შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი ქორწინება (5 თავი)


15-04-2015, 14:45
ავტორი MyLove
ნანახია 9 069

თითქოს იცოდა რომ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.რომ გეგას ცოლად უნდა გაყოლოდა და ენანა მისი შეცდომები, ალბათ სწორედ ამიტომ შეირთო ცოლად ბაქრაძემ, ნამუსს რომ შეეწუხებინა გოგონა. ადრე თუ ეგონა რომ უყვარდა ბიჭს, ახლა სავსებით დარწმუნდა, ამ აზრის არასწორობაში. პირიქით, ისიც კი იფიქრა რომ გეგა მისთვის მოვლენილი კეთილი სასჯელი იყო.
-ვიცი რასაც გულისხმობ, გეგა. არ არის საჭირო ჩემთვის გულის ტკენა. საერთოდ, მაინც და მაინც დღეს რამ შეგცვალა ვერ ვხვდები.. ნუთუ ამხელა ტვირთი ვარ შენთვის, რომ უკვე ჩემი ზიდვა გეზარება? რა თქმა უნდა, ეს კითხვა არც უნდა დამესვა, ისედაც ვიცი, რომ შენთვის ზედმეტ ნაგავს წარმოვადგენ.-ხმაჩამწყდარმა და გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა მაკალათიამ.
-ოჯახი არასოდესაა მსუბუქი. მითუმეტეს, ჩვენნაირი ოჯახი. არ მინდა გეგონოს, რომ ვნანობ შენი ცოლად შერთვა რომ გადავწყვიტე. მე არასოდეს შემაქვს ეჭვი ჩემს გადაწყვეტილებებში. მე შენ არ მიყვარხარ და ეს კარგად იცი, ამიტომ გეუბნები, შენ არ გაქვს უფლება აკონტროლო ჩემი წასვლა-წამოსვლა, დაიმახსოვრე ეს.
-ბატონო გეგა, მე მსგავს რამეს არც ვაპირებდი, მინდა გითხრა. შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე_ჩემი, არათითზე ბეჭედის ტარება ნამდვილად ვერ შეგვიზღუდავს ვერც ერთს თავისუფლებებს.. ორივე ისე მოვიქცევით, როგორც გაგვიხარდება და მე პირადად, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს შენს ქცევებთან, მისვლა-მოსვლასთან მითუმეტეს.-ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე მაკალათიამ და გამწარებული მოშორდა ბიჭს.

* * *
ის საღამო ჩვეულებრივად ჩაატარეს. მას შემდეგ, უკვე ორი კვირა გავიდა და "დადებულ პირობას" ცოლ-ქმარი პირნათლად ასრულებდა. თავის ჭკუაზე დაფშტვიალებდნენ აქეთ-იქეთ და ერთმანეთის აზრი კატეგორიულად "ეკიდათ".
შაბათი დილა გათენდა. ენერგიულად წამოხტა ფეხზე ელენა და ხელ-პირი დაიბანა. თმა მაღლა შეიკრა და არც კი უსაუზმია ისე დაიწყო სახლის დალაგება. შუა დღის ორ საათზე ყველაფერი კრიალებდა. გეგა ჯერ კიდევ არ ამდგარიყო. ამჯერად საუზმის მომზადება გადაწყვიტა და მარტივი სალათიც ერთი ხელის მოსმით დაამზადა. ამასობაში გეგაც ესტუმრა სამზარეულოს გამოფხიზლებული სახით და კმაყოფილი ღიმილით.
-რამე ხდება?-კითხა ქმარს ელენამ, ისე რომ მისკენ არც კი მიტრიალებულა.
-ლექსო და ტაისია ორი კვირით მიდიან რომში და ოთხივე ბავშვს ჩვენ გვიტოვებენ.-ისეთი ზარ-ზეიმით წარუდგინა მაკალათიას ეს ამბავი, თითქოს ოთხ ბავშვს არ უტოვებდნენ მოსავლელად. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა ტყუპების, ელენესა და პატარა პრინცესას მასთან დარჩენის ამბავი, მაგრამ სხვისი შვილების მოვლა ადვილი საქმე ხომ არ არის, თანაც ორი კვირით?
-რა კარგია, მაგრამ ოთხი ბავშვის მოვლა ადვილი საქმე ხომ არ არის, გეგა?
-ელენე და სანდრო დარჩებიან ჩვენთან. ლაზარე და პატარა ტასო ლექსოს დასთან.
-მერე გეთქვა თავიდანვე მასე.-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები ელენამ.-ძალიან მაგარია. როდის მოვლენ ჩვენთან?
-გავალ ახლა და მოვიყვან.-ჩაილაპარაკა მშვიდად და შემოსასვლში გავიდა.
-არ გშია?-მიაძახა ქმარს და ხელების მშრალებით გართული დაეწია მას.
-რომ მოვალთ მერე ვისაუზმებთ. ახლა არ მშია.-ისეთ მოკლე და კონკრეტულ პასუხებს ცემდა ბაქრაძე ელენას, წამით ეგონა, რომ რამე დააშავა და გეგა მასზე ნაწყენი იყო.
-რამე მოხდა, გეგა?
-რა უნდა მომხდარიყო?-წარბები შეკრა და მოსაცმელიც ჩაიცვა.-უბრალოდ არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე.
-შენ როდის ხარ ლაპარაკის ხასიათზე? უჟმური.-ჩაიქირქილა ელენამ ჩუმად.
-გავიგონე.-გაბრაზებული მოუბრუნდა ცოლს და ცალი წარბი აზიდა.
-რა გაიგონე?-თავი გაიშტერა მაკალათიამ.
-გოგო, ნერვებს ნუ მიშლი, გითხარი ერთხელ, არ ვარ ხასიათზე-თქო!-დაუყვირა ცოლს აშკარდ მწყობრიდან გამოსულმა და კარები მთელი ძალით გაიჯახუნა.
-შეიშალა ეს, თუ რა ჭირს?-თავის თავს დაუსვა კითხვა და პასუხის გამცემი, როცა მიხვდა რომ არავინ ყავდა, გაჩუმდა.
საქმეგამოცლილი ერთ სავარძელს მიესვენა და მთლიანად ეცადა ისეთ რამეზე მოეხდინა დემონსტრირება, რომელიც უშუალოდ გეგა ბაქრაძეს არ ეხებოდა. ხან ბავშვობა მოიგონა, მზისფერი დღეები_სულ მხიარული, ღიმილიანი სახე და ტალახში ამოთხვრილი ფეხები, თუთით მოთხუპნული ცხვირ-პირი და ქარისგან აწეწილი კულულა თმა. მაშინ არ არსებობდა არც გეგა, არც დადა, არც ჟორა და არც გენადი მის ცხოვრებაში! იყო ბედნიერი, ჰქონდა სრულყოფილი ბავშვობა, არაფერი აკლდა, სწავლა იყო? სწავლობდა. გართობა იყო? ერთობოდა. ყველასთვის კარგი უნდოდა, სიკეთის მეტს მისი თვალები არაფერს ასხივებდა. 17 წლის იყო, მამამისმა დადა რომ გააცნო. მაჩხოშვილი მაშინ 27 წლის იყო, მისგან წამოსული სითბო და სიკეთე, რა თქმა უნდა, გოგონას ყურადღებას იქცევდა. ვიღაცის ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან ახარებდა და ეგონა რომ დადა უყვარდა. ორი წელი ერთად იყვნენ.. განსაკუთრებული მათ ურთიერთობაში არაფერი ხდებოდა, რამდენჯერ მოუწყენია დადას გვერდით მყოფს.. მერე ბიჭი გულს მოუბრუნებდა და ყველა მოწყენას, ისევ მის ხასიათს აბრალებდა და ფიქრობდა, რომ დადა არაფერ შუაში იყო. ახლა გეგა გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ამ ადამიანმა, პირდაპირი გაგებით, ამოუტრიალა ცხოვრება.. არც ერთი მშვიდი წუთი არ დაინდო და ერთი ხელის მოსმით მოაქიაქა. გამოუცხადა, რომ მისი ქმარია და მას დახმარებას უწევს. ნიშნობის დღეს ეუბნება, რომ ჩერჩეტია და დამოუკიდებლობას მოითხოვს მისგან. არც ერთი წუთით არ უფიქრია, რომ ეჭვიანების სცენებს გაუმართავდა ან ყოველ წუთში დაურეკავდა, პირიქით ეს "შემოთავაზება" მასაც აწყობდა. რამ შეცვალა ასე? რატომ აიძულა ცოლად გაყოლოდა გოგონა მას? რისგან იცავს? რა შუაშია ამ ყველაფერთან დადა? როდესაც ამდენი უამრავი კითხვა ლაბირინთივით გერევა თავში და არც ერთ მათგანზე არ გაქვს პასუხი, სრული ქაოსია შენს თავში, ხვდები, რომ წარსულში დაშვებულ შეცდომას ადამიანი მომავალში ინანებს. რატომ გონია, რომ დადა მასთან დამნაშავეა? რაღაც, შინაგანად გრძნობს, რომ ამ ადამიანს არ უნდა ნდობოდა. რატომ დაიბრმავა ასე თავი? ალბათ იმიტომ, რომ აქამდე დადა ეგონა "წმინდანი" და მერე შეხვდა გეგას...
რაზეც არ უნდა დაეწყო ფიქრი, რა კითხვაც არ უნდა დაესვა საკუთარი თავისთვის, ყველა გზა მაინც გეგასკენ მიდიოდა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა გაუჩინა საფიქრალი ელენას და შესაბამისად, ლაბირინთივით გადაბურდული გზა გეგასთან მივიდოდა.
საათის ისრებს შეხედა. სამი სრულდებოდა. ამდენი ხანი უნდა დაეგვიანებინათ? ფრუტუნით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა. წყლის სმით იყო გართული კარზე ზარის ხმა რომ გაიიგონა. მოვიდნენო გაიფიქრა და ფრთებშესხმული კი არ მივიდა, მიფრინდა კარამდე. ისე უხაროდა ელენესა და სანდროს მასთან დარჩენის ამბავი, სიხარულისგან მიწაზე ფეხს არ ადგამდა.
გაკრეჭილი ჩაეკრა ბავშვებს გულში და შინ შემოიპატიჟა.
-ბიცოლა, კიდევ კალგი ლაზარე ლომ არ დატოვეს ჩენთან, თოლემ შეგიწკამდა ტვინს.-ჭამის დროს დინჯად გამოაცხადა სანდრომ და სოსისის ნაჭერი პირში გააქანა.
-სანდრო, რამდენჯერ გთხოვე, ჭამის დროს არ ისაუბრო-თქო?-წარბის აწევით შეხვდა ძმის გამოსვლას ელენე და დამაეჭვებლად შეხედა სანდროს.
-უი.. ჩუმად ვალ!-ტუჩებზე ბოქლომი დაიდო და გასაღები დას ესროლა პატარა კაცუნამ. მის საქციელზე გულიანად გაეცინათ ელენას და გეგას. აცრემლიანებულმა დაუსვა დეიდაშვილისშვილს ხელი თავზე ბაქრაძემ და საჩვენებელი თითით მოიწმინდა ცრემლი.
-დღეს შაბათია, ელენეს სამეცადინო არ ექნება, ამიტომ შეგვიძლია სადმე გავისეირნოთ.-თავისი აზრი გამოთქვა გეგამ და ბავშვებს გადახედა.
-არა ბიძია, მე რაღაც არ მინდა გასეირნება, თქვენ წადით.. თან გაკვეთილებს შაბათ-კვირას ვამზადებ. მერე ბევრი მიგროვდება.-იუარა უფროსმა ერისთავმა და თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია.
-კარგი, მაშინ რამე ფილმს ვუყუროთ.. ან მულტფილმს.-ღიმილით გადახედა ბავშვებს ელენამ. სანდრო გულზე მიიხუტა და კულულებზე აკოცა.-ვაჟკაცო, იცი, შენ შენს დედიკოს ჰგავხარ!
-მალთლა??-ცისფერი თვალები საყვარლად აუციმციმდა სანდროს.
-ჰო, მართლა, ტაისიას ასლი ხარ!-დაუდასტურა ბიჭს და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია.
-მაგალია!-დინჯად და გაწონასწორებულად თქვა, მერე კი დას მიუბრუნდა:-ელე, მაშა და დათვს ვუკულოთ. ბიძია, შენც ქომ გინდა? მაშა გოგოა და დათვი_დათვი.-ხელების ქნევით აუხსნა ბიძას მოქმედი პერსონაჟების რაობა და ლოყები გაწელა.
-აუ, ვუყუროთ რა!-წამოიძახა მაკალათიამ.
-შენ ამათზე ბავშვო!-დასცინა ცოლს ბაქრაძემ.
-ჩვენ გვინდა მულტფილმები!-ერთხმად დაიყვირეს ელენამ და სანდრომ.
-კარგი, კარგი!-ჩაიფრუტუნა გეგამ და ტელევიზორი ჩართო.
-თქვენ უყურეთ რა, მე სამეცადინო მაქვს,-შეძლებისდაგვარად გაუღიმა ტელევიზორზე მიჩერებულ ხალხს და მაკალათიას ღიმილიანი სახე რომ დაინახა დამშვიდებული გაუყვა გზას საძინებლისაკენ.
ელენა ტელევიზორს კი უყურებდა, მაგრამ მთელი ყურადღება ერისთავისაკენ ჰქონდა გადართული. გარდატეხის ასაკი მასაც გამოუვლია და იცის, ამ დროს რაც ჭირთ 13-15 წლის გოგონებს. იმასაც ხვდება, ელენე სხვა გოგონებს რომ არ გავს და სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებდა, მაგრამ ამ დროს ყველაზე დიდი თანადგომა და მხარდაჭერა უნდა, როგორც გოგოს, ისე ბიჭს. მულტფილმის ყურებაში გართული ბიჭები იქვე დატოვა და თვითონ ჩუმად შევიდა ელენეს ოთახში. გოგონა წიგნებს ჩაკირკიტებდა, თუმცა თვალი ერთ ადგილას ჰქონდა გაშტერებული, რაც გვიმტკიცებდა, რომ ყურადღება გაფანტული ჰქონდა.
-ელენე!-ხმადაბლა დაუძახა გოგონას და გვერდით მიუჯდა.
-ჰო, ბიცოლა.-მალევე დაუბრუნა პასუხი მაკალათიას და მისკენ შეტრიალდა.
-რამე მოხდა, ელე?-მზრუნველი ხმით ჰკითხა გოგონას.
-არა, რა უნდა მომხდარიყო,- ჩაიბურტყუნა ხმადაბლა და თავი დახარა..
-ელე, შენ ისეთი ასაკი გაქვს, დაახლოებით ვიცი რაც ხდება შენს თავს... მომიყევი რა, გამიხარდება თუ ნდობას გამოხატავ ჩემს მიმართ, შენც გულზე მოგეშვება..
-მე შენ გენდობი, ბიცოლა. უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს.-დაბნეულმა გადააქნია ხელები და ტუჩები მობრიცა.
-ვინმე ბიჭია?-პირდაპირ აჯახა, ის რასაც გულში ფიქრობდა მაკალათია და გოგონას რეაქციას დაელოდა. ეს უკანასკნელი შეიშმუშნა და სახეზე წამოხურდა.-მივხვდი. აბა, მომიყევი ვინ არის და რა უნდა!
-დათო არაბიძე... 21 წლისაა მგონი.-ისე დაიჩურჩულა თვითონაც ძლივს გაიგონა.
-ამხელაა? საიდან იცნობ?-კითხვების დასმას არ წყვეტდა მაკალათია.
-სკოლაში იყო მოსული, რაღაც ტრენინგებზე და პრეზენტაცია მე და ჩემმა კლასელებმა ჩავუტარეთ.. დაახლოებით, ორი კვირა დადიოდნენ ჩვენ სკოლაში.. ღიმილით მესალმებოდა, მეკითხებოდა როგორ ვიყავი, ფეისბუქზეც მწერდა.. ეს ბოლო ერთი თვეა სკოლასთან ხვდება ჩემს რომელიღაც სკოლელს, სულ სიგარეტით ხელში დგას, თავის დაკვრით მესალმება და მზერას მარიდებს, როცა მწერს უფრო მკაცრია ვიდრე ჩვეულებრივ.. თითქმის სულ ბრაზდება.. მიზეზი კი სულ მე გამოვდივარ..
-ამას შენ გეუბნება, რომ მიზეზი ხარ?
-არა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ და ვხვდები?
-ელე, მსგავსი რაღაცეები გულთან ახლოს არ გაიკარო, მაგაზე არ ინერვიულო რა, ვიცი რომ დარდობ და დათოს ყურადღებამ და სითბომ მისკენ მიგიქცია, მაგრამ წინასწარი დასკვნები არასოდეს გააკეთო.. რა იცი, რა იცი რა ხდება მაგ დათოს თავსაც? შეიძლება უნდა და იმიტომ დგას სკოლის წინ.. ხომ შეიძლება შენ მოსწონდე? იცი? მე დედმამიშვილი არ მყავს..დედისერთა ვარ და სიამოვნებით ვიყოლიებდი შენნაირ დას.. არამგონია ჩვენს შორის დიდი განსხვავება იყოს.. ამიტომ იფიქრე ყოველთვის კარგზე.. ძმაკაცები ბევრი მყავდა სკოლის პერიოდში და რასაც ვატყობდი, მკაცრად მხოლოდ იმათ ექცეოდნენ, ვინც უყვარდათ.. ან მოსწონდათ მაინც! არ მინდა ტყუილი იმედები მოგცე, მაგრამ ერთს გეტყვი იფიქრე ყოველთვის იმაზე რაც გულს უხარია.
-მე არ შემიძლია იმის დაჯერება, რომ დათოს მოვეწონები ოდესმე, მას ჩემნაირი გოგონები არ მოსწონს..
-რას ჰქვია არ მოსწონს? შენ რა გჭირს მაგის დასაწუნი? შენნაირი ლამაზი ბავშვი რომ ვყოფილიყავი ცხრა შეყვარებული მეყოლებოდა, ისეთი გული მაქვს.-გადაიხარხარა მაკალათიამ და აკისკისებულ ელენეს ლოყაზე აკოცა.
-ო, როგორი ბავშვი იყავი?
-ჩვეულებრივი. ყველა ადვილად მიყვარდებოდა, ისე კი არა, ერთ და ორ დღეში, მაგრამ ადვილად შემეძლო ადამიანი გულში ჩამეგდო.. შეყვარებული არასოდეს მყოლია!
-რატომ? შენც ძალიან ლამაზი ხარ!
-ქაჯანა ვიყავი და მოგეხსენება ბიჭებს წყნარი გოგონები უყვართ. ისე უშეყვარებულობას დიდად არც ვდარდობდი.-ტუჩები უკმაყოფილოდ მობრიცა და თვალები სასაცილოდ გადაატრიალა.
ერისთავი რაღაცის თქმას აპირებდა, მესიჯი რომ მოუვიდა ტელეფონზე.
-დათოა,-უთხრა რამდენიმე წამის შემდეგ ბიცოლამისს.
-რაო?-ინტერესით ჰკითხა გოგონას და ტელეფონისკენ დაიხარა.
"ჩამოდი უნდა გნახო"ეწერა მესიჯში.
-მიწერე ახლა, ბიცოლასთან ვარ-თქო.-დაარიგა ელენეს და გვერდით მიუჯდა. ასეთ მომენტებში ყოველთვის 14 წლის ბავშვად იქცებვა 20 წლის ქალი.
-მივწერე.-ღრმად ამოისუნთქა და დაცვარული შუბლი შეიმშრალა.
-ნუ ნერვიულობ, ელენე!-თვალები დაუქაჩა გოგონას მაკალათიამ.-აჰა, მოგწერა!
"ვიცი სადაც ხარ, მაღაზიასთან გელოდები"
-საყვარელო შენ!-წამოიყვირა მაკალათიამ.
-რა ვქნა?-ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და თვალები აემღვრა.
-თუ მოვიდა და გთხოვა ჩასულიყავი, გაჯიუტება არ ივარგებს.. ისე, რამდენი წლის ხარ?
-თექვსმეტის, ჩვიდმეტის ვხდები ნოემბერში.
-ჰო, მაშინ არაუშავს. წამო, ვითომ მაღაზიაში მივდივართ. მეც გამოგყვები, მაღაზიაში შევალ.-ფეხზე წამოხტა მაკალათია და გოგონაც წამოაგდო.-მიდი რამე კაბა გადაიცვი!
-არა, არ მინდა!-წამოიყვირა უცებ.-ასე მირჩევნია!
-კარგი, წამოდი, მაგაზე გრძელ ნაქსოვ, ჟილეტს გათხოვებ, მოუხდება.
***
-გეგა, ჩვენ მაღაზიაში ჩავალთ!-მისაღებში გასულებმა მიაძახეს გეგას და სწრაფად დაეშვნენ კიბეებზე.
-აუ, ვნერვიულობ. რა უნდა უნდოდეს?-ამოიკრუსუნა შეშინებულმა.
-ოხ.. ელენე, რა გთხოვე?-ხელზე ხელი ჩაავლო მაკალათიამ გოგონას და თვალებში ჩახედა.-ასეთი მომენტები, დამერწმუნე, ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება. იმედია, არ გინდა ამ ყველაფრის გაცამტვერება. ხომ არ გინდა?
-არა.-უცებ გადააქნია თავი. ნაწნავიც ანცად ახტუნდა აქეთ-იქეთ.
-ჰო და მიდი! დავინახე მე დათო უკვე.. მიდი წაცუნცულდი.-ზურგზე უბიძგა ელენეს, თვითონ კი მაღაზიაში შევარდა.
***
გულამობჯენილი მივიდა ხეზე მიყრდნობილ დათოსთან. ყურებში ესმოდა საკუთარი გულისცემა. ამის მეტი, არც არაფერი გაუგონია ბოლო ორი წუთია.
-ის ქალი ვინ იყო?-სიგარეტი მოისროლა და მოჭუტული თვალებით ჩააჩერდა გოგონას, ნუკრივით აბრიალებულ, შავ თვალებში.
-ბიცოლაჩემი.-ისე ამოიხრიალა თვითონაც შეეშინდა. დაბნეული აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს და ყველანაირად ცდილობდა დათოსთვის თვალებში არ ჩაეხედა.
-კაი ტო, ნუ ნერვიულობ ასე..-მისი ჭკუით დაამშვიდა გოგონა, არადა თვითონაც ნერვიულობისაგან, უკვე მესამე ღერს ეწეოდა.
-როგორ არ ვინერვიულო, როცა შენც ნერვიულობ?-ჩაიბურტყუნა პატარა, დასჯილი ბავშვივით და წარბები შეკრა.
-შეიძლება ჩაგეხუტო?-ჰკითხა უეცრად გოგონას და მის წინ, ჯიბეებში ხელჩაწყობილი დადგა, თან წამწამებს ქვემოდან ამოხედა.
-რა-ა?-ხმა გაუწყდა დაბნეულობისგან და თვალები გაუფართოვდა. გაუხარდა, როგორ არ გაუხარდა არაბიძემ მისი აზრიც რომ გაითვალისწინა, ველურივით რომ არ ჩაეხუტა და მარტო მის სიამოვნებაზე რომ არ იფიქრა.
-შეიძლება რომ ჩაგეხუტო-თქო?!
-კი, კი შეიძლება.-დაიჩურჩულა ჩუმად და თითებს თამაში დაუწყო. ფრთხილად შეუცურა წელზე ხელები არაბიძემ და მთელ სხეულზე აიკრო სიფრიფანა გოგონა. გული ყელში მოებჯინა. ნესტოები ისე გაუფართოვდა, ლამისაა ერთი მეტრის რადიუსზე მყოფი ჰაერი მარტო მან ჩაისუნთქა, გულმაც ისე სწრაფად დაუწყო ფეთქვა ეგონა გაუსკდებოდა, ან სულაც შეწყვეტდა მისი "საქმის" კეთებას.
-რა ვქნა, თუ ვერ გელევი?-მის ყელში ამოიხრიალა დათომ.
-ვერ ვხვდები შენი საქციელის მიზეზს.-ისე ჩუმად თქვა ერისთავმა თითქოს ირგვლივ გამეფებული სასიამოვნო სიჩუმის დარღვევა არ უნდაო.
-ჩემი მშობლები დაშორდნენ და მამასთან ერთად ბათუმში გადავდივარ საცხოვრებლად.
-ხომ ჩამოხვალ ხოლმე?-კითხა შეწუხებულმა.
-კი, აქ ჩემი მეგობრები, სამსონაძე, თაბაგარი, გეგუჩაძე, ლალოშვილი და დედაჩემი მეგულებიან,-ისე ეწყინა მისი სახელი რომ არ დაასახელა. მაშინ რას ნიშნავდა ეს გამომშვიდობება.
-ჰო..-თავჩაღუნული მოშორდა ბიჭს და ისევ მის წინ დადგა.
-და რაც მთავარია, შენ მეგულები აქ..-მიუხედავად ბაცი განათებისა, კარგად დაინახა თუ როგორ შეუტოკდა ძარღვი ყელთან.
-იცი? მე მომენატრები.-თვითონაც გაუკვირდა მისი ეს სიტყვები, მაგრამ ნათქვამს უკან ხომ ვერ დააბრუნებდა? ამიტომ ისევ გაჩუმება არჩია. ერთი მხრივ გაუხარდა კიდეც მისი გულღიაობა, მეორე მხრივ კი რცხვენოდა. საშინლად რცხვენოდა ამ აღიარების, ვაი თუ უთავმოყვარეო ვეგონო დათოს ამის გამოო, მაგრამ გადარჩა!
-მირთულებ, ყველაფერს მირთულებ! შენი. შენი სიტყვების მერე როგორღა დაგტოვო, ჰა? აქაურობა როგორ მივატოვო?-გოგონას თავი საკუთარ ხელებში მოიქცია და აღელვებული ჩააჩერდა თაფლისფერ თვალებში ელენეს.
-სრულწლოვანი ხომ ხარ და რაღატომ მიდიხარ?-უკანასკნელ იმედს მოეპოტინა ერისთავი.
-მამას ახლა ჩემი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება..
-არ დაგვივიწყო, არც ერთი. აუცილებლად ჩამოდი ხანდახან!-ღრმად ამოისუნთქა და იქნებ ბოლოჯერ, მაგრამ მაინც შემოხვია ხელები წელზე არაბიძეს, თავი გულზე დაადო და მშვიდად დაიწყო ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ჰანგების სმენა.
-განა შემიძლია შენ დაგივიწყო?- კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში გოგონას.-წავედი.
-ნახვამდის..-მიწურული ხმით ამოიზმუვლა და ლამის ბღავილი ატეხა ბოლო ხმაზე, ბაქრაძის ლიბრგადაკრული თვალები რომ დაინახა.
-არასოდეს იტირო!-ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია და უკან გაბრუნდა.
* * *
კიბეები ფრთხილად აიარეს. არც ერთი იღებდა ხმას. ელენა ცდილობდა რაიმე ეკითხა მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ყელში ხმა არ ამოდიოდა. ბავშვი თვითონაც ყოფილა, ბევრი მოწონებია, მაგრამ ხვდებოდა ამ ახალგაზრდების ურთიერთობა გართობას რომ არ ჰგავდა. საკმაოდ სერიოზულად იყო საქმე. გული ძალიან ტკიოდა და თეთრი შურით შურდა უფროსი ერისთავის ასეთ ძლიერ სიყვარულს ადრეულ ასაკში რომ მოესწრო. ისეთი მძაფრი და ენით აღუწერელი იყო მათი განშორების სცენა, გულმა ვერ მოუთმინა და უამრავი ვიდეო და ფოტო გადაუღო ახალგაზრდებს.
"ამ ბოლო დროს კარგ ფოტოებს ვიღებ"-აღნიშნა საწოლში დაწოლის წინ, ტელეფონში სურათებს რომ ათვალიერებდა. გალერიის ქექვის დროს, ვერც კი შეამჩნია როგორ მშვიდად შემოვიდა გეგა ოთახში და ასევე როგორ მშვიდად გადაიძრო ტანსაცმელი. გამოშტერებული მიაჩერდა მას და ეცადა დაღებული პირი ყველანაირად მოეკუმა, კაცის სხეული რომ დაინახა. "მეგონა ასეთი მხოლოდ ფილმებში ჰქონდათ"-გაიფიქრა გულში და მხოლოდ წარბი აზიდა მაღლა ბაქრაძის მზერა მისას რომ გაუსწორდა.
-რა იყო?-სიჩუმე ისევ მაკალათიამ დაარღვია და მასზე მოშტერებულ სხეულს ამჯერად ორივე წარბი აუზიდა.
-რა, ასეთები არ გინახავს ხომ?-დამცინავად გაისმა გეგას ხმა ოთახში. ბაქრაძემ თავის სხეულს დახედა, შემდეგ ისევ ელენას შეხედა და თვალი ჩაუკრა.
-შენ რა იცი, მე რა მინახავს და რა არა?-გაბრაზება ყელში ამოუბუყბუყდა მაკალათიას და კბილები გააღრჭიალა, მიუხედავად ყველაფრისა, მას მაინც არ გაჭირვებია ირონიული სახის შენარჩუნება.
-ეგ არ ვიცი, მაგრამ ასეთი, დარწმუნებული ვარ_არ გინახავს.
-გააჩნია რა შეგიძლია, თორემ შესახედავად ბევრია მიმზიდველი!-ცეცხლზე ნავთი დაასხა მაკალათიამ და ცალყბად გაიღიმა.
დაინახა როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე გეგამ და მის ცისფერ თვალებში ახუნტრუცებული ჭინკებიც არ გამოჰპარვია. უცნაურად გასცრა ტანში. მუცელი ნაციებივით აუღმუვლდა, მისკენ წამოსული გეგა რომ დაინახა და მისი სიტყვების მოსმენისას სულ მთლად გაფითრდა.
-გინდა დაგიმტკიცო რა შემიძლია და რა_არა?-ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა ცოლს და მის პირდაპირ საწოლზე დაემხო. სახე ისე ახლოს ჰქონდა, რომ ცხვირით ქალის კურნოსა ცხვირს ეხებოდა. დაბრკოლებების გარეშე ეფრქვეოდათ ერთმანეთის სუნთქვა სახეზე, ისე მკაფიოდ ეხეთქებოდა ქალის ათრთოლებული ტკბილი ჰაერი გეგას სახეზე, ძალიან მოუნდა წამით მაინც მიელულა თვალი... თუმცა ვერც ზღვისფერ თვალებში ცურაობის სიამოვნებას ვერ აკლებდა საკუთარ თავს. საიდან დაასკვნა არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ სიკვდილამდე სიამოვნებს ელენას ათრთოლებულ სხეულზე ოდნავ მაინც შეხება. ქალს როგორ არ შეხებია?! ბევრი ყოფილა ლამაზი, ბევრიც ნაკლებად შესახედავი, მაგრამ მაკალათია? ეს ადამიანი სულ სხვა ენერგეტიკას გამოყოფს, სულ სხვანაირად აგრძნობინებს თავს, თითქოს აქამდე არც ყოფილა, და თან იყო კიდევაც! თითქოს წარსული ფრაგმენტებად მხოლოდ მაშინ ახსოვს, როცა ელენას გვერდითაა, მოშორდება თუ არა სხეული აკლიმატიზაციას განიცდის, მაკალათიასგან "განგუება" რომ ჰქვია. ეს ქალი, არც ვარსკვლავებს ეთამაშება საკუთარი სილამაზით, არც კლეოპატრას ეჯიბრება, მაგრამ მაინც არის მის პირი-სახეში რაღაც ამპარტავნული და არაამქვეყნიური, თითქოს ადვილად მისაწვდომელი გგონია და ამ დროს, რაც უფრო ცდილობ დაახლოებას, მით უფრო შორდები.. თვალებში ჩახედავ თუ არა, გავიწყდება ის ამპარტავნული სილამაზეც და სიმკაცრეც.. უბრალოდ თბები თოვლში, გცივა მზის სხივებზე მიცხუნებულს, გშია მაძღარს და გწყურია წყლით გაჭყეპილს, როცა უყურებ თვალებს, რომლებიც ამქვეყნად უმანკოების ყველაზე დიდი განსახიერებაა. როცა ამ თვალების შემყურე ხვდები, რომ რაღაც არ გყოფნის, რაღაც ზედმეტია შენთვის, ან რაღაც რიგზეა, მერე თვალის დახამხამება და ქარის ქროლვისგან ალაპლაპებული, აქამდე მდორე ზღვა იქცევა ცხოვრების ერთადერთ წუაროდ. ეს ყველაფერი კი ისე გაუაზრებლად მოხდება, რომ მზის სინათლეც კი ვერ მოაღწევს ისე სწრაფად დედამიწის უმაღლეს წერტილამდე, როგორც სიყვარული ადამიანის გულში.
• სიყვარული ვახსენე და იმასაც დავამატებ, რომ ეს გრძნობა ისე უპრობლემოდ, ჰარი-ჰარალოზე გვესტუმრება თითოეულ ჩვენგანს, თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ. უბრალოდ, ვხვდებით, რომ გულში, სხეულსა და სულში უეცარი რევოლუცია მოხდა და მომავალში ის ხილი მოგინდება რაც აკრძალულია, რის გამოც შეიძლება საკუთარი ხელით გაითხარო სამარე, მაგრამ შეყვარებულ კაცს იმის ჩადენა შეუძლია, რასაც ვერ ჩაიდენს 10 ერთად აღებული ყველაზე სულელი და ამავე რაოდენობის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი.
რაღაც უცნაური სურნელით გაბრუებულს აღარ გაინტერესებს არც კდემა, არც მორიდება და უბრალოდ გინდა გააკეთო ის, რასაც გადამწყვეტ წამს გული გიკარნახებს და არა გონება. როცა შენი ყურადღების ეპიცენტრი თვალებთან ერთად, მისი ტუჩებიცაა გული და გონება აქ იყოფა. გულს უნდა ჯერ თვალებს უყუროს, მანამდე სანამ ის ზღვა არ დაილევა, ცისფრად რომ ალაპლაპებს გუგებს, შემდეგ კი ტუჩებზე ნაზი შეხებით აღუვსოს დაცლილი ზღვა და ამჯერად ოკეანე ჩაადინოს მასში. ახლა, უფრო მეტი დაიტიოს, ვიდრე ადრე რადგან შენ გააბედნიერე ის, ვისი ბედნიერებაც თვითონ გაბედნიერებს.. გინდა რომ რაღაც მეტი აგრძნობინო, ის რაც აქამდე არ ყოფილა, ან რაზეც უიმედოდ უოცნებია_ რეალობად გაუხადო. უბრალოდ, გულმა ისე იფეთქოს მასაც რომ გააგონოს, "მე შენთვის ვცემ" ეს სიტყვები, ყველაზე სასიამოვნო მელოდიით.
"გეგა, იქნებ შეცდომას უშვებ?" წამით ადრე შეახსენა გონებამ, მაშინ როდესაც მილიმეტრები აშორებდა სანატრელ მწვერვალს.
...მაგრამ გონება ყველაზე უგუნურია მაშინ, როდესაც გული გეუბნება სიმართლეს, ან იმას რაც გინდა რომ სიმართლე იყოს. ჰო და, სწორედ გულმა შემოკრა საგანგაშო ზარები, ხმამაღლა ჩაყვირა ტვინში ბაქრაძეს, რომ მალევე მოიკლას ეს წყურვილი, თორემ დაიხრჩობა და ამ ქალის მოსასულიერებელი გახდება...
აღარ გაუხადა მაკალათიას საქმე საორჭოფოდ და მთელი სიფრთხილით, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ძლივს იტევდა, შეეხო მის ტუჩებს. ერთხელ შეხება საკმარისი აღარ აღმოჩენილა, თითქოს მიეწება ქალის ბაგეს, ნელი მოძრაობით თან გინდა მოშორდე, თან_არა და ეს კოცნაც კი საგონებელს გიხდის.. წამით გგონია, რომ შეცდომა დაუშვი და შენი სიამოვნებისთვის მას აწყენინე, რომლისთვისაც უკვე მთელი სიცოცხლე გიღირს, მაგრამ როდესაც მის მილულულ თვალებს მიღმა მაინც უზომო სიხარულსა და ეიფორიას გრძნობ, მაშინ რწმუნდები რომ გული არასოდეს ცდება და გონება, რომელსაც ადრე ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში იყენებდი, ახლა უვარგისი აღმოჩნდა.
როგორაც არ უნდა ნდომებოდა გეგას, რომ უბრალოდ, ცხოველივით ცემოდა ქალის ბაგეს და საკუთარი სიამოვნება მიეღო, ამას ვერ იზამდა. თითქოს მისი ტუჩები ჰგავდა ვირუსს, რომლის დროსაც ღონეზე მოსული ადამიანი სწრაფად უძლურდება და ოღონდ გამოჯანმრთელდეს, ქვეყანასაც კი გადააბრუნებს.
ლიბრგადაკრული მოცილდა, როგორც იქნა, უკვე მონატრებულ ტუჩებს და დაელოდა ელენას რეაქციას. ამდენი მგონი არასოდეს უნერვიულია, და იმედი აქვს არც ინერვიულებს, იმიტომ რომ გული უსკდება ახლაც კი... როდესაც შენი ყურადღების ცენტრში მყოფი ადამიანი ახელს თვალებს და შენ ხვდები, რომ უბრალოდ "გაები" აქ მთავრდება არაფერი და იწყება ყველაფერი.




ყველანაირად ვეცადე გრძნობები როგორმე მომეტანა თქვენამდე და რავიიცი, ველოდები შეფასებას.
აბა, როგორია?
მგონი მოგბეზრდათ ამ ისტორიის კითხვა.. ამიტომ მეც სტიმული გამინელდა, არ შემიძლია იმის წერა, რაც ყელში ამოგივიდათ, ან აღარ მოგწონთ.
ვეცდები, მალე დავამთავრო მაგრამ არ გამომივა სწორად მოვლენების დაჩქარება.. ეს ისტორია მინიმუმ 20თავზე მქონდა გათვლილი, მე კიდევ ამ მოკლე-მოკლე ისტორიებით ვერაფრით დაგამახსოვრეთ თავი.. ვეცდები, 16 თავი მაინც დავწერო და ყოველდღიურად გამოვაქვეყნო. იქნებ მერე მაინც დავწერო რამე ისეთი, რაც განსხვავებული იქნება და მოგეწონებათ... თუ ვინმეს იმედებს გიცრუებთ, ბოდიში მომიხდია!
მადლობა ვინც კითხულობს.
პ.ს იმედია ელენესა და დათოს წყვილი მოგეწონათ, მინდოდა რაღაც გადახვევა გამეკეთებინა.. ამათ სიყვარულსაც არ დავტოვებ უყურადღებოდ.
ემოციური ვარ მაგრამ ეს გრძნობების გამოხატვა ნაკლებად მეხერხება.. მოკლედ თქვენ განმსაჯეთ!



№1  offline წევრი tveni

რატო უნდა შეწყვიტო ან შეამოკლო?? როგორც გქონდა გათვლილი ისე გააკეთე.. შენ ხო მოგწონს ამ ისტორიის წერა და მთავარი ეგაა

 


№2  offline წევრი ტასიკო

ძალიან მომწონს ეს ისტორია ,იმის გამო რომ ბევრი მკითხველი არ ყავს არ უნდა შეწყვიტო,

 


№3  offline მოდერი D-roni

შენ იმის გამო მაინც უნდა გააგრძელო ეს ისტორია რომ შენ ეს გინდა და იმ თითო ოროლა ადამიანისთვის რომელიც ამას კითხულობს შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული მაგრამ არცერთი დაკომენტარებული თამამად შემიძლია გითხრა რომ ეს ორი გაერთიანებული ისტორია (ტაისია-ლექსო) (გეგა-ელენა) არის საუკეთესო დანარჩენებიც ძალიან მაგარი შენიშვნა არ მაქვს აარანაირი ერთადერთი დაგვიანება მაბრაზებს მაგრამ ამასაც ავიტან როგომე ძალიან მაგარი გოგო ხარ მე ბოლომდე გამოგყვები აბა შენ იიცი ! love love

 


№4  offline მოდერი ელი

ჩემი!... მარტო ჩემი!...
ხო იცი როგორ მიყვარს შენი თითოეული ისტორია და ვაფშე შენზე რო მეკეტება. არც კი გაიფიქრო რომ შენ ამ ისტორიას შეწყვეტ.შენ დაიწყე ამის წერა და აი იმ წამიდანროდესაც შენ პირველი თავი გადაგზავნე შენ წაგერთვა უფლება რომ შეწყვიტო მისი წერა.არ გეპატიება იცოდე!... ჯერ ხომ სულ გულის ფანცქალით ველოდებოდი და გუშინ წინ რომ მითხარი ახლა პეროსანჟებზე... ^_^ ნუ ელენე მაინც სულ სხვა თემაა... მანდ მივიხე მიკრო ინფაქტი...იცი როგორ გამიხარდა? ვერ გეტყვი... ხო იცი რეები გადავიტანე მაგ წუთებში და რიგორ ველოდებოდი ამ თავს. გავგიჟდი... არ ვიცი რა დამემართა... ხო იცი აქ დაწერილი შენი თითეული სიტყვა ელეზე და დათოზე ჩემთვის რას ნიშნავს. ვოტ... ძაან გამიგრძელდა. ელენაზე და გეგაზე უკვე მაფანატებს... ტყუპები ვაფშე... ერთი სიტტყვით ველი შემდეგ და მალეე.... ხო იცი ეხლა უფრო მეჩქარება ახლა თავები <3 მიყვარხარ მარტო ჩემო <3

 


№5  offline წევრი nuki-nuka

ეხლაა თუ გინდა კომპიუტერში გამოგიძვრეეე, მითხარი. wink
რა უნდა შეწყვიტო და შეამოკლო არ გამაგიჟო, ცოცხალი ვერ გადამირჩები...
ან რომელი შენი ისტორიაა ცუდი რომელიც არ მოგვწონებია.
აუცილებელი არაა 1000 მკითხველი გყავდეს. ვინც გყავს ნამდვილი და ერთგული გყავს და არა ერთდღიანი.
ძალიან მიყვარს ეს ისტორია და საეთოდ შენი ყველა ისტორია და მხოლოდ მკითხველების ცოტა რაოდენობით ნუ იმსჯელებ. love

 


№6  offline წევრი crazy baby

არ შეწყვიტო და მალ-მალე დადე ძაან კარგად წერ love

 


№7  offline მოდერი MyLove

tveni
რატო უნდა შეწყვიტო ან შეამოკლო?? როგორც გქონდა გათვლილი ისე გააკეთე.. შენ ხო მოგწონს ამ ისტორიის წერა და მთავარი ეგაა

მადლობა ჩემო კარგო.. love უბრალოდ, მწერლისათვის ყველაზე დიდი სტიმული კომენტარებია... მე მეგონა რომ არ მოგწონდათ..
ტასიკო
ძალიან მომწონს ეს ისტორია ,იმის გამო რომ ბევრი მკითხველი არ ყავს არ უნდა შეწყვიტო,

მადლობა ტასიკო! ♥
D-roni
შენ იმის გამო მაინც უნდა გააგრძელო ეს ისტორია რომ შენ ეს გინდა და იმ თითო ოროლა ადამიანისთვის რომელიც ამას კითხულობს შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული მაგრამ არცერთი დაკომენტარებული თამამად შემიძლია გითხრა რომ ეს ორი გაერთიანებული ისტორია (ტაისია-ლექსო) (გეგა-ელენა) არის საუკეთესო დანარჩენებიც ძალიან მაგარი შენიშვნა არ მაქვს აარანაირი ერთადერთი დაგვიანება მაბრაზებს მაგრამ ამასაც ავიტან როგომე ძალიან მაგარი გოგო ხარ მე ბოლომდე გამოგყვები აბა შენ იიცი ! love love

აი, ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა. დიდი მადლობა!

ელი
ჩემი!... მარტო ჩემი!...
ხო იცი როგორ მიყვარს შენი თითოეული ისტორია და ვაფშე შენზე რო მეკეტება. არც კი გაიფიქრო რომ შენ ამ ისტორიას შეწყვეტ.შენ დაიწყე ამის წერა და აი იმ წამიდანროდესაც შენ პირველი თავი გადაგზავნე შენ წაგერთვა უფლება რომ შეწყვიტო მისი წერა.არ გეპატიება იცოდე!... ჯერ ხომ სულ გულის ფანცქალით ველოდებოდი და გუშინ წინ რომ მითხარი ახლა პეროსანჟებზე... ^_^ ნუ ელენე მაინც სულ სხვა თემაა... მანდ მივიხე მიკრო ინფაქტი...იცი როგორ გამიხარდა? ვერ გეტყვი... ხო იცი რეები გადავიტანე მაგ წუთებში და რიგორ ველოდებოდი ამ თავს. გავგიჟდი... არ ვიცი რა დამემართა... ხო იცი აქ დაწერილი შენი თითეული სიტყვა ელეზე და დათოზე ჩემთვის რას ნიშნავს. ვოტ... ძაან გამიგრძელდა. ელენაზე და გეგაზე უკვე მაფანატებს... ტყუპები ვაფშე... ერთი სიტტყვით ველი შემდეგ და მალეე.... ხო იცი ეხლა უფრო მეჩქარება ახლა თავები <3 მიყვარხარ მარტო ჩემო <3

ჩემი გული და სული ხარ. ადამიანი, რომელიც სულ ჩემ გვერდით დგას... რომლისთვისაც მემეტება ყველაფერი კარგი..
შენი თითოეული სიტყვა მაბედნიერებს. ვცდილობ სულ გაგახარო! მიყვარხარ ძალიან.. ჩემი სული ხარ შენ.
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline წევრი ნინი-21

ძალიან კარგი ისტორიაა, აი როგორ გითხრა გემრიელად იკითხება. ახლა წავიკითხე ყველა თავი და სახიდან ღიმილი ვერ მოვიშორე. როცა მკითხველს შენი ნაწერი მოსწონს ეს უკვე წარმატებაა. ისე გააგრძელე, როგორც შენ გინდა რადგან მწერალიც შენ ხარ და სიუჟეტსაც შენ არჩევ, შემოკლება და მსგავსი რაღაცეები თავიდან ამოიგდე, ისტორიას გააუფასურებ. შენ იცი კარგი გოგო ხარ და ველოდები შემდეგ თავს. wink love

 


№9  offline წევრი მაია

ძალიან კარგი ისტორია და არ გაბედო შეწყვეტა. ისე ცახლართე თავიდანვე რომ ამ ლაბირინთიდან შენ თუ არ გამოგვიყვან აბა ვინ?

 


№10  offline წევრი Unnamed

Au ara raa.... Rogorc fiqrobdi da rogorc gegmashi gqonda ise datove yvelafer :D cota xshir-xshirad tu moaxerxeb kargi iqneba magram ar daapatarao ra :* momwons momwons momwons... Xo dato da elenec momwons :D :*

 


№11  offline მოდერი MyLove

Mrs. animal
ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნე, რომ შენი იდეალი ვარ და თუ არ გინდა შენ იდიალს აწყენინო და "გააცხოველო", მოიშორე უაზრო ფიქრები და ბოლომდე "მიაწექი". ვერ ვიტან აფერისტობას! ასე რომ რომ გეუბნები კარგია, ე.ი კარგია და ისე უნდა გააგრძელო როგორც შენ და შენი მკითხველის გულს გაუხარდება. ეს ყველაზე კარგი თავი იყი ამ ისტირიაში და ძალიან მაგრად გქონდა გადმოცემული გრძნობები, თანაც მხატვრულად. თუ გჯერა ჩემი გააგრძელე წერა. დაუსწრებლად უყვარხარ მაგდას ლუციკო! პ.ს. შენი ასაკისთვის ზედმეტად კარგადაც წერ და მომავალში ხო დაიხვეწები... ხოდა "თლა" სუპერ-გუპერ გოგო იქნები!!

მაგდა ხომ? შენი თავი გათქვი, მაგდულ. feel
როგორ გამაბედნიერე შენი კომენტარით, ნეტავ იცოდე!
აი ძალიან, ძალიან.... მიხარია...
არ ვიცი რა ვთქვა..
მიყვარხარ, ჩემო იდეალო.. მეც იმედი მაქვს დავხვეწ საკუთარ თავს..

ნინი-21
ძალიან კარგი ისტორიაა, აი როგორ გითხრა გემრიელად იკითხება. ახლა წავიკითხე ყველა თავი და სახიდან ღიმილი ვერ მოვიშორე. როცა მკითხველს შენი ნაწერი მოსწონს ეს უკვე წარმატებაა. ისე გააგრძელე, როგორც შენ გინდა რადგან მწერალიც შენ ხარ და სიუჟეტსაც შენ არჩევ, შემოკლება და მსგავსი რაღაცეები თავიდან ამოიგდე, ისტორიას გააუფასურებ. შენ იცი კარგი გოგო ხარ და ველოდები შემდეგ თავს. wink love

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო.
აი ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№12  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარი თავი იყო და რაც იფიქრო ისტორიის შემკლებ აროგორც გაქვს გათვლილი ისე გააგრძელე მე ძალიან მომწონს ძაან მაგარი გოგო ხარ და ძაან მიყვარს ეს ისტორია love

 


№13  offline წევრი anna777

ძალიან კარგი ისტორიაა და შენ უნდა თქვა გრძნობების გამოხატვა გამომდისო არ შეწყვიტო რა :))
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№14  offline მოდერი MyLove

მადლობა ყველას ძალიან დიდი! love მიყვარხართ!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№15  offline წევრი killer

როგორ გამახარე შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანი ველოდიი ძაან მომეწონაა იცოდე არ დაააგვიანო შენ ისტორიებს სულ ვკითხულობ ♥ ეს ძაან მომწონს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent