შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. (ნაწილი VIII)


1-04-2015, 20:31
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 041

გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, მე და ერეკლე ერთად ვიყავით. მის გვერდით თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი, სადარდებელიც არაფერი მქონდა ამიტომ სიყვარულითა და ბედნიერებით ვტკბებოდი. სამსახურის შემდეგ ზოგჯერ კაფეში, რესტორანში, მაკდონალდში, ან კლუბში მივდიოდით. თენგომ და თამარმაც გაიცნეს ჩემი ერეკლე და ძალიან მოეწონათ, (თამარს ხომ საერთოდ სულ მისი სახელი ეკერა პირზე). რაც შეეხება ერეკლეს მშობლებს, ამაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ არ არიან ცოცხლები, მათზე ლაპარაკს ყოველთვის თავს არიდებს ამიტომ არც მე მინდა დავთგუნო. მოვა დრო და თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ მომიყვება.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ პირად ცხოვრებას სამსახურს არ ვუკავშირებდით. მას არ სურდა ეს სხვა თანამშრომლებს შეემჩნიათ და ჰგონებოდათ, რომ მე მათზე უფრო პრივილეგირებული ვიყავი, მე კი არ მსურდა თანამშრომლებთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ მაქსიმალურად დისტანციას ვიჭერდით. ერთ დღესაც ერეკლემ თავის კაბინეტში დამიბარა. კარებზე დავაკაკუნე და ისევ ნებართვის გარეშე შევედი.
-მოკლედ რა, ამ ნებართვას ვერადავერ მიგაჩვიე.
-არამგონია აქ მაგისთვის დაგებარებინე.
ვუთხარი და მისკენ გავემართე.
-სწორია! გახსოვს ერთი თვის წინ პროექტების გაკეთება რომ დაგავალეთ და გითხარით ვადა ერთი თვე გაქვთ თქო?!
-მახსოვს.
-მოკლედ იმ პროექტების პრეზენტაცია ამ კვირაში დავნიშნე მზად გაქვს?
-მზად მაქვს უკვე ერთი კვირაა.
-ძალიან კარგი. ახლა აქ რისთვის დაგიძახე, შენ როგორც მენეჯერმა აკრიბე ყველა პროექტი და მათი ბიუჯეტი დამიანგარიშე, რათა საშუალოდ გავთვალო რამდენი გამოვყო ამ პროექტზე. კარგი?
-დღესვე გჭირდება?
-კი.
-კარგი, მაშინ ახლა წავალ საქმეს შევუდგები. სხვა რამე ხომ არ გინდა?
-კი. დღეს სამსახურის დამთავრების შემდეგ მინდა სადღაც წაგიყვანო.
-ძალიან კარგი დღეს პარასკევია ხვალ არ ვმუშაობთ და დაგვიანება სახლში შესაძლებელია.
-მგონი დაგვიანება არ მოგიწევს, იმიტომ რომ იქ სადაც მიმყავხარ უნდა დავრჩეთ კიდეც.
-და სად მივდივართ?
-რომ მივალთ გაიგებ, ახლა კი საქმეს მიხედეთ მენეჯერო ანასტასია და დღის ბოლოს ბიუჯეტი მაგიდაზე მედოს.
-კარგით, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.
-მიდი, გაბუნცულდი.
მითხრა და თბილად გამიღიმა. ასეთ ღიმილზე არც კი ვიცი რა ვთქვა ვიღვენთები, სანთლად ვიღვენთები, მადებილებს ეს ღიმილი პირდაპირი გაგებით. მეც ღიმილზე ღიმილითვე ვუპასუხე და კაბინეტი დავტოვე. მთელი დღე ერთი კაბინეტიდან მეორეში დავრბოდი და ბიუჯეტს ვკრებდი. ხუთი საათისთვის ყველაფერს მოვრჩი, საკმაოდ დაღლილმა ავიარე კიბეები და ერეკლეს კაბინეტში შევედი. ოთახში არავინ იყო, ამიტომ საბუთები მაგიდაზე დავდე და ჩემ კაბინეტში წამოვედი. რბილ სკამში ჩავესვენე და ოდნავ დასვენება ვცადე, მაგრამ მაცალა ვინმემ?!
ვინმემ რა მერიმ! ტელეფონი აწკრიალდა მეც იძულებული გავხვდი დასვენების წუთები უკუმეგდო და ისევ მწარე, დამღლელ რეალობას დავბრუნებოდი. გორგოლაჭებიანი სკამით მაგიდასთან მივგორდი ტელეფონი ავიღე და ვუპასუხე.
-ჰოუუ...
-მშვიდობა გაქ?
-კი რაიყო?
-ორი დღეა კლუბში არ გამოჩენილხარ და მაგიტომ გეუბნები.
მიუხედავად ერეკლესთან ურთიერთობისა ჩემს რიტმულ ცხოვრებაზე, ორმაგ ცხოვრებაზე უარი არ მითქვამს, თითქმის ყოველ ღამე კლუბის VIP წევრი ვიყავი და ბავშვებთან ერთად ვერთბოდი, დილით კი ისევ მენეჯერის, როგორც დახვეწილი, გაწონასწორებული და უაღრესად განათლებული ქალის ამპლუას ვუბრუნდებოდი. მაგრამ თითქოს ყველაფერი ეს, იმდენად შერწყმულია ერთმანეთთან, იმდენად ჰარმონიაში მოდის, რომ ერთის ამოვარდნა მთლიანი მექანიზმის მოშლას გამოიწვევს. ამიტომ მეც არაფერს ვცლიდი, ის პერიოდი ყველაზე სასიამოვნოდ სტაბილური იყო ჩემ ცხოვრებაში, არც ერთ ცხოვრებას არ ვთმობდი, და ორივეს მაქსიმალურად კარგად ვინარჩუნებდი.
-დღესაც ვერ მოვალ!
-მშვიდობა გაქ მერე?
-კი, უბრალოდ ერეკლემ მითხრა სადღაც მივდივარათო და ხომ ხვდები...
-ჰოო კაი კაი, გავიგე !
მითხრა და ტელეფონში აფხუკუნდა.
-შენ მაგისთვის რეკავდი?
-ხო რა, დღეს მეთქი ყველა შევიკრიბებით, მაგრამ შენ ჩამიშალე იდეაა.
-მე ბოდიში, კაი წავედი ახლა.
-მიდი მიდი, და იცოდე არ იცუღლუტოთ თქვენ.
-მოდი მაგას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ!
ჩავუქირქილე მერის და სანამ რამეს იტყოდა ტელეფონი გავუთიშე. სკამის საზურგე გადავწიე და გადავწექი, სანამ წავიდოთ იქნებ დასვენება მომესწრო, მაგრამ ამაოდ ახლა ერეკლემ შემომიღო კარები .
-აბა მზად ხარ?
მეც წამოვდექი სკამიდან, მოსაცმელი ავიღე, ჩანთა გადავიკიდე, ერეკლეს გვერდით ამოვუდექი, თავი მხარზე დავადე და ასე დავტოვეთ შენობა.
-სად მივდივართ არ მეტყვი?
მანქანაში ჩასხდომისას, ხმა ამოვიღე.
-არ გეტყვი!
-შორსაა?
-სულაც არა, სააათ ნახევარში იქ ვიქნებით.
-ჰო კარგი.
ჩავილაპარაკე გაბრაზებული ტონით და ფანჯრისკენ შევტრიალდი, მან კი მანქანა დაამუხრუჭა.
-შემოტრიალდი!
მე ხმას არ ვიღებდი.
-ანასტასია !
ხმის ტონს უკვე აუწია და მეც ვხვდებოდი ასეთი უაზრო ქცევისთვის ერეკლეს გაბრაზება რომ არ ღირდა ამიტოომ შემოვტრიალდი და თვალებში ჩავაშტერდი.
-ჩემი მძინარე მზეთუნახავი გაბუტულია?
წამსვე დაუთბა ხმა და მე რომ მიყვარს იმ ღიმილით შემომხედა.
-აღარ უკვე.
ვუთხარი და მთელი დღის მონატრებულ ბაგეებს მოწყვეტით დავეწაფე. როცა ყურთასმენას მანქანათა სიგნალი მისწვდა, წამსვე მოეგო გონს ერეკლე ჩემს ბაგეებს მოსწყდა და მანქანა დაქოქა.
-შენ მე თავგზას მირევ ტასო!
-აბა სულ შენ ხომ ვერ ამირევ ?!
ჩავიქირქილე, გავუღიმე და დაღლილმა თავი საზურგეს მივადევი, დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალე ჩამეძინა.
-მძინარე მზეთუნახავო...
ყურთასმენას მისწვდა, ბოხი, ხრიწიანი და ჩემთვის უსაყვარლესი ბარიტონი, მაგრამ თვალები არ გამიხელია.
-სანამ ჩემი პრინცი არ მაკოცებს, მანამ არ გავახელ თვალებს.!
-ჰაჰ.. მაგაზე ვაწყენინებ ჩემს პრინცესას.
თქვა თუ არა ვიგრძენი როგორ დამოიხარა ჩემკენ, წამით შეჩერდა ბაგეებთან შემდეგ კი დაეწაფა. მკოცნიდა მომთხოვნად, ძლიერად და მაინც ძალიან ფაქიზად. თითქოს ცდილობდა არაფერი დაეზიანებინა ჩემთვის. ეს კოცნა არცერთ წინა კოცნას არ გავდა. თქვენ წარმოიდგინეთ და არც იმ ,,ბერლინის კოცნას“. ეს რაღაც სხვა იყო, უფრო ვნებიანი, ჟინიანი და გულიანი.
უფრო ,,ჩვენი“.
მაგრამ ამ სამოთხემ რამდენიმე წუთს გასტანა შემდეგ კი მისი ბაგეები ჩემსას მოსწყდა.
-იმედი მაქ ეს საკმარისი იყო, პრინცესასათვის.
-სავსებით.
ვთქვი თუ არა თვალები გავახილე და მანქანიდან გადმოვედი. თვალში მეცა უცხო გარემო, ფილებით დაგებული გზა, და წითელ კრამიტიანი სახლები.
-სად ვართ?
-სიყვარულის ქალაქში.
- სიღნაღი!
წამოვიძახე ხმამაღლა და კისერზე ჩამოვეკიდე.
- ეს ჩანთა გამომართვი, სანამ შენ გეძინა რაღაცეები ვიყიდე, ნომერში რომ ახვალ მერე მოიზომე, ზუსტად არ ვიცი თუ მოგერგება, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ასე იქნება.
ფოიეში შევედით თუ არა ვიღაც ბიჭი გამოგვეგება ჩვენი ,,უმძმესი“ ბარგი გამოგვართვა და ოთახში აიტანა.
-შხაპს მიიღებ თუ ჯერ ქალაქში გავიდეთ?
-მოდი ჯერ შხაპს მივიღებ, ისედაც ძალიან დამღალა მგზავრობამ და მერე ღამის სიღნაღში გავიდეთ.
-როგორც იტყვი.
მითხრა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა.
-ხო მართლა, დღეს ერთად დავიძინებთ.
ჩემ გაკვირვებულ სახეზე ჩაეცინა.
-ეს ისე ცნობისთვის!
მითხრა, შეტრიალდა და გარეთ გავიდა. მეც კიბეებს ავუყევი და გონებაში კიდევ ვიმეორებდი მის სიტყვებს:
,,დღეს ერთად დავიძინებთ!“
ოთახში შევედი თუ არა ბარგი გავხსენი, იქიდან ჯინსის შარვალი ამოვიღე, შავი ზედა და უცებ თვალში მეცა ქალის თეთრეული. ჩანთიდან ამოვიღე, ხელებში მოვიქციე და ეშმაკურად ჩამეღიმა.
,,შენ თავს თვითონვე გამოუტანე განაჩენი“.
გავიფიქრე ჩემთვის, თეთრეული ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე და აბაზანაში შევედი. ცხელი შხაპმა ისევ თავისი ქნა და ყველანაირი დაღლილობა გაქრა. ჯინსი ამოვიცვი, ზედა ჩავიცვი, ფეხზე ბენსიმონები, თმები მაღლა ავიწიე და ოთახი დავტოვე. ფოიეში თვალებით ერეკლე მოვძებნე, მაგრამ არსად იყო, შემდეგ გარეთ გავედი და თვალი მოვკარი როგორ ეთამაშებოდა ეზოს ძაღლს, ისეთი საყვარელი იყო, რომ გადავწყვიტე სურათზე აღმებეჯდა, ტელეფონი ამოვიღე და სურათი გადავუღე. ალბათ გახსოვთ რომ გითხარით წინა თავში სურათების გადაღება ჩემი ჰობია მეთქი, ამიტომ ფოტოც კარგი გამომივიდა. ოღონდ ხარისხზე მეტად, უფრო ფოტოს შინაარსი მომეწონა, რაღაცნაირი იყო, ძალიან თბილი. თან ერეკლეს ყველა ნაკვთს უსმევდა ხაზს, ის ისეთი სიმპათიური იყო ამ ფოტოში (და არა მარტო ამ ფოტოში, ისედაც ^_^ ), მგონი რომ არ მყვარებოდა, იმ წამს თავიდან შემიყვარდებოდა. მეც მისკენ წავედი. ძაღლების, კატების და ზოგადად ცხოველების სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ ლეკვს ფერება დავუწყე, ერეკლე კი სასიამოვნოდ გაკვირვებული შემომცქეროდა.
-გიყვარს ძაღლები?
-ძალიან!
-ყველაზე მეტად რომელი ჯიში?
-რავი ყველა მაგრამ განსაკუთრებით გონჩები.
-ჰმმ.. შენსავით პატარები მაგრამ ძლიერები ხომ?
-რავიცი აბა. მე მზად ვარ გავიდეთ?
-გავიდეთ!
მითხრა თბილად გამიღიმა და ხელი წელზე შემომხვია. მთელი 3 საათი დავხეტიალობდით ქალაქში. ხან საქანელებზე ვქანაობდით, ხანაც ქუჩაში ბენდს ვუსმენდის რომელიც ალუდას ,,ზეცას ახედეო აპარეკავ“ს ჰანგებს ამღერებდა გიტარაზე, ეტლზეც ვიკატავე, ბოლოს კი ციხეზე ავედით საიდანაც ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანდა. გადავყურებდით კახეთს და ხმას არცერთი არ ვიღებდით. მე თავი მის მკერდზე მედო და მის რიტმულ გულისცემას ვუსმენდი, მას კი თავი ჩემ თავზე ჩამოედო. ბოლოს სიჩუმე ისევ მან დაარღვია.
-იცი რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ სრული სერიოზულობით!
მითხრა ისე რომ თავი არ აუწევია.
-მითხარი.
ვუთხარი ხმადაბლა, მოვცილდი და თვალებში ჩავხედე, მას კი გაეღიმა.
-ცოლად გამომყვები?

აბა ჩემო ტკბილებო როგორია ?



№1 სტუმარი orginal

რა კაი თავი იყო ^_^ love ვაიმეე მიყვარს ერეკლე და შემახვედრეთ ვინმემ რა იქნება? love უძალიანმაგრესი ისტორიაა ♥

 


№2  offline წევრი მარგო ♥

იცი რა კაი ხარ wink love აიიი ვგიჯდები ამ წყვილზეე. ხვალ დადებ?! love

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

aq gawyveta iqnebodaa ??? male dade raq

 


№4  offline წევრი teke08

Dzaiam kargia ar gabedo gawyveta torem gavgijdebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent