შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარდი, პატარავ! (4ნაწილი)


15-04-2015, 14:22
ავტორი მარიკუნა:)
ნანახია 4 035

საუბარი სანდროსა და პოლიციის თანამშრომელს შორის:
-გამარჯობა, საპატრულო პოლიციიდან გირეკავთ.
-დიახ?
-ქალბატონი...მოკლედ ერთი გოგონა ვიპოვეთ ტროტუარზე, წვიმაშია მოყოლილი და სულ სველია. ბოლო ზარი თქვენგან აქვს, იქნებ იცნობდეთ...
-ლილუ...
-ბატონო?
-არა არაფერი,ეხლავე მოვდივარ.
სანდრომ მისამართი ჩაიწერა
და საავადმყოფოში გაექანა.
პალატასთან მივიდა და იქიდან გამოსულ მედდას მივარდა.
-რა სჭირს?
-იცით, ნაცემია და თან ვენები აქვს გადაჭრილი. პოლიციის თანამშრომელს დროულად
უპოვნია. ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით რადგან დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული. ენა ჩაუვარდა. ლაპარაკის უნარი დაკარგა. კედელს თავით მიეყრდნო და მედდას სიტყვებზე დაფიქრდა. ,,ნეტავ ვის უნდა ეცემა?”
,,ვენები რატო გადაიჭრა?”
და სხვა ამგვარ კითხვებზე ცდილობდა სანდრო პასუხის მოფიქრებას მაგრამ თავში არაფერი შესდიოდა. ფიქრებიდან მეგობრების ხმამ გამოარკვია.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-რა? აქ რას აკეთებთ?
-იგივე კითხვა დაგისვი და პასუხს ველოდები მელიქიშვილო.
-ლილუ ყოფილა ცუდად.
-აუუ რა ჭირს მაგ გოგოს, კიდე ცუდად ყოფნა უნდა მაგას? გეგონება მამამისის ამბავი არ ყოფნიდეს.
-ექიმმა ნაცემია და ვენები აქვს გადაჭრილიო...
-რაიო?! ღადაობ ხო?
სანდრომ აცრემლებული თვალებით შეხედა:
-შენი აზრით მე ამ მომენტში ღადაობის ხასიათზე ვარ ხო?
-კაი ბიჭო რას ნერვიულობ ესე.
-აბა არ ვინერვიულო?!
-დაფიქრდი ვის შეიძლება რო გაეკეთებინა ეგ.
-ვფიქრობ მარა არ გამომდის არაფერი! ერთი ადამიანი არ მახსენდება ისეთი ვისაც შეეძლო რომ ლილუ ეცემა...
-ბიჭო...
მოულოდნელად წამოიძახა გიგამ.
-რა იყო?
-რა ვიფიქრე იცი? ლენკას ნაჩალიჩევი ხო არაა?
ლენკა: სანდროს ”EXშეყვარებული”. სანდროს არ უყვარდა უბრალოდ ნაცნობობის გამო ემეგობრებოდა, მაგრამ ლენკა არაფრისგან ოცნების კოშკებს აგებდა და მეგობრობა სიყვარული ეგონა. როცა თავისი გრძნობების შესახებ სანდროს მოუყვა, სანდრომ აუხსნა რომ მასთან მხოლოს მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებდა. ლენკა გაბრაზდა, სიტყვა აღარ დაცდენია პირიდან, ხალხში კი ჭორი გაავრცელა თითქოს სანდრომ
ვიღაც გოგოსთან უღალატა.
-არა რა ლენ... მოიცა! შეილება იცი?
-ხო ვთქვი!
-ბიჭო ერთი კვირის წინ მომწერა განანებ რო ჩემი გრძნობები უარყავიო. მარა მაშინ ლილუს არ ვიცნობდი...
- მაშინ არავის არ იცნობდი! შესაფერის დროს ელოდებოდა ის ძუკნა და წესიერ გოგოსთან ერთად რო დაგინახა მოადგა ეტყობა.
-აუ! მაგას დედას მო*****ავ, პროსტა ჩაიაროს ამ ამბებმა და მაგ ბო** მერე მივხედავ.
-გიყვარს?
-ვინ
-ლილუ
-ძალიან!
-ხო?
-იმდენად რომ შეილება ეხა შუა ოპერაციის დროს შევუვარდე და ჩავეხუტო. ისე მიყვარს რო აი ვაფშე ყველა სურვილს შევუსრულებ, შევიცვლები, აღარც დავლევ, აღარც მოვწევ ოღონდ მაგან მთხოვოს!
-კაი ტოო... რა იყო მელიქ როდის მოასწარი ამ პატარა გოგოს ესე უცებ შეყვარება რა გეტაკა?
-ბიჭო სკამზე რო დავინახე ზუსტად მაშინ შემიყვარდა ეეე. გვერდით რო მივუჯექი მაშინ შემიყვარდა. და გითხარი შენ ამ მელიქს თუ ჩემ ფეხებს ნუ მეძახი თურქულ სერიალში მგონია თავი.
ამ დროს ექიმი გამოვიდა.
-ექიმო როგორ არის?
-ნორმალურად. სისხლდენა შეუწყდა, მაგრამ ჯერ ადგომას არ ვურჩევ, 1 კვირაში გავწერთ და ერთი ორი კვირა წოლითი რეჟიმი
ექნება.
-შეიძლება ვნახო?
-კი, შეიძლება.
სანდრო გიჟივით შევარდა პალატაში და ათას მოწყობილობაში შეერთებული რომ დაინახა, გული შეუწუხდა.
-ლილუ...
ლილუმ ტირილი დაიწყო.
-არ მოხვიდე... აქ არიან... აქ არიან და მითვალთვალებენ... და შენთან ერთად რო დამინახავენ კიდე მცემენ...
გიჟივით ტიროდა.
-ლილუ! შემომხედე! არავინ არ არის აქ და მითუმეტეს როცა შენთან ვარ არაფრის არ შეგეშინდეს გესმის?
-სანდრო გთხოვ...
ბიჭები გარეთ გავიდნენ.
-ლილუ მიყვარხარ. ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ვიცი ვინც გააკეთა, ვიცნობ ლილუ, არ იმსახურებდი მაგას და მე იმ გოგოა თუ გოგოებს დედას მო*****ავ და ხელს ვეღარ დაგაკარებენ გესმის? ჩემთან ერთად იქნები, ისე ივლი როგორც ჩემი შეყვარებული და მიხვდებიან რო აზრი არ აქ არაფერს შენ რო დგეხარ ჩემ
გვერდით კაი?
-სანდრო... შენიც მეშინია, იმ გოგოებისიც და საერთოდ ყველასი.
-ლილუ, ყველას მივხედავ ოღონდ ჩემი არ შეგეშინდეს რა... რამე რომ მოგივიდეს თავს არ ვიცოცხლებ დედის სულს ვფიცავარ!
-სანდრო...
-ლილუ გთხოვ არ გინდა.
-სანდრო მეც მიყვარხარ, მაგრამ მეშინია. უკვე ყველაფრის მეშინია.
-ნუ გეშინია და მითუმეტეს ჩემი. ლილუ მთელი გულით მიყვარხარ. სანდრო დაიხარა და ლილუს ნაზად აკოცა. დიახ, დიახ, ლამაზ, წითელ ტუჩებზე. ლილუმ გაუღიმა.
-იცოდე, არავის გამო გაბედო რომ
შენ თავს რამე დაუშავო ლილუ. შენ რომ რამე მოგივიდეს თავს არც მე ვიცოცხლებ.
-სანდრო...
-ლილუ, სიმართლეს გეუბნები. ასე რომ, თუ მართლა გიყვარვარ, მსგავს რამეს არ გააკეთებ.
ლილუს ჩაეცინა.
-რა იყო?
-ნამუსზე მაგდებ ხო?
-ეგრეც შეიძლება ითქვას. სიცილით უთხრა სანდრომ.
ამ დროს ოთახში ექიმი შემოვიდა და სანდროს სთხოვა გარეთ გასულიყო, პაციენტი რომ
გაესინჯა.
სანდრო გარეთ გავიდა და ამ
დროს მამამისმა დაურეკა.
-ხო მამა.
-სანდრო, ეხლა სამსახურიდან დარეკეს, შენ გერმანიაში უნდა წახვიდე. იმ კაცის ფულიც
გადავრიცხე.
-რა? გერმანიაში? რამდენი ხნით?
-1-2თვით ალბათ. იქ შეხვედრებზე და ათას წვეულებაზე
უნდა მიხვიდე და მერე ჩამოხვალ.
-კი მაგრამ ლილუ...
-ლილუ დაიცდის.
-მამა...
-სანდრო გაჩუმდი და მოემზადე 1 კვირაში გერმანიაში მიფრინავ. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე.
სანდრო განადგურებული იყო. როგორ ეთქვა ეს ლილუსთვის...
ექიმი გამოვიდა და თქვა ,,დამამშვიდებელი გავუკეთეთ, ცოტა ხანს დაისვენებსო”
-შევალ რაა.
-ვერ გაიგეთ რა ვთქვი დამამშვიდებელი გავუკეთეთ.
-მერე რაა, ხუთი წუთით შევალ რა.
-კარგით შებრძანდით.
ლილუ ისევ ისე იწვა. მის წყნარ გამომეტყველებაზე სანდრო მიხვდა რომ დაამშვიდა და მისი აღარ ეშინოდა. გვერდით დაუჯდა და მისი გაყინული, პატარა ხელი, მის ხელებში მოიქცია.
-ლილუ... იცი რა? გახსოვს რომ
გითხარი გვერდიდან არ მოგშორდებითქო? ბოდიში... 2 თვით მივდივარ გერმანიაში რაღაც შეხვედრებზე. ხომ დამელოდები?
თავს არაფერი დაუშავო კარგი? რამე რომც გითხრან ჩემზე არავის მოუსმინო კარგი? არაფრის არ შეგეშინდეს იმიტო რო სულ დაგირეკავ და გაგამხნევებ კაი? მინდა იცოდე რო ძაან მიყვარხარ და რო ჩამოვალ მერე იცი რა ვქნათ? შენ ისწავლე და მერე
მოგიყვან ცოლად. მანამდე ჩემი გოგო იქნები. მერეც, მარა მერე ჩემი ცოლი გერქმევა. მაგრამ, დამელოდე... სულ 2 თვე დამელოდე და ისევ ჩამოვალ. ისევ ჩამოვალ და ისევ იმ სკამთან შევხვდეთ. იქ მოდი და ისე ჩაგეხუტები როგორც მაშინ, მობუზული რომ ტიროდი. უი, იცი მამაშენის ოპერაციის ფული უკვე გადარიცხა მამამ და დღესვე გადაარჩენენ მამაშენს. მერე მამაშენი მამაჩემს გაიცნობს და მეგობრები გახდებიან, მერე ნათესავები და ამასობაში ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, ოღონდ დამელოდე და თავს არაფერი მოუწიო კაი? იმ გოგოებმა შეიძლება კიდე მოგაკითხონ მარა მე გავაფრთხილებ ბიჭებს რო ყურადღება მოგაქციონ და მოგხედონ, კაი?
სანდროს ეჭირა ლილუს ხელი და ვერც კი მიხვდა რომ ლილუს ეღვიძა და ყველა სიტყვა გაიგონა
რაც მან თქვა.
-ყურადღებას მოგაქცევენ და დასავით მოგექცევიან,კაი?
-კარგი...
ამოილუღლუღა ლილუმ. სანდრო შეკრთა. ამას არ მოელოდა.
-შენ რა გაიგონე რაც ვთქვი?
-კი... და თვალები დახუჭა.
-ლილუ!! ლილუ!!
შეშინებული გარეთ გავარდა.
-რა ჭირს ლილუს? ჰკითხეს ბიჭებმა.
-მისმენდა თურმე და თვალები დახუჭა.
-რა თვალები დახუჭა დაიძინა ეტყობა ბიჭო გამო****დი სულ? დამამშვიდებელი გაუკეთეს წეღან.
-უი... ხო.
-აუ ამას როგორ შ**აქ ტოო.
-წატი შენი.
-კაი და რით ვერ ელაპარაკე მეორე დღეა აქ ვართ.
-ბიჭო მამაჩემმა გერმანიაში მიდიხარ 2 თვითო და... ვერ ვტოვებ მარტო არ შემიძლია და რა ვქნა?! წამით ვერ ვისვენებ მაგის გარეშე და ორი თვე რა იქნება?
-ბიჭო მაგის გამო ნუ იგრუზები, ჩვენ მივხედავთ. წავყვებით ყველგან.
-ხოო, თქვენი იმედი მაქ.
1 კვირა ძალიან მალე გავიდა. სანდრო ხვდებოდა რომ ლილუს დატოვება არ შეიძლებოდა და ყველანაირად ცდილობდა მისი აზრი გაეტანა. მაგრამ, ორ კაცს,დედინაცვალს და მამამისს ვერაფერს დაუმტკიცებდა. დედამისს მისი იქ წასვლა ლილუსთან დასაშორებლად ჭირდებოდა, მამამისს კარიერისთვის.

მოკლედ, მგონი დიდი თავი გამოვიდა. წინასწარ გატყობინებთ რომ ამ
ისტორიას კვირის ბოლოს თავამთავრებ. ახალი ისტორიის იდეა უკვე მაქვს. ასე რომ... შემიფასეთ.



№1  offline წევრი vighaca

Dzalian kargia ❤

 


№2  offline წევრი talaxadze133

Kargia velodebi shemdeg tavs

 


№3  offline წევრი მარიკუნა:)

ასე მალე იმიტომ ვამთავრებ რომ, არ მომწონს ზედმეტად გაწელილი და ტრაგედიებით მოცული ისტორიები. ვფიქრობ მკითხველი ასეთი ისტორიებით უფრო ინტერესდება.

 


№4  offline წევრი patara ^_^

sashinlad momwons <3

 


№5  offline წევრი მარიკუნა:)

patara ^_^
sashinlad momwons <3

ძალიან დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent