ორმაგი თამაში..! (ნაწილი V)
მისი სიტყვები ძალიან მომხდა, არვიცი რატომ მაგრამ გული სიხარულით ამევსო. უკვე გვიანი იყო, საკმაოდ ნასვამი და დაღლილიც ვიყავი, ამიტომ შეუმჩნევლად გავძვერი მაგიდებს შორის და შენობა დავტოვე. მანქანასთან მივედი და კარები გამოვაღე. -უკვე მიდიხარ? მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ბოხი ხმა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. უცებვე შემოვტრიალდი, ბნელოდა თუმცა მაინც ვხედავდი მის თითოეულ ნაკვთს და სასიამოვნოდ მეღიმებოდა. -უკვე გვიანი, თან არ მინდა სამსახურში დავაგვიანო, როგორც უკვე გითხარი უფროსი არც თუ ისე კეთილ განწყობილია ჩემდამი. -მეც გითხარი უკვე და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ: კეთილ განწყობას დამსახურება უნდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი უაზრობაა, წამო ცოტა გავიაროთ. მეც მის ნებას დავმორჩილდი, მანქანის კარები მივხურე, მისკენ გავბუნცულდი და გვერდით ამოვუდექი, მან ხელი წელზე შემომხვია და გულზე მიმიხუტა. არვიცი სიტყვებით როგორ ავღწერო იმ წამს რა დამემართა, კანის დახორკვლასა და გულისცემის აჩქარებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ალბათ ხელი რომ არ ქონოდა მოკიდებული იქვე ჩავიკეცებოდი. საერთოდ ასეთი რაღაცეები არმჩვევია, უფრო მეტიც ამ საქმეში საკმაოდ გამოცდილი ვარ, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს, საქართველოშიც და ლონდონში ხომ საერთოდ ძალიან ბევრ ბიჭთან მქონდა ურთიერთობა, ყველაზე დიდხანს ჩემმა ურთიერთობამ ნიკასთან გასტანა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დავშორდით მე ლონდონში წავედი ის რუსეთში, იმის შემდეგ კი ერთმანეთი აღარც გვინახავს. და მაინც ასეთი მოთენთილობა და უსუსურობა მასთანაც არ გამომიმჟღავნებია. არვიცი სასმელის ბრალი იყო თუ სხვა რამის მაგრამ მისი მკლავებიდან გათავისუფლება არც მიცდია, ყველაზე მარტივი მიზეზის გამო ამის სურვილი ოდნავადაც არ მქონდა. იმ წამში არაფერი მადარდებდა არც ის ვინ ვიყავი, არც ის რას იფიქრებდნენ სხვები, ნინოს აზრი ხომ საერთოდ არ მანარვლებდა, მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის რომ ცხოვრებაში პირბველად ბიჭის გამო გონება დავაიგნორე და გულს მთლიანად მივენდე. არც მე ვიღებდი ხმას და არც ის, თითქოს არცერთს გვსურდა ეს მარადიული სიმშვიდე დაგვერღვია და ყველანაირად ვცდილობდით ყველა წამი დაგვემახსოვრებინა და ღრმად ჩაგვებეჭდა გულში. არვიცი ასე რამდენ ხანს ვიბოდიალეთ ხეივანში, მაგრამ როცა ისევ მანქანასთან მივედით, აქამდე მანქანებით გადავსებულ სადგომზე მხოლოდ ორი მანქანა იდგა ერთი ჩემი, მეორე კი სავარაუდოდ მისი. -საწყალი გოგო! ჩავილაპარაკე ჩემთვის და მანქაას მივუახლოვდი. -ვისზე ამბობ? თითქოს ახლა მოეგო გონსო. -ნინოზე ! მარტო დარჩა, მის ადგილას ძალიან შევწუხდებოდი. გამიგეთ, უბრალოდ არ შემეძლო ნინოსთან მისი ურთიერთობა უკომენტაროდ გამეტარებინა, აი იმაზე მქონდა თუ არა ამის უფლება სულ არ ვფიქრობდი. -მის ადგილას არასდროს აღმოჩნდებოდი! მითხრა და გამიაღიმა. მეც დაჰიპნოზებული მანქანას მივეყრდენი და მის თვალებში დავიწყე მოგზაურობა, სრულიად მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა, კოცნას აპირებს მეთქი გავიფიქრე და თვალები მივლულე, მაგრამ მწარედ შევცდი. მილიმეტრები აშორებდა მე და მის ბაგეებს, მისი სუნთქვა სახეში მეფრქვეოდა და კანი სასიამოვნოდ მეხორკლებოდა. უცებ გაჩერდა შემომხედა და სიცილი აუტყდა. წარმოიდგინეთ რა სულელურ მდგომარეობაში ჩავვარდი, მე უტვინომ თვალები დავხუჭე და მის კოცნის მოლოდინში გავისუსე, მან კი მარტივად რომ ვთქვათ კოცნა მომპარა. -იდიოტი ხარ ! თავი ვეღარ შევიკავე და კბილებში მკაცრად გამოვცარი. სახე წამსვე დაუსერიოზულდა. -არადა რამდენს გაიღებდი მაგ იდიოტს ორი წუთის წინ შენთვის რომ ეკოცნა. ჩაილაპარაკა თავდაჯერებულად და ისევ იმ ღიმილით შემომხედა მე რომ ელეთ-მელეთებს მმართებდა. ჩვენ შორის მანძილი ერთ ნაბიჯში მოვიტოვე უკან. სახეზე გაკვირვება დაეტყო, აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ თავქარიან საქციელს. ტუჩები ყურთან მივუტანე და ვნებიანად ჩავჩურჩულე. -იდიოტი, მუდამ იდიოტად დარჩება ! ვუთხარი თუ არა სახე მოვაშორე და მანქანისკენ გავემართე. კარები გამოვაღე, სწრაფად დავძარი მანქანა ის კი ავტოსადგომზე გაქვავებული დავტოვე. -მასე მოგიხდება ! ჩავილაპარაკე ჩემთვის და გზა გავაგრძელე. დილით ტელეფონის ბზუილმა გამაღვიძა, უკმაყოფილოდ წამოვწიე თავი საწოლიდან და ტელეფონს დავწვდი. -გისმენთ ! -შენ საერთოდ ცოცხალი ხარ? მომესმა მეორე მხრიდან, მერის საკმაოდ გაბრაზებული ხმა. -რავიცი მგონი კი მერიკო, ხდება რამე? -რა რიცხვია დღეს? -დღეს ?! დღეს 23 მაისი. -მერეეე? -რა მერე?! -ტასო დაგახრჩობ, ნუ გამოშტერდები ახლა ! გონება მოვიკრიბე და უცებ ტვინში ნათურა განათდა. -უიიიიიი ხო, დღეს ერეკლიუსის დაბიდუბი არაა? -დიდება შენს დაბრუნებას ! -ჰო კარგი, ნუ ხუმრობ ასე მწარედ, რას ვშვებით დღეს? -გოგო კლუბში აღნიშნავს, ოღონდ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, საღამოს რვაზე ვიწყებთ. -მშვენიალურია ! ერთი საათით ადრე ზუსტად სამუშაო მიმთავრდება და ერთ საათი მომზადებისთვის დამჭირდება. მაგარი რაღაცეები მაქვს მოსაყოლი და იქნებ სამსახურში შემომიარო. -კარგი შუადღის შესვენებაზე შენი სამსახურის გვერდით, რომ კაფეა იქ შევხვდეთ, გაწყობს? -მაწყობს ! წავედი მე თორე დამაგვიანდება. -იცოდე ერეკლეს მიულოცე ! -ხო ვიცი ვიცი. მობეზრებულად ჩავილაპარაკე და ტელეფონი გავუთიშე. წამსვე ავკრიფე ერეკლეს ნომერი, საბედნიეროდ ზარი პირველივე მცდელობაზე გავიდა. -გიილოოცაავ ! იმხელა ხმაზე ჩავყვირე ალბათ, მე მის ადგილას ყურის ბარაბანი გამისკდებოდა. -მადლობა, მაგრამ რას მერჩი გინდა ჩემ დაბადების დღეს დაყრუებული შევხვდე?! -ზუსტად ეგ მინდოდა! როგორ გამოიცანი?! ხუმრობაში ავყევი. -ხოიცი მე ერთი პერიოდი ნათელმხილველთა წრეში რომ ვიჩითებოდი. დღეს ხომ მოხვალ? -რა კითხვაა ახლა ეს?! რას ქვია ხომ?! რათქმაუნდა მოვალ. ეგ კი არა გპირდები არ დავაგვიანებ. -უხ... შენ რა ხარ ! ვინც არ გიცნობს... -ვერც გამიცნობს! დავასწარი და წინადადება დავუბოლავე. ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა. -კარგი წავედი მე ახლა და რვაზე გელოდები. -გკოცნი აბა ჰე! ვუთხარი და გავუთიშე. საათს რომ დავხედე ცხრა იყო. ლოგინიდან წამოვდექი თავი მოვიწესრიგე, გარეთ კარგი ამინდი იყო ამიტომ ჩემი საყვარელი თეთრი ქვედაბოლო და ყვავილებიანი ზედა ჩავიცვი, თმები გავიშალე და სამზარეულოში გავედი. დილით ვერაფერს ვჭამ, ამიტომ მხოლოდ ცხელ, მაგარ ყავას ვკმაყოფილდები. -ოქროს ხელები გაქვს რა! შევაქე დედაჩემი და სამზარეულოს მაგიდაზე ჩემთვის გამზადებულ ყავის ჭიქას დავტაცე ხელი. -მამა სადაა? -მამაშენს დღეს დილით დაურეკეს და წავიდა სამსახურში. -კი მაგრამ ჯერ ხომ ისევ დილაა როდის მოასწრო? ხომ მშვიდობაა?! -მამაშენის სამსახური ხომ იცი, საზღვარზე ყოველთვის რაღაც ხდება. ცოტას მამაჩემზეც მოგახსენებთ, თენგიზ მურვანიძე 48 წლის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსია უკვე მე-8 წელია. 30 წელია სამხედრო ჩექმა არ გაუხდია და თავისი გენერლის ჩინით (რომელიც ორიოდე წლის წინ მიიღო) ძალიან ამაყობს. ბავშვობიდან მეც ბიჭივით მზრდიდა, თითქმის მთლიანი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარი მასთან ერთად ფეხით მაქვს შემოვლილი, ბავშვობიდან მასწავლიდა სირთულეების გადალახვას, რამაც მომავალში საგრძნობლად გამიიოლა ცხოვრების რიტმში ჩადგომა. -კარგი მე წავედი მაშინ. -მამაშენმა დამაბარა გადაეცი, ხვალ ჰიუნდაის ცენტრში წავიდეს და რამე მანქანა შეარჩიოს თავისთვის, მე შემდეგი კვირიდან მანქანა მჭირდებაო. მითხრა და თბილად გამიღიმა დედაჩემმა. -აუუუ რა მაგარია ! მიყვარხართ. ვუთხარი, ჭიქა იქვე დავდე და დედაჩემს კარგად ჩავეხუტე. მოსიყვარულებას რომ მოვრჩი სამზარეულო დავტოვე, ჩანთა ავიღე და სამსახურს მივაშურე. კაბინეტში ისე შევედი გზად არავინ შემხვედრია, შემდეგ მდივანმა მითხრა ერეკლე გიბარებს ამ კვირის სამოქმედო გეგმა სჭირდებაო მეც საბუთები ავიღე და მისი კაბინეტისკენ წავედი. კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევედი. ის კი იჯდა თავის მაგიდასთან. -საერთოდ რომ შემოდიან ჯერ ნებართვას ითხოვენ, ეს ისე ცნობისთვის! ხმა ძალიან ცივი ჰქონდა, გუშინდელის შემდეგ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასე უემოციოდ თუ შემხვდებოდა. -შემდეგში გავითვალისწინებ. -გეგმა მაგიდაზე დადე და გადი. მითხრა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. ვერ გეტყვით იმ წუთას რა ვიგრძენი. დიდი გულის ტკენა?! ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ამას დიდ, ძალიან დიდ იმედგაცრუებას დავარქმევდით. არვიცი რატომ მაგრამ თვალები ამემღვრა და მხიარული სახე მთლიანად წამეშალა. ,,ალბათ, გუშინდელი სითბო, სასმელიდან მომდინარეობდა“ თავისი აზრი დააფიქსირა ლუციფერმა. გეგმა მაგიდაზე დავდე და კაბინეტი უხმოდ დავტოვე. ახლავე უნდა მოვცილებოდი აქაურობას თორემ, იმ ერეკლეს შევუვარდებოდი და ასეთი საქციელისთვის პასუხს მოვთხოვდი რაც ჩემი მხრიდან უგუნურების გამოვლინება იქნებოდა, ამიტომ სწრაფად ამოვიღე ტელეფონი და მერის დავურეკე. -გოგო გცალია? -კი, ახლა გამოვდივარ სახლიდან, შენ შესვენება გაქ უკვე? -ხო, ახლა გამოვედი სამსახურიდან, კაფეში დაგელოდები. -კარგი. კაფეში შევედი, შეკვეთა მივეცი და იქვე მყუდრო მაგიდასთან მოვკალათდი. მალე მერიც მოვიდა. -რას შვრები? -არაფერს. -რა სახე გაქ? -ასე ძალიან მეტყობა? -საკმაოდ. მეც დიდხანს აღარ მიბოდიალია და მერის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. -იცი რა ჩემი აზრით ეს ერეკლე ერთი გათამამებული, თავში ავარდნილი, ფულიანი ბიჭია, რომელიც ფიქრობს, რომ ნებისმიერი გოგოს ხელში ჩაგდება შეუძლია... და მაინც მე ის ძალიან მომწონს... -კარგი რაა... ეგ ბოლო რაღა იყო?! -ჩემი აზრით ეილინი მართალია, ნინო მხოლოდ დროებითი მორიგი სათამაშოა, ამიტომ დიდად ნუ ავარდები, ნერვები დაიწყნარე და შენც ისე მოიქეცი თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა. -კი მაგრამ... -არანაირი მაგრამ, ბიჭების ფსიქოლოგია ჩემგან არ გესწავლება. ვერ ვხვდები ასე რამ აგაცერცეტა ! -ჰმმ.. ვერც შენ ხო?! -კარგი, ახლა მაგაზე ლაპარაკს შევეშვათ, შენთვის ახალი ამბავი მაქვს: ნიკა დაბრუნდა! ეს ამბავი ჩემთვის მეხის დაცემასავით იყო იმ წუთში. მოდით ცოტას ნიკას შესახებაც გიამბობთ, ერთად 2 წელი გავატარეთ, აიი მთელი თბილისი, რომ იცნობს და უყვართ ისეთი წყვილი ვიყავით, რაც მთავარია ის ჩემი პირველი სიყვარული იყო და მის იქეთ ჩემთვის არაფერი არსებობდა. მაგრამ როგორც ყველა ურთიერთობაში ჩვენც დაგვიდგა ცალცალკე ყოფნის პერიოდი, შემდეგ მე ლონდონში წავედი და ასე დამთავრდა ჩვენი სასიყვარულო ისტორია. ახლა რომ გითხრათ მიყვარს მეთქი უნდა მოგატყუოთ, მაგრამ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ მეთქი ასეც ვერ ვიტყვი. შეუძლებელია შენი პირველი სიყვარულის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, რაიმეს არ გრძნობდე, თუნდაც იმ წამების ხათრით რაც ერთად გაგიტარებიათ. -რააა როდის? -როდის და დღეს დილით. ერეკლეს დაბადებისდღეზე ვფიქრობ აუცილებლად იქნება! -რა უნდა ვქნა? -თქვენ ურთიერთობა დაამთავრეთ, შენ აღარაფერს იზამ, ორივეს თქვენ თქვენი ცხოვრება გაქვთ, ამიტომ დაწყნარდი. -ხო მაგრამ, არ ვიცი რა დამემართება მას რომ დავინახავ. -შენ რა ისევ გიყვარს? -არა, მაგრამ... არვიცი, ამდენიხნის შემდეგ შეუძლებელია ისევ მიყვარდეს, თან ისე დავშორდით, იმის მერე ერთხელაც არ შემხმიანებია. -კარგი რა ანასტასია ! რას ორჭოფობ? -კარგი აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას მისი. აღარაფერი არ იქნება ძველებურად. -აი ასეთი ტასო მომწონს ! -მეც. კარგი წავედი ახლა, შესვენების დრო დამიმთავრდა. -იცოდე ერეკლესთან დაკავშირებით, ცოტა დასერიოზულდი რა, ბოლოსდაბოლოს სხვა თუ არაფერი მენეჯერი ქალი ხარ! -ხო კარგი, წავედი მე და საღამოს კლუბში გნახავ. მერის დავემშვიდობე და სამსახურში წამოვედი, როგორც მდივანისგან გავიგე ერეკლე უკვე წავიდა, ეს კი ნიშნავს, რომ ადრე გამოპარვას შევძლებდი, საქმეებს მალე მოვრჩი და ექვსზე თავისუფალი ვიყავი. ერთი საათით ,,ნატალი“-ში შევიარე, მასაჟი გავიკეთე. შემდეგ ერეკლეს საჩუქარზე გავედი, ბევრი ვიფიქრე ბოლოს კი ლუი-ვილტონის სანთებელა შევარჩიე. ბოლოს სახლში წავედი. გარდერობიდან თეთრი, მუხლებამდე კაბა გადმოვიღე, თმები მაღლა ავიწიე, ცოტა მაკიაჟიც და მზად ვიყავი. დედას დავემშვიდობე და კლუბისკენ გავწიე. შეპირებისამებრ არ დამიგვიანია, მაგრამ კლუბში რომ შევედი უკვე ყველა მოსული იყო, პირდაპირ ერეკლესკენ გავემართე, კარგად ჩავეხუტე და საჩუქარი გავუწოდე. -კაი რა კრასოტკა, ეს რა საჭირო იყო ახლა?! -აბა ისე არ მომიშვებდი და... -შენ როდის უნდა დაჭკვიანდე ? მითხრა და ხელი გადამხვია -როდის დააა... აი შენ რომ ცოლს მოიყვან მაშინ. -ოჰჰ ამ ენა მოსწრებულს დამიხედეთ, დარჩი დაუჭკვიანებელი მაშინ და გაგიმწარებია სიცოცხლე თენგო ბიძიასთვის. -გამწარება იქნება ახლა თუ ჩაგბწკინე მამაპაპურად. -დღეს ჩემი დაბადებისდღე როა დაგავიწყდა მგონი შენ ! მითხრა და წარბი სასაცილოდ აწიაა ! -უიი ხო ! მომიტევეთ ბატონო ერეკლე, თქვენის ნებართვით მე გოგოებთან მივალ. -მომშორდი ოღონდ და სადაც გინდა იქ წადი. -არ გეღირსება ჩემი მოშორებით გამოწვეული ბედნიერება! -ვითომ? მომესმა ზურგს უკან ნაცნობი, კარგა ხნის მონატრებული ხმა, გული თითქოს ერთიანად გამითბა, თვალები კი მლაშე სითხით ამევსო. მადლობა ჩემო ტკბილებო თბილი კომენტარებისთვის ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.