უთარიღო დღეები (8)
ისე გამოვიდა, რომ უნივერსიტეტში მეორე სემესტრისთვის გადასსახდელი ფული აღარ მქონდა და სტუდენტობის სტატუსი შემიწყდა. რას ვიზამდი, ვერც ვერაფერს, დავმორჩილდი ბედს და კი გავატარე ის ღამე ტირილსა და მოთქმაში. დადეშელმა გაიგო, როგორ ჩანს, ჩემი ტირილის ხმა და დაფეთებული შემოვარდა ოთახში, რა ხდებაო. თავი გავიგიჟე, არაფერი-მეთქი. ვერაფერს რომ ვერ გახდა, შემეშვა ბოლოს. დილით ადრე ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სახლიდან გავედი. ცოტა ხანში რუსთაველზე ვიყავი და უცნობ გოგოს ველოდებოდი, რომელსაც ბუკლეტები უნდა მოეტანა ჩემთვის, მე კი უნდა ვმდგარიყავი მეტროსთან მანამ, სანამ არ დავარიგებდი ბოლომდე და ხუთ ასეთ დღეში, 40 ლარს მომცემდა. გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები სულაც არ მიწყობდა ამისთვის ხელს, მით უმეტეს, რომ 3 თვის ორსული ვიყავი. მალევე მოვიდა ის გოგო, 200 ცალი ბუკლეტი გადმომცა და წავიდა. ნამეტანი ბედნიერი სახით შევუდექი საქმიანობას, დილის საათებში უფრო მეტია ხოლმე მეტროსთან ხალხი, ვიდრე შემდეგ პერიოდში, ამიტომ გავაქტიურდი. ყველას, ვინც მეტროდან გამოდიოდა, ხელში ვაჩეჩებდი ბუკლეტს და ნაძალადევად ვუღიმოდი, თუ კი ისინი მობეზრებული სახით შემომხედავდნენ. ნახევარ საათში ისე ვიყავი, რომ მეტყველების უნარი მქონდა დაკარგული. ხელს ძლოვს ვამოძრავებდი, სიარულს კი მართლაც ვერ შევძლებდი, ძალიანაც რომ მომენდომებინა. ყინულის ლოლოს დავმსგავსებოდი. ასე როდის შემცივდა ბოლოს, აღარც კი მახსოვს. ერთ საათში ბუკლეტების 2/3 მქონდა დარჩენილი. ძალიან კი მიხაროდა, მალე მივალ სახლში და გავთბები-თქო. -ჯუნა?! - უკნიდან სალომეს გაოცებული ხმა მომესმა. დავიჭყანე, ახლა მისი ნახვა მინდოდა ყველაზე ნაკლებად. ღიმილით შევბრუნდი მისკენ, რა მეღიმებოდა თორე კი?! -სალო, როგორ ხარ? -ისეთი სახე მივიღე, ვითომ გამიხარდა მისი ნახვა. -არა, არა, მეჩვენება და ეს შენ არ ხარ, ხომ? - თავს აქეთ-იქით აქნევდა ის. კიდევ უფრო გავღიზიანდი. რად უნდა ამას, ამდენი ლაპარაკი და „მიბრწკინე აბა, თუ არ მესიზმრები“? მე ჩემი გამჭირვებია, ამას უნდა ვუხსნა კიდე, რა ხდება? -არა, სალომე, არაფერი გეჩვენება, მით უმეტეს, ამხელა მასის გოგო ვერ მოგეჩვენები. - ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ირონიულად გამომივიდა. აშკარად შეეტყო, რომ ეწყინა ჩემი ტონი. -როდის მიამბობ, რა ხდება შენს თავს? - ხელები ხელებზე მომკიდა და თვალებში ჩამხედა. -ურიდია, ხომ ხედავ, რომ ახლა არ მცალია?! სხვა დროს იყოს, კარგი? - დავპირდი, რომ აუცილებლად მოვუყვებოდი ყველაფერს. რაც არ უნდა იყოს, სალომე ერთადერთია ჩემი ნაცნობენიდან, ვინც ჩემთან დამეგობრებას ცდილობს და არც მამცირებს, სხვებისგან განსხვავებით. -კარგი. ისა.. ხო. - უკან მობრუნდა. - ამ საქმეებს როდის მორჩები? - თავი მოიქექა. -დღევანდელ დღეს თუ გულისხმობ, მალე და ზოგადად ამ საქმიანობას - კიდევ ოთხი დღე ვჭირდები. -ძალიან კარგი! - ტაში შემოკრა გახარებულმა. -გამოდის, რომ პარასკევს გათავისუფლდები, ხოდა შაბათ-კვირას ბაკურიანში მივდივარ და შენც წამოხვალ! - სწრაფად მაკოცა ლოყაზე და გასასვლელისკენ გაიქცა. გამეღიმა. ნამდვილად საყვარელი გოგოა. ბაკურიანში წასვლას რაც შეეხება.. სისულელეა! მე მაგის ფული არ მაქვს და სალომეს ოჯახის წევრებს ხომ არ გადავახდევინებ?! შუადღისას უკვე დარიგებული მქონდა ყველა ბუკლეტი. საცხობში კარტოფილის ღვეზელი ვიყიდე და ჭამა-ჭამით დავუყევი ქუჩას. სულაც არ მანაღვლებდა, თუ რას იტყოდნენ გამვლელები. ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრდი... ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელსაც ცხოვრებუს რაღაც ეტაპზე სასტიკად არ გაუმართლა და ფარ-ხმალი დაყარა. გოგო, რომელსაც ძალიან აკომპლექსებს თავისი გარეგნობა და ფიქრობს, რომ ის ცუდია... გოგო, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები და საერთოდ ვინმე ისეთი, ვისაც ენდობა, უაბმობს თავის გასაჭირს და ... სიხარულსაც, შვილის ყოლისგან მონიჭებულ სიხარულს. ტელეფონის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. ვერ მოვასწარი რომ მეპასუხა, თუმცა ზარი ძალიან მცირეხნიანი იყო. ეკრანს დავხედე... გამოტოვებული ზარი... მამაჩემისგან... ალბათ... უნდა დამირეკოს, ან... შემთხვევით გამოეშვა... არა, არა, სისულელეა! არავითარი შემთხვევითობა... ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე და სახლში წავედი. მოძრაობის უნარი მქონდა აღსადგენი. ძლივს ვამოძრავებდი გაყინულ კიდურებს. გამათბობელთან მივაჩოჩე სკამი და ჩავეხუტე. -მაგის ჩახუტებას, ჩემი ჩახუტება არ გირჩევნია? - დადეშელი შუა ოთახში იდგა. გულიანად იცინოდა, ხელები გაეშალა, თიქოს მართლა უნდა ჩავხუტებოდი. მეც გამეცინა. არ ვიცი, რა მაცინებდა. ან რატომ თქვა ლაზარემ ის სიტყვები. ჩემი ჩახუტება არ გირჩევნიაო?! მეუცნაურა სიტყვების ჟღერადობაც და შინაარსიც. ჩახუტება. ჩა-ხუ-ტე-ბა. ჩ-ა-ხ-უ-ტ-ე-ბ-ა. მე და დადეშელი. დადეშელი და მე. მეც არ ვიცი რატომ, როგორ, რანაირად, რა მორალით და რა გონებით... სრულიად გაუზარებლად წამოვდექი ფეხზე და... მალე უკვე ჩახუტებულები ვიდექით ოთახის ცენტრში. დადეშელი და მე. მე და დადეშელი. -არადა სულაც არ ხარ ცივი, გამათბობელს რომ ეხუტებოდი. - ყურთან ვიგრენი მისი სუნთქვა და ხმაც, იმ წუთებში ყველაზე სასიამოვნოდ რომ მომეჩვენა. -გამოდის, რომ მე ვათბობდი მას. - გამეცინა. -მაშინ ხშირად მოვიმიზეზებ სიცივს... თუ ჩახუტებით გამათბობ. - დაამატა ბოლოს. ჩახუტებით გამათბობო დადეშელმა. მოულოდნელობისგან შევცბი. სუნთქვა შემეკრა მომენტალურად. ლოყაზე ვიგრძენი მისი ტუჩები. ნაზი იყო და სასიამოვნო. *** ისე განვლო მომდევნო ოთხმა დღემაც „სამსახურში“, როგორც პირველად. ჩვეულებისამებრ ყინულის ლოლოდ ქცეული ვბრუნდებოდი სახლში და ერთხელ, მხოლოდ ერთხელ განმეორდა ჩემი და დადეშელის ჩახუტება. ალბათ, მასაც ძალიან სციოდა, ჩემ მსგავსად. ხუთი დღის ნაწვალები 40 ლარი კი ყველაზე ტკბილი ლუკმა იყო. გახარებული ვიყავი, ამ ფულით საავადმყოფოში მივალ და ვნახავ, ნაყოფი როგორ ვითარდებათქო. მამაჩემს აღარ უცდია ჩემთან დარეკვა. არც მე დამირეკავს. ან რა ქზრი ჰქონდა რომ დამერეკა, მას უნდა უნდოდეს ჩემთან ყოფნა, თორემ მე არც თავიდან მიმდოდა ზურას მიტოვება იმ კუდიან ქალთან. გამეცინა ჩემსავე შედარებაზე. რა ლამაზი იქნება თამუნა კუდიანი დედაბერის როლში. არა, არა,სპეციალურად მისთვისაა შექმნილი ეს პერსონაჟი. იანვრის მეორე კვირა იწურებოდა. არვიცი, რა უნარი და ძალისხმევა გააჩნდა სალომე ურიდიას ასეთი, რომ ბაკურიანში წასვლაზე დამიყოლია. ყველა გზა მომიჭრა, რითაც კი უარს ვეუბნებოდი. ბოლოს, გადავწყვიტე, რომ დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა და წასვლა გადავწყვიტე. პატარა ჩანთავი ჩავალაგე საჭირო ნივთები და ტანსაცმელი. მაცივარზე მიკრულ ფურცელზე დავწერე, რომ ორი დღე არ ვიქნებოდი სახლში და ბინიდან გავედი. შეთანხმებისამებრ, სალომე კორპუსთან მელოდებოდა მანქანით. რომ დამინახა გახარებული გადმოხტა და ჩამეხუტა. -ერთადერთი და განუმეორებელი ვარ რა! ხომ მაინც დაგითანხმე არა წამოსვლაზე?! - ენა გამომიყო ურიდიამ სიცილით. -გაჩერდი ახლა, სანამ გავბრუნდი უკან. - ვითომ დავემუქრე მე. მანქანაში ჩავსხედით. -გამარჯობა,ჯუნა. - მომესმა ხმა. თავი ავწიე და... საჭესთან გაბრიელი იჯდა. არვიცი ეს კარგია, თუ ცუდი. არც ის ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს, გამიხარდეს, თუ - არა. ორი დღე ბაკურიანში... გაბრიელთან სიახლოვეში. C O O L !!! „2 დღე? კარგი, ვეცდები რაც შეიძლება თბილად ჩავიცვა, რომ არ შემცივდეს!“ - მალევე მომივიდა ლაზარეს მოკლე ტექსტური შეტყობინება. თავი ვერ შევიკავე და გადავიკისკისე. სალომემ, გაბრიელმა და ვიღაც ჩემთვის უცნობმა ტიპმა - ყველამ მე შემომხედეს. შემრცხვა და გავჩუმდი. ხო, ორი დღე ამათთან ერთად. ______________________ თითქმის 1 საათში ეს დავწერე, მეტი ვერა. სულ არაფერს ხომ ჯობია?! მადლობა თქვენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.