიან თავშეკავებულ კოცნაზე ერთი ამოსუნთქვით ვნებიან ალერსში რომ გადაიზარდა. გოგონასგან ყოველთვის სიმორცხვეს და უინიციატივობას მიჩვეულეს მისმა გამოუცდელმა მცდელობებმა წამიერად გადაავიწყეს სასტიკი პირობა, რომელიც ელენეს „ხელშეუხებლობას“ გულისხმობდა. ერთი მოძრაობით შემოისვა თეძოზე და კვლავ მუხის ხისკენ დაიძრა ისე, რომ მისი მონატრებული ყელის დაგემოვნება არ შეუწყვეტია, მაგრამ გონებამ მაინც გაახსენა ყველაფერი და რეალობაში დაუნდობლად დააბრუნა.. მაშინვე მოიშორა ამქვეყნად ყველაფერზე საყვარელი სხეული და ტბისკენ შებრუნდა, თითქოს ასე შეძლებდა მის მონატრებასთან გამკლავებას.
- უნდა წახვიდე ელე, გთხოვ.. უფრო მეტად ნუ ართულებ ! - არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი და ამავდროულად ყალბი ელენესთან, არასდროს დაუმალავს ასე გამეტებით მასთან ყოფნის სურვილი. ალბათ მისთვისაც კი არსებობდა მოთმინების ზღვარი, რომელსაც ზუსტად მაშინ გადააბიჯა, როცა ძლიერად მოჭერილი ხელი მისმა თბილმა თითებმა გააშლევინეს, ზუსტად მაშინ დაკარგა თავშეკავებაზე კოტროლი, როცა გაუბედავად შემოეჭდო სუსტი ხელები მუხელზე, ვეღარც მის სურვილს მოერია და ვერც მისი აცახცახებული სხეული აიტანა..
- ჯანდაბა, ელენე ! - საბოლოოდ დანებდა და ისევ გიჟივით დაეძგერა საყვარელი ქალის ტუჩებს, მხოლოდ მაშინ მოშორდნენ ერთმანეთის სხეულებს, როცა შვილი გაახსენდათ. სასაცილოდ აუწითლდა ელენეს სახე ასე თავშეუკავებლად რომ მოიქცა,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ალექსანდრე უნდოდა..
- ალექსანდრე! იცოდე სახლში ჩვენთან ერთად დაბრუნდები! - იშვიათად იყო ასეთი კატეგორიული მასთან მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო..
- ელე, გთხოვ..
- არა , არა და არა! კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ყველაფერი დაივიწყო ალექსანდრე ასე როგორ მომექეცი? რატომ არ მითხარი სინამდვილეში რაც ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის გააკეთე.. რატომ დაუშვი, რომ ახლა აქ ვდგავარ და საკუთარი თავის მცხვენია, იმიტომ, რომ შენს სიყვარულში ეჭვი შემატანინე, იმიტომ რომ მეგონა მართლა დაარღვიე ჩვენთვის მოცემული პირობა.. კარგად იცოდი, რომ მაშინვე გაპატიე მაგრამ მაინც მიხვდი, რომ მეწყინა მე კი საერთოდ ვერაფერს მივხვდი.. ასე არ უნდა მომქცეოდი.. ჩემი ბრალია.. - უკვე ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა და არც ალექსანდრე აჩერებდა, ელენე ახლაც თავისი სიმართლით ებრძოდა და ახლაც ტრადიციულად იმარჯვებდა მასზე.
- ალექსანდრე დაივიწყე ყველაფერი გთხოვ... შეიგნე, რომ ყველაფერი დამთავრდა.. იცი მაინც როგორ უჭირს ჩვენს შვილს უშენოდ?
- ვიცი.. - ისე დახარა თავი თითქოს მძიმე დანაშაული ეღიარებინოს.
- საიდან? - ელენემ ეჭვით მოჭუტა ლამაზი თვალები ალექსანდრე მიხვდა, რომ ადვილად ვეღარ „გამოძვრებოდა“.
- ყოველ ღამით მოვდიოდი თქვენთან.. - თვალებში არ შეუხედავს ისე აღიარა „დანაშაული“ და ელენეს რეაქციას სუნთქვაშეკრული დაელოდა, რომელმაც საკმაოდ დაიგვიანა.
- აუტანელი, მაზოხისტი, საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ხარ ალექსანდრე! - ცრემლები შეერია ელენეს ხმას, ალექსანდრემ კი მისი რეაქციით გაკვირვებულმა საერთოდ ვერ შეძლო პასუხის გაცემა. მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე გოგონა მკლავებიდან რომ დაუსხლტა:
- ელენე მოიცადე... ელენე! ... ელე.. - ვერასდროს უწევდა წინააღმდეგობას მის სითბოთი სავსე „ელე“-ს.
- არ გიყვარვართ! არც მე და არც ჩვენი პატარა.. - საწყლად ამოიტირა და სახე ხელებში ჩარგო.
- საიდან მოიტანე ელენე ეგ სისულელე, თქვენ გარდა სხვა ვინ უნდა მიყვარდეს? - გულწრფელად ეწყინა ელენეს აბსურდული ბრალდებები.
- მაშინ ჩვენთან ყოფნა გენდომებოდა.. - არ იყო სიცრუის თუნდაც მცირედი მარცვალიც კი ელენეს სიტყვებში, ახლაც ცამდე მართალი იყო და ახლაც თავისებურად უჭრიდა ალექსანდრეს სამოქმედო გზას.
ისე გამობრუნდა, მის პასუხს აღარც დალოდებია, ერთიანად მოაწვა ამდენი ხნის დაგროვილი ცრემლები. კოტეჯის კარი რომ შეაღო და გაღიმებულ თომას მოჰკრა თვალი უფრო მეტად აუჩქარდა გული და უფრო მეტად მოაწყდა მის თვალებს ცრემლი. თომას ყველაზე მეტად ეიმედებოდა აქ წამოსვლა, ვერც კი დაუშვა, რომ ელენეს ისევ ამ მდგომარეობაში ნახავდა. უსიტყვოდ გადაანაცვლა პატარა დედის მკლავებში და გოგონას მითითებას დაელოდა.
- ძალიან გაწვალა? - ტირილისგან დაწითლებული თვალებით მოუბოდიშა და ნაზად შეახო სიფრიფანა კანს გახურებული ტუჩები.
- არა პირიქით, მამამისის სუნი იგრძნო ალბათ და რაც მოვედით ძინავს.. - მართლა ალექსანდრეს თავბრუდამხვევი სურნელით იყო გაჯერებული ოთახი, სხვა შემთხვევაში მისი სიტყვებით უფრო მეტად აღელვებული ელენე რომ ენახა თავს ვერაფრით აპატიებდა მაგრამ ახლა უკვე იცოდა, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ გამოვიდა ვიდრე წარმოიდგენდა.
- აბა, რა გადავწყვიტეთ? მივდივართ? - გაბადრულმა იკითხა და განგებ არ მოაშორა ელენეს თვალი, რომ ვერ მიმხვდარიყო..
- რაც შეიძლება სწრაფად.. - მხოლოდ პატარას გამო იკავებდა თავს, რომ ისევ არ ატირებულიყო, ანა ზედმეტად მგრძნობიერად რეაგირებდა დედის ემოციურ ცვლილებებზე.
- საჭესთან შენ დაჯექი, ანას მე წამოვიყვან! - ისე აღელდა ალექსანდრეს ხმის გაგონებისას ბავშვი უფრო მეტად მიიკრა იმის შიშით, რომ არ წაქცეულიყო და მისთვის რამე არ დაეშავებინა, მაგრამ რამდენიმე წამში შემოეხვია ძლიერი მკლავები, რომლებიც არ დაუშვებდნენ ოდესმე რამე მოსვლოდათ. ალექსანდრე ზურგიდან უჩურჩულა:
- ძალიან მიყვარხართ! - კატეგორიული იყო მისი ტონი და ელენე ადვილად მიხვდა, რომ ამ სიტყვებით დაუმსახურებელი ბრალდებებს აპროტესტებდა. ამდენი ხნის შემდეგ პირვეად გაიღიმა ასე ლაღად, მანაც შეიგრძნო ყველაფერი ცუდის დასრულების სურნელი და ახლა ბედნიერების ცრემლებმა დაუსველეს სახე..
არაფერი ჯობდა მის ფართე მკერდძე უმშვიდესად მონებივრე ანას ყურებას, არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო, რომ ისევ ალექსანდრე ჰყავდა გვერდით....


ელენესთან და მათ შვილთან გატარებული თითოეული წამი აჯერებდა თავისი გადაწყვეტილების საჭიროებას.. მაშინ გააანალიზა რამდენად არასწორი იქნებოდა წასვლა, როცა ანამ პირველად მას დაუძახა, არაფერი იქნებოდა იმაზე არასწორი, რომ მისი პირველი ნაბიჯებისთვის რომელიმე ფანჯრიდან, ან ხეს ამოფარებულს ედევნებინა თვალი..
პირველად მაშინ მიხვდა რამდენად დააშავა აეროპორტში თომას და მარიამის შეხვედრის მომსწრე რომ გახდა, ახლაც უჭირდა თავისთვის ეპატიებინა მათი ერთად ყოფნის შანსი თომამ პირველად ალექსანდრეს გამო რომ გაუშვა ხელიდან, საოცრება იყო მომენტი როცა რეზის მშობლებს ხვდებოდნენ აეროპორტში, აუტანელი იყო საოცრად აღელვებული მეგობრის ყურება, ასე ძალიან რომ განიცდიდა დიდი ხნის უნახავი დედ-მამის უსაფრთხოებას..
არაფერი ჯობდა ელენეს ისევ წამოზრდილი მუცლის ყურებას, თითქოს უფრო მეტად რომ დაემშვენებინა მისი ისედაც უნაკლო სხეული. უყურებდა ამ ყველაფერს და მართლა რწმუნდბოდა იმაში, რომ ალბათ ასეთი რთული უნდა ყოფილიყო გზა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში გამოირა , ზუსტად იმიტომ, რომ ასე სრულყოფილად აღექვა განცდილი ბედნიერება და ასე დაეფასებინა ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად ყველა არსებულს და არარსებულს ერჩია..

დასასრული...

****
ყველაზე მეტად მეშინია ამ თავის დადება, იმიტომ რომ არ მინდა დასასრულით გული დაგწყდეთ, ბანალური მოგეჩვენოთ ან რაიმე მსგავსი.. იმდენად გამათამამეთ თქვენი სიყვარულით და გამამხნევებელი შეტყობინებებით, რომ უარყოფით რეაქციას ალბათ ვერ გადავიტან.. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და იმედია არავინ მიწყენს თუ განსაკუთრებულ მადლობას გრაფოს ვარგუნებ, რომელიც ძალიან კარგი შემფასებელი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიდი სტიმულატორია.. უღრმესი მადლობა ჩემს სუპერ მკითხველებს, ასე რომ შემაყვარეთ თავი!



№1  offline წევრი Niacule

სრულ შოკშივარ,რატო მატირე? ბრავო რა ,აიდასასრული, ისესიმართლე გითხრა ვერგავიგე იქ რამოხდა ,წინასწარ დაგისხესო მოსასრიალებელი წყალიო თუ რაღაც მაგრამ მაინც მაგარი იყო,ყოჩაღ ❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი კოტი

დღესვწავიკითხე თავიდან ბოლომდე აი შენ ხარ უუმაგრესიიი ძალიან კარგად წერ გააზრებულად გამართულად ლამაზად თბილად და ყველანაირად კარგად ბოლოს სიცილ ტირილი ამიტყდაა ველოდები ახალ ისტორიას მოუთმენლად
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№3  offline წევრი სალობალო

ეხლა მოვრჩი ამ ისტორიის კითხვას და არ ვიცი რა ვთქვა. თითქოს ვიცოდი რომ ბოლოში ერYად იქნებოდნენ მაგრამ თუ ვიტირე

 


№4  offline წევრი Heartbeat

უზომოდ მომეწონაა...❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№5  offline მოდერი MyLove

აი უბრალოდ რა უნდა ვთქვა?
შენ არც კი ვიცი რა სიტყვებით შეგამკო, არაჩვეულებრივად წერ!
ისეთი მწერლები, იშვიათად გვყავს ამ საიტზე, როგორიც შენ ხარ!
არ ვიცი, როგორ ვგრძნობ ახლა თავს, უბრალოდ ეიფორიაში ჩამაგდე!
ყოჩაღ!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6  offline მოდერი nia_93

ზუსტად ასეთ ისტორიას ვეძებდი და ვიპოვე! საოცრება იყო, საოცრება. სიტყვები არ მყოფნის რომ რამე დავწერო იმდენად ვარ შთაბეჭდილების ქვეშ. არ მინდოდა დამთავრებულიყო იმდენად როლში შევიჭერი კითხვისას.ბრავო! ძალიან მაგარი ხარ!!<3

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მოხარული ვარ,რომ ამ ისტორიის კითხვის პატივი მერგო! სხვა რა უნდა ვთქვა. ხო,მადლობა ყველა იმ ემოციისთვის რასაც ყოველი თავისას უხვად "გასცემდი":*

 


№8  offline წევრი EiLuL♥

ჩემიი ალპენიიი ❤❤ რამდენ ხანს ველოდი ამ თავსს ,,გასატყეპი ხარ :დდ რა საყვარლები არიიან ^.^ დავდნიი ;დდ ლავიიიუ ❤)))
--------------------
elene

 


№9  offline წევრი Queen

აიიი ძაან მაგარიიი ხარრ ავტორრ♥♥♥სუპერ,სუპერ,სუპერ♥♥♥♥
ამ ისტორიაზე ვგიჟდები რასაც ქვიაა♥♥♥♥♥

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

დგეს წავიკითხე ყველა ძალიან ძალიან მაგარი იყოოო უბრალოდ არვიცი რავთქვაა <3 სასწაულიაა <3

 


№11  offline წევრი meri89

ზალიან კარგი იყო და ზალიან მომეწონა.კარგი გოგო ხარ შენ:*

 


№12  offline წევრი killer

ძალიან კარგი ისტორიააა გული დამწყდა რომ დაამთავრე მაგრამ ძაან მომეწონაა ვიტირე კიდეც ისეთი ემოციით და გრძნობითაა დაწერილი რომ მეც ისე განვიცდდი როგორც პერსონაჟები love love საოცრად წერ ♥

 


№13  offline წევრი tea

სიტყვები არ მყოფნის... უბრალოდ ძალიან მაგარიაა love დიდი ხანია ასეთი ისტორია არ წამიკითხავს და ავტორ უნიჭიერესი ხარ feel საოცრად გადმოსცემ თითოეული პერსონაჟის გრძნობას, ემოციას feel იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით, შენ სულ უნდა წერდე love

 


№14  offline წევრი mbella

დღეს წავიკითხე მთლიანად და მართლა არ მყოფნის სიტყვები, რომ გადმოვცე რას ვგრძნობ :** ძალიან ძალიან თბილი, საყვარელი და ლამაზი ისტორია იყო <3 იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით <3 :**

 


№15  offline წევრი Aunt B.

ძალიან დიდი მადლობა !
მე თქვენი რეაქციებით და კომენტარბით ვარ ოფიციალურად შოკში! ძალიან დამაკლდება ეს ყველაფერი მაგრამ ცოტა ხნით მომიწევს დამშვიდობება.. ახალ ისტორიას ვერა მაგრამ ძველის დასრულებულ და შესწორებულ ვარიანტს აუცილებლად დავდებ ახო მომავალში და იმედია ისიც მოგეწონებათ... მართლა არ ვიცი ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვთქვა! მადლობა, მადლობა და ისევ ძალიან დიდი მადლობა love არც კი იცით ისეთი კარგები ხართ!

 


№16  offline წევრი Anuuc^.^

გოგო ხარ სასწაულიი❤❤ძალიან ძალიან მომეწონა
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№17  offline წევრი Svvaaaniii

დღეს წავიკითხე ყველა თავი და ნერვები მეშლება აქამდე რომ, არ ვიცოდი ამ ისტორიის არსებობის შესახე! დიახ, დიახ არსებობის რადგანადაც იმდენად რეალურად ვხედავდი მე თომას, ალექსანდრეს, ელენეს, მარიამის და რეზის პერსონაჟებს რომ, ასე მეგონა მათთან ერთად ვსუნთქავდი და ჩემი ნაწილები იყვნენ...! ძალიან დიდი მადლობა შენ, ამდენი და ასეთი კარგი ემოციები რომ, გაგვიზიარე^^ უღრმესი მადლობა ამისთვის შენ!
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


ბოლო სამი დღეა ამ ისტორიას ვკითხულობ... ხან ვინ შემაწყვეტინა და ხან რამ...
ახლა კი ცოტა არ იყოს მიჭირს ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიღებული ემოციების შეკვრა და აზრის ისე გადმოცემა როგორც საჭიროა და იმსახურებ...
უბრალოდ ბედნიერი ვარ... წამიერად გამომიკეთდა ხასიათი ისტორიის დასრულებისას...
დამწყდა თუ არა გული დასასრულით?! კი !
იმიტომ არა რომ არ მომეწონა, არა, უბრალოდ იმიტომ რომ დასრულდა... მინდოდა დაუსრულებლად მედევნებინა ამ ორისთვის თვალი... და მათი ცხოვრება სამუდამოდ გაგრძელებულიყო...
ზოგიერთი მომენტი ბუნდოვანი მეჩვენა ან იქნებ იმის ბრალია რომ მე ვკითხულობდი იმ მომენტში ჩქარა და უყურადღებოდ...
მადლობა ყველა განცდილი ემოციისთვის... ყველასგან განსხვავებული სიუჟეტია (რაც კი ჯერჯერობით წამიკითხავს აქ) და ეს ყველაზე მეტად მახარებს...
მიხარია რომ აღმოგაჩინე... აქამდე შენი არცერთი ისტორია არ მქონდა წაკითხული ახლა კი შენი ერთგული მკითხველი ვარ...!
წარმატებები!

 


№19  offline წევრი Annee

დღეს წავიკითხე მთლიანად. უზომოდ მომეწონა. მეც რაღაც ადგილები ცოტა ბუნდოვანი მომეჩვენა. რამდენჯერმე კი წავიკითხე ხელახლა და მაინც ვერ გავიგე. მაგრამ მთლიანობაში იყო ბრილიანტი :*:* ძალიან მომეწონა. დასასრული ასე მალე არც მინდოდა :( ერთ-ერთი ხარისხიანი ისტორიაა ამ გვერდზე . :*:* მადლობა იმისთვის რომ გამოაქვეყნე და ასეთი პოზიტივით დამმუხტე. მართლაც რომ ძალიან კარგად წერ <3

 


№20  offline წევრი nino(g)

ai udzaanmagresi istoria tavisi unagresi avtorit ..yochag ...magari dasasrulia ..sityvebi armyofnis ra vtqva..very good

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent