შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი ქორწინება (6 თავი)


16-04-2015, 18:18
ავტორი MyLove
ნანახია 8 362

აჩქმალებული ჩააშტერდა ქალს უკვე დიდი ხნის წინ შემჩნეულ ზღვისფერ თვალებში და გული შეეკუმშა. ასე არასოდეს დამართნია, არასოდეს ასე არ გასჭირვებია ქალის ტუჩებთან მოშორება, როგორც ელენასთან. რაღაც თავისებური, ერთობ მზაკვრული და იდუმალი ხიბლი აქვს მაკალათიას. თავიდან ყოყმანობ, მისი ერთი შეხედვით ამაყი იმიჯი საკუთარ თავში შეგატანინებს ეჭვს, რომ უძლური ხარ მის წინაშე, მაგრამ როდესაც საკუთარ თავს გადააბიჯებ, ხვდები, ყოველივე რამხელა ფარსი ყოფილა, თუ რაოდენ დიდი სითბო და ალმური იმალება ამ ციცქნა გოგოში. გული ისე მწარედ ეხეთქება გულ-მკერდის ძვალს, ლამისაა ამოხეთქოს სამყოფელიდან და თორმეტივე წყვილი ნეკნი სინქრონულად დაგიმტვრიოს. ისე მაგრად გიჭერს ყელში ფარისებრი ჯირკვლების ირგვლივ რაღაც აბსტრაქტული, რომ სუნთქვა გიჭირს, ტვინი გიდუღს და ყბები გეჭიმება.
მის თვალებში იმედგაცრუების ნატამალი რომ შენიშნა მაშინ გაუქრა ყველაფერი. დარწმუნდა იმაში, რომ არასწორად მოიქცა.. რას იფიქრებდა, საყვარელი ქალის წყურვილი ასე თუ დაუსუსტებდა ნებისყოფას?! უბრალოდ ასე მიმზიდველი და ბუნებრივი ტუჩები ჯერ არ ენახა.. არ გაესინჯა.. მას კი ისე უნდოდა აკრძალული ხილის დაგემოვნება, რომელიც ასე გემრიელი ეჩვენებოდა, პრინციპებს სძლია და.. სიამოვნებისგან განაბულმა მეორე შარში გაყო თავი.
-ეს არ უნდა გამეკეთებინა,-ამოიხრიალა ჩუმად და ეცადა ქალისთვის თვალები მოეცილებინა.
-რა.. რატომ გააკეთე ეს?!-ცრემლმორეულმა კითხა ათრთოლებული ხმით და დამძიმებული ჩაიმალა საწოლში.
-შენ, შენ გამომიწვიე!-ეცადა საკუთარი თავი გაემართლებინა, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეს გამოუვიდა.
მარჯვენა ლოყა ისე აეწვა, რომ თვალებზე ცრემლი მოაწვა ამხელა კაცს.. აქამდე დამშვიდებული მთლიანად გაეხვია სიბრაზის ქარცეცხლში.. გაავებულმა ჩახედა არანაკლებად გაბრაზებულ თვალებში ცოლს და გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე.
-შენ ნორმალური ხარ, გოგო?!-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა,-რა გააკეთე, ჰა?!-ჩაწითლებული თვალებიდან სიბრაზის მეტს არაფერს აფრქვევდა. გული აეწვა. თვალებზე ჯანღი გადაეფარა.. აზროვნების უნარის დაბრუნებას მთელი ძალით ცდილობდა მაგრამ ის, რომ ქალმა ხელი გაარტყა, ამის საშუალებას არ აძლევდა... უნდოდა მთელი ძალით ეღრიალა, ეყვირა, დაელეწა ყველა მხსვრევადი თუ არამსხვრევადი ნივთი. არ დაეტოვებინა მთელი არაფერი. სწორედ იმ ადამიანმა არ დაინდო, ვისთვისაც მსოფლიო ემეტებოდა. განა მხოლოდ ხელის გარტყმაში იყო საქმე? ნურას უკაცრავად, იმან გაანაწყენა ბაქრაძე, რომ ელენამ ვერანაირი კარგი გრძნობა ვერ დაიჭირა მის კოცნაში.. ის ზიზღი რითი გამოიწვია? მას ხომ ასეთი გრძნობით არავისთვის უკოცნია, არავისთვის გაუღია იმდენი სითბო, რაც მაკალათიასთვის გაიღო. რატომ გააკეთა ეს? მას ჰგონია, რომ გეგა ყველას ასეთი გრძნობით და აღმაფრენით კოცნის? ჰგონია, რომ ეს მისთვის რიგითი უმნიშვნელო ამბორი იყო? გეგას ტვინი ამ კითხვებზე მხოლოდ დადებით პასუხს იძლეოდა და სწორედ ეს აღიზიანებდა, ეს შლიდა ჭკუიდან..
-რა გინდა, ბაქრაძე?-შემოესმა გოგონას დამწუხრებული და ინტერესით სავსე ხმა, დიდი ტკივილის და იმედგაცრუების პერსპექტივას რომ იძლეოდა,-რას გადამეკიდე ადამიანო, რამე დაგიშავე? ჩემს სატანჯველად მოევლინე ამ ქვეყანას? ან ეს გაურკვეველი ქორწინება რა ჯანდაბად გინდოდა? რას მერჩი, სულ არ გ*იდია მე მომკლავენ, თუ გილიოტინაზე შემსვამენ? რა გახდა ჩემი და შენი ცოლ-ქმრობის, ან სულაც ამ კოცნის მიზეზი? რის მიღწევას ცდილობ? მე დადა..
-მაგ არაკაცის სახელს ნუ მაგონებ-თქო, გოგო!-დაიყვირა მისი სიტყვებით განადგურებულმა. იმ წამს სულ არ აინტერესებდა, მაკალათიას პირმა ეს სახელი რომ წარმოთქვა.. მისმა ყოველმა ტკივილიანმა სიტყვამ გულს ლახვარი დაასო.. თავი კიდევ ერთხელ აგრძნობინა დამნაშავედ,-და ნუ მაყვირებ, ბავშვები არიან აქ!
-ბავშვებზე მაშინ უნდა გეფიქრა რომ მკოცნიდი!-დაუყვირა ჩურჩულით და მუშტები შეკრა. ახლა ასეთ სერიოზულ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყვნენ, გეგა აშკარად სიცილისგან გაიგუდებოდა, ისეთი სახე ჰქონდა მაკალათიას.
-დაიძინე ახლა.. გავათავე შენთან ამ საკითხზე საუბარი. მეორედ არაფერს მკითხავ,-კატეგორიული ტონით მიმართა ელენას და ზურგშექცევით დაწვა მისგან.
ჯერ წარბი აზიდა მაღლა მაკალათიამ, შემდეგ ჩუმად ჩაიფრუტუნა რაღაც და თვითონაც დახუჭა თვალები, მანაც ზურგი შეაქცია ქმარს და საბანი მისკენ გაწელა, ის ისედაც ძლივს უფარავდა მუცელს. წამის მესამედში ბაქრაძემაც გადასწია თავისკენ საბანი. ეს მოძრაობა რამდენჯერმე გაიმეორეს, ბოლოს ორივე მწყობრიდან რომ გამოვიდა საბანი გადაიძრეს.
ალიან სასაცილო სანახავი იყო მაშინ მათი სახეები. ორივე ჯიქურ თავისას აწვებოდა და დათმობას არ აპირებდა. ბაქრაძეს ისევ დამპყრობლურმა აზრებმა უჩინეს თავი ტვინში.. საშინლად მოუნდა უკვე შემცივნებულს, ის სიფრიფანა სხეული გულში ჩაეკრა და ისე ჩაეხუტებინა, მამაზეციერს რომ არ შეძლებოდა მისი მკლავებიდან გარდამოხსნა. ის რაღაც ნაკლოვანება შეევსო, გულის ფეთქვას რომ უნელებდა, რაღაც უკმარისობის გრძნობას უჩენდა ზურგშექცევით წოლა. მიუხედავად მისი მკაცრი ხასიათისა, თავშეკავებულობისა და ათასობით პრინციპისა, ეგონა, რომ გოგონას თუ გულზე მიიხუტებდა და იგრძნობდა მის სიახლოვეს, გულიც ჩვეულებრივ განაგრძობდა ფეთქვას.. სხეულის ის დანაკლისიც შეევსებოდა, რომელიც ძვლებს უღრღნიდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს, ძვალი კუნთს მოშორდა და ჰაერმა გაჟონა მის შიგთავსში. ღრმად ჩაისუნთქა სურვილის დასაოკებლად და თვალები დახუჭა. ეცადა, რამე ისეთზე ეფიქრა რაც უშუალოდ ელენა მაკალათიას არ უკავშირდებოდა.. დაიწყო ფიქრი, მივიდა ელენამდე.. ისევ და ისევ ელენამდე! მიხვდა ეს გოგო, მისი ყოველდღიურობა და რუტინული ცხოვრება რომ გახდა.. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასაც კი არ გააკეთებდა ტყუილ-უბრალოდ, თუ ეს მაკალათიას არ წაადგებოდა, თუ მისთვის არ იქნებოდა სასარგებლო. მიხვდა, რომ ის წესი რასაც "სიყვარულის არარსებობა" ერქვა ფაიფურის თეფშივით დაიმსხვრა. ასე არადოდეს უგრძნია თავი, ადამიანს ჰაერის გარდა რამე ასაზრდოებდეს, არ წარმოედგინა. მაგრამ შესაძლებელი ყოფილა არსებობის წყაროდ, უბრალოდ საყვარელი ადამიანის თვალები აგერჩია, შენდაუნებურად, და არასოდეს გაგიხედია მის იქეთ. თითქოს შენ კი არა ის უყურებს სამყაროს, მის თვალებში ხედავ იმ ყოველ კუთხე-კუნჭულს, რისი ხილვაც ადრე შენს თვალებს უწევდა.. იმდენად გაგიუფასურა საკუთარი მსოფლმხედველობა მისმა თვალებმა, რომელშიც მთელს სამყაროს ხედავ, სურვილიც კი არ გიჩნდება, მოშორდე.. ხვდები, ამით დაცლი ცხოვრების საწყაულს, რომლის ავსებასაც ამდენი ხანი მოუნდი.. საკუთარ თავს გაწირავ და მიუსჯი გულისტკივილს, იმ დროის ინტერვალით, როდესაც ვერ უყურებ მის თვალებს, როდესაც ბრმავდები სულიერად და ვერ ხედავ ვერაფერს.. შენ ხომ ადრე მისი თვალებით უყურებდი ყველაფერს? იმდენად გახდი მასზე დამოკიდებული, რომ დაგავიწყდა საკუთარი თვალი, რომლიდანაც იყურებოდი მანამ, სანამ მისაში არ ჩაიხედებოდი.. უბრალოდ ხედავ რაღაც საგნებს, სხვადასხვა ფორმის, ფერის, მაგრამ ყველა ერთნაირად უაზროა.. შეყვარებული სხვის თვალებზე უყურებ საკუთარით და გგონია რომ ყველაფერი გაცრეცილი და უაზროა მის გარეშე. ნატრობ, კიდევ ერთხელ მოგარგო იმ თვალების სათვალე,ყველაფერს აზრს რომ აძლევს, მათ შორის შენს საკუთარ არსებობასაც.
არაფრის გაკერპებაა კარგი, მაგრამ გარდაუვალია არ გიყვარდეს მისი თვალები! შეუძლებელია. ეს არის ერთადერთი კერპი რომელიც ვერ დაამსხვრია ჟამთა უზნეო სვლამ.. სწორედ წინათხსენებულიდან გვაძლევს მისი თვალები არსებობის დაუშრეტელ წყაროს, რომელსაც ჩვენი შეცდომების გარდა ვერაფერი მოსპობს.
"არ ვაგრძნობინებ რომ მიყვარს.. მან ვერ დაინახა ჩემი სიყვარული ჩემს კოცნაში, სიტყვის თქმას რაღა აზრი აქვს?! მთავარია ის ლაჩარი დააპატიმრონ, შემდეგ კი ყველაფერს მივხდავ, თუ არ უნდა გავუშვებ."
ბოლო სიტყვა გულზე ლახვარივით დაესო.. კიდევ ერთხელ წარმოიდგინა როგორი იქნებოდა საკუთარი თვალებით ხედვა, როცა საყვარელი ქალის თვალებში უკეთესი ცხოვრებისა და სიყვარულის პერსპექტივას ხედავს. ეს ყველაზე მეტად მას ეტკინა, მაგრამ ამად გააკეთებდა, თუ ნახავდა რომ მისდამი არანაირი გრძნობა არ ჰქონდა მაკალათიას. იქნებ ამ ერთი თვის განმავლობაში, რამე გრძნობა გაჩენოდა.. ამით მხოლოდ თავს იიმედებდა.. მინიმუმ 6 თვე მაინც იქნება მასთან. ორ კვირაში ქორწილია და იმასაც გააჩნია რამდენი ხანი დასჭირდება დადას წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვება-წარდგენას.. შემდეგ მის დაკავებას და.. ელენას გაშვების დროც მალევე მოვიდოდა. როდესაც უსაფრთხოდ დაიგულებდა გოგონას სიცოცხლეს, მაშინვე ეტყოდა სიმართლეს.. იმედოვნებდა, ეს დრო დიდხანს გაიწელებოდა, იმიტომ რომ საშინლად ესიკვდილებოდა მაკალათიას სახლიდან გაშვება. მას იმ ნაწილსაც გაატანდა, რაც დარჩენია და გეგას გამოსახულებას მოუწევდა მხოლოდ სიარული.
***
-ბიცოლა, ბიცო!-ტბილ ხელებს ვიღაც ნაზად უსვამდა ლოყაზე და ყურში მუხანდაზად ჩასჩურჩულებდა.
-მმმ..-ტვინმა რაჭველივით გვიან მოახდინა რეაგირება იმაზე, რომ სახლში სამი ბავშვი ჰყავდა ,გეგას ჩათვლით, მერე ასევე ზლაზვნით წამოყო თავი რბილი ბალიშიდან და თვალებმოჭუტული დააცქერდა სანდროს.
-რა მოხდა სანდრიკო?!-ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით საყვარელ ბიჭუნას მისი გაღვიძებით, სიხარულისგან ცას რომ ეწია და ეშმკურად იღიმოდა.
-ალაფელი ბიცოლა. ჩეიძლება ჩენთან ელთად დავწვე ცოტა ქანი?!-საწოლზე მიუთითა ბიჭუნამ და კულულები გადააქნია.
-მოდი, ვაჟკაცო.-ჯერ კიდევ ნამძინარევი ხმით ჩაილაპარაკა და კულულა ბიჭი საწოლში ჩაიწვინა. ტიტლიკანა ფეხები.რომელიც გაყინული ჰქონდა იატაკზე დგომისგან ფეხებს შორის მოიქცია და მის ყელში ჩარგო თავი.
-აუ ბიჩოლა, მეჩინება მაშე.-ხითხითით ჩაილაპარაკა ბიჭმა და კოტიტა თითები შემოაჭდო ბეჭებზე.
-დილის ექვსი საათია შე გადარეულო.. დავიძინოთ ახლა!- უჩურჩულა ჩუმად, ბაქრაძე რომ არ გაეღვიძებინა და საბანში ჩაიმალა უმცროს ერისთავთან ერთად.
-კალქი, თოლემ მელე ბიჯიას გაეგიძება და მიკინებს ლოკაზე!
-გკბენს?-გაკვირვებისგან თვალები დაყაჭა,-მაზოხისტი!
-ბიჩოლა, მაზოხვიშტი ლა ალის?-გაკვირვებულმა დაკლაკა ცისფერი თვალები და პირიც დააღო. სიტყვა "მაზოხვიშტიც" გაჭირვებით წარმოთქვა.
-მაზოხვიშტი არაფერი არ არის. მაგრამ შენ იცი რას ნიშნავს "ზატკნის"?- ერთობ 'რიტორიკული' შეკითხვა დაუსვა ბავშვს.
-ალა.. ლა ალის?-გაკვირვებულმა ლოყები გამობერა და ისევ ჩუმად დაიჩურჩულა.
-"ზატკნის" ნიშნავს იმას, რომ უნდა გაჩუმდე!-ტუჩებზე ხელი მიადო და ძილის ნიშნად თვალები დახუჭა.
-კალქი, ზაკტნ.. ზნაკტ.. ზვაკნტის ვიზამ.-ენა დაებლუკვა პატარას და ბოლოს რაც შეეძლო ის წარმოთქვა. მერე კი თვითონაც დახუჭა თვალები და დაიძინა.
***
დილას რომ გაეღვიძა ცხრა საათი იქნებოდა.. თავი ცოლის მხარეს გადააბრუნა და ისეთი თბილი სანახობა გადაეშალა ცხვირწინ, კიდევ ერთხელ იწამა ელენას ადამიანურობა.. ის, რომ ამ გოგოში იყო რაღაც, რაც სხვებს არ ჰქონდათ. სხეული გაუთბო ცოლის გულზე მიხუტებულმა მძინარე, პირღია სანდრომ, ლოყები საყვარლად რომ დაწითლებოდა და გაბერვოდა. მთელი ძალით ჩაებღუჯა ელენასაც ბავშვი და მისი გრძელი თმა ბავშვს ფიანდაზად ელამუნებოდა ცხვირთან, თან ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე ანცად დახტუნავდა ლავიწზე ქერა თმის გროვა.
მთელი გულით ინატრა, მისი ცოლ-შვილი რეალურად ენახა ასე. არანაირი ყალბი ქორწინებისა და სხვისი შვილის ჩათვლით. მართალია, ძმისშვილებზე უკეთესი ვინ უნდა ყავდებს პატარა, მაგრამ როცა საკუთარს ხედავ, საყვარელი ქალის მუცელზე მისვენებულს, უფრო სხვა გრძნობა გეუფლება.. გრძნობ, ხედავ როგორ გგავს შენი შვილი, თუნდაც მხოლოდ თმის ფერით, ან თვალ-წარბით, გგავს გამოხედვით, აქვს შენნაირი ხმა, რაც მთავარია ის შენი საკუთარი სიყვარულის ნაყოფია. სწორედ ეს აკლდა ამ სურათს სრულყოფილებისათვის.. საერთო სიყვარულის დიდი ნაყოფი.
ზლაზვნით წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. იქნებ აქ მაინც გაქცეოდა ელენაზე ფიქრს.
* * *
-ელენე, შენ იცი ზვატკნის რას ნიშნავს?-ჰკითხა სადილობის დროს დას სანდრომ.
-ზვატკნის რა არის, სან?-გაკვირვებულმა შეხედა ძმას.
-ეშ ნიშნავს რომ უნდა გაჩუმდე.-ბრძენკაცის სახე მიიღო და გაყოყოჩდა იმით, რომ ელენეზე მეტი იცოდა რაღაც.
-ზატკნის არის ეგ.-თქვა ჩუმად და თეთრ საინს ჩააჩერდა. გაკვირვებულმა შეხედა ერისთავს მაკალათიამ და წარბები შეჭმუხნა. ბავშვის სახეზე იმდენად დიდი იმედგაცრუება და სიცარიელე იყო გამოსახული, გეგონებოდათ იყურებოდეთ ფანჯარაში, რომლის გასწვრივაც გადახრიოკებული, უსიცოცხლო ველი იშლება, დამწვარ მინდორს ჯანღად, მძიმედ ასდის შავი კვამლი. თითქოს ამ დამხუთავ კვამლს ხედავდა ელენეს თვალებში, გულსაც მის თვალებში უყურებდა, უძლურად რომ ფეთქავდა.. თითქოს აორტაში სისხლის გადაგზავნა ეზარება პარკუჭს და ძლივსძლივობით, პერისტალტიკის მდორე ტალღებით გზავნის გასქელებულ სისხლს სისხლძარღვებში.
ჯერ სიმშვიდე არ დაარღვია, საღამოს კი სანდრო რომ აბანავა ელენეს ოთახშიც შევიდა.
-ელენ, რა მოხდა ჩემო ლამაზო?-იმდენად თბილი და მგრძნობიარე იყო მისი ხმა, თვითონაც დაღონდა, გოგონას მწარე, ტკივილით სავსე თვალები რომ დაინახა.
-დათო..-ბრიალა თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა გოგონას და უძლურად ასლუკუნდა. წვრილი მხრები აუთრთოლდა, ბოლოს ვეღარც მან გაუძლო ამდენ თავშეკავებას, მთელი დღის განმავლობაში რომ ცდილობდა მის შენარჩუნებას და ქალის კალთაზე დამხობილი მწარედ აქვითინდა. თითოეულ დატირებას ატანდა მთელს სულს და გულს, იმხელა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის გრძნობდა სულის სისუსტეს.. თუ რა მტკივნეულად ხურდა გოგონას თითოეული უჯრედი.. თვალებით ლამობდა რაღაცის თქმას, მისი ტკივილის განდობას, მაგრამ ვერა და ვერ აბამდე ორიოდ სიტყვას ერთმანეთზე.
-რა მოხდა, ელენე?-გოგონას მდგომარეობით შეწუხებულმა თმა გვერდზე გადაუწია და საფეთქელზე აკოცა.-მითხარი, რა მოხდა? გულზე მოგეშვება, პატარავ.
-დათო, ის, ის ავარიაში მოყვა..გესმის? ავარიაში.-ისტერიკული ტირილი აუტყდა. თვალებიდან ცრემლები სდიოდა.. ლამაზი ფორმის ღაწვებს დაუნდობლად კვეთდა თითოეული მათგანი, არც ერთი ინდობდა სითბოს, რომელიც ახლა მის სხეულსა და გულს ჭირდებოდა საზრდოობისთვის. ყველაფერი სიცივეს იღებდა მისთვის, გულიც სიცივისგან წიოდა, გაყინული ძლივს ახერხებდა შეკუმშვასა და გაშლას.
-რა, რა თქვი ელე?-პირველი ცრემლი მაკალათიას ლავიწზეც დაუკითხავად მოთავსდა. ის ახალგაზრდა ბიჭი, სიცოცხლით სავსე, ასეთი გულის მქონე, ყურადღებიანი, მისი უამრავი დადებითი თვისება შეამჩნია ელენამ, როცა არაბიძე ერისთავთან მოლაპარაკე დაინახა. როგორ თბილად ანაწილებდა თითოეულ სიტყვას მის ნაკვთებზე, როგორ გამეტებით უყურებდა თვალებში გოგონას, არ უნდოდა მოწყვეტა, არ შეეძლო მოშორებოდა, ამას ელენაც კი გრძნობდა, ერთი მეტრის ინტერვალით დაშორებული, მუხის ხის უკან აკრული. ახლა მიხვდა მიზეზს,თუ რატომ არიან ასეთი ფანატიკოსები შეყვარებული ადამიანები, იმიტომ რომ, ისინი გრძნობენ სითბოს, სიყვარულს, თანადგომას, პატივისცემას.. ამას თითქოს ფარულად გრძნობდა ვიღაც უცნობისგან, თითქოს მის წინ იყო და ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა მას. მაგრამ ახლა ის კი არა, მთავარი ელენე და დათო იყვნენ.. ეს პატარა, შეკოწიწებული, ერთად შერწყმული წყვილი, რომელსაც ჯერ კიდევ ამხელა ტკივილის გადატანა მოუხდა.
-მისი ავტომობილი, რომლითაც ბათუმში მიდიოდა, ავარიაში მოყვა, მამამისი კარგადაა, მისი მხარე გადატრიალდა და ძალიან ცუდადაა.-სლუკუნებდა ხმადაბლა და აკანკალებულ ხელებს ვერაფრით იმორჩილებდა.
-და მთელი დღე არ მითხარი ეგ? შენ მოგიკვდი, ჩემო დატანჯულო გოგო,-გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა და მისაღებში გაიქცა, სადაც გეგა ეგულებოდა.
გუშინდელი კოცნის შემდეგ ხმაც არ გაუცია მისთვის, შეიძლება პაფარა ბავშვივით იქცევა მაგრამ მაინც გაბრაზებულია. თან სირცხვილისაგან იწვის.ვერაფრით წარმოედგინა მისი პირველი კოცნა თუ ასეთი იქნებოდა. გული გამალებით უფანცქალებდა..
-გეგა, ერთი წუთით მოდი!-ხელი დაუქნია სანდროსთან ერთად მჯდომს.
-რამე მოხდა?-ინტერესით ჩააჩერდა ცოლს თვალებში.
-კი, ტრავმატოლოგიურში უნდა წავიდეთ მე და ელენე.
-მანდ რა გინდათ?-გაკვირვებისგან თვალები ლამის ხელში დაიჭირა.
-მოკლედ, ელენეს მეგობარი ავარიაში მოყვა და ეს ძალიან ნერვიულობს. აუცილებლად უნდა წავიდეთ.. შენ სანდროსთან დარჩი, ჩვენ ტაქსით წავალთ.
-კარგი. მაგაზე დაწვრილებით მერე მომიყვები.-დაემუქრასავით ცოლს გეგა და თვალის მოუცილებლად გაწვა ხალიჩაზე სანდროსთან ერთად.
***
-დათო არაბიძესთან ვართ მოსული, დღეს მოიყვანდნენ დილით, ავარიაში მოყვა.. 21 წლის ბიჭია.-მიმღებში ელენამ ჩამოარაკრაკა მცირედი ინფორმაცია, რადგან გაფითრებულ ელენეს ამის არც ძალა შერჩენოდა, არც აღქმის უნარი.
-მეორე სართული, მარჯვენა კოლიდორი, ას მეცხრე პალატა.-დაუღრინა ექთანმა მათ და ძილი შეიბრუნა.
ერთი გემრიელად შეაკურთხებდა ელენე რომ არ დგომოდა გვერდით, ასეთ მდგომარეობაში მყოფი.
-ნუ ღელავ, აი ნახე, ყველაფერი კარგად იქნება..-თავზე ხელი დაუსვა გოგონას და ძლივს ძლივობით აათრია კიბეზე.
გრძელ კოლიდორში, სადაც სპეციფიკური სუნი იდგა და ჭერზე დაკიდებული გრძელი, როზგივით ნათურა მკვეთრ სინათლეს გამოყოფდა. ას მეცხრე პალატასთან იჯდა ერთი კაცი, და ოთხი ახალგაზრდა ბიჭი..
-ელე, ტო?-ფეხზე წამოდგა ერთ-ერთი.-შენ აქ რა გინდა?
-მე დავურეკე და ვუთხარი,-თქვა მეორემ, როდესაც გოგონამ რაღაცის სათქმელად გააღო პირი.
-რატო უთხარი?!-წარბშეკრული მიაჩერდა პირველი მეორეს.
-ბიჭებო, ახლა მაგის დრო არ არის, ხომ ხედავთ ამ ანგელოზივით გოგოსაც ფერი არადევს..-საუბარში ჩაერია დათოს მამა აშკარად.

-როდის გამოვა ექიმი?!-ისევ ელენეს მაგივრად ალაპარაკდა მაკალათია. გოგონას სახეზე ეტყობოდა, ენერგიის ნატამალიც რომ არ შერჩენოდა. გეგონებოდათ, ყოველი სისხლძარღვი დაჭიმვოდა და მასში სისხლის მაგივრად, რაღაც სქელი სითხე იღვრებოდა. კანკალმა აიტანა, როცა წარმოიდგინა, დათო ამ ქვეყნიდან წასული. გული შეუტოკდა, იმაზე მეტად შეამცივნა, ვიდრე ბავშვობაში, ბავშვთა სახლში, თებერვლის სუსხიან ღამეს, გაყინული რომ მივიდა, შიშველი ფეხებით. მაშინ არ ტკიოდა, ახლა კი, მთელი სხეული საშინელი შიშით უძრწოდა, გონება მომხდარის აღქმას ვერ ახერხებდა, ერთადერთი საზრუნავი, ერთადერთი მიზანი, ცხოვრების არსი და მომავლის იმედი, ცოცხალი დათოს ნახვა იყო.
წასვლის წინ როგორ მაგრად ჩაეკრა ათრთოლებული გულში, როგორ აგრძნობინა მისი სითბო. ბიჭსაც როგორ გაუჭირდა წასვლა. უკვე მონატრებააკიაფებულ თვალებში, როგორ ეტყობოდა მონატრების კონტურები, როგორ მწარედ იღიმოდა, როგორ.. როგორ.. ამდენი მოგონებისგან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანმოკლე და მწირნი არიან, მაინც, მაინც ძალიან უხაროდა, რომ არსებობდნენ. იმხელა სიამოვნებას ანიჭებდა მისი გულიდან წამოსული ყოველი ამოსუნთქვა, თვალებით როგორ ეუბნებოდა_შენთან ვარ სამუდამოდო. _როგორ სიამოვნებდა იმ ჰაერის სუნთქვა, რომლითაც დათო სუნთქავდა.
მისი წასვლა და დატოვებული იმედი, არ აძლევდა მოსვენების საშუალებას, როცა გაიგო, თუ რა ხდებოდა მის თავს, თუ რამხელა უბედურება დაატყდა, თუ როგორ მწარედ უმუხთლა ბედმა, ძლივს აცოცებული ოდნავ მაღალ ბორცვზე, როგორ მწარედ დააბრუნა ტალახით სავსე წუმპეში. წუმპე იყო მისი, საკუთარი ცხოვრება, თუ დათო არ ეყოლებოდა ცოცხალი. არ დარდობდა იმას,რომ ბიჭი მის გვერდით არ იყო. მთავარი მისთვის, საყვარელი ადამიანის ჟანგბადით სავსე ფილტვები იყო. ოღონდ ესუნთქა, ოღონდ იმ თაფლისფერ თვალებს ენახა სამყარო.. მისი სანატრელი აღარაფერი იყო.. მის პატარა გულს, მხოლოდ უნდოდა, ესუნთქა, ჭირდებოდა, ძალიან ჭირდებოდა.. უბრალოდ, მას არსებობის წყაროს ვერ მოუსპობდა ღმერთი.. ვერ შეძლებდა ანგელოზი_ელენე ასე მწარედ დაესაჯა.

_დავით არაბიძესთან თქვენ ბრძანდებით?-მშვიდი ღიმილით მიუახლოვდა მედდა დათოს სანათესაოს.
ვინ იცის, ეს ღიმილი რად ღირდა ერისთავისთვის, ეს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის აღნიშვნის ტოლ-ფასი იყო.
_დიახ, დიახ.-ფეხზე წამოდგა ყველა.
გოგონამ იმედიანი თვალები მიანათა მედდას. ცრემლის გორგალი, რომელიც ჯანღად ეკრა მის თაფლისფერ თვალებს, ქალს თხოვდა, ეთქვა რომ ის ცოცხლობს. ერთი უბრალო სიტყვა ეთქვა, მის ცხოვრებას მიზანს რომ დაუბნუნებდა არსებობისათვის.
_პაციენტი უკეთ არის. მძიმე მოტეხილობა აღენიშნება ბარძაყის ძვალზე, მოგეხსენებათ, ეს ყველაზე მსხვილი ძვალია და შეხორცებას დიდი დრო დასჭირდება, პაციენტი დაახლოებით, ერთი თვე უნდა იწვეს, ხოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში მოუწევს მარჯვენა ყავარჯნით სიარული. ასევე აღენიშნება მცირედი დაჟეჟილობები წელზე, თუმცა საშიში აღარაფერია. პაციენტის ნახვა შეგიძლიათ.
_გადარჩა.. ცოცხალია.. ცოცხალია...-მონოტონურად იმეორებდა ერთსა და იმავეს. სიხარულისაგან ცრემლები წასკდა. რაღამც ცოცხალი ყავდა, რაღამც მის გვერდით იყო, აღარ ჯავრობდა არაფერს.
_ჩემი ძმა, ყველაზე მაგარი კაცია.-ღრიალებდნენ ბიჭები. ექთანი კი მათ დამშვიდებისკენ მოუწოდებდა.
_შენ შედი შვილო, მე ისედაც ვიცოდი, ჩემი შვილი რომ გადარჩებოდა.-დამამშვიდებელი ღიმილი აიკრა სახეზე და გოგონას პალატისკენ უბიძგა.

* * *

პალატას მხოლოდ პულსის წრიპინი არღვევდა.
მშვიდად იწვა არაბიძე საწოლზე, ხელები სწორად ედო გვერდით და მშვიდად სუნთქავდა.
აზრზე ჯერ კიდევ არ იყო ელენე მოსული და ვერ ხვდებოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა.
ცრემლები კარგად ხედვის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ხედავდა თეთრი საფენები როგორ ედო სახეზე დაშავებულს.
მშვიდად დაჯდა საკაცის გვერდით მდგომ სკამზე და თვალები კიდევ ერთხელ შეავლო დაშავებულს.
მართალია, რადგან გადარჩა და სიცოცხლე აჩუქა დათოს ღმერთმა, მეტს აღარ ჯავრობს, მაგრამ მაინც გული ტკივა ასეთს რომ უყურებს.
_დათ..-ამოიხრიალა ხმადაბლა,_გახსოვს, რა მაგრად ჩამეხუტე, სანამ წახვიდოდი? იცი რა დამემართა რომ გავიგე ავარიაში მოყევი.. გული ცემისგან დამეღალა, რომ ვიფიქრე ჩემს გვერდით აღარ იქნებოდი.. გული მეტკინა, შენი სატკივარიც მე მეტკინა.. ვიცი, არ გესმის ახლა ჩემი.. მაგრამ.. მე ისედაც ვერ შევძლებდი, მეთქვა ეს სიტყვები. შენ ჩემთვის ძალიან, ძალიან ძვირფასი ხარ და შენს დაკარგვას, ცოცხალი თავით ვერ გადავიტანდი.. მე რანაირად მესუნთქა იმ ჰაერით, რომელსაც შენ არ სუნთქავ? ახლა ცოცხალი ხარ და კარგად იქნები.._ხელზე ფრთხილად ეხებოდა და დროგამოშვებით კოცნიდა შუბლზე.
შუბლზე ჰქონდა მიწებებული ტუჩები, დათომ თვალები რომ გაახილა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
სირცხვილისგან წამოწითლდა, თუმცა ეცადა არ შეემჩნია, ამიტომ უხმოდ დაუბრუნდა თავის ადგილს.
_ჩე..მი, ცხოვრება ხარ..-ამოიხრიალა ჩუმად და გოგონას თვალებში ჩააჩერდა._ვერ წავალ.. სიკვდილისთვის განწირული, თავს ჯოჯოხეთისთვის ვერ გავიმეტებ, თუ შენ არ იქნები ჩემთან.
_დათო..-ამოიღრიალა ხმაჩამწყდარმა და გულში ჩაეკრა ბიჭს.
დაიჭირა ბედნიერების წამი, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა.
გაუზიარა ბედნიერება სხვას არაბიძემ და თვითონაც უბედნიერესი დარჩა.

* * *

ელენა მისაღებში ცემდა ბოლთას. გულში ქმარს ლანძღავდა, არაფრით რომ არ ურეკავდა.
_უზნეო! მაგის მერე, ან იმ კოცნის რა ვიწამო, ან მაგისი! საავადმყოფოში ვართ, იკითხოს ერთხელ ჩვენი ამბავი, იქნებ რა მომივიდა.-ჯუჯღუნებდა ხმადაბლა.
წყელვა-კრულვა მობილურის ხმამ შეაწყვეტინა, გულში გაიფიქრა, „მიხვდა ალბათ, რომ ვარსებობდითო“ და ყურმილი აიღო.
_ალო.-უპასუხა მტკიცე ხმით.
_რას შვებით?!-ირონიაშეპარული ხმით ჰკითხა გეგამ.
_რას ვიზამთ, ცოცხლები ვართ. სანდროს ხომ აჭამე?
_ვაჭამე, ნუ ღელავ, ბავშვი მშიერი არ დამიტოვებია.-კიდევ ირონია მოიხმარა ცოლის გასამწარებლად და ტელეფონშიც იგრძნო როგორ ჩაცინა ქმარმა.
_მაგ ირონიას როდის მოიცილებ ვაჟბატონო?! მალე მოვალთ სახლში, ნუ ღელავ.-პასუხს არც კი დალოდებია ისე გაუთიშა.
რამდენიმე წუთში ტექსტური შეტყობინება მოუვიდა და რომ გახსნა ახლა მას ჩაეცინა ირონიულად.
„მოხვალ შენ სახლში“

____________________________
ახლაც ჩემი ძმა თავზე მადგას ისე დავწერე ბოლო რამდენიმე ეპიზოდი.
მადლობა ყველას კომენტარისათვის, რაც წინა თავზე გაიმეტეთ ჩემთვის.
ვეცდები უფრო კარგად ვწერო.
ჩემს ყველაზე გველ ძმას დააბრალეთ შეცდომები.
ისედაც, მთელი ღამე ვწერე და მხოლოდ 2,000 სიტყვა გამომივიდა ნაშრომი.
მადლობა ყველას.....
ისე გამახარა კომენტარებმა, რომ არ ვიცი.. ძალიან..
გთხოვთ, გამაკრიტიკეთ მაინც, რა ვქნა, თუ ცოტა კომენტარები აქვს არ მიმიდის გული დასაწერად. გუშინ ისე ფრთაშესხმულმა დავწერე, რეკორდი მოვხსენი.
ცოტა დღესაც მივამატე და აბა შემიფასეთ!
ველოდები კომენტარებს.
სიყვარულით ლუციფერი.



№1  offline წევრი vighaca

Mainc dalian kargai

 


№2  offline წევრი ტასიკო

მომწონს! მომწონს! ძალიან კარგია ,♥♥♥♥

 


№3  offline წევრი S.likuna

dzalian kargia da magari :D

 


№4  offline წევრი crazy baby

მაგარი გოგო ხარ ხვალაც დადე love

 


№5  offline წევრი dartymuli princesa

Dzalian kargia yochag!

 


№6  offline წევრი Unnamed

Avariao esao isao da gamiskda guli magram gamixarda kargad romaa :D meore wyvils rac sheexeba morjuldeba chveni qalbatoni maaklatiac :D

 


№7  offline წევრი Annee

ძალიან კარგი თავი იყო ჩემო ლუცი. :*

 


№8  offline მოდერი D-roni

რა პრეტენზია გაქვს ან შენ მუზასთან ან შენს თავთან ძალიან მაგარი გოგო ხარ ყველაფერს გრძნობით გადმოცემ ერთადერთი შეეცადე ელენა და გეგა ცოტა დიდ ხანს ალაპარაკო ანუ დიალოგები გაზარდე უსაზღვოდ მაკმაყოფილებს შენი 5 სიტყვაც კი <3

 


№9  offline წევრი lamazmani

ძაან კაი თავი იყო ძაან მომეწონა ძაან მაგარი ხარ ველი ახალ თავ მალე დადე love

 


№10  offline წევრი ninonino7500

დზ მაგარია მელე დადე რა :*

 


№11  offline წევრი ruti

შეცდომები ვის არ მოსდის მთავარია გაამოასწორო :) ისტორია მომწონს .. ელენას და გეგას ურთიერთობის სცენები ცოოოტა გაზარდე;)♥

 


№12  offline წევრი cancara

Shen dzmas utxari dagacados wera dzalian miyvarxar da male dade da iqneB Es colqmari male daakavshiro ertmanets

 


№13  offline მოდერი MyLove

ძალიან, ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ყველას! love
ჩემზე მეტად არავის ეყვარებით, ასეთი თბილი კომენტარების გამო...
მიყვარხართ.. აი, მაბედნიერებს თქვენი კომენტარები..
მე მეგონა, ზედმეტად დავაახლოვე ეს წყვილი და თურმე არც ისე. am
მოვლენებს მეტად ვერ დავაჩქარებ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№14  offline მოდერი ელი

შენ? შენ ჩემი სასწაული ხარ... არც კი ვიცი რა გითხრა... ჯერ მაშინ ხო გავგიჯდი რომ მითხარი შენ და დათო ჩაგსვითო და აი ეს უკვე... არ ვიცი რა გითხრა... ყველაფერს ისე წერ და ისე აკეთებ თითქოს მართლა მე ვარ... ის ფეხის მოტეხვაც მახსოვს ჩემო სიხარულო... გახსოვს კიდე რამდენი რამ იყო? საშინლად მაგარი შეეგრძნება რომ იცი ის ელენე რომ მე ელენე ვარ... მადლობა ასეთი საჩუქრისათვის... თვითონ ისტორიაზე რო მეკეტება ეგ ხომ ვეჩნად იცი. ველი შემდეგს... მიყვარხარ <3

 


№15  offline მოდერი MyLove

ელი
შენ? შენ ჩემი სასწაული ხარ... არც კი ვიცი რა გითხრა... ჯერ მაშინ ხო გავგიჯდი რომ მითხარი შენ და დათო ჩაგსვითო და აი ეს უკვე... არ ვიცი რა გითხრა... ყველაფერს ისე წერ და ისე აკეთებ თითქოს მართლა მე ვარ... ის ფეხის მოტეხვაც მახსოვს ჩემო სიხარულო... გახსოვს კიდე რამდენი რამ იყო? საშინლად მაგარი შეეგრძნება რომ იცი ის ელენე რომ მე ელენე ვარ... მადლობა ასეთი საჩუქრისათვის... თვითონ ისტორიაზე რო მეკეტება ეგ ხომ ვეჩნად იცი. ველი შემდეგს... მიყვარხარ <3

ვაიმე, ჩემი სული და გული ხარ შენ!
მეც ძალიან მიყვარხარ.. ვეცდები სულ უფრო და უფრო გაგახარო და დაგამსგავსო შენ ელენეე ^^
გამოსწორებასაც ვცდილობ... ვცდილობ უკეთ ვწერო.. არ ვიცი რა გამოვა..
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№16  offline წევრი Tek Ushaa

უმაგრესიიიაა.....ყოჩაღ.. <3

 


№17  offline მოდერი MyLove

Mrs. animal
ჩურჩუტ უფრო და უფრო ხვეწავ "ყოლიფერს"!! კარგია ძალიან! შენი ძმა გასატყეპია, ამდენი ადამიანის ცოდვას რო იდებს :დდ შენ ასე გააგრძელე <3333333

მადლობა, მადლობა. ჩემი ძმა გაიტყიპა შესაბამისად უკვე. am
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№18  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Auu ra magaria eee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent