შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [18 თავი]


17-04-2015, 21:18
ავტორი tamro
ნანახია 10 052

მომდევნო ერთი კვირაც ისევე გაგრძელდა, როგოც გასული დღეები.
მთელი დღე ერთ ადგილას იყო მიყინული. ერთ წერტილს მისჩერებოდა.
თითქოს ქვად გადაიქცაო. ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. თუ რამეს ჩაიდებდა პირში, ესეც უდიდესი ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ ანას და ალექსანდრეს.
ადგილიდან არ ექანებოდა, ფეხზე თუ ადგებოდა შავი აჩრდილივით დაიარებოდა ოთახიდან ოთახში.
მისი შემხედვარე გულზე საშინელი სიმძიმე აწვებოდა. არ იცოდა რით შეიძლება დახმარებოდა. ყოველ წუთს იმის მოლოდინში იყო, რომ შეიძლებოდა ევას საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა. გამუდმებით თავზე ედგა და ცდილობდა ცოტათი მაინც გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან.
მიუხედავად უშედეგო მცდელობებისა მაინც არ ეშვებოდა გოგონას.
კედელს მიყრდნობილი იდგა და ევას თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა. ანას მოსვლის შემდეგ, დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად მხოლოდ ახლა გამოვიდა ოთახიდან. სახეზე მკვდრის ფერი ედო, თვალები ჩაშავებოდა.
საღამომდე ანა გვერდიდან არ მოშორებია. ყველანაირად ცდილობდა მეგობრის გამხიარულებას, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა.
მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა უკვე აღარ შეეძლო. აუცილებლად უნდა მოეხერხებინა რაღაც. ტელეფონი მოიმარჯვა და შაკოს ნომერი აკრიფა.
-გისმენ სანდრექს!
-შაკო სად ხარ?
-მეც კარგად ვარ, არ გინდა ახლა ყველაფრის დეტალებში გამოკითხვა.
-მოიცა რა, არ მაქვს ახლა ჯამბაზობის თავი.
-რა ხდება? ხო მშვიდობაა? _მეგობრის ხმის გაგონებისას თვითონაც წამში დასერიოზულდა - ევას, ხომ არაფერი მოსვლია?
-არა. შენთან რაღაც თხოვნა მაქვს.
-გისმენ.
-შაკო შეგიძლია ზაზასთან და ხათუნასთან მიხვიდე და ლეკვი წამოიყვანო?
-კი, როგორ არ შემიძლია. ახლავე მოგიყვან.
-არა, ახლა გვიანია. ხვალ იყოს.
-კარგი, როგორც გინდა.
-მადლობა.
ანას წასვლის შემდეგ, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ალექსანდრე თავს აჩვენებდა თითქოს ეძინა. გარკვევით ესმოდა, როგორ არღვევდა ღამის სიჩუმეს ევას ჩუმი ტირილი. გული საშინლად ეწვოდა. როგორ უნდოდა ახლა ამდგარიყო, მასთან მისულიყო, მაგრად ჩაეკრა გულში და რამით მაინც ენუგეშებია.
-ევა... _ გაუბედავად დაიწყო. ჩუმი სლუკუნი მაშინვე შეწყდა. ფეხზე წამოდგა და გოგონას საწოლთან მივიდა. ფრთხილად დაადო ხელი მხარზე. იგრძნო როგორ შეკრთა მისი შეხებისას. გონებაში შესაფერის სიტყვებს უყირდა თავს, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა. გრძნობდა რა ფასად უხდებოდა ამ წუთას ევას თავის შეკავება. მართალიც აღმოჩნდა. გოგონა ბოლომდე მაინც ვერ მოერია თავს და ცრემლებს გასაქანი მისცა.
მაგრად მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა. მაქსიმალურად ცდილობდა, რომ არ შეემჩნია, თუ როგორ მძიმედ მოქმედებდა მასზე ქალის ტირილი.
დილით გოგონაზე ხელებშემოხვეულს გაეღვიძა. ევას მის მკერდზე ედო თავი და მშვიდად ეძინა. გოგონას სახის ნაკვთებს დიდხანს აკვირდებოდა. სახეზე ჩამოყრილი თმები ფრთხილად გადაუწია. შუბლზე ნაზად აკოცა, ნელა მოიშორა შემოხვეული ხელები, რომ არ გაეღვიძებინა და საწოლიდან წამოდგა.
სწრაფად ჩაირბინა კიბეები, სამზარეულოში შევიდა. უკვე დიდი ხანია მარტო ცხოვრობს, ამიტომ სახლში მზარეულობაც თვითონ იკისრა. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, რაც ევა მასთან იყო, ყოველთვის თავისი ხელით უმზადებდა საჭმელს.
მოგვიანებით შაკომ მოაკითხა და ლეკვიც მოუყვანა. იმედი ქონდა, რომ ეს მაინც გამოუკეთებდა ცოტათი ხასიათს. მიუხედავად იმისა, რომ შაკოს ერთი სული ქონდა როდის გაიცნობდა ევას, დიდხანს მაინც არ დარჩენილა მეგობართან. სამაგიეროდა ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ალექსანდრეს გამოუკეთა ხასიათი.
ბობი მაშინვე სამზარეულოსკენ გაიქცა.
-შენ სულ როგორ გშია ტო? _სიცილით გაყვა ძაღლს უკან. ლეკვს საჭმელი დაუყარა და სამზარეულოდან გამოვიდა.
-დილამშვიდობისა. _ ევას ხმა მოესმა
-დილამშვიდობისა _ თბილად გაუღიმა. ესიამოვნა, რომ ოთახიდან თავისი სურვილით გამოვიდა. - როდის გაიღვიძე?
-ახლახანს.
-როგორ ხარ? _საპასუხოდ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და დივანზე ჩამოჯდა.
-ნახე ვინ მოგიყვანე. _ სამზარეულოში შევიდა და ლეკვი გამოიყვანა. შეამჩნია, როგორ გაუნათდა თვალები ბობის დანახვისას.
-ბობი! _ფეხზე წამოდგა. წამით ერთ ადგილას დაბარბაცდა და კვლავ დივანზე დაეცა. ალექსანდრემ მაშინვე გაუშვა ძაღლს ხელი და წამში გოგონას გვერდით გაჩნდა.
-ევა კარგად ხარ?! რა გჭირს?! _ საშინლად ანერვიულდა.
-თავბრუ დამეხვა.
-ექიმს დავურეკავ...
-არა! კარგად ვარ უკვე.
-რა კარგად ხარ?! ფეხზე ძლივს დგახარ!
-ალექსანდრე გთხოვ. მართლა კარგად ვარ. _ ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა თავის სიტყვებში დასარწმუნებლად. - ბობი, მოდი ჩემთან. _ლეკვიც მაშინვე კუდის ქიცინით მივიდა გოგონას ფეხებთან. ევამაც ხელში აიყვანა და მუხლებში ჩაისვა. -რამდენი ხანია არ მინახავს. _მაგარდ ჩაიხუტა. -სად იყო?
-მეგობართან მყავდა დატოვებული. _ არ უთქვამს, რომ ლეკვი მთელი ამ ხნის განმავლობაში მშობლებთან ჰყავდა. არ უნდოდა, რომ მშობლებთან დაკავშირებული მოგონებები გაეღვიძებინა გოგონასთვის.
-მგონი ცოტა გაიზარდა არა?
-კი.
*****
-ევა შეიძლება? _ოთახში ანამ შემოყო თავი.
-შემოდი. როდის მოხვედი?
-ახლახანს. შენ რა უკვე დაძინებას აპირებდი? _ წარბაწეულმა გახედა საათს.
-არა, უბრალოდ დავწექი.
-ნინომ და ლევანიმ მოგიკითხეს. ძალიან უნდათ შენი ნახვა. ალექსანდრესაც ვუთხარი და ასე მითხრა ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენო. ასე, რომ დარწმუნებული ვარ ერთ-ორ დღეში შემოგივლიან. _ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა -ვაიმე! ეს ვისია? _საწოლის გვერდით მწოლიარე ლეკვის დანახვისას ანას სახე გაუნათდა.
-ჩემი. ალექსანდრემ, რომ მაჩუქა ის ლეკვია. ბობი ქვია.
-რა საყვარელია _ სწრაფად აიტაცა ბობი ხელში. -როცა მეუბნებოდი, ალექსანდრემ ლეკვი მაჩუქაო, ვერ წარმოვიდგენდი ასეთი საყვარელი თუ იყო. სულ გინდოდა ასეთი, რომ გყოლოდა.
-ხო.
-ვაიმე, რა საყვარელია...
-არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ აკეთებს...
-რას გულისხმობ?
-ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია. სულ ჩემთან არის, მის სახლშიც კი მომიყვანა, გამუდმებით ჩემზე ზრუნავს... არ ვიცი... რომელი ადამიანი გააკეთებდა ამას. ის ხომ საერთოდ არ არის ვალდებული, რომ...
-და აქამდე ვერ ხვდები რატომ აკეთებს ამ ყველაფერს?
-რისი თქმა გინდა.
-კარგი რა ევა, მეც კი ვამჩნევ, რომ ალექსანდრეს უყვარხარ.
-რა სისულელეა _ სიმწრით ჩავიცინე.
-რა არის სისულელე? რა იყო, ვითო შენ არაფერს გრძნობ?
-მე? _გაკვირვებულმა შევხედე.
-ხო შენ.
-არა, არაფერს. _თავი გავაქნიე.
-დარწმუნებული ხარ?
-არა. _ჩუმად ამოვილუღლუღე. ჩემს პასუხზე ჩუმად ჩაეცინა.
-ანა _მცირე ხნის დუმილის შემდეგ დავიწყე.
-გისმენ.
-სასაფლაოზე მინდა, რომ წავიდე.
-ევა...
-ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ვყოფილვარ. მინდა, რომ...
-ევა ხომ იცი, რომ ეს კიდევ უფრო გატკენს გულს.
-გთხოვ... _ თვალები ცრემლებით ამევსო.
-კარგი, დამშვიდდი.
-გამომყვები?
-კი. ხვალ წავიდეთ.
-მადლობა.
ანასთან ცოტა ხანი კიდევ ვისაუბრე. ნუ ძირითადად თვითონ საუბრობდა. მე მხოლოდ რაიმე კითხვას, თუ დამისვამდა იმაზე ვპასუხობდი. ყველანაირად ცდილობდა საუბარში ჩემს აყოლიებას. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი ლაპარაკის არც თავი მქონდა და არც სურვილი, მეგობრის ხათრით ერთ-ორ ზედმეტ სიტყვას წამოვისვრიდი ხოლმე. ჩემი გონება მთლიანად ხვალინდელ დღეზე იყო გადართული.
ანას წასვლის შემდეგ, ალექსანდრე მალევე შემოვიდა ოთახში.
-არ გძინავს?
-ვერ ისვენებს. _ გაჯინიანებულ ლეკვს მაგრად მოვხვიე ხელები და მუხლებზე დავისვი.
-ევა, არაფერი გიჭამია! _მოულოდნელად გაუმკაცრდა ხმა და მზერა კომოდზე დადებულ ლანგარზე გადაიტანა.
-არ მშია.
-იძულებული ვხდები ჩემი ხელით გაჭამო! _ თეფში ხელში აიღო და საწოლზე ჩამოჯდა.
-ცოტა ხნით შეეშვი ბობის და ეს ჭამე. _ კოვზი ტუჩებთან მომიტანა
-რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? _ შავ თვალებს მზერა გავუსწორე
-იმიტომ, როც საშინლად გამოიყურები. ასე, თუ გააგრძელებ უფრო ცუდად გახდები_გაეცინა
-ალექსანდრე, იცი რაზეც გეკითხები. ჩემთვის ამდენ რამეს აკეთებ, რისთვის?
-მინდა, რომ ბედნიერს გხედავდე. _ გამიღიმა.
-ალექსანდრე...
-ჭამე _ საჭმელზე მიმითითა
-მართლა არ მშია...
-ევა, გთხოვ. _ მისი ხმა ისე ჩამესმა, რომ ჩემდაუნებურად გავღე პირი. პატარა ბავშვივით მაჭმევდა თავისი ხელით.
-ცოტა ნელა, მასე ჩქარა ვერ ვჭამ.
-კარგი, როგორც შენ გინდა. _ თბილად გამიღიმა. ნელა მოქონდა კოვზი ტუჩებთან. ცოტა ხანში, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და მოღუშული გავიწიე უკან, რომ როგორმე საჭმლის სუნს მოვშორებოდი.
-მეტს ვერ შევჭამ.
-ევა...
-ალექსანდრე, გული მერევა.
-საერთოდ გადაეჩვიე ნორმალურად ჭამას და მაგის ბრალია._ თეფში გვერდით გადადო.
-მეტს მართლა ვერ შევჭამ.
-კარგი, დაისვენე. _შუბლზე ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავიდა. მის შეხებაზე ჟრუანტელმა დამიარა, გამეღიმა. ბობის ხელები შემოვხვიე და მასთან ერთად ჩავძვერი საბანში. თვალის დახუჭვაც ვერ მოვახერხე, კვლავ უსიამოვნო შეგრძნება, რომ დამეუფლა. ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევვარდი.
***
დილით ადრე გამეღვიძა. დივანზე მწოლიარე ალექსანდრეს დანახვისას ჩემდაუნებურად გამეღიმა. ისე საწყლად მოკეცილიყო, ძლივს ეტეოდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც მის სახლში ვიყავი ყოველ ღამე თავზე მედგა და მანამდე არ იძინებდა სანამ მე არ დავიძინებდი. ვხედავდი როგორ ცდილობდნენ ჩემს დახმარებას ანა და ალექსანდრე. არ ვიცი ეს რამდენად გამოსდიოდათ მაგრამ, ორივეს მაინც მადლობელი ვიყავი.
ზანტად წამოვდექი საწოლიდან. ბობის უკვე მოესწრო ოთახიდან გაპარვა.
ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, ალექსანდრეს ხმა, რომ მომესმა.
-სად მიდიხარ?
-არსად. _მხრები ავიჩეჩე. თბილი ხალათი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
ბობი დივანზე იწვა, მეც მასთან მივედი, დივანზე მოვკალათდი და ლეკვი მუხლებში ჩავისვი. ერთი სული მქონდა ანა როდის მოვიდოდა. მალე ალექსანდრეც ჩამოვიდა.
-როგორ გეძინა?
-კარგად. ხომ არ იცი ანა როდის მოვა?
-არა. რა იყო? რამე გჭირდება?
-არა, არაფერი.
-თუ რამეა მე მითხარი.
-არა, ისეთი არაფერი.
ოთახში ასვლას ვაპირებდი, სამზარეულოდან გამოსული ალექსანდრეს ხმა, რომ მომესმა.
-მოიცადე. _მისკენ მივტრიალდი
-გუშინ ანამ მითხრა, რომ სასაფლაოზე წასვლა გინდა. _ სწრაფად ავწიე თავი.
-წაგიყვან.
-მადლობა. _შეძლებისდაგავრად გავუღიმე.
-მაგრამ ერთი პირობით. _წელზე ხელი ფრთხილად მომხვია და სამზარეულოში შემიყვანა. - ამ თეფშზე რაც არის ბოლომდე უნდა შეჭამო._ მაგიდაზე დადებულ საჭმელზე მიმანიშნა. მოღუშულმა შევხედე თეფშს და მერე ისევ ალექსანდრეს.
-ბოლომდე ევა. _ მიხვდა რაც იყო ჩემი უკმაყოფილების მიზეზი. სახეზე ეშმაკური ღიმილი გაუკრთა. სკამზე დავჯექი და თეფში ახლოს მოვწიე.
როგორც კი პირველი ლუკმა ჩავიდე პირში, საშინელი ზიზღის გრძნობა დამეუფლა. აქამდე რასაც ვჭამდი იმაზეც ცუდად ვრეაგირებდი, მაგრამ ახლა თავი გაცილებით უფრო ცუდად ვიგრძენი. სწრაფად წამოვვარდი ფეხზე და აბაზანისკენ გავიქეცი. შეშინებული ალექსანდრეც უკან გამოყვა.
-ევა რა გჭირს?! კარგად ხარ?! ევა გააღე კარი! _კარი ლამის ჩამოიღო.
-კარგად ვარ. _ძლივს მოვიბრუნე ენა, რომ პასუხი გამეცა.
-გთხოვ კარი გააღე. _ ხელ-პირი დავიბანე და კარი გავუღე. ჩემი სახის დანახვისას ჩემზე უფრო მეტად გაფითრდა. წამში წინ ამესვეტა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ხვალვე წავალთ ექიმთან! _გადაჭრით თქვა.
-არა! ექიმთან არა გთხოვ. გეფიცები სულ მთლიანად შევჭამ საჭმელს, მაგრამ ექიმთან არ მინდა! გეხვეწები... არ მინდა იქ _ თვალები ცრემლებით ამევსო. ექიმების ხსენებაც კი მაშინებდა.
-კარგი, კარგი. დამშვიდდი. _ შუბლზე ნაზად მაკოცა. მეც მაგრად შემოვხვიე ხელები და მკერდზე მივეხუტე.
-თუ გინდა დაწექი და...
-არა! კარგად ვარ. შევჭამ და წავიდეთ.
-ევა, ცუდად გამოიყურები...
-უჭმელობის ბრალია. აი ნახავ როგორც კი შევჭამ მაშინვე კარგად გავხდები. _ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემი წაყვანა არ გადაეფიქრებია.
-კარგი. _წელზე ხელი ფრთხილად მომხვია და აბაზანიდან გამოვედით.
-თითქმის სულ არაფერს ჭამ, საინტერესოა რამ მოგწამლა.
-არ ვიცი. _მხრები ავიჩეჩე. გუშინდელზე თქმაც დავაპირე მაგრამ, როგორც კი გავიაზრე, რომ ამის შემდეგ შეიძლებოდა არსად არ გავეშვი მაშნვე დავხურე პირი.
-ექიმთან წასვლა თუ არ გინდა შემიძლია ლაშას დავურეკო და...
-არა, მართლა კარგად ვარ. _თავი გავაქნიე.
-კარგი, დაჯექი ჭამე.
-ანა არ მოვა?
-უნივერსიტეტშია. მოგვიანებით შემოგივლითო.
-კარგი.
*****
ყვავილები ლარნაკში ჩავაწყვე და მიწაზე დავჯექი. მამას გარდაცვალების შემდეგ, ყოველთვის მჯეროდა, რომ სულ ჩემს გვერდით იყო და ყოველთვის ესმოდა ჩემი. ახლა კი, არცერთი მათგანი არ იყო ჩემთან.
მშობლებთან ერთად გატარებული დღეების გახსენებისას გულზე საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი. მთელი გულით მინდოდა, რომ ამ წუთას ორივე ჩემს გვერდით ყოფილიყო. მაგრად ჩავხუტებოდი და ის ყველა ტკივილი რაც თან მახლდა ერთხელ და სამუდამოდ ამომეგდო თავიდან. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ მათ მომღიმარ სახეებს ვერასდროს ვნახავდი თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.
-ევა _ ჩემს გვერდით ჩაიმუხლა ალექსანდრე და მხარზე ხელი ფრთხილად დამადო.
-მინდა, რომ ჩემთან იყვნენ. _ ჩუმად ამოვისლუკუნე.
-მშობლები წარსულის ტკბილ მოგონებად იქცნენ. ისინი არსად არ წასულან, მუდამ შენს გვერდით არიან. _ მკლავები მომხვიდა და მაგრად ჩამეხუტა. -წამო, სახლში წავიდეთ.
-ცოტა ხნით კიდევ ვიყოთ, გთხოვ.
-კარგი. _თბილად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მისი შეხება საოცრად მსიამოვნებდა.
****
მთელი ღამე საშინლად წვიმდა. ბავშობიდან მეშინოდა ასეთი ამინდების. საწოლში ემბრიონის ფორმაში ვიწექი. საბანი თავზე დავიხურე. თვალი მაინც ვერაფრით მოვხუჭე.
-ალექსანდრე გძინავს? _ჩუმად დავუძახე
-არა. რა იყო? ცუდად ხომ არ ხარ? _მაშინვე წამოდგა ფეხზე.
-არა, კარგად ვარ, უბრალოდ... შეგიძლია ჩემთან დაიძინო?
-კი._ საწოლის მეორე მხარეს შემოწვა. მისკენ გადავბრუნდი, თავი მკერდზე დავადე და ხელები მაგრად შემოვხვიე. გარკვევით მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა.
-წვიმა არ გიყვარს?
-წვიმა მიყვარს მაგრამ არა ასეთი. ასეთი თავსხმის სულ მეშინოდა.
არ ვიცი რატომ მაგრამ აშკარაა, რომ მის მკლავებში მოქცეული თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი. ბევრად უფრო დაცულად. ფრთხილად ხლართავდა თითებს ჩემს თმებში, რაც ძალიან მსიამოვნებდა. თვალები დავხუჭე.
-ევა გძინავს?
-არა.
-ევა..
-გისმენ
-სწავლის გაგრძელება არ გინდა? _ მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა. წამით ვერ გავიაზრე რას მეუბნებოდა. -სწავლას დაამთავრებ და მერე მუშაობას დაიწყებ. ადრე ხომ ძალიან გინდოდა სწავლის გაგრძელება.
-მე... არ ვიცი. _დაბნეული ავლუღლუღდი
-მესამე კურსზე ხარ ხო?
-კი. ვიყავი _სწრაფად შევასწორე.
-ხომ შეგიძლია გააგრძელო? არ გინდა?
-არ ვიცი. მაგაზე არ მიფიქრია.
-თუ თანახმა იქნები, მე ყველანაირად დაგეხმარები.
პასუხი აღარ გამიცია. იმდენი ხანია რაც მსგავს რამეზე აღარ მიფიქრია, რომ ახლა უკვე ეს ყველაფერი ჩემთვის ბოლო ადგილზე იყო. არადა ერთ დროს სწავლაზე მნიშვნელოვანი, თუ იყო რამე არ მეგონა. მე და ანას რამდენჯერ გაგვითენებია კიდეც, რომ მომდევნო დღეს უნივერსიტეტში მოუმზადებელი არ მივსულიყავით. ყველაზე მეტად მამას უნდოდა, რომ მესწავლა და შემდეგ ჩემი პროფესიით მემუშავა. ყოველთვის სწავლა-განათლებაზე მელაპარაკებოდა.
როცა სწავლას თავი დავანებე გული ძალიან დამწყდა, ახლა კი ალექსანდრე მთავაზობდა ყველაფრის ახლიდან დაწყებას.
********
მომდევნო ორი კვირა, თითქმის ყოველ დღე დავყავდი ალექსანდრეს სასაფლაოზე.
მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი. სულ ჩემს გვერდით იყო ჩემზე ზრუნავდა.
იმდენად მივეჩვიე მასთან ყოფნას, რომ როგორც კი დილით გავიღვიძებდი თვალები უკვე ინსტიქტურად იწყებდნენ მის მოძებნას.
დილით უჩვეულო ხმაური შემომესმა. საწოლიდან წამოდგომისას კვლავ თავბრუ დამეხვა. ამ ბოლო დროს რამოდენიმეჯერ დამემართა ასე. სწრაფად დავჯექი საწოლზე, რომ არ წავქცეულიყავი. როგორც კი თავი უკეთ ვიგრძენი თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი.
მისაღებ ოთახში ალექსანდრესთან ერთად ორი მამაკაცი და ერთი ქალი იჯდა. იქვე პატარა ბავშვიც დარბოდა და ბაჯბაჯით დაზდევდა ბობის უკან.
ჩემს დანახვაზე ყველა გაჩუმდა. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა ხელი ჩამკიდა და მათკენ წამიყვანა.
-ევა გაიცანი, ჩემი მეგობრები შაკო და ერეკლე. ეს გვანცაა, ერეკლეს ცოლი. _სათითაოდ გამაცნო ყველა.
-სასიამოვნოა. _ჩუმად დავიჩურჩულე.
-ჩვენთვისაც. _თბილად გამიღიმა გვანცამ.
-ეს პატარა ქალბატონი კიდევ ჩემი ნათლულია, ტასო. _ ოთახში მოხტუნავე გოგონაზე მიმითითა.
-ძლივს არ მეღირსა ამ გოგოს გაცნობა! _ფეხზე წამოვარდა შაკო და გადამეხვია. _ ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი. ალექსანდრემ ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას თავი ვერ შეიკავა და ჩუმდა ჩაიფხუკუნა.
-არ გაგიკვირდეს, ამის ასეთი ქცევები... _ ყურებამდე გაღიმებულ შაკოზე მიმითითა.
-ამდენ ჭკვიანში ერთი გადარეულიც ხო უნდა გვყავდეს _ დაამატა ერეკლემ.
შაკოს ბიჭების კომენტარებისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია. ყველაზე ბევრს სწორედ თვითონ ლაპარაკობდა. იმდენი შეკითხვა დამისვა, რომ აღარ ვიცოდი რომელზე მეპასუხა. დროდადრო გვანცას და ერეკლესაც ვესაუბრებოდი, თუ რათქმაუნდა შაკო მოგვცემდა ამის საშუალებას. საოცრად მხიარული ბიჭები იყვნენ. მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას მათ ჩხუბზე მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი. ვერც კი შევამჩნიე დრო ისე სწრაფად გავიდა, როგორ მომნატრებია ასეთი ხმაური, სიცოცხლით აღსავსე ლაპარაკი, ატეხილი სიცილი ყველაფერზე, რომ გეცინება.
ალექსანდრეს და ტასოს შემყურე სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. ალექსანდრე ასეთი არასდროს მინახავს. ბავშვს ხელიდან არ უშვებდა.
ცოტა ხანში ტასო გვერდით მომიჯდა და საყვარლად ტიტინს მოყვა.
საკმაოდ გვიანი იყო, როცა წასავლელად წამოდგნენ. ჩემი მოღუშული სახე ალექსანდრემაც შეამჩნია, მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა და ნაზად მომაკრო ტუჩები ლოყაზე.
-არ მოიწყინო. ესენი ასე იაოლად არ მოგშორდებიან. _ ჩაიცინა.
-კარგად ევა. _თბილად გადამეხვია გვანცა და ქმარ-შვილს გაყვა.
-რა ლამაზია ტო. _ გავიგონე როგორ გადაულაპარაკა შაკომ ალექსანდრეს გასვლისას და თვალებით ჩემზე ანიშნა. ძალიან მესიამოვნა შაკოს სიტყვების მოსმენა.
-ძალიან კარგი მეგობრები გყავს.
-მათაც ძალიან მოეწონე. _გამიღიმა - ნახავ ამის შემდეგ მოუშორებელ ჭირად იქცევიან _გაიცინა.
******
დილით, რომ გავიღვიძე ოთახში მარტო ვიყავი. ქვემოთ მხოლოდ ანა და ბობი იყვნენ.
-დილამშვიდობისა. როგორ ხარ?
-კარგად. შენ როგორ ხარ? _ ანას ველაპარაკებოდი და თან პარალელურად თვალით ალექსანდრეს ვეძებდი. იმდენად ვიყავი მიჩვეული მის ხილვას ყოველ დილით, რომ ახლა საოცრად მაკლდა. - „ალბათ კაბინეტშია“ გავიფიქრე.
მთელი სახლი შემოვიარე მაგრამ ალექსანდრეს ვერსად მოვკარი თვალი. ანა არაფერს ამბობდა, ბობის ეთამაშებოდა და დროდადრო ჩუმი ფხუკუნით გამომხედავდა.
-რას ეძებ ევა?
-რას არა ვის. ალექსანდრე სახლში არაა. _უკმაყოფილოდ ამოვიბუზღუნე.
-ხო. სამსახურიდან დაურეკეს, აუცილებელი საქმეაო და იძულებული გახდა წასულიყო. ასე თქვა როგორც კი განვთავისუფლდები მაშინვე წამოვალო. _ანას სიტყვები საშინლად არ მესიამოვნა. დივანზე დავჯექი და ფანჯარაზე ჩამოგორებულ წვიმის წვეთებს თვალი გავუშტერე.
-რა იყო?
-ისე წავიდა არაფერი უთქვამს. _განაწყენებულმა ამოვიბუზღუნე. ამის გაგონებაზე ანამ ხმამაღლა გადაიკისკისა.
-რა გაცინებს?
-გოგო, გეძინა და რა ექნა, გაეღვიძებინე? _სიცილს აგრძელებდა.
-როდის მოვა?
-არ ვიცი, ხომ გითხარი ასე თქვა როგორც კი მოვრჩები მაშინვე სახლში წამოვალო. ალბათ მალე მოვა.
-როდის მალე?! _ამაზე კიდევ უფრო ხმამაღლა აკისკისდა.
-და ამის მერე იტყვი, რომ ალექსანდრეს მიმართ არაფერს არ გრძნობ ხო? უკვე მის გარეშე ვერ ძლებ და...
-ეგ... ეგ რა შუაშია?! _ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში შევედი, რომ როგორმე ანას ეშმაკურად ათამაშებულ და კითხვითი ნიშნებით სავსე თვალებს მოვშორებოდი.
-დარეკვა მაინც ხომ შეეძლო?!_ჩემთვის ვბუტბუტებდი.
ონკანი დავკეტე და წყლის ჭიქით ხელში მოკისკისე ანასკენ წავედი.
მოულოდნელად თავბრუ დამეხვა და ჭიქა ხელიდან გამივარდა. ანა მაშინვე ფეხზე წამოვარდა.
-ევა რა გჭირს? კარგად ხარ? ევა... _ანას ხმა უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა. მუხლები მომეკვეთა და ძირს დავეცი. სანამ საბოლოოდ დავკარგავდი გონებას ანას ყვირილი ჩამესმა.
***
თვალები, რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი. ამ საშინელი სუნის შეგრძნებისას ერთიანად გამაცახცახა. საწოლთან აცრემლებული ანა იდგა.
-აქ რატომ ვარ?
-ევაა.. _ყურებამდე გაიკრიჭა ანა.
-ანა რა ხდება.
-ევა მალე დეიდა გავხდები!! _ ტაში შემოკრა.
-რა? რა დეიდა, ანა კარგად ხარ?
-ევა ორსულად ხარ. _ მოულოდნელობისგან გავშრი. თვალებგაფართოებული ვუყურებდი მომღიმარ ანას და ჯერაც ვერ გამეანალიზებინა რა მითხრა.
მთელი სხეული გამიხურდა, ინსტიქტურად გადავისვი ხელები მუცელზე. ვიგრძენი, როგორ შეეცვალე ემოციები ერთმანეთს. გული რეაქტიული სისწრაფით ამიჩქარდა. უზომო სიხარულმა მომიცვა. თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე.
-რა გატირებს გოგო? ასეთ დროს ტირილი შეიძლება? _სიცილით გადამეხვია ანა.
-ჩემი შვილი... _ჩუმად ვსლუკუნებდი და მუცელზე ხელს ნაზად ვისვამდი.
-ვერ წარმოიდგენ რა დამემართა ექიმმა, რომ მითხრა ორსულად არისო. ნამდვილი შოკი იყო. ისე გამიხარდა, რო... _აჟიტირებული ანა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ახლა მისი მოსმენის თავი სულ არ მქონდა. დაჰიპნოზებულივით მივჩერებოდი ჩემს მუცელს. სიტყვებით შეუძლებელია იმის აღწერა რაოდენ სიხარულს განვიცდიდი ამ მომენტში.
-ევა, ალექსანდრე? მას ხომ ეტყვი?
-კი _გაღიმებულმა დავუქნიე თავი და ცრემლები შევიმშრალე.
-როდის?
-არ ვიცი. ჯერ მე თვითონაც ვერ მოვსულვარ გონს. მაგრამ აუცილებლად ვეტყვი.
ექიმმა ყველანაირი გამოკვლევები ჩამიტარა. უამრავი რამ დამინიშნა. რაც მთავარია სწორი კვება და დასვენება. თავი არ უნდა გადამეტვირთა.
ნაყოფი ჯერ სულ რაღაც ერთი თვის იყო. ეკრანზე გამოსახულ სილუეტს თვალს ვერ ვაშორებდი.
ექიმის კაბინეტიდან უზომოდ ბედნიერი გამოვედი. სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, ვინმეს რომ შემოეხედა იტყოდა ვერ არის ეს გოგო კარგადო.
სახლში მისული მაშინვე დივანზე დავწექი.
-ევა ექიმმა დასვენებაში ის კი აგულისხმა, რომ 24 საათი უნდა იწვე. _სიცილი დაიწყო ანამ
-ანა, წარმოგიდგენია დედა გავხდები. შვილი მეყოლება. _ხმამაღლა გადავიკისკისე.
ალექსანდრე გვიან მოვიდა სახლში. ვერც კი გავიაზრე ისე გავიქეცი მისკენ და კისერზე ჩამოვეკიდე. გაკვირვებული მიყურებდა. ჩემი შეცვლილი სახე აშკარად შეამჩნია.
-რა ხდება? ყველაფერი რიგზეა? _ღიმილით მკითხა
-კი, ყვლაფერი კარგად არის. _გავუღიმე. -ანამ მითხრა სამსახურიდან დაურეკესო, რამე პრობლემა იყო?
-ხო, მაგრამ უკვე ყველაფერი კარგად არის. თქვენ რას აკეთებდით?
-ისეთს არაფერს. _მხრები ავიჩეჩე.
-ევა ხომ კარგად ხარ? _ეჭვის თვალით შემომხედა.
-კი _გავუღიმე და საძინებელში ავედი.
***
დილით ზანტად გავახილე თვალები. ხელები გავშალე და გავიზმორე. უჰ.. რა დიდი სიამოვნებაა. ფრთხილად წამოვჯექი საწოლზე.
პატარა დივანზე ამხელა ალექსანდრეს დანახვისას ძლივს შევიკავე თავი, რომ ხმამაღლა არ გამეცინა.
გასული დღეებისგან განსხვავებით, უჩვეულო სიმუსბუქეს ვგრძნობდი.
ნაზად გადავისვი ხელები მუცელზე. -დილამშვიდობისა დე. _ჩუმად დავიჩურჩულე.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად ახალ დღეს ახალი იმედით ვხვდები.
**********
ბოდიში, ბოდიში და კიდევ დიდი ბოდიში დაგვიანებისთის. მაქსიმალურად ვცდილობდი რო დიდი თავი გამომსვლოდა. შევეცადე ცოტათი განმემუხტა სიტუაცია. იმედია მოვლენები ძალიან არ დავაჩქარე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მკითხველს. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს თქვენი შეფასებები. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1  offline წევრი EiLuL♥

აუუ რა კაიაა ❤❤ შემდეგ თავში ითხრას რაა :დდ
--------------------
elene

 


№2  offline წევრი mbella

რა კარგიაა :DDD იმედია ამ გოგოსაც ეღირსება ბოლოს და ბოლოს ბედნიერება :***

 


№3  offline წევრი tawka_tamunia_tako

აუუ გთხოვ რა მალე და დეე შემდეგიი თავი გთXოვ გთხოვვ ძაან მაინტერესებსს და ძაან მაგრად მომწონსს ეს იტორიაა ნიჭიერი ხარ ძალიან ნიჭიერიი და ძაან მაგარიი ისტორიაა მომწოსნს და დადეე გთხოვ რა ^_^ <3 <3

 


№4  offline წევრი nino(g)

ra kargia ..make dade ra shemdegi..

 


№5  offline წევრი Annee

ძაან კარგი თავი იყო..:* ისე გამიხარდა მეც ამათი ამბავი ^_^ ალექსანდრეს რეაქცია მაინტერესებს მე. აღარ დააგვიანო რა. :(( ყოველთვის ვამოწმებდი ახალი თავი ხო არ დადო-მეთქი.

 


№6  offline წევრი human

არა ყველაფერი მაგრად ქენი ... ესე გაგრძელე . საოცრად წერ ყოჩაღ

 


№7  offline წევრი ხატული♥

აუ ძაან მაგარია არ დაგიჩქარებია მოვლენები love ყველაფერი დროული იყო მარტო აღარ დააგვიანო რაა დადება ყოველდღე ვამოწმებ დაიდო თუ არაააა მაგარი გოგო ხარ და მომწონს შენი წერის სტილიიიი <3 love wink

 


№8  offline წევრი Queen

ძაან მაგარიიი იყოო♥♥ შესანიშნავიიი თავიიი იყოო♥

 


№9  offline წევრი NA NO

მართლა კარგი იყოოო და შეენც ძაოიან კარგად წეერ უბრალოოოდ ჩვენ გვაწამებ შენი ,,გაქრობებით"

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sasimovno tavi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent