უთარიღო დღეები (7)
დილიდან შევუდექი საახალწლო მზადებას, მიუხედავად იმისა, რომ განწყობა არც თუ ისე ამაღლებული მქონდა. პრინციპში, როდის ველოდი დიდი ენთუზიაზმით ახალ წელს?! არც არასდროს! ყოველთვის ჩემს ოთახში ვიჯექი ფანჯრის რაფაზე, ვუსმენდი მუსიკებს, ვფიქრობდი და გავყურებდი ლამპიონებით განათებულ ქალაქს. მერე კი დედაჩემს ველაპარაკებოდი ხოლმე ძილის წინ. უი, დედაჩემი. რამდენი ხანია არ დავლაპარაკებივარ. არა, არა, ნამდვილად ყველაზე უმადური შვილის ვარ მთელ მსოფლიოში. ტელეფონზე ანგარიში შევამოწმე, იმდენი კი მქონდა, რამდენიმე სიტყვის თქმა რომ დამცალდებოდა და დავურეკე. ატირდა ქალი, ჩემი ხმა რომ გაიგო. ის იქიდან ტიროდა, მე აქედან. ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვდგებოდი ხოლმე დედაჩემთან საუბრის შემდეგ, რადგან ასმაგად მიმძაფრდებოსა მონატრების შეგრძნება. ახლა უარესად გავხდი. ცრემლების წმენდით გავედი ოთახიდან და დადეშელს შევეჩეხე. კითხვის ნიშნით სავსე თვალებით შემომხედა, თავი გავაქნიე, არაფერი ხდება-მეთქი და სამზარეულოში შევედი. მადლობა ღმერთს, ამ ბინის პატრონს ყველა საჭირო ნივთი დაეტოვებინა აქ. ამიტომ არც ქვაბების, ტაფების და ა.შ. სიმცირეს განვიცდიდი. მაცივრიდან გაყინული პროდუქტები გამოვალაგე გასალღობად, მე კი გოზინაყისთვის ნიგოზის დაჭრას შევუდექი. იმედია მე და ლაზარეს არ მოგვწამლავს ჩემი გაკეთებული საჭმელები, მოგეხსენებათ, არც თუ ისე კარგი მზარეული ვარ. კარგი კიარა, დედინაცვალი სამზარეულოში არც კი შემახედებდა ხოლმე, თუკი საჭმელს ამზადებდა. არიქა, არაფერი ჩავარდეს ქვაბშიო. -მომეცი, ამას მე დავჭრი. - დანას წაეტანა დადეშელი. სიცილით ავხედე, ეს რამის გამკეთებელია?! თუ ჩემ ნერვების მოსაშლელად მოვიდა?! -რა გაქვს განზრახული, ჩემი ნერვების მოშლა თუ მოწამვლა? მე კი მეცინებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ლაზარეს სულაც არა და პირიქით, გაბრაზებაც შეეტყო. ნაძალადევად გაიღიმა, დანა გამომგლიჯა ხელიდან და საჭრელი დაფა, თავისი ნიგვზიანად მაგიდის მეორე მხარეს გადაიტანა. დაბღვერილი და საქმიანი გამომეტყველება ერთდროულად ეხატა სახეზე. მე ინდაური ჩავდე გაზქურაში. მერე ქათმის ფილე დავადგი მოსახარშად. -მე მოვრჩი. - ისეთი ხმით გამომიცხადა დადეშელმა, თითქოს ეს-ესაა მხოფლიოს მერვე საოცრება შეექმნას და უაღრესად კმაყოფილი იყოს თავისი ნახელავით. წარბაწეულმა დავხედე დაჭრილ ნიგოზს. ყველა განსხვავებული ზომის იყო, ზოგი ძალიან პატარა, ზოგი კი ისეთი, სასურველი ზომის მისაღებად, სამჯერ რომ გაჭრიდით. ერთი სული მქონდა, როდის გადავიკისკისებდი. მაქსიმალურად ვცილობდი თავის შეკავებას, მაგრამ ბოლოს მაინვ მიმტყუვნა თავშეკავებამ და გულიანად გამეცინა. დადეშელის მკვლელის სახეს რომ წავაწყდი, კი დამეკარგა სიცილის ხალისი, მაგრამ მაინც არ გავიტეხე იხტიბარი და ღიმილაკრულმა შევხედე. -რა, არ ვარგა? - ისე მითხრა, უეჭველად რომ უნდა დავთანხმებულიყავი, ანდა რას ქვია, მე ლაზარეს ნამოქმედარი დავიწუნე?! ძალაუნებურად მაგრძნობინა მისმა ტონმა სინდისის ქენჯნა. -დადეშელო, გოზინაყი რომ მინიმუმ კარგად გამოიყურებოდეს, ერთი ზომის მაინც უნდა იყოს ნიგოზი. აი, მაგალითად, ეს რომ გადასცდეს ადამიანს, დაიხრჩობა და ეგაა. - სიცილით მივანიშნე ყველაზე დიდზე. ტუჩი აიბზუა. ისეთი სახე ჰქონდა, მე გეხმარებოდი და თუ არ გინდა, კარგად ბრძანდებოდეო. -ხოდა, ახლა შენ გაალამაზე. - ირონიული ღიმილით დატოვა სამზარეულო. პატარა ბავშვივით არ იქცევა 24 წლის ბიჭი?! მე ვარ მასთან შედარებით პატარა, თუ ეს?! ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან, საქმის კეთების დროს. თაფლი ცხელ ტაფაზე დავასხი, მერე ნიგოზიც დავაყარე. ცალი ხელით თაფლს ვურევდი, მეორეთი კი გაზქურის კარი გამოვაღე, რომ მენახა ინდაურის შეწვა რა პროცესში იყო. -ვაიმე! - წამოვიკივლე ძალაუნებურად, როდესაც მაჯის მოსახრელი ცხელ ტაფაზე დამედო და მთელ სიგრძეზე დამეწვა. ისე ძალიან მეწვოდა, ცრემლებსაც ვერ ვიკავებდი. გაჭირვებით მივხურე გ;აზქურის კარი, მოსარევი ლაფარა მარცხენა ხელში გადავიტანე და დამწვარ ადგილზე სულის შებერვა დავიწყე. ესღა მაკლდა რა, სრული ბედნიერებისთვის. ბოლო ხმაზე კივილი მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დადეშელს რომ არ დაეცინა მერე. არადა, ვერც ვითმენდი ტკივილს. -დადეშელო! - არც თუ ისე დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ლაზარესთვის მეთხოვა დახმარება, მაგრამ რის საფასურად მიჯდებოდა, წარმოდგენაც კი არ შემეძლო. არ მიპასუხა, არადა ხომ ვიცი, რომ ესმის ჩემი ხმა არა?! თანაც, იმხელა ხმაზე ვიყვირე, თუ ყრუ არაა, ნებისმიერ ადგილზე მყოფი გაიგონებდა. -დადეშელო! - ისევ ვიყვირე. არც ამჯერად გამაგონა. ამაზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები. -დადეშელო, არ გესმის?! - ბოლო ხმაზე ვუყვირე. თქვენც არ მომიკვდეთ, თავიც არ შეიწუხა პასუხის გაცემისგან. ტირილის გორგალი ყელში მქონდა გაჩხერილი, ვეცადე გადამეგორებინა და კიდევ უფრო არ ავტირებულიყავი, მაგრამ ამაოდ. ეს გოზინაყი ხომ არა და არ გაკეთდა რა! ჯანდაბა, ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა მოწყობილი?! -მეძახდი? - მობეზრებული ტონი ჰქონდა ვაჟბატონს. -არა, მოგეჩვენა! - ცინიკურად გაიჟღერა ჩემმა ხმამ. -ჯუნა! ნამტირალევი ხ;არ, თუ ესეც მეჩვენება? - ხმა გაუმკაცრდა. არ გავეცი პასუხი. სული შევუბერე დამწვარ ხელს და გოზინაყის მორევა განვაგრძე. -ხელზე რა გჭირს? - გვერდით ამომიდგა, ჩემი მარჯვენა თავის ხელებს შორის მოიქცია და დაკვირვებით შეათვალიერა. როგორც იქნა, გოზინაყი მომზადდა და გაზი გამოვრთე. გაბრაზებულმა შევხედე დადეშელს, რომელიც ისევ ჩემს დამწვრობას ათვალიერებდა და ხელი გამოვგლიჯე. -შეგიძლია წახვიდე, ხელს მიშლი აქ! - კბილებ შორის გამოვცერი. -რას მელაპარაკები, მართლა?! გოზინაყი ტილოზე გადმოვიტანე და გაციებას დაველოდე. მანამდე კი ისევ გამოვაღე გაზრუქის კარი, ეს ინდაურიც მალე შეიწვება. -დაანებე მაგათ თავი და დამწვრობას მიხედე! -მეგონა გასაგონად გითხარი, რომ ხელს მიშლი და წახვიდე?! -ჯუნა! - იყვირა. შევკრთი. ამხელა ხმა საიდან?! ან რა უფლებით?! ლამის კანკალი დამეწყო სიბრაზით. დასაწყნარებლად სააბაზანოში შევედი, ცივი წყალი შევისხი სახეზე და ვანაზე ჩამოვჯექი. ღრმად ვსუნთქავდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, ნერვებს უარესად არ ავყოლოდი. კარგად ვაანალიზებდი, რომ სიბრაზე სულაც არ იყო სასარგებლო თითქმის სამი თვის ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. რამდენიმე წუთი დავყავი სააბაზანოში. მერე, სრულიან დაწყნარებული დავბრუნდი სამზარეულოში. დადეშელი სკამზე იჯდა, ხელში კი რაღაც ტუბიკს ათამაშებდა. ჩემი ფეხის ხმა რომ გაიგო, თავი ასწია, მერე კი ფეხზე წამოდგა და წინ გადამიდგა. -ხელი მომეცი. - მკაცრ ტონს ინარჩუნებდა ის. ვითომც არ გამიგონია, გაზქურასთან მივედი და ტილოები მოვიმარჯვე, ცხელი ტაფა, რომელზეც ინდაური იყო, რომ გამომეღო. -მე ვიზამ, მომეცი. - ტილოებს წაეტანა ის. -დადეშელო, გადი აქედან. - სრულიად მშვიდი ტონით ვუთხარი, თუმცა აზრი არ ჰქონდა, მაინც არ გაინძრა ადგილიდან. ტილოები გამომართვა, ინდაური გამოიღო და მაგიდაზე დადო. -რამდენჯერ გაგიმეორო, რომ გახვიდე? - ამპვიოხრე მე. -რამდენჯერაც შენ გინდა, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ აზრი არ ექნება. - თვალი ჩამიკრა და მაზის ტუბიკი აიღო. -ახლა კი, ხელი მომეცი, დამწვრობის მალამოა და უნდა წაგისვა. -მე თვითონ. -არა. - თავი გააქნია გაღიმებულმა. ეს რა ჯიუტი ვინმეა, ღმერთო ჩემო! ფრთხილად გადამისვა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი დამწვარ ადგილზე, რომელზეც მაზი ჰქონდა და თან სულს მიბერავდა, ნაკლებად რომ მტკენოდა. -ასე არ ჯობია?! - ჩემკენ დაიხარა. - შენც მოგირჩება ხელი და მეც ნაკლებად მომიშლი ნერვებს. არაფერი ვუთხარი. საქმის კეთება განვაგრძე. მთელი ის დრო, რაც მე სამზარეულოში გავატარემ საჭმელების კეთების პროცესში, დადეშელი გვერდიდან არ მომშორებია. ყველანაირად ცდილობდა დამხმარებოდა და სხვათაშორის, ნერვების არ მოშლასაც, რაც თურმე საკმაოდ კარგად გამოსდიოდა, თუ მოინდომებდა. საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო. დაღლილი ძლივს გავესვენე სამზარეულოდან და ოთახში შევედი, შვებით ამოვისუნთქე ლოგინის დანახვაზე და წამოვწექი. ერთიანად დამიატა ტკივილმა ფეხებში, რომელსაც აქამდე ვერ ვგრძნობდი, ფეხზე დგომის გამო, ახლა კი გაგიჟებამდე მივყავდი. ისე მეწვოდა კანჭები, მეგონა ცხელ შანთებს მადებდა ვინმე, ან ხორცს მაგლეჯდნენ. ცოტა ხანი დავისვენე, მერე აბაზანაში გავედი და შხაპი მივიღე. 11 საათი იყო, საახალწლო სუფრის გაშლა რომ დავიწყე, თუმცა ნამდვილად არ ვიყავი ახალი წლის აღნიშვნის ხასიათზე. დადეშელი თავის ოთახში იყო, ამიტომ ხელი არ შეუშლია. სუფრა გავშალე და ჩემს ოთახში დავბრუნდი. ჩვეულებისამებრ, ფანჯრის რაფაზე მოვიკალათე. ჩემს ოთახში გათბობა არ იყო, როგორც თავიდან მითხრა სახლის პატრონმა და ყინვის გამო, მალე კანკალმა ამიტანა. ჟაჯეტი ჩავიცვი, ლეპტოპი ავიღე და ისევ რაფაზე დავჯექი. Janis Joplin – Cry baby ჩავრთე. სიმღერამ გაბრიელი გამახსენა, მცხეთაში რომ ვიყავით და ამ სიმღერას ვუსმენდით. გამეღიმა. მომენატრასავით. უპს. მერე სკოლის გამოსაშვების სურათები დავათვალიერე. გული ამომიჯდა. თავს ვერ ვიკავებდი, ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ცრემლები და მხედველობა მებინდებოდა. როგორ მომნატრებიან კლასელები, უფრო კი ის პერიოდი, მიუხედავად 2 წლის გასვლისა, თავი პატარა რომ მეგონა. ახლა უფრო მეტი პრობლემები მაქვს, ვიდრე მაშინ. თუმცა, მაშინ იმ ბედნიერებას არ ვატარებდი მუცლით, ახლა რომ ვატარებ. ასე რომ, ორივე პერიოდი კარგია, თავისებურად. ცუდ კიარამ საშინელ ხასიათზე დავდექი. კიდევ ერთი ახალი წელი დგება. მე ისევ შორს ვარ დედაჩემისგან, ამჯერად მამაჩემისგანაც. ისევ ფანჯრის რაფაზე ვზივარ და ისევ ლამპიონების შუქით განათებულ ქალაქს ვუმზერ. ლამაზია თბილისი. განსაკუთრებით, ღამე. და მაშინ, როდესაც ხელს ატავინ და არაფერი გიშლის მის ყურებასა და ფიქრში. მუჭებით მოვიწმინდე ცრემლები. 12 საათს 1 წუთი აკლდა. გაფაციცებით ვიყურებოდი ფანჯარაში. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან მახარებდა ფეიერვერკები. ერთდროულად გაისმა ხმა : ქალაქში - ფეიერვერკების, ჩემს ოთახში კი კარზე კაკუნის. მალევე გაიღო კარები. დადეშელი იდგა და იღიმოდა. ხელში ვარდების თაიგული და პატარა ტორტი ეჭირა. ჩემკენ წამოვიდა. ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი. უაზროდ მეღიმებოდა. გამიხარდა, მაგრამ არვიცი რა. ვარდების თაიგული, ტორტი, ახალი წლის დადგომა, თუ ყველაფერი ერთად და + ლაზარე დადეშელი?! თუ ის, რომ ასე განსხვავებულად პირველად შევხვდი ახალ წელს?! აშკარად, ყველა ერთად. ახალი წელიც, ყვავილებიც, ტორტიც, ასე შეხვედრაც და... ლაზარე დადეშელი! „ც“-ს გარეშე. უბრალოდ, ლაზარე დადეშელი. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ვიღიმოდით. -ახალ წელს გილოცავ, მაისურაძე! - სიჩუმე დაარღვია ლაზარემ. -მეც, დადეშელო! _____ ჩემო სტიმულატორებო, აი ახალი თავიც! საათ ნახევარში მხოლოდ ამის დაწერა მოვასწარი, მეტის ვერა. ბოდიშს გიხდით ყველას შედარებით მცირე ზომის თავისთვის, მაგრამ უფრო მეტად იმისთვის, რომ დიდი ალბათობით, ხვალ ახალ თავს ვერ დავდებ. ხვალ ბოლო დღეა ლიტერატურულ კონკურსში საკონკურსო თემების მიღების, მე კი მხოლოდ იდეა მაქვს მოფიქრებული, სხვა არაფერი და 1 დღეში უნდა დავწერო, + ოთხშაბათისთვის უამრავი სამეცადინო და... კი ვწუწუნებ, მაგრამ ამ ერთხელ გამიგეთ რა. ველოდები შეფასებას ამ თავთან და ზოგადად ისტორიასთან დაკავშირებით. ზოგს გაბრიელი მოგწონთ, ზოგს - ლაზარე. გადაწყვეტილი მაქვს უკვე, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედია გული არ დაგწყდებათ. უბრალოდ, სულ თავიდან მქონდა ჩაფიქრებული, თუ როგორ იქნებოდა ყველაფერი, ამიტომ თუ რაღაც ისე არ იქნება, როგორც ისურვებდით, ბოდიში ამისთვის. წინა თავზე, უნაკლოაო, ასე მითხარით და სიხარულით გაბერილი დავდივარ მთელი დღეა. ისე ძალიან მახარებთ, თქვენ რომ წარმოდგენა არ გაქვთ. და კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მიყვარხართ. ნამეტანი დავტკბი ხო? :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.