შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [13 თავი]


5-04-2015, 23:33
ავტორი tamro
ნანახია 9 919

დილით როცა გაიღვიძა საწოლი ცარიელი დახვდა. დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე. ოთახში მის გარდა არავინ იყო. არც სააბაზანოში. ცოტა არ იყოს გაბრაზდა კიდეც. -სად არის ეს გოგო?! _ სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან. კიბეზე ჩასვლისას ვიღაცის სიცილი მოესმა. თავიდან იფიქრა მომეჩვენაო. აშკარად ევას ხმა იყო. ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი გაუხარდა, რომ გოგონა არ წასულიყო.
ევას სიცილი ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გაიგონა. ახლა ზუსტად ისეთი იყო, როგორც იმ ვიდეოში. გოგონას შემხედვარე თვითონაც სახეზე ღიმილი გადაეფინა. თვალები სულ სხვანაირად უციმციმებდა. მთელი მონდომებით ეთამაშებოდა ლეკვს და პატარა ბავშვივით კისკისს არ წყვეტდა.
-ხედავ მასაც მოწონხარ. _სწრაფად გადმოიტანა მზერა იქვე მდგომ ალექსანდრეზე. - შენ კიდევ გაიძახი ვერ მივიღებო. _საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა. - სიცილი ძალიან გიხდება.
-მადლობა. _ შეამჩნია, როგორ აუწითლდა გოგონას ლოყები.
-სახელი შეურჩიე?
-ჯერ ვერა.
-მოვიფიქროთ მაშინ.
-არ ვიცი.... მაგალითად ბობი.
-კარგია. _ლეკვი გამოართვა და მუხლებში ჩაისვა. -ძალიან საყვარელია.
-ალექსანდრე, მე უნდა წავიდე.
-რატომ? _წამში დასერიოზულდა.
-რაღაც საქმე მაქვს.
-სად მიდხარ?
-ალექსანდრე...
-მე წაგიყვან.
-ტაქსით წავალ.
-ევა!
-არ არის საჭირო.
-ევა მეთქი!
-არ მინდა ყოველ წუთს უკან დამყვებოდე...
-მე მინდა! _ ლეკვი გვერდით გადასვა და ფეხზე წამოდგა -წავედით?
მიხვდა ჭირვეულობას არანაირი აზრი არ ქონდა, ამიტომ ფეხზე წამოდგა და უკან გავყვა.
გარეთ საკმაოდ ციოდა. ცივმა ქარმა ერთიანად დაუარა მთელ სხეულში. სიცივისგან გააცახცახა.
-ეს მოიცვი _თავისი ქურთუკი მოახურა.
-მადლობა.
-სად წაგიყვანო? _მანქანა ადგილიდან დაძრა.
-სახლში.
-აბა რაღაც საქმე მაქვსო? _ ეჭვის თვალით გადახედა გოგონას.
-ჯერ სახლში უნდა შევიარო. _ შეამჩნია, როგორ გაუკრთა ტუჩის კუთხეში ღიმილი. -სახლში როდის დაბრუნდები?
-რა? _თვალებგაფართოებული მიაჩერდა. ევას კითხვამ აშკარად დააბნია.
-ლეკვს ვინ მიხედვას მეთქი. ამის თქმა მინდოდა. _სწრაფად განმარტა შეკითხვა.
-მე კიდევ ვიფიქრე ჩემზე ღელავს თქო. _გაეღიმა. - მე მივხედავ ლეკვს.
-ხო მაგრამ სახლში, რომ არ იქნები მაშინ?
-მაშინ რამეს მოვიფიქრებ. მარტო არ დარჩება.
-ახლა?
-ხომ გითარი მე მივხედავ მეთქი. სახლში მიგიყვან და მერე უკან დავბრუნდები. არამგონია ამ დროში სახლი დაანგრიოს. _გაუღიმა და სიჩქარეს მოუმატა.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. სახლისკენ მიმავალ ევას თვალი გააყოლა. როცა გოგონა თვალს მიეფარა მაშინღა გამოფხიზლდა.
სახლში დაბრუნებულს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა. ის ბავშვური სიცილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ესმოდა მალევე გაქრა. ირგვლივ არსებული სიმშვიდე აშკარად ცუდად მოქმედებდა.
ახლა სახლში გაჩერებას ნამდვილად ვერ შეძლებდა. არადა ადრე როგორ უყვარდა მარტო ყოფნა, სიმშვიდე. ახლა კიდევ, თუ ვინმეს არ დაელაპარაკა ნამდვილად გაგიჟდება. სწრაფად წამოდგა ფეხზე და სახლიდან გავიდა. ლეკვიც რა თქმა უნდა თან გაიყოლა.
ერეკლესთან მისვლა ერთგვარი შვება იყო. ტასო ლეკვის დანახვაზე სულ გადაირია. ისედაც ენას არ აჩერებდა, ახლა კი ყველას ყურები გამოუჭედა „ლა საყვალელია“-ს ძახილით.
-რა ქენი? _ ხმადაბლა კითხა.
-რა უნდა მექნა?
-რა თქვა ევამ, ლეკვი რო აჩუქე?
-ძალიან...
-ერეკლე, სანდრო ვინ არის ევა? _ერეკლეს გვერდით მიუჯდა გვანცა.
-ა...? რა? ევა? ვინ ევა? ვინმემ ევა ახსენა? _წამში გაისულელა თავი ერეკლემ. ალექსანდრემ ძლივს მოახერხა თავის შეკავება, რომ არ გასცინებოდა.
-ალბათ მოგესმა.
-ისა... გვანცა მგონი ტასოს ეძინება.
-ერეკლე, ახლახანს გაიღვიძა!
-ხოო? ტასუნა, მამა ხო არ გშია? _ ალექსანდრეს ხელებში მოქცეულ ბავშვს გახედა.
-პირდაპირ თქვით, რომ სალაპარაკო გაქვთ და გავალთ. _ქმარს ენა გამოუყო და ფეხზე წამოდგა.
-ჩემი ჭკვიანი გოგო. _კოცნით დააჯილდოვა ცოლი.
-იცოდეთ მაინც მოგიწევთ ჩემთვის იმ იდუმალი ევას შესახებ რაღაცეების მოყოლა. _ ბიჭებს გადახედა და ტასოსთან ერთად სამზარეულოში გავიდა.
-მოეწონა ლეკვი?
-ძალიან. ვერ წარმოიდგენ როგორ გაუხარდა.
-ხო ისე იმ რესტორანში რა უნდოდა?
-იქ დაიწყო მუშაობა, მაგრამ უკვე წამოვიდა!
-და რას ერჩოდი? ემუშავა მერე, შენ რას გიშლის?
-არ მინდა, რომ იქ იმუშავოს! შენც დაინახე როგორ უყურებდნენ ის.... _სიტყვა აღარ დაუსრულებია. სიბრაზისგან თავში სისხლი მოაწვა.
-კაი ხო დამშვიდდი, ნუ ბრაზობ.
-მშვიდად ვარ!
-გეტყობა. _ჩუმად ჩაიფხუკუნა ერეკლემ.
-ვუთხარი, თუ სამსახური გჭირედბოდა ჩემთვის გეთქვა მეთქი.
-მერე რაო?
-არაფერი არ მჭირდება შენგანო.
-სანდრო, რაღაც უნდა გკითხო.
-გისმენ.
-რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?
-რას?
-ევასთან დაკავშირებით გეკითხები. ბოლო დროს განსაკუთრებით ცდილობ, რომ გაამხიარულო, რაღაცით ასიამოვნო. ადრე ამაზე არ ფიქრობდი.
-არ ვიცი. უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერს ვხედავდე. როცა იცინის ამით თითქოს ჩემშიც რაღაც იცვლება... არ ვიცი თითქოს მეც იგივე სიხარულს განვიცდი რასაც ის. მართალი ხარ, ადრე მსგავს რამეზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა თავისით მეფიქრება და რა ვქნა.
-და რამ გამოიწვია ეს ცვლილება? რამე მოხდა?
-ერეკლე იცოდი, რომ ევას დედა საავადმყოფოში წევს?
-არა, საიდან. და რა სჭირს?
-არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ საავადმყოფოშია. ახლა უკვე ვიცი, ისე ხშირად რატომ ვხვდებოდით მე და ევა ერთმანეთს საავადმყოფოში.
-მერე რა არის მაქ განსაკუთრებული? დედაა ბოლოსდაბოლოს. ცუდადაა ქალი და მის სანახავად მიდის.
-არც არაფერი, უბრალოდ ერთი რაღაც უცნაურად მომეჩვენა.
-რა?
-ევას, როცა ვკითხე საავადმყოფოში რას აკეთებდა, მითხრა, რომ მეგობარს ახლდა. სიმართლე არ უთქვამს.
-რატო?
-მეც ეგ მაინტერესებს.
-იქნებ არ უნდა შენთან თავის ცხოვრებაზე საუბარი.
-თავიდან მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ მერე კიდევ ერთი რამ გამახსენდა. ერთხელ ვკითხე, მარტო ცხოვრობ მეთქი და მიპასუხა კიო. ხომ შეეძლო ეთქვა, რომ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ამის დამალვა მაინც რა საჭირო იყო.
-არ უნდა ადამინას, რომ მისი ცხოვრების შესახებ რამე იცოდე და რა ქნას.
-კარგი რა ერეკლე, შენ სულ ყველაფერზე პასუხი როგორ უნდა გქონდეს მზად?! _ ცოტა განაწყენებულმა შეხედა მეგობარს.
-აბა რა გითხრა. _გაეცინა - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე რითაც შეიძლება ეს ყველაფერი ავხსნა და რა გიყო.
-არ ვიცი.. უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
-გაარკვიე ყველაფერი. იქნებ რაღაცას მალავს, რამე ისეთს რისი გახმაურებაც არ უნდა.
-თავიდან ჩემთან იმ პირობით მოვიდა, რომ არანაირ შეკითხვებს არ დავუსვამდი, რომ არავის არ უნდა გაეგო რაც ჩვენ შორის ხდება და მისი ცხოვრების ქექვა არ უნდა დამეწყო. ადრე ამ ყველაფრისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად ვფიქრობ.
-იქნებ ისევ მას კითხო.
-გგონია არ მიცდია? არაფერზე არ მპასუხობს. როგორც კი რამეს შევეკითხები, მაშინვე პირობებს მახსენებს.
-აბა რას აპირებ?
-შევეცდები რამე მაინც გავიგო. ამ წუთას მისი პირობები სულ არ მაინტერესებს.
-ევას მიმართ დამოკიდებულება აშკარად შეგეცვალა.
-კი. _ ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი.
-მის მიმართ რამეს გრძნობ?
-ადრე, რომ დაგესვა ეს შეკითხვა ვიცი რასაც გიპასუხებდი, მაგრამ ახლა უკვე არ ვიცი. არ ვიცი რა გიპასუხო. სულ ავირიე. ზოგჯერ მგონია, რომ მასთან მხოლოდ ვნება მაკავშირებს. ზოგჯერ კი... არ ვიცი, მინდა, რომ სულ გვერდით მყავდეს, უბრალოდ ჩემთან იყოს, რომ მის სახეს ყოველ დღე ვხედავდე. არ ვიცი, უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
-რას გიკეთებს ალექსანდრე ეგ გოგო? _ ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა ერეკლეს.
-ეგ მეც მაინტერესებს. _ ჩაიცინა.
*********
-ევა რა გჭირს?
-რა უნდა მჭირდეს?
-არ ვიცი მთელი საღამოა უცნაურად ხარ. რაც სახლში მოვედით მას შემდეგ არეული დადიხარ იქეთ-აქეთ. სახეზე ფერიც არ გაქვს.
-არაფერი არ მჭირს. გეჩვენება. _ თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი მაგრამ ახლა ეს, რომ ანასთის მეთქვა უაზროდ აქოთქოთდებოდა.
-ვითომ? _მაინც არ მეშვებოდა -მოხდა რამე?
-უბრალოდ....
-ჰე დროზე თქვი.
-დღეს... ალექსანდრემ ლეკვი მაჩუქა.
-რა? რატომ?
-ვუთხარი ცხოველები მიყვარს მეთქი და მან ლეკვი მაჩუქა.
-ოჰო. ნეტა რას მივაწეროთ ბატონი ალექსანდრეს ასეთი უეცარი ქმედება?
-არ ვიცი.
-მერე შენ რა ქენი?
-ვუთხარი ვერ მივიღებ მეთქი. მართალია ძალიან მომეწონა მაგრამ, მართლა ვერ მივიღებ. _ დივანზე ჩამოვჯექი
-თვითონ რა გითხრა?
-უარს არ მივიღებო. ლეკვი შენიაო. იცი რა საყვარელია... ისეთი ფუმფულაა. ბობი დავარქვი.
-ბავშვობიდან გიჟდები ცხოველებზე. განსაკუთრებით კი ძაღლები გიყვარს.
-უსაყვარლესი ლეკვია. _თავი დივნის საძურგეს მივაყრდენი.
-რა გჭირს, კარგად ხარ?
-კი. თავი მტკივა ცოტა და ყელი.
-წამალს მოგცემ.
-არ მინდა, გამოვლის. _ საფეთქლები დავიზილე.
-ხო ისე ბექა შემხვდა დღეს. შენზე უამრავი შეკითხვა დამისვა. ევა ხომ ვამბობ მაგ ბიჭს მოწონხარ მეთქი.
-ანა ახლა ბექაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მაქვს.
-რატო? ადრე ხომ შენც მოგწონდა.
-იმ ყველაფრის შემდეგ ორი წელი გავიდა.
-მერე რა?
-მერე ის, რომ ვხვდები აღარ მომწონს. ბექას მეგობრობის მეტს ვერაფერს შევპირდები.
-არადა კარგი ბიჭია.
-ჩაის დალევ? _ფეხზე წამოვდექი.
-არა, არ მინდა. _ მთელ სხეულში სიცივეს ვგრძნობდი. რამე ცხელი მინდოდა, რომ გავმთბარიყავი. იქვე დადებული ჯემპრი ჩავიცვი და სამზარეულოში შევედი.
-ევა კარგად არ გამოიყურები. რა გჭირს ავად ხომ არ ხარ?
-არ ვიცი. მცივა. თან ყელიც მტკივა.
-მოდი დაწექი. _სამზარეულოდან უკან გამომაბრუნა. დივანზე დავწექი. თავი კიდევ უფრო ამტკივდა. პლედი მაგრად შემოვიხვიე, რომ როგორმე გავმთბარიყავი.
-ევა წამლები სად გაქვს?
-სააბაზანოში.
-მოიცადე, ახლავე მოვიტან. _სააბაზანოსკენ წავიდა. კარზე ზარის ხმა გაისმა. ზოზინით წამოვდექი ფეხზე. კართან მომღიმარი ალექსანდრე დამხვდა.
-შეიძლება შემოვიდე?
-კი. შემოდი. _ცოტა არ იყოს დავიბენი. მის სტუმრობას ნამდვილად არ ველოდი.
-მოხდა რამე? _ჩამწყდარი ხმით ვკითხე.
-კარგად ხარ? რა ფერი გადევს. ევა რა გჭირს?! _ წამში ამესვეტა წინ. ხმაში აშკარად დაეტყო ნერვიულობა.
-მნიშვნელოვანი არაფერია, მგონი გავცივდი. _ ეს კი ვთქვი მაგრამ, თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი. ერთი სული მქონდა როდის დავწვებოდი.
-მერე ფეხზე რატომ ხარ?! დაწექი!
-არაფერია, გამივლის...
-ევა! რაც გითხარი ის გააკეთე! _ თვალები დამიბრიალა.
-ალექსანდრე რისთვის მოხვედი?
-ეს მოგიტანე. _დისკი გამომიწოდა. - მანქანაში დაგივარდა. მივხვდი, რომ შენი იყო. დილით მოცემა დამავიწყდა. _დისკი გამოვართვი და იქვე დავდე. -ახლა კი დაწექი, საშინლად გამოიყურები. _წელზე ხელი მომხვია და მსუბუქად მიბიძგა დივნისაკენ. მეც აღარ გავჯიუტებულვარ. დავწექი და თავი ბალიშზე დავდე. პლედი თავისი ხელით გადამაფარა.
-ევა, ეს წამალი დალიე და... _სააბაზანოდან გამოსული ანა, ალექსანდრეს დანახვისას ერთ ადგილს მიეყინა.
-შენ? შენ აქ რა გინდა?! _ წამში წამოენთო ანა.
-ვაიმე... დაიწეს... _ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-ევას სანახავდ მოვედი. _ მშვიდად უპასუხა ალექსანდრემ
-რატომ?! ვერ ხედავ, რომ ცუდად არის?
-ცუდად, რომ არის ზუსტად მაგიტო ვარ აქ. _ჩემს წინ ჩაიმუხლა და შუბლზე ხელი დამადო. -სიცხე გაიზომე?
-არ ინერვიულო შენ! მე თვითონ მივხედავ ევას. შენი დახმარება არ გვჭირდება! _არ ჩერდებოდა ანა.
-გკითხე რა გჭირდება მეთქი? _კვლავ მშვიდად განაგრძობდა საუბარს. თუმცა მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ბევრი არც მის აფეთქებას აკლდა.
-ძალიან გთხოვთ ნუ ჩხუბობთ. _ძლივს ამოვიღე ხმა.
-სიცხე გაიზომე? _კვლავ გამიმეორა შეკითხვა.
-არა.
-გითხარი მე მივხედავ მეთქი! შეგიძლია მიბრძანდე და...
-ახლა კარგად მომისმინე ქალბატონო!! _მოთმინებადაკარგული მიუბრუნდა ანას. ხმას საგრძნობლად აუწია. -ამ წუთას სულ არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ! რამდენიც გინდა იმდენი იყვირე! აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ მანამდე სანამ ევა კარგად არ გახდება! ასე, რომ ბევრ წიკვინს ჯობია რამეში დამეხმარო! _ ხმა საშინლად გაუმკაცრდა. ანა თვალებგაფართოებული უყურებდა და ხმის ამოღებასაც ვეღარ ახერხებდა. - დიდხნას იდგები ასე?! წადი წამლების ყუთი მოიტანე!_ ანაც მიტრიალდა, სააბაზანოდან წამლების ყუთი გამოიტანა და ალექსანდრეს მიაწოდა. - ცხელი ჩაი მოიტანე! _განკარგულებების გაცემას არ წყვეტდა. ანაც ყველაფერს აკეთებდა. მართალია სულაც არ ეპიტნავებოდა ალექსანდრეს მითითებების შესრულება მაგრამ ჩემს სახეს, რომ ხედავდა დათმობაზე მიდიოდა.
-ასე ნუ ელაპარაკები. _ჩახლეჩილი ხმით ამოვილუღლუღე.
-შენი ხმა არ გავიგო! ოთახში შედი და საწოლში ჩაწექი. თერმომეტრს მოვიტან მე. _ პასუხი აღარ გამიცია. პლედი გადავიძრე და დივნიდან წამოვდექი. როგორც კი ფეხზე დავდექი თავბრუ დამეხვა და ადგილზე დავბარბაცდი. ალექსანდრე წამში ჩემ გვერდით გაჩნდა და ხელში ამიყვანა.
-კარგად ხარ?
-თავბრუ მეხვევა და თავიც მტკივა. _ძალაგამოცლილმა თავი მხარზე დავადე.
-სიცხე გაქვს და მაგიტო. _ტუჩები გახურებულ შუბლზე მომაკრო. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ისედაც ცხელი ვიყავი და ახლა მეგონა მთელ ტანზე ცეცხლი მეკიდებოდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ყელი იმდენად ჩამწვა, რომ თვალებში ცრემლები ჩამიდგა.
-ტირი? _ საწოლში ჩამაწვინა და პლედი ყველა კუთხიდან შემომიკეცა.
-ყელი მტკივა. _ჩახლეჩილი ხმით ამოვილუღლუღე.
-ეს დალიე. _ოთახში ანა შემოვიდა და ცხელი ჩაით სავსე ჭიქა გამომიწოდა.
-კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთ ბატონო ალექსანდრე?! _ ამრეზით შეხედა ანამ.
-არა! _ზედაც არ შეუხედავს ისე უპასუხა.
-როგორც ხედავ უკვე კარგად არის, შენ შეგიძლია წახვიდე!
-ანა, შენ....
-გთხოვთ ნუ ჩხუბობთ. ანა ძალიან გთხოვ გაჩუმდი. _ხმაწართმეულმა ამოვილუღლუღე და ჭიქა გავუწოდე.
-ბოლომდე დალიე!
-არ მინდა. ვერ დავლევ...
-დალიე! _ისე შემომხედა, რომ მივხვდი ზედმეტ ლაპარაკს ჯობდა რასაც მეუბნებოდა ის გამეკეთებინა.
-ეგრე ნუ ელაპარაკები! _შეუბღვირა ანამ.
-შენ არავინ გეკითხება! თუ არ გსიამოვნებს ჩემი საუბრის ტონი შეგიძლია მიბრძანდე! კარი ღიაა!
-აქედან ვინმე თუ უნდა მიბრძანდეს ეს შენ ხარ ვაჟბატონო! _ხმას აუწია ანამ
-ალექსანდრე გთხოვ.. _რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ჩემმა თხოვნამ გაჭრა და გაჩუმდა.
-დალიე?
-ცოტა დამრჩა.
-ბოლომდე დალიე და მერე სიცხე გაიზომე. _თერმომეტრი საწოლის გვერდით კომოდზე დადო.
-აღარ მინდა. ვერ დავლევ მეტს.
-ევა!
-მეტს მართლა ვერ დავლევ. ყელი მტკივა.
-ხოდა მაგიტომ უნდა დალიო. _ ტუჩებგაბუსულმა გადავდე ჭიქა და საბანში ჩავძვერი.
-ევა, დალიე. _ახლა ანაც აყვა.
-ხალხო არ მინდა. მეტს ვერ დავლევ. _საბანი თავზე დავიფარე.
-ნუ ბავშვობ! _ თავიდან პლედი მომაშორა და თერმომეტრი გამომიწოდა. კარებზე ზარი იყო.
-წავალ გავღებ.
-ანა, თინა ბებო იქნება ალბათ. გთხოვ არ უთხრა, რომ ცუდად ვარ.
-აბა რა ვუთხრა. მოვატყუო კარგად არის მეთქი?! _თვალები დამიბრიალა და ოთახიდან გავიდა. თერმომეტრი ალექსანდრეს გავუწოდე.
-38.7 _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-მეძინება.
-მოიცა ჯერ სიცხის დამწევს დაგალევინებ. _ წამალი და წყლით სავსე ჭიქა მომცა. ერთი სული მქონდა თვალები დამეხუჭა და მშვიდა მეძინა. ვიცოდი ჩემი ძილის დროს ესენი ათასჯერ მაინც მოასწრებდნენ ერთმანეთის წაკბენას. წამალი დავლიე და თავი ბალიშზე დავდე. ცოტა ხანში ანაც შემოვიდა ოთახში.
-თინა ბებო იყო. რომ ვუთხარი ავად არის მეთქი, ძალიან შეწუხდა, მაშინვე სახლში შებრუნდა და წვნიანი გამომიტანა. ახლახან მოვამზადეო, გაციებულზე ძალიან კარგიაო და აუცილებლად ჭამოსო. _ სწრაფად ჩამოარაკრაკა - გინდა მოგიტანო?
-მერე შევჭამ. ახლა მეძინება.
-კარგი შენ დაიძინე, მე აფთიაქში ჩავალ და რაც საჭიროა ვიყი.. _ სიტყვა შუაზე გაუწყდა და ალექსანდრეს თვალების ბრიალით გახედა, თითქოს აფრთხილებდა „არ მიეკარო“-ო. დავინახე როგორ ჩაიცინა ანას ქმედებაზე ალექსანდრეს.
-კარგი, წადი. ჩემზე ნუ ღელავ.
-მალე მოვალ. _შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
-არ გეწყინოს მაგრამ, მგონი ვერ არის კარგად ეგ შენი დაქალი. _ჩაიცინა.
-უბრალოდ ჩემზე ღელავს.
-რა ანერვიულებს. კი არ შეგჭამ. _პასუხი აღარ გამიცია. ბალიშს ხელები შემოვხვიე და თვალები დავხუჭე.

***********
ყველა მკითხველს დიდი მადლობა. იმედია ეს თავიც
მოგეწონებათ. შეცდომებისთვის ბოდიში. <3



№1  offline წევრი natato

შენ ძალიან ცუდი გოგო ხარ ასეთ კარგ ისტორიას წერ და ასე იშვიათად. მე ისე გელოდები შენ კი ასე მაწვალებ :(( მაგრამ ხშირად წერე რა <3 წარმატებები

 


№2  offline წევრი mbella

მომწონს ძალიან :DD

 


№3  offline წევრი Marysese

Dzalian magarii gogo xarrr <3 vgijdebi ise momwons es istoriaa male Dade xolmee raa

 


№4  offline წევრი killer

ვაიმე როგორ გამახარეე ძაან მომწონს რომ ვკითხულობ ვეღარ ვეშვები ხოლმე ველი შემდეგ თავს love

 


№5  offline წევრი Annee

რა კარგი ისტორიაა. რომ დავინახავ ისე მიხარია ხოლმე ^_^ თუ შეძლებ იქნებ ცოტა ხშირად დაგედო <3 ისე მართლა ძალიან მაგარიაა

 


№6  offline წევრი S.likuna

dzalian kargiaa da sad gadaikargeee??? gelodebi 3dgeaa <3 male dade raa

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dxalian magari gogo xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent