მიზანი არსებობისთვის! (10 თავი)
ფრთხილად არწევდა მიხუტებულ სხეულს ჰამაკში და თითებს სრიალა თმაში ქაოსურად ხლართავდა. ელენეს მშვიდი სუნთქვა იმაზე მოწმობდა, რომ გოგონას ძალიან ღრმად ეძინა. ყოველთვის გამოირჩეოდა შესაშური ენერგიით მაგრამ ბოლო დროს პატარა ყველანაირ ძალას ართმევდა და ვერაფრით ამბობდა ძილზე უარს, ალექსანდრეს მოთამაშე თითები კი უფრო მეტად უბიძგებდნენ ღრმა ბურუსისკენ. ცოტათი რომ მოსაღამოვდა და თბილი ნიავი უსიამოვნო სიცივედ გადაიქცა მხოლოდ მაშინ ინება თვალების გახელა, ღიმილით მოისრისა თვალები და ალექსანდრეს გაბადრულმა ახედა. - საღამომშვიდობის... - ყოველთვის თავბრუდამხვევად მოქმედებდა მისი ერთროულად თბილი, ოფიციალური, სიმკაცრეშერეული მაგრამ მაინც საოცრად მზრუნველი ხავერდოვანი ბარიტონი. - ელე, ხომ არ გცივა? - სულ ცოტათი.. - ოდნავ დააშორა ერთმანეთს საჩვენებელი და ცერა თითი და სიტყვა არც ჰქონდა დამთავრებული ისე სწრაფად აღმოჩნდა ოთახში თავის საყვარელ სავარძელში პლედშემოხვეული. - სტაფილოს წვენი გირჩევნია თუ ახლაც ბროწეული გინდა ? - ვერაფრით იტანდა სტაფილოს წვენს, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მეორე ვარიანტს ირჩევდა ხოლმე და ამაზე მუდამ მოსდიოდათ კამათი მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოოდ მაინც ალექსანდრე თმობდა იმიტომ რომ ყველაფერი ერჩია ელენეს გულისმომკვლელ ცრემლებთან გამკლავებას.. ახლაც უკმაყოფილოდ გადააქნია თავი მაგრამ ტრადიციულად მაინც აუსრულა სურვილი, მის პირისპირ ჩამოჯდა და მანამდე არ მოშორებია სახიდან სიმკაცრე სანამ ელენემ ბოლომდე არ გამოცალა მინის ჭიქა. მჟავე სითხის გამო ფეხმძიმე ცოლის დამანჭულ სახესთან ერთად ყოველთვის შინაგან საოცარ კმაყოფილებას გრძნობდა, მხოლოდ მათზე ზრუნვა ანიჭებდა უდიდეს ბედნიერებას და ამიტომ.. ახლა უკვე მათი სიყვარულის ნაყოფი გოგონას სხეულს ასე აშკარად რომ ემჩნეოდა ყველაფერი თითქოს ასმაგად უფრო უადვილდებოდა. ბოლო დროს ან კომპანიაში იყო ან ელენესთან ერთად ატარებდა მშვიდ საღამოებს, ახლა უკვე აღარც მეგობრული შეკრებები აღიზიანებდა და აღარც ის ფაქტი, რომ მისი ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიურობას დამსგავსებოდა, რომელსაც არაჩვეულებრივობას მხოლოდ მუდამ მომღიმარი ელენე სძენდა. ^^^ ასე არასდროს არაფრის შეშინებია, ძლივს მოახერხა სავარძლამდე მისვლა.. ძალიან ეცადა როგორმე სიმშვიდე შეენარჩუნებინა და როგორც შეეძლო ხმამაღლა დაიძახა ერთერთი დაცვის წევრის სახელი. გოგონას ყველაფერი სახეზე ეწერა! ლევანს ბევრი არც უფიქრია, გასაოცარი სისწრაფით დაუკავშირდა ალექსანდრეს და სანამ მასთან საუბარს დაასრულებდა პარალელურად კრეფდა სასწრაფო დახმარების ნომერს... იცოდა, რომ ასეთ დროს მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეეკავებინა, მთელი სხეული უკიდურესად დაძაბვოდა და შიშისგან თითებსაც კი არ ამოძრავებდა. აღელვებისგან ყურები დაგუბებოდა და დაცვის ბიჭების საუბარს ვერაფრით არჩევდა, რომლებსაც გამომეტყველებაზე ადვილად შეამჩნევდით მის დამშვიდებას და გამხნევებას რომ ცდილობდნენ. მაინც გაარჩია დამუხრუჭებული მანქანის ზომაზე ხმამაღალი წიოკი და ერთიანად მოუდინდა სხეული, შეიძლება სისულელე იყო მაგრამ ახლა უკვე ზუსტად უცოდა, რომ ყველაფერი კარგად ექნებოდა მათ პატარას. ისიც ზუსტად იცოდა, რომ ალექსანდრე ძალიან ინერვიულებდა მაგრამ ამასაც არ ელოდა... - რა მოხდა, ელე ? - იმ წუთას მართლა არ გავდა ალექსანდრე ცოცხალ არსებას... - სამზარეულოში.. წავიქეცი.. - ძლივს ამოიჩურჩულა და თავი დახარა დანაშაულის გრძნობით გამოწვეული ცრემლები სხვებისთვის მაინც რომ დაემალა. ახლა მხოლოდ ქმრის ძლიერი მკლავები თუ მოაშორებდნენ შვილის დაკარგვის შიშს.. ძალიან ფრთხილად აიყვანა ელენე ხელში და სასწრაფო დახმარების მანქანას არც დალოდებია ისე მოათავსა უკანა სავარძელზე. - ნუ გეშინია, აი ნახავ.. ყველაფერი კარგად იქნება.. - ოდნავ შეახო მის შუბლს გაყინული ბაგე და ისე მიუჯდა საჭეს საავამდყოფომდე ხმა არ ამოუღია... იმდენად გაუჯდა მთელ არსებაში შიში, რომ პალატაშიც ვერ მოიშორა სხეულის დაძაბულობა და ალექსანდრეს შემოსვლას გაუნძრევლად ელოდა. არ შეიძლებოდა მათ პატარას რამე მოსვლოდა, ვერც საკუთარ თავს აპატიებდა და ვერც ალექსის გადარჩენას შეძლებდა. კარის სახელური ფრთხილად რომ ჩამოიწია სუნთქვაც კი შეწყვიტა, უფრო მეტად დაიძაბა როცა ალექსანდრეს მზერაში ვერაფერი ამოიკითხა. დიდხანს ვეღარ გაუძლო მის შიშით სავსე მომლოდინე თვალებს, თავის თავზე გაბრაზდა ამდენ ხანს მარტოდ რომ დატოვა გაუსაძლის ფიქრებთან ერთად. - ელე, რომ იცოდე რა საყვარელი ხარ ! ნუ გეშინია .. - ალექსანდრეს სახეს თბილი ღიმილი რომ მოეფინა ეგონა მეჩვენებაო, მაგრამ მალევე იგრძნო მისი ჩახუტება და გააანალიზა, რომ მართლა მასთან ერთად იყო და რასაც ამბობდა რეალობა იყო. მიხვდა, რომ ყველაფრის შენარჩუნებას შეძლებდა, დაძაბულობისგან ისე დაღლილიყო ძლივს მოახერხა მკლავების დამორჩილება ალექსანდრესთვის მხრებზე რომ შემოეხვია. - ესეც ჩვენი მშვენიერი პაციენტი! როგორ გრძნობთ თავს, ელენე? - ბოხმა, მაგრამ ძალიან თბილმა ხმამ შეაწყვეტინა უხმო ტირილი, პალატაში ახალმოსულის ვიზუალით ადვილად შეამჩნევდით, რომ ამ ხმის პატრონი უეჭველად ექიმი უნდა ყოფილიყო. - უკეთ, გმადლობთ.. - მორცხვად გაუღიმა და ისევ ალექსანდრეს გადახედა. - ელე, ეს შენი ექიმია, ბატონი გურამ მაჭარაძე - მაშინვე დაუდასტურა ქმარმა ფიქრები და გამამხნევებლად გაუღიმა. - მინდა დავრწმუნდე, რომ მუცლის არეში ტკივილები არ გაქვს.. რამე მსგავსი ხომ არ გიგრძვნია, ელენე? - პროფესიონალურად ალაპარაკდა მაჭარაძე და პარალელურად ფრთხილად დაიწყო გოგონას გასინჯვა. უარყოფითი პასუხის ნიშნად ელენემ თავი რომ გააქნია ფონეიდოსკოპი ისევ კისერზე დაბრუნა და მდგომარეობით კმაყოფილმა თავისთვის ჩაიღიმა. - როგორ არის ჩემი პატარა? - როგორც იქნა მოახერხა კითხვის დასმა, რომელიც დაცემის წამიდანვე შიგნიდან ჭამდა. - ძალიან კარგად, სანერვიულო არაფერია.. საერთოდ ყველაფერი წესრიგშია და მოხარული ვარ თქვენნაირი მოწესრიგებული პაციენთი რომ მყავს, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ დიდი იშვიათობაა.. - კომპლიმენტები არ დაიშურა ექიმმა და წყვილს იმ პირობით დაემშვიდობა, რომ ექთანს გოგონას გაწერას მაშინვე დაავალებდა. - ხვდები, რომ ამის მერე ერთი წამითაც აღარ დარჩები მარტო ? - გამაფრთხილებელი იყო ალექსანდრეს ტონი და ელენეს არ გამოპარვია მისი სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შეჭმუხნილი შუბლი. - გთხოვ რა, ოღონდ არ გამიბრაზდე და ყოველ დღე ჩემი ხელით მოვიმზადებ სტაფილოს წვენს! - სასოწარკვეთილმა ამოისლუკუნა და ისე მიეკრო ალექსს თითქოს მასთან მიკარებას რამდენიმე წლის განმავლობაში უკრძალავდნენ. - არ გიბრაზდები ელე, ვერ გიბრაზდები! - ფრთხილად შეახო ტუჩები სრიალა თმას და იქამდე ჰყავდა მიხუტებული სანამ ექთანმა არ შემოაღო კარი. მართლა არ ეგონა თუ გადაიტანდა ჯერ მობილურში ელენეს შეშინებულ, ტირილნარევ ხმას. გზაში მხოლოდ იმიტომ არ მოყვა ავარიაში, რომ ძალიან ეცადა ყურადღება როგორმე მოეკრიბა, რომ სახლში ორსულ ცოლთან აუცილებლად საღსალამათი მისულიყო. რა არ იფიქრა, რას აღარ დააბრალა გოგონას სასოწარკვეთილი ხმა მაგრამ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი ამდენად ადამიანური თუ აღმოჩნდებოდა ვერ წარმოიდგენდა. სხვა დროს მსგავს ვითარებაში ხმის ამოღებას თავს იმიტომ უკრძალავდა, რომ ბრაზისგან ვერც ტონს აკონტროლებდა ხოლმე და ვერც ლექსიკას. იცოდა, რომ ახლა ელენესთვის რამე უნდა ეთქვა, რამით გაემხნევებინა, მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა და მანქანაში ჩაჯდომისას როგორღაც დაპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაფრად უღირდა იმ წუთას მის თვალებში დანახული იმედი და რწმენა, რომ მისი სიტყვები აუცილებლად სწორად აღმოჩნდებოდა. როცა ექიმმა უთხრა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, რომ მისი ცოლშვილი კარგად იყვნენ ვერც ემოციები მოთოკა და ვერც ქმედებები დაიმორჩილა. ექიმს გიჟივით გადაეხვია და მაშინვე ელენესთან გავარდა, რომ მასაც ჰქონოდა თავისუფლად სუნთქვის საშუალება. ახლა აქ იდგა, ისევ მისი თმის სურნელს სუნთქავდა და უფრო მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ ვერაფრით შეეგუებოდა მას ოდესმე რამე დამართნოდა. ამისთვის ყველას აგებინებდა პასუხს და თუ საჭირო გახდებოდა პირობასაც დაარღვევდა... თავიდან ვერ მიხვდა სახლთან მისულებს ამდენი ხალხი რატომ დახვდა ეზოს გალავანთან, მალევე შეამჩნია თომა, რომელიც საქმიან გამომეტყველებით აძლევდა მითითებებს შავოსნებს. ალექსანდრეს ქცევა უკვე მართლა აბსურდი იყო, სახლის დაცვა ერთიორად კიდევ გაეზარდა! უკმაყოფილოდ გადახედა ეშმაკურად მომღიმარს და სიბრაზისგან თვალები სასაცილოდ მოეჭუტა. - ალექს.. - გაპროტესტებას აპირებდა მაგრამ ქმარმა თითის აწევით შეაჩერა, კარი გააღო, სწრაფად შემოუარა მანქანას და ძალიან ფრთხილად გადმოიყვანა გოგონა. - დღეიდან მსგავს საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ მიიღება, ელე! - თავის დაზღვევის მიზნით კიდევ ერთხელ შეახსენა მისი რეცესიული მდგომარეობა და ყურადღება არ მიუქცევია გარშემომყოფების გამო ალექსანდრეს ქცევით დარცხვენილს რომ შეეპარა სიწითლე ლოყებზე ისე აიტაცა ხელში და დინჯი ნაბიჯებით დაიძრა ჭიშკრისკენ. - ახლა მთელი თვე ასე უნდა მატარო?- მაინც არ ნებდებოდა გოგონა. - სანამ სიარულს არ ისწავლი, კი, ასე უნდა გატარო! - თავიდან სრული სერიოზულობით გამოუცხადა მაგრამ მის გაბუსხულ ტუჩებზე მაინც ვერ შეიკავა თავი და თბილად გაეღიმა. - მგონი ახლა სხვა სანერვიულო უფრო გაქვს! - ეშმაკურად ჩაიფხუკუნა და ელენე ფრთხილად მოათავსა ჭილის დაწნულ სავარძელში. - რა სანერვიულო? - თავიდან ვერ მიხვდა მაგრამ მალევე მოაღწია უკანა ეზოშიც ხმაურმა და გაკვირვებულმა ააფახურა თვალები, მაგრამ მაშინვე ყველაფერი ადვილად გასაგები გახდა, როცა ხმაურში მარიამის ნერვული ყვირილი ამოიცნო. - შენ მაინც რატომ არ დამირეკე? როგორ გაბედე და როგორ დამიმალეთ? სად არის? ელენე... - მთელი ხმით გაჰკიოდა და ელენეს გულწრფელად შეეცოდა მეგობრის რისხვის ობიექტი, მაგრამ ამჯერად გაკვირვებისგან პირი დააღო როცა ამ ობიექტში თომა ამოიცნო, რომელიც უკან მოზდევდა გაბრაზებისგან „ორთქლადენილ“ მარიამს. - ელენე, რა მოხდა? როგორ ხარ? ღმერთო, სულ ერთი საათით დაგტოვე.. არ უნდა წავსულიყავი, მაპატიე რა.. - ვერაფრით მშვიდდებოდა და გამეტებით იკრავდა სულშეგუბებულ ელენეს. ელენეს უკვე უჰაერობისგან სახეც რომ გაუწითლდა მათე მიხვდა, რომ უნდა ჩარეულიყო, ფრთხილად მოაშორა გოგონას მეგობარი და ახლა თვითონ მიიხუტა. ელენეს ოფიციალურად ყბა ჩამოუვარდა მარიამი რამდენიმე წამში საეჭვოდ რომ გაიტრუნა, გაურკვეველი მზერა ახლა ეშმაკურად მომღიმარი ქმრისკენ გადაიტანა და სიხარულისგან კინაღამ ტაში შემოჰკრა თანხმობის ნიშნად ალექსანდრემ თვალი ძლივსშესამჩნევად რომ ჩაუკრა. წარმოუდგენელი მაგრამ ყველაზე სასიამოვნო იყო თომას და მარიამის წყვილის პერსპექტიული კანდიდატურა. მთელი საღამო ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და გამეტებით ეკვროდა ალექსანდრეს მხარს. ხან ერთს მოავლებდა გაბრწყინებულ მზერას ხან მეორეს, მაგრამ ჯიუტად არცერთი იღებდა ხმას, ალბათ ორივე ხვდებოდა რომ ერთმანეთთან ზედმეტად გამოააშკარავეს გრძნობები. - მარიამ, არ გინდა საქართველოში გადმოხვიდე? ძალიან მჭირდება კარგი ადვოკატი კომპანიაში... - მაშინვე გამოაფხიზლა სამივე ალექსანდრეს მოულოდნელმა წინადადებამ. - არ ვიცი.. მე.. მართლა? - კიდევ უფრო მეტად დაიბნა მარიამი და ელენეს ისე გადახედა თითქოს ნებართვას სთხოვდო. - აუ მარიამ რა მაგარია, სულ ჩემთან იქნები.. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელენე. მალულად თომასკენაც აპარებდა მზერას, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა მთელი ყურადღება მის მუხლებზე დასკუპებულ ელენეს ლეკვზე გადაეტანა. - ანაზღაურება სრულიად დამაკმაყოფილებელი გექნება, ყველანაირად ვეცდები რომ საუკეთესო სამუშაო პირობები შეგიქმნა.. ასეთი პროფესიონალის გაშვებას არ ვაპირებთ იცოდე! - მადლობა ალექს, მართლა ძალიან მინდა.. უბრალოდ იქ ასე კლიენტებს ვერ მივატოვებ.. - დანანებით ჩაილაპარაკა და მორცხვად გადახედა უკვე შესამჩნევად აღელვებულ თომას. - თუ მარტო ესაა პრობლემა რამდენიმე თვით დაბრუნდი, აღებული საქმეები დახურე და ისევ დაგვიბრუნდი ! თომა ისე ხომ არ გაყვებოდი მარიამს დასახმარებლად, უფრო მალე მორჩებოდა საქმეებს. - ეშმაკურ ხრიკებს არ წყვეტდა ალექსანდრე. - რატომაც არა, დიდი სიამოვნებით ! - კმაყოფილმა გადახედა აჭარხლებულ მარიამს და გამომწვევად გაუღიმა. გოგონამ თანხმობის ნიშნად ძლივს დააქნია თავი და სულის მოსათქმელად წვენის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. - მადლობა.. - თბილად უჩურჩულა ელენემ ქმარს და ყურის ძირას მხურვალე ტუჩები ნაზად შეახო. თანდათან ეჩვეოდა იმ ფაქტს, რომ ალექსანდრე ყოველთვის უპრობლემოდ ახერხებდა ყველაფრის სწორად გაკეთებას მხოლოდ ელენეს სრულყოფილი ბედნიერებისთვის. ყველაზე მეტად ის აბედნიერებდა, რომ მისთვის ორ უძვირფასეს ადამიანს ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირების შანსი ჰქონდათ, ეუცხოვებოდა მუდამ თამამი, ზედმეტად აქტიური მარიამის მორიდებული გამოხედვა, მუდამ დინჯი და გაწონასწორებული თომას უმიზეზო ფორიაქი, ალბათ არასდროს მობეზრდებოდა მათი ყურება ალექსანდრეს რომ არ აეჩემებინა უკვე აცივდა და შიგნით შევიდეთო. მარიამმაც დაღლილობა მოიმიზეზა, მისი წასვლით ცხვირჩამოშვებული თომაც მალე დაემშვიდობათ, ელენე კი ამაზე უფრო გაიბუსხა, ცოტა ხნით კიდევ მინდოდა მათი ყურებაო. ალექსანდრე ყურადღებას არ აქცევდა მის ბურტყუნს ისე ხდიდა ტანსაცმელს და ცდილობდა მისთვის როგორმე საღამური ჩაეცვა. - და საერთოდ, მე შხაპის მიღება მინდა! - გამოუცხადა ბოლოს და ისე გაუსხლტა ხელიდან ალექსანდრეს ამდენი ხნის წაველბა წყალში ჩაეყარა. საშინლად ძაბავდა ელენეს შეუფერებელი სიჯიუტე მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერს ეუბნებოდა, მაშინვე გადაუარა ბრაზმა სააბაზანოდან მთქნარებით რომ გამოვიდა გაბერილი ელენე თვალებს ძლივს რომ ახელდა. ძილი იმდენად უნდოდა თმაც კი ძალით გააშრობინა ალექსანდრემ.. დაწოლისთანავე ღრმად ჩაისუნთქა თუ არა საყვარელი სურნელი წამიერად გაითიშა, არც პატარას გაუთავებელ მოძრაობა გაუგია და არც ალექსანდრეს ღიმილნარევ თბილ მიშტერებულ მზერა... --- როცა ამერიკაში ბრუნდებოდა მარიამი ყოველთვის ცდილობდა ელენე როგორმე გაემხიარულებინა ხოლმე, ახლა კი პირიქით ხდებოდა.. აშკარად იმ ფაქტის გამო, რომ კომპანიის მნიშვნელოვანი საქმეების გამო თომა მასთან ერთად ვეღარ მიდიოდა მეგობარს უკიდურესად ჰქონდა დაძაბული ნერვები და პრეტენზიებს არ წყვეტდა. ელენეს ახლა უფრო გაუჭირდა მასთან გამომშვიდობება მაგრამ თავს იმით იმხნევებდა, რომ სულ რამდენიმე კვირაში, მისი პატარას დაბადებამდე, მარიამი უკან ამჯერად სამუდამოდ დაბრუნდებოდა.. --- არც კი დაუშვა, რომ ალექსანდრეს მისი ბოლო კონსულტაცია დაავიწყდებოდა, სავარძელში იჯდა და აღელვებული დაშტერებოდა მობილურის ეკრანს, რომელიც არაფრით რეკავდა. ისევ თვითონ აკრიფა გაზეპირებული ნომერი და კიდევ ერთხელ აუჩქარა გული ზუმერმა, რომელიც აბონენტის „მომსახურების ზონიდან“ გასვლას ატყობინებდა. ყრუ ტკივილი რომ იგრძნო მუცლის არეში მაშინვე წამოხტა ფეხზე და აბეზარი ფიქრების თავიდან მოსაშორებლად თავი გააქნია. - არაუშავს დე, მამიკო ალბათ ძალიან დაკავებულია, ჩვენმ ივხედოთ .. - წამებში დაამშვიდა მისმა მოფერებამ პატარა და ყრუ ტკივილიც წამიერად გაყუჩდა. აცრემლებული უყურებდა ჩამუქებულ ეკრანს, რომელზეც უკვე ძალიან გარკვევით ჩანდა მათი გოგონა, სასაცილოდ რომ მიეტანა პატარა მუჭები სახესთან.. წარმოიდგინა როგორ ჩაიხუტებდა, როგორ დაიძინებდა მის გულზე ძალიან მალე და მთელი სხეული სასიამოვნოდ დაუთბა. მანქანაში ჩაჯდომისას მაინც ვერ აშორებდა შვილის ფოტოს თვალს, ბევრი იფიქრა და ბოლოს მაინც გადაწყვიტა ალექსთან კომპანიაში მისულიყო და ახალი ფოტო იმ კოლაჟისთვის მიემატებინა ალექსანდრეს სამუშაო მაგიდაზე რომ იწონებდა თავს. სწრაფად შეაცვლევინა მიმართულება და გეგმის ცვლილებით გახარებულმა ნაზად დაისვა საყვარლად გაბერილ მუცელზე. *** - მიხვალ თუ არა მაშინვე დამირეკე! ახლა გამოვდივარ.. - მითითებებს ნერვიულად აძლევდა რეზის და ალექსანდრეს კაბინეტისკენ აჩქარებით მიდიოდა იარაღის ასაღებად, რომელსაც მეგობარი სეიფში ინახავდა. სწრაფად შეაღო კაბინეტის კარი და სეიფის გახსნა ისე დაიწყო რეზისთან საუბარი არ შეუწყვეტია. - ეცადე ალექსი დაამშვიდო, სანამ არ მოვალ იარაღი არ მისცე!..რეზი ახლა ეს არ უნდა გააკეთოს.... - კომბინაციის შეყვანა რომ დაასრულა სწრაფად შემოტრიალდა უკან სეიფიდან გამოღებული ნივთები მაგიდაზე რომ დაედო მაგრამ მოულოდნელობისგან ყველაფერი იატაკზე დაუცვივდა აცრემლებულ, შიშჩამდგარ ნაცნობ თაფლისფერ თვალებს და მის გაფითრებულ სახეს რომ შეეჩეხა. *** უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც ისიამოვნებთ. ცნობისთვის, ბოლოს წინა თავია და იმედია მოგექონებათ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.