შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი I)


17-04-2015, 18:49
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 341

26 მაისიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ალბათ იმიტომ რომ ცხოვრებამ იძულებული გამხადა არსებობისთვის მიზნები შემეცვალა, მე კი მას წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.
ხო მე დავმარცხდი... ჩემი ქორწილის დღეს 26 მაისს, ჩემი დაბადებისდღიდან ხუთი დღის შემდეგ, ღრუბლებიდან მწარედ დავენარცხე მიწაზე, და ეს დაცემა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ წელში გამართვისთვის ორი წელი დამჭირდა.
იმ დღესვე, როცა ოფისი და ერეკლე დავტოვე, ჩარტერული რეისით ლონდონისკენ გავწიე და საქართველოც სამუდამოდ დავტოვე.
ბევჯერ ვინანე ჩემი საქციელი, ბევჯერ მისთვის გასაგზავნი დაწერილი წერილი, უბრალოდ დავხიე და გადავაგდე, ბევჯერ კი ძალა არ მეყო წერილის დაწერამდე მივსულიყავი. ბევჯერ საქართველოსკენ მომავალი ბილეთიც მიყიდია, მაგრამ აეროპორტიდან აცრემლებული წამოვსულვარ რადგან მიმხვდარვარ რომ ვერ შევძლებდი.
ჰო, მე ანასტასია მურვანიძე, რომელსაც ყველა და ყველაფერი მარტივად რომ ვთქვათ ფეხებზე მეკიდა, ვერ გავბედე და შიშმა დამიმარტოხელა, შიშმა, მისი კიდევ ერთხელ ნახვისა და ამის ვეღარ გადატანის შიშმა დამამარცხა.
პირველი წელი გამიჭირდა, ძალიან ძალიან გამიჭირდა. პირველი ერთი თვის გახსენება უბრალოდ არც მინდა, ვერც სიტყვებით გადმოვცემ იმ აუარებელ ტკივილს რომელსაც ვყავდი შეპყრობილი. ბოლოს მივხვდი, რომ უბრალოდ დამთავრდა.
ჰო... დამთავრდა.
გილოცავ ანასტასია, შენი ცხოვრების აზრი შენვე ჩაკალი !
გილოცავ, თუ ამაში რამე მოსალოცი შეიძლება იყოს.
ბევჯერ დამისვია ჩემი თავისთვის შეკითხვა.
რაიყო ეს ერთი კოცნა? როგორ ვერ მაპატია? ნუთუ ჩვენი სიყვარული ერთ კოცნაზე მეტს ვერ გადაიტანდა ?!
მაგრამ პასუხები არ მქონდა. ერეკლეს დადანაშაულება ჩემი მხრიდან უბრალოდ არასწორი იქნებოდა !
ერთადერთს ვისაც არ ვინდობდი, ეს საკუთარი თავი იყო. ლონდონიდან ვეხმიანებოდი ყველას, მაგრამ იქ იმ ყველაფრის მერე ერთხელაც აღარ ჩავსულვარ. უბრაოდ წარმოდგენა მიჭირდა რა მოხდებოდა მაშინ როცა მას სრულიად შემთხვევით, ქუჩაში, ან კაფეში ან ბარში შევხვდებოდი.
ალბათ ისევ თავიდან დაიწყებოდა ის რაც დიდი ძალისხმევის შედეგად გადავიტანე.
მე კი აღარ მსურდა, არაფრის ფასად აღარ მსურდა,ოდესმე ისევ იგივე მეგრძნო. ამიტომ გამოვექეცი ყველაფერს.
მაგრამ...
მიუხედავად ამისა მე გადავიტანე, ყველაფერი გადავიტანე.!
გავიარე, ჩემი ცხოვრების ეს რთული პერიოდი გავიარე და როგორც იქნა ფეხზე დავდექი. ალბათ ამას ვერ მოვახერხებდი რომ არა დანი, ჩემი ერთადერთი მეგობარი იქ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან გადამატანინა, ის ჩემთვის ყველაფერი იყო დედაც, მამაც, მერიც, ჩემი ბიჭებიც, და თვითონ ისიც. მენეჯერობას თავი დავანებე, იმ ყველაფრის შემდეგ ციფრებს აღარც შევხებივარ, თუ გადასახადებს არ ჩავთვლით, ახლა საკუთარი გალერეა მაქვს. გახსოვთ ადრე მოგიყევით, რომ ჩემი ჰობი ფოტოგრაფობა იყო.
საქართველოსგან და ყველასგან შორს, სრულიად მარტომ ახალი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან დავიწყე. გვერდით დანიც მედგა და ყველაფერში მეხმარებოდა, დღეს კი მე ერთ-ერთი წარმატებული კრიტიკოსი და ფოტოგრაფი ვარ, რომელსაც საკუთარი გალერეა და ფოტოსახლი აქვს.
ვერ ვიტყვი რომ ბედნიერი ვარ ! ეს აბსურდი იქნება, ვიცი არც დამიჯერებთ.
მე ხომ ყველაფერი საქართველოში დავტოვე, საკუთარი გულის ჩათვლით, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. მე გადავიტანე, უერეკლობა, რომელიც ლამის უჟანგბადობას უდრიდა გადავიტანე და ცხოვრება მის გარეშე, ამპუტირებულმა გავნაგრძე.

# # #
-აბა რას ვშვებით?
შემოვიდა დანი ჩემს კაბინეტში, რაღაც საბუთებით ხელში.
ხო მართლა ცოტა რაღაცას დანიზეც მოგიყვებით. დანიელ დადიანი, 24 წლის, დაბადებული საქართველოში, გაზრდილი ლონდონში (მიუხედავად ამისა, ჩინებულად საუბრობს ქართულად.)
ჩვენი გაცნობა საკმაოდ უჩვეულოდ მოხდა, ჩემი ჩამოსვლიდან მესამე თვეზე, საჭმელად მაკდონალდში გავედი. დანი გვერდით მაგიდაზე იჯდა და ფრის უდარდელად მიირთმევდა, შემდეგ გამომელაპარაკა, მეც ამდენი ხნის უთქმელობამ შემომიტია და დანის ყველაფერი გადმოვუშალე. იმის შემდეგ მუდამ მხარში მიდგას და არ მშორდება. ჩემი ყველა მწუხარებისა თუ წარმატების თანამოზიარედ და ჩემ საუკეთესო მეგობრად იქცა. სწორედ მისი რჩევითა და დიდი ძალისხმევით, ამ ქვეყნისკენ მოვბრუნდი. ყველანაირ მენეჯერობაზე ხელი ავიღე და მომავალ პროფესიად ფოტოგრაფობა ავირჩია.ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, ასევე მისი დახმარებითა და რჩევით გავხსენი გალერეაა, შემდეგ ფოტოსახლი და ბოლოს ლონდონში ერთ-ერთ კრიტიკოსად ვიქეცი, ჩემ მიერ გამოცემული წიგნის დახმარებით-,,Double Life” ე.ი ,,ორმაგი ცხოვრება“. ჩემი პატარა ფანკლუბიც მყავდა და ვცხოვრობდი ასე მშვიდად და ,,ბედნიერად“.
ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი I)

-რავიცი არაფერს, მშია ძაან და მაკდონალდში ხოარ გავიდეთ?
-აუუ sabway არ ჯობს? ძალიან მაგარი hot dog ები აქვთ ჰა?
ამ ყველაფერზე ჩემდა უნებურად ერეკლე და გერმანიის ვიქენდი გამახსენდა.
რატომღაც ყოველთვის, თუ რაიმე ისე ემთხვევა, ვცდილობ მოვერიდო ხოლმე, რომ ზედმეტი ტკივილი თავიდან ავიცილო.
-არა მაკდოლალდი მირჩევნია.
-როგორც შენ იტყვი, მოკლედ ახლა ამ საბუთებს, ნინას ჩავუტან და ამოვალ, იცოდე მზად დამხვდი.
-აუუ ჩემი ძაღლი მოკვდება მშიერი რა.
ძაღლი... ჩემი ბობი, ეს ერთადერთი რამაა რაც სამახსოვრად დავიტოვე, ყველაზე მარტივი მიზეზის გამო, ლეკვი ჩემთან უნდა დარჩენილიყო, ამიტომ წამოვიყვანე.იმის შემდეგ ის ჩემთან ერთადაა.
ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი I)

-მაკდონალდიდან, სუპერმარკეტში გამოვიაროთ და ვუყიდოთ საჭმელი გაწყობს?
-კი მშვენიერია.
-კაი წავედი მე და დამხვდი მზად 5 წუთში.
-კარგი.
ვუთხარი და სავარძლიდან წამოვდექი. ამ ორ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. გარემოს და ჩემ ცხოვრებას არ ვგულისხმმობ ეს ისედაც აშკარაა, იქ ჩემში შეიცვალა ბევრი რამ.
ის მხიარული და ცანცარა ანასტასია გაქრა, ყოველთის ვცდილობ ჩემი ემოციები დავფარო და ეს საკმაოდ კარგად გამომდის. ერთადერთი ვისთანაც ის ვარ რაც ვარ ეს დანიელია. სამსახურშიც ყველა ძალიან სერიოზულ და გაწონასწორებულ პიროვნებად მიცნობს, რომელთანაც ხუმრობისგან უბრალოდ თავი უნდა შეიკავო, რადგან აღიზიანებს.
ხო როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, დღეს მე ასეთი ვარ.
რას ვიზამთ?! დრომ არავინ დაინდო. არც ჩვენი სიყვარული...
და გასაკვირია არაა, რომ არც მე !
მანტო მოვისხი, ლეპტოპი გამოვრთე, ტელეფონი ავიღე და დანიც შემოვიდა.
-აბა მზად ხარ?
-წავედით.
ვუთხარი და კარებში მდგარ დანის ხელკავი გამოვდევი, მანაც გამიღიმა და მაკდონადისკენ გავწიეთ.
-აუუ ტას, ერთი მაგარი იდეა მომივიდა და აუცილებლად უნდა განვახორციელოთ.
-რა იდეა?
-მოკლედ, აქ ლონდონში ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც ქართველები უდგანან სათავეში, შენ შენს გალერეაში შეგიძლია გამოფინო შენი სურათები და აუქციონი მოაწყო. შემოსული თანხა კი ამ ფონდში გადავრიცხოთ. ჯერ ეს ერთი, კეთილ საქმესაც გააკეთებ და მეორეც, შენ გალერიას პიარი გაუკეთდება.
-ძალიან მაგარია.
შემოვძახე დანის იდეით აღტაცებულმა და ხელები შემოვკარი.
-ოღონდ ერთი პირობით!
-რა პირობით?
-ჩემი სახელი არსად არ უნდა კურირებდეს.
-კი მაგრამ რატომ?
-იმიტომ რომ ასე მინდა, ისიც მეყოფა რომ გალერეა და ფოტოები ჩემია, ორგანიზატორობა მე არ მომაწერო რა.
-კარგი არ არის პრობლემა ორგანიზატორი მე ვიქნები. შენ არაფერში გაგრევ.
-მშვენიალურია.
-ხო და აუცილებლად სტუმრები უნდა მივიწვიოთ, შენ ხომ არ გინდა შენების დაპატიჟება საქართველოდან?
-არაა, არავის მოპატიჟებას არ ვაპირებ.
-კარგი მაშინ სტუმრების სიას მე შევადგენ.
-შენთვის მომინდვია.
ვუთხარი და ბიგმაკის დიდ ლუკმას პირში გადავუძახე.
მაკდონალდი მალე დავტოვეთ, შემდეგ სუპერმარკეტში ძაღლის საჭმელი ვიყიდეთ და ჩემთან ავედით.
-მოდი რა ახლა შევარჩიოთ სურათები, თან არაფერი საქმე არ გვაქ.
-დიდი სიამოვნებით.
ვუთხარი, ძაღლს საჭმელი დავუყარე, ცოტა წავეთამაშე და სამუშაო ოთახში შევედით.
რამდენიმე სურათი შევარჩიეთ, ბოლოს ერთ-ერთ სურათთან გავრჩერდით.
არვიცი რამდენად გახსოვთ, ორი წლის წინ მე და ერეკლე სიღნაღში, რომ ვიყავით მისგან ჩუმად გადავუღე სურათი, ძაღლთან მოთამაშეს, იმის შემდეგ უბრალოდ ხელები არ მიშვებს რომ სურათი წავშალო და უფრო მეტიც ის დიდი ფორმატით გავამჟღავნე და ყველაზე საპატიო სტატუსით ჩემ კაბინეტში ჩამოვკიდე.
-ამ ფოტოზე რას იტყვი?
-არვიცი, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის და თავი დასჯილი ბავშვივით დავხარე.
-ვიცი, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს, თუ რათქმაუნდა გინდა...
-მინდა !
-ხოდა... გავიტანოთ ეს ფოტოც აუქციონზე, კეთილ საქმეს შევწირავთ. ეგზემპლიარი კი შენთვის დაიტოვე. თან ეს ფოტო არასდროს არსად გამოგიყენებია, ჟურნალისტების ყურადღებასაც მიიქცევს.
-სწორედ ეს არ მინდა !
-კარგი რა, როდემდე უნდა მისტიროდე წარსულს?
მართალი იყო დანი !
როდემდე?
სამარადჟამოდ ხომ არ გაგრძელდება ასე. თან კეთილ საქმესაც გავაკეთებ, აბა ისე მე ამ სურათის გადამგდები ვერ ვარ და...
-თანახმა ვარ.
-მართლა ?
მითხრა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-კი მართლა.
ვუთხარი და გავუღიმე.
-დამიჯერე ასე ჯობია, შენთვის, მართლა ასე ჯობია !
-ვიცი.
ვუთხარი და გულზე მივეხუტე.
მალე დანი გავაცილეთ მე და ბობიმ, ბევრი საქმე მაქ ამ ფონდის უფროსებს უნდა შევეხმიანოო და დაგვტოვა. მეც ლეპტოპი გადმოვიღე სოციალური ქსელი გავხსენი, რომელშიც ამ ბოლოს საკმაოდ აქტიური ვიყავი. მე და დანის ფოტოც ავტვირთე მაკდონალდში გადაღებული და საიტზე მყოფ მერის მივწერე.
,,-რას შვები გოგო?
-რავი არაფერს, აუ როგორ მომენატრე ტას, შეიძლება ჩამოვიდე ერთ კვირაში იცი?
-ვაიმე, შენ რომ იცოდე როგორ გამახარებ, აი ძაან, ჩამო რა გთხოვ.
-ხო ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს შეგპირდები. შენ როგორ ხარ, სამსახურში რა ხდება?
-ვარ რა... როგორმე ვცოცხლობ, სამსახურშიც ყველაფერი იდეალურადა, ახლა რაღაც ახალი პროექტი წამოვიწყეთ მე და დანიმ და ვნახოთ რა.
-მოკლედ რა მაგ დანისგან დიდად ვარ დავალებული.
-რატომ ვითომ?
-ჩემ მაგივრობას გიწევს და მიტომ.
-შენ მაგივრობას ვერავინ, ვერასდროს გამიწევს.
-აჰ.. ჩემი გოგო ძაან მიყვარხარ და მენატრები.
-მეც მეც, კაი მე წავედი, დავისვენებ ცოტას.
-კაი მიდი.“
სოციალური ქსელი დავტოვე, შემდეგ თითქმის ერთი საათი სკაიპით მშობლებს ველაპარაკე, მოვისიყვარულე და ემოციებით დატვირთული ლოგინზე ემბრიონის ფორმაში გავწექი. უცებ ტელეფონი აწკრიალდა. დავხედე უცხო ნომერი იყო. ზოგჯერ ნუ ეს მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე ხდება მაგრამ მაინც, ტელეფონზე უცხო ნომერი მირეკავს, ხმას არ იღებს და მერე თიშავს, რაღაც მომენტში მინდა ვიფიქრო, რომ ეს ერეკლე შეიძლება იყოს.
ხო ეგოისტი ვარ ! ძალიან ეგოისტი.
საშინლად მინდა ეს ერეკლე იყოს, მაგრამ არვიცი რამდენად ახლოს ვარ რეალობასთან.
თან ერეკლეს მსგავსი საქციელები არ ახასიათებს თუ რამე უნდა ყოველთვის პირდაპირ ამბობს და არა ამ გზით. მეც ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადავწვდი და ყურმილი ავიღე.
-გისმენთ.
-...
-არ ამოიღებ ხმას?
ოდნავ ავუწიე ხმას.
პასუხი ისევ არ იყო.
-ერეკლე შენ ხარ?
ისეთი ხმა მქონდა მეც კი მეხამუშა, საშინლად გაბზარული და ჩამკვდარი.
ვიგრძენი როგორ გამიხშირდა სუნთქვა და როგორ დამიცვარა შუბლი ოფლმა.
-ერეკლე...! მიპასუხე გთხოვ...
და ყურმილიც გაითიშა. სულ ასე ხდება.
ისევ მეტკინა... ხო სულ ასე მტკივა, სულ ასე ძლიერად და ყოველ ჯერზე ვფიქრობ რომ ვეღარ ავიტან. მუხლმოკვეთილი ჩავიკეცე იატაკზე და ისტერიული ტირილი ამიტყდა.
დარიგება ჩემგან: თუ ასე ძალიან გიყვართ თქვენი მეორე ნახევარი, ნუ დაელოდებით მის გადადგმულ ნაბიჯს, გადადგით თქვენ პირველებმა, იბრძოლეთ სიყვარულისათვის. შეუძლებელი არაფერია. თორემ ამათსავით დაგემართებათ.
მე თუ მკითხავთ სადაც ნამდვილი სიყვარულია იქ თავის დაფასება და პრინციპეპი ჯანდაბაში უნდა გაგზავნო.

დავბრუნდი ხალხნო და ჯამაათნო !
ვერ გავძელი უთქვენოდ, რატო შემაჩვიეთ თბილ კომენტარებს, მის გარეშე თითქოს რაღაც მაკლია. კაი ხანს არ ვაპირებდი ატვირთვას, მაგრამ გულმა აღარ გამიძლო და დავიწყე
წინ ისეთი ამბები გელოდებათ რო რავი...
პ.ს ისტორიას კარგად დავასრულებ და ასე დაგამახსოვრებთ თავს. :



№1  offline წევრი მარგო ♥

Saertod ar velodi da rom davinaxe sixarulisgan xtunva

მარგო ♥
Saertod ar velodi da rom davinaxe sixarulisgan xtunva

Daviwye ❤❤ aii udzalian magresi xar da ukve agarvici ra vtkva vgijdebi am istoriaze da shenze xom saertod ❤ dzaan magari gogo xar ❤❤❤

 


№2  offline წევრი ტასიკო

რა მაგარიაა როგორ ველოდებოდიიი ♥♥♥ სუპერ სუპერ გოგო ხარ

 


№3  offline წევრი knuwik

auu ra magaari gogo xar roicode !!! Vgijdebi am istoriaze, usasrulod minda rom vikirxo, avtor dzaan magari xar da dzaan miyvarxar ❤❤❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი ნინი-21

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ასეთი თბილი კომენტარებისთვის love და ბოდიშს მოგიხდით, რომ პარასკევმადე ვერ ვახერხებ ახალი თავის ატვირთვას wink
მიყვარხართ ყველანი love

 


№5  offline წევრი Shore

გამიხადრა რომ ვნახე ისტორია კარგი გოგო ხაარ უმაგრესიი ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent