ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 9)
თამუნასთან: როცა დავინახე როგორ სწვდა დემეტრე გიორგის საყელოში გადასვლა გადავწყვიტე, მაგრამ როცა გავაანალიზე ჩემ ამ ქმედებას რა მოყვებოდა გავჩერდი. დემეტრე მოვიდა, დაიკავა მისი ადგილი და მომიბრუნდა -გიორგი ვერ წაგიყვანს კაფეში საქმე გამოუჩნდა, ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ წაგიყვანს, მაგრამ მე და შენ შეგვილია რომ წავიდეთ სადმე-ისე საუბრობდა რომ ერთხელაც არ გაუღიმია და მისი ასეთი ცივი ტონის გამო გავიფიქრე, რომ მისი ნათქვამი „წავიდეთ სადმეო“ სასაფლაოს გულისხმობდა, მერე ერთი მიუვალი ჩიხი წარმომიდგა თვალწინ და ისიც თუ როგორ მკლავდა. ვაიმე თამუნააა, რა უნდა გეშველოს შენ რაა, ჩემ თავს გავუბრაზდი. -არ მინდა არსად წასვლა, სახლში მინდა მე-ამოვიბურტყუნე და საქარე მინას თავი მივადე. -რატო არ გინდა?! გიორგის კი მიყვებოდი მე რო არ მოვსულიყავი!!!-ხმას საგრძნობლად აუწია. -შენთან კამათს არ ვაპირებ, სახლში წამიყვანე თუ მიგყავარ, თუ არა და ჩემითაც წავალ-კარების გასაღებად მივტრიალდი, ხელზე მწვდა და მისკენ მიმაბრუნა. -არ გაბედო!-დამიყვირა, რაზეც ნერვები მომეშალა. -შენ ნორმალური ხარ ადამიანო?! რა გინდა?!-არც მე ჩამოვრჩი. -რა გაგაფრთხილე ხმას ნუ უწევ ჩემთან თქო!!-ისევ ღრიალებდა -მეც რამდენჯერ გითარი ნუ მიყვირი თქო!!!-ისევ დავუყვირე, ორივე ხელით ჩამაფრინდა მკლავებში და ახლოს მოიწია, ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა და ჩუმად დაიწყო -ხმას დაუწიე! და დაწყნარდი! - მეც გავჩუმდი, ვეღარ ვექანებოდი, თითქოს და მიმაჯაჭვეს სავარძელს, წამით გაჩუმდა და ისევ გააგრძელა-მიყვარს დამჯერი გოგონები... მაღაზიასთან გააჩერა და გადავიდა. -მოვალ მალე-უბრალოდ თავი დავუქნიე და ისევ გავიხედე ფანჯარაში. დემეტრე მაღაზიიდან 2 პარკით გამოვიდა, საბარგულში მოათავდა ტვირთი და თვითონ საჭეს მიუჯდა. -იმის გამო რომ კაფეში არ წამომყევი, შენვე დაისჯები, თვითონ მომიმზადებ რამე გემრიელს-გადმომხედა და გამიღიმა. -არაფერსაც არ მოგიმზადებ-პასუხი არ გაუცია უბრალოდ გაეღიმა. სახლში შევედი თუ არა ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, ჩემი „ბოროტი“ კი ტელევიზორს მიუჯდა. გამოვიცვალე და ისევ ქვემოთ ჩავედი. -ლექსო სადაა? -საქმე აქ და დღეს არ მოვა, შეიძლება ეს 1 კვირა არ მოვიდეს. -რა საქმე აქ? -საშენო არაფერი!-პასუხებს ისე მცემდა ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია-მშია და მოამზადე რამე. -ოოჰ, მომინდომა ვაჟბატონმა, არაფერსაც არ გავაკეთებ, გშია და შენ თვითომ მოამზადე, მოსამსახურე არ ვარ მე!- დავიყვირე და უკან მობრუნებას ვაპირებდი, როცა მაჯაში ჩამავლო. -აუუუ, ამის დედა..... ! კიდე ერთხელ აუწევ ხმას და ....-არ ვაცადე დამთავრება -და შენ თავზე პასუხს არ აგებ-თვალებში ჩავხედე და ირონიულად გავუღიმე-მოსმენილი მაქვს ეგ ფრაზები და ხელი გამიშვი! -სულაც არა-ირონიულად გაიმიღიმა და ჩვენ შორის მანძილი საგრძნობლად შეამცირა-საკუთარ თავზე პასუხს ყოველთვის ვაგებ და თავსაც არაჩვეულებრივად ვაკონტროლებ-თვალებში მიყურებდა და ისე ლაპარაკობდა-იმას გავაკეთებ, რაც გააზრებული მაქვს და რაც აუცილებლად მოგეწონება!!!-მისი სიტყვების გააზრებისას კინაღამ ჩავიკეცე, ცოტაც და იატაკზე ზღართანს მოვადენდი დემეტრეს რომ არ დავეკავე, წელზე ხელი შემიცურა და ახლოს მიმწია, მე კიდევ არ ვიცოდი რა უნდა მექნა, შემრცხვა მოცემული სიტუაციის და თავი დაბლა დავხარე. -ჩემი არა... ჩემი არ შეგრცხვეს!!!-შუბლზე მაკოცა და გააგრძელა-მიდი მართლა რამე გააკეთე მაგრად მშია. -აუუ კაი, რას ჭამ რა გავაკეთო?!-ვკითხე და სამზარეულოში შევედი, ისიც გამომყვა, მაგიდას მიუჯდა -აქ არ ეწევიან-ვუთხარი როცა კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოაძვრო და თითებს შორის მოათავსა. -მე მოვწევ!-თვალი ჩამიკრა და სიგარეტს მოუკიდა. -რა გაგიკეთო თქო?! -რავიცი რაც გინდა. -მაშინ ცეზარს გავაკეთებ კაი? -კაი-გამიღიმა მე კიდე სალათის კეთებას შევუდექი, წამით შევკრთი და დანა ხელიდან გამივარდა როცა მუცელზე ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი. -რას აკეთებ?! -არაფერს...-ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო. -დემეტრე მომშორდი რას აკეთებ, ნორმალური თუ ხარ შენ?!!!-დავიყვირე მაგრამ არც გაქანებულა. -კი სრულიად-აუღელვებლად მპასუხობდა. -გამიშვი...-ხმა გამებზარა და გაუაზრებლად ტირილი დავიწყე, ვიგრძენი როგორ შეკრთა როცა ხელზე ჩემი ცრემლი დაეცა, თავი აწია, მისკენ მიმაბრუნა. თავი დავხარე, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ჩემგან რა უნდოდა... რატომ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, რატომ ერევა ყველაფერში, 3 დღეა რაც გავიცანი და უკვე ისე მაშინებს თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და მთელი ცხოვრება მოსაკლავად დამსდევს, მაბნევს, ის თამუნა რომელიც ადრე იყო თითქოს და მოკვდა, დემეტრემ მოკლა, ისე რომ გააზრებას ვერ მოვასწარი, შევიცვალე, მან შემცვალა, რასოდეს არავის არ შემშინებია მაგრამ დემეტრესთან უძლური ვხდები, ყველანაირად ვიკარგები საკუთარ თავში და ვერ ვპოულობ გამოსავალს, ისეთი შეგრძნება მიჩნდებ თითქოს ფილმის პერსონაჟი ტომასი ვარ „ლაბირინთში მორბენალი“-დან, ისეთვე შეშინებული და დაბნეული როგორიც ის იყო, მე და ტომასში ისაა განსხვავება რომ მან შიშს სძლია მე კიდევ ვერაფერი მოვუხერხე შიშს. ეს შიშის შეგრძნება არაფერია იმ გრძნობასთან შედარებით რაც ნელ-ნელა მიჩნდება დემეტრეს მიმართ, ეს კიდევ უფრო მაშინებს, ვცდილობ რომ არ ვიფიქრო მასზე, მის ბოხ ხმაზე, მაგრამ ყოველთის საპირისპირო გამოდის, არადა მხოლოდ 3 დღეა რაც გავიცანი არც მეტი, არც ნაკლები,მაგრამ ჩემმა „ბოროტმა“ შეძლო და ამ 3 დღეში გადამიყვანა ჭკუიდან. -რა გატირებს?!-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. -არ ვიცი... რა გინდა ჩემსგან... რატომ გამოჩნდი... რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში...-ვტიროდი და თან ჩუმათ ვსაუბრობდი. -საჭიროა!-თავი მაღლა ამაწევინა და გააგრძელა-მოვა დრო და გაიგებ! ახლა კი საჭმელი გამიკეთე მგელივით მშია-გამიღიმა ლოყაზე მაკოცა და ისევ მაგიდას მიუჯდა. -ადვილი სათქმელია საჭმელი გააკეთე-ამოვიოხრე და ისევ ჩემი საქმე გავაგრძელე. მალევე მოვრჩი და მაგიდა გავშალე. -აბა ვნახოთ ხარ თუ არა ოჯახში შესაშვები-გაიცინა და დიდი ლუკმა გაიქანა პირისკენ. -იმხელა ლუკმებს იტენი პირში, მაგის გამო მოკვდები ადამიანო. -მაგის გამო არ მოვკვდები ნუ გეშინია-გამიცინა და ჭამა გააგრელა, შუა ჭამაში ტელეფონზე დაურეკეს ამოიღო და უპასუხა, მე ჭამა გავაგრელე. დემეტრეს ნაამბობი: ჭამის დროს ტელეფონზე დამირეკეს, ჯიბიდან ამოვიღე, ეკრანს დავხედე ლექსო იყო. -ხო ძმა-გარეთ გავედი და ვუპასუხე. -ბიჯო სად ხარ შენ? -შენთან ვარ, რაიყო? -ბიჯო ლელუკასთან ვიყავი, მამამისს ველაპარაკე, იტოკში მოვაგვარე ეგ საქმე. -ვახ სააღოლ ძმაო სააღოლ, ისე რატო არ გვითხარი ჩვენც წამოვიდოდით. -რავიცი ტოო, ავდექი და წავედი, ბიჯო რაღაც უნდა გთხოვო. -რამე პრობლემა გაქ ?! -არა ბიჯო რა პრობლემა, ლელუკას მამას დავებაზრე და 1 კვირით მიმყავს დასასვენებლად ბაკურიანში. -მერე ჩემსგან რა გინდა ბიჯო?! -რადა ეგ ცინცრიკა მარტო არ მინდა რო დარჩეს და მიხედე რაა. -რა პრობლემაა ტოო-გამიხარდა თამუნასთან რომ შემეძლო დარჩენა და დავვახლოვებოდი-ძმა ხარ! -ეუფ, კაი ერთი, აუხდა ოცნება ბოუშვს-გადაიხარხარა ლექსომ. -დავაი რაა-დავუღრინე და გავუთიშე-ლელუკას მიხედე არ დაგეკარგოს-გადავიხარხარე და მის ბუზღუნს დაველოდე. -მოვლილი მყავს მე-მანაც გაიცინა, ლექსოს გავუთიშე და ოთახში დავბრუნდი. -ლექსო იყო -არ მიკითხავს ვინ იყო თქო. -მაგრამ დაგაინტერესა. -მოგეჩვენა. -მისმინე, ლექსო იყო ასული ლელას ოჯახში და ლელა მიყავს დასასვენებლათ ბაკურიანში 1 კვირით ამიტო მე უნდა გიპატრონო-გავიცინე და მის რეაქციას დაველოდე. -ღადაობ?-ისე დაიყვირა, გავიფიქრე სმენასთან დაკავშირებით რამე პრობლემები ხომ არ აქვს თქო. -არა! -აუუუუუუუუუ, მოვკლავ ორივეს. -კაი მოკალი, ეხლა კიდე წადი დაიძინე, ხვალ სკოლა გაქვს, მე გაგიყვან და მასწავლებლებთანაც მე გაგიყვან. -ვაი დედა, შენ მიშველე. წავედი მე, წავედი-კიბეებზე ადიოდა როცა მომაძახა-ძილინებისა უჟმურო. -ძილინებისა-მეც წავედი დასაძინებლდ,. ისევ ფიქრი ამ ციცქნა გოგონაზე, ისევ და ისევ. რას გიკეთებს დემეტრე, ისეთს რას გიკეთებს თავს რომ კარგავ, მარტო მე უნდა ვუყურებდე მის ლამაზ თვალებს, მარტო მე უნდა ვეხებოდე მის სხეულს, მარტო მე უნდა გავუღო გემო მის ბაგეებს, მარტოჩემი უნდა ერქვს!!! მაგრამ დრო უნდა გავიდეს ცოტა კიდევ უნდა გავიდეს, კარგად შემეჩვიოს!!!-ამ ფიქრებში მალევე ჩამეძინა. - - - - - გამარჯობააა! ესეც ახალი თავი, მიხარია რომ მოგწონთ, თქვენი კომენტარების კითხვისას ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები რომ რავიცი რაა... იმედია ეს თავი მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.