შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [12 თავი]


4-04-2015, 00:04
ავტორი tamro
ნანახია 9 571

-რატომ არ მითხარი ბექა თუ იყო შენთან? ან საიდან გაიგო სად ცხოვრობ?
-ეგ არც მე არ ვიცი. ვკითხე მაგრამ არ უთქვამს.
-ანუ სამსახურის პოვნაში დაგეხმარა?
-ხო. მისი ძალიან მადლიერი ვარ.
-მეც მიხარია მაგრამ, ეს რესტორნები და კლუბები მაინც არ მომწონს და რა ვქნა?
-ანა, შეიძლება დიდად არც მე მეპიტნავება მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მაქვს.
-გასაუბრებაზე გუშინ იყავი?
-ხო. დღეს ვიწყებ მუშაობას.
-თუ გინდა დღეს შენთან დავრჩები და დაგელოდები.
-არ ღირს. არ ვიცი როდის გავნთავისუფლდები.
-კარგი. ევა იცი რას ვფიქრობ?
-არა. _გამეღიმა.
-მგონი ბექას ისევ მოწონხარ. _წარბები აათამაშა
-არ ვიცი. არამგონია, საკმაოდ დიდი დრო გავიდა.
-მერე რა, რომ დრო გავიდა. იმ ბიჭს შენ მოწონხარ.
-აბა შენ რა იცი?
-რა დიდი ფილოსოფია უნდა მაგის მიხვედრას. ყოველთვის ცდილობას დაგეხმაროს და შენს გვერდით იყოს. უნდა, რომ რამით მაიც გასიამოვნოს. ძალიან კარგი ადამიანია. იმ ჯმუხ ალექსანდრეს კი არ გავს. _ზიზღით წარმოთქვა მისი სახელი.
-კარგი რა ანა...
-რა კარგი რა?!
-გეყოფა. თავიდან ნუ დაიწყებ.
-რას ნუ დავიწყებ?!
-ანა გეყოფა! ყველაფერში ალექსანდრეს ნუ ადანაშაულებ. მას ჩემთვის ძალა არ დაუტანებია, იმ ღამეს, როცა მასთან მივედი მშვენივრად ვიაზრებდი რასაც ვაკეთებდი. მორჩი ყოველ წუთს მასზე ლაპარაკს! შენი აზრით ყოველ დღე მაგ თემაზე საუბრით რამე შეიცვლება?! _ ეჭვგარეშეა, რომ კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა გააჩუმა. კარგა ხნით არცერთს არაფერი არ გვითქვამს. ბოლოს ისევ თვითონ დაარღვია დუმილი.
-სამსახურში რომელ საათზე მიდიხარ?
-ერთ საათში იქ უნდა ვიყო. მანამდე დედას ნახვა მინდა.
-არამგონია ახლა ნელი დეიდას ნახვის უფლება მოგცენ.
-რატო? ჩემს მოსვლამდე მოხდა რამე? _წამში ამიჩქარდა გული.
-ოო.. კარგი რა! შენ სულ ცუდზე რატო უნდა იფიქრო.
-აბა...
-ნუ ღელავ გოგო, ყველაფერი ძველებურადაა. უბრალოდ ლაშამ თქვა, რომ
მართალია ოპერაცია გავუკეთეთ და ახლა თავს შედარებით უკეთ გრძნობსო, მაგრამ საფრთხე კვლავ არსებობს, გული ძალიან აქვს დასუსტებულიო. ამიტომ ყოველ დღე მნახველებს ვერ შევუშვებთო. _სწრაფად ამიხსნა ყველაფერი.
საავადმყოფოდან მალევე გამოვედით. პირდაპირ სამსახურში წავედი. დღეს ჩემი მუშაობის პირველი დღე იყო და დაგვიანება ნამდვილად არ მინდოდა.
*********
სამსახურში წასვლის თავი ნამდვილად არ ქონდა. მდივანს დაურეკა და ყველა შეხვედრა გააუქმებინა. ერთი-ორი დღე დასვენება არც მას არ აწყენს. დასვენებაო და სიმშვიდეო... ეს კი თქვა მაგრამ მაინც ვერ ისვენებს. სახლში გაჩერება არ შეუძლია. რაღაც აწუხებს და მოსვენების საშუალებას არ აძლევს. თვითონაც არ იცის რა. სახლში მოუსვენრად აქეთ-იქით სიარულს მშობლების სახლში წასვლა არჩია. ზაზას მაინც დაელაპარაკებოდა.
საღამომდე მშობლების სახლში იყო. მოგვიანებით მეგობრებმა დაურეკეს და შეხვედრა დათქვეს. დიდი ხანია რაც ერთად არ შეკრებილან. მთელი საღამო ბიჭებთან ერთად იყო რესტორანში. რაც საქართველოში დაბრუნდა ერკლეს გარდა არცერთი მათგანი არ უნახავს. მთელი საღამო მშვენივრად გაატარეს.
-სანდრო, ეს ევაა არაა?_ მოულოდნელად ერთ-ერთ გოგონაზე მიუთითა ერეკლემ. სწრაფად გადაიტანა ყურადღება მეგობრის მზერის ობიექტზე. მართლაც ის იყო. სიმართლე, რომ თქვას ესიამოვნა კიდეც მისი აქ დანახვა. ის უცნაური შეგრძნება რაც მთელი დღე მოსვენებას არ აძლევდა თითქოს სადღაც გაქრაო. ისე კი, ძალიან გაუკვირდა მიმტან გოგონებს შორის ევასაც, რომ მოკრა თვალი.
არ იცოდა აქ, თუ დაიწყო მუშაობა. გოგონას თითოეულ მოქმედებას, მის თითოეულ მიხვრა-მოხვრას სახე გაბადრული აკვირდებოდა.
იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი თავში, როცა შეამჩნია როგორი დამშეული თავლებით უყურებდნენ მამაკაცები. საშინელმა სურვილმა შეიპყრო თითოეული მათგანისთვის თავ-ყბა გაეერთიანებია. სურვილს აისრულებდა კიდეც ერკლეს, რომ არ ჩაეჭიდა მაჯაში ხელი მაგრად და არ შეეჩერებინა. რათქმაუნდა ერეკლემაც შეაჩნია მისი მრისხანების მიზეზი. თვალებით ანიშნა „ახლა ამის დრო არ არის“-ო.
ისე იჯდა მაგიდასთან, წესიერად ერთი სიტყვაც არ გაუგია. ახლა თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა. რაც შეიძლება მალე მოეშორებინა ევა ამ ადგილს. მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. წუთითაც არ მოუშორებია გოგონასთვის თვალი.
მრისხანებამ პიკს მიაღწია, როცა დაინახა როგორ წამოდგა ერთ-ერთი მაგიდიდან მამაკაცი და ევასკენ დაიძრა. უცნობს აშკარად ეტყობოდა, ალკოჰოლის კვალი. გოგონას მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა აი აქ კი საერთოდ დაავიწყდა სად იმყოფებოდა, გიჟივით წამოვარდა მაგიდიდან, უცნობს მივარდა და მთელი ძალით უთავაზა მუშტი სახეში.
-ალექსანდრე..._მოულოდნელობისგან შეჰკივლა გოგონამ.
-წამოდი! _მკლავში ხელი ჩაავლო და ლამის სირბილით წაიყვანა გასასვლელისკენ. საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ამ სანახაობით გაოცებული თვითმხილველებისთის.
-ალექსანდრე რა აკეთებ?! გამიშვი ხელი!
-გაჩუმდი და წამოდი! _ ხმას აუწია
-სად მიგყავარ?! გამიშვი ხელი. _გოგონას ყვირილს ყურადღებას არ აქცევდა.
-ალექსანდრე გამიშვი, მტკივა.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?! _შეჩერდა და ევას მიუბრუნდა. სიბრაზისგან ყველა ძარღვი დაჭიმვოდა, თვალებიდან ლამის ცეცხლი გადმოეფრქვია.
-რა? მე არ ვარ ნორმალური?! და შენი საქციელი ნორმალური იყო?!
-რა ჯანდაბას აკეთებდი აქ?!
-ნორმალურად მელაპარაკე! ვალდებული არ ვარ შენს ყვირილს ვუსმინო.
-მიპასუხე! _შეამჩნია როგორ შეკრთა ევა მის ყვირილზე.
-მე აქ ვმუშაობ.
-უკვე აღარ! დღეიდან შენი ფეხი არ იქნება არც აქ და არც სხვა მსგავს ადგილებში!
-ნუ მიყვირი. არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო! მე აქ ვმუშაობ _ მაინც თავისას აგრძელებდა.
-გითხარი აღარ მუშაობ მეთქი! თუ ფული გჭირდება მე მოგცემ იმდენს რამდენსაც მოითხოვ მაგრამ აქ აღარ იმუშავებ!
-შენი ფული არ მჭირდება! და არც...
-ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ! მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი! _მანქანის კარი გააღო და თავით ანიშნა დამჯდარიყო.
-შენთან ერთად არსად წამოსვლას არ ვაპირებ! _ კვლავ შენობისკენ მიბრუნდა.
ევას ასეთ სიჯიუტეზე კიდევ უფრო გაღიზიანდა. მაგრად ჩაავლო მაჯაში ხელი და ძალით ჩასვა მანქანაში.
-ცხოველო! _გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა. ალექსანდრემ ისეთი თვალებით გადმოხედა, რომ მაშინვე გაჩუმდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. რამოდენიმეჯერ თვალების ბრიალით გადახედა ალექსანდრეს, მაგრამ მამაკაცს ყურადღება არ მიუქცევია. მიხვდა, რომ ალექსანდრეს მის სახლში მიყავდა.
-სახლში წამიყვანე!
-ვიცი მე სადაც უნდა წაგიყვანო! _ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
საშინლად გაბრაზდა მამაკაცის მსგავსი საქციელის გამო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ყვირილით და ჩხუბით ვერაფერს ვერ მოაგვარებდა, პირიქით ამით ალექსანდრეს კიდევ უფრო გააბრაზებდა. ამიტომ კვლავ გაჩუმება არჩია.
-როდის დაიწყე იმ რესტორანში მუშაობა?!
-გუშინ.
-თუ სამუშაო გჭირდებოდა ჩემთვის უნდა გეთქვა!
-არა მადლობა. შენგან ისედაც დავალებული ვარ! _ირონიული ტონით უთხრა.
-სერიოზულად გეუბნები. _ შედარებით მშვიდი ტონით უთხრა.
-მეც!
-ევა!
-უკვე გითხარი, რომ შენგან არაფერს არ ავიღებ და გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ასე, რომ თავს ტყუილად ნუ დაიღლი.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?! ერთხელ ხომ აიღე ჩემგან ფული და....
-ეგ ერთხელ აღარ გამეორდება!
-ევა...
-უკვე გითხარი. რაც შეეხება ჩემს სამუშაოს, ჩვეულებრივად გავაგრძელებ მუშაობას.
-შენ მგონი ვერ გაიგე ჩემი სიტყვები!
-მუშაობას თავს არ დავანებებ!
-ვნახოთ! _ მამაკაცის ასეთ ტონზე კიდევ უფრო ბრაზდებოდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ ბოლო ხმაზე არ ეყვირა.
-რა შენი საქმეა მე სად ვიმუშავებ?!
-სწორედ, რომ ჩემი საქმეა! როცა გეუბნები არ იმუშავებ მეთქი, ესე იგი არ იმუშავებ და მორჩა! _ ხმას აუწია.
-ალექსანდრე... _შეეცადა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა.
-გისმენ.
-არ მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერეოდე ყოველ წუთს.
-გკითხე რა გინდა მეთქი? _გოგონას თვალი გაუსწორა.
-ალექსანდრე!
-გისმენ ევა. _ მამაკაცის მშვიდი ხმა კიდევ უფრო აღიზიანებდა. ხვდებოდა, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ ქონდა. გაბრაზებულმა მოარიდა მზერა.
კმაყოფილი სახით გადახედა გოგონას. მიხვდა, რომ გამარჯვება მის ხელში იყო. რამდენიც არ უნდა ეყვირა გადაწყვეტილებას მაინც არ შეცვლიდა.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და ევასაც ანიშნა გადასულიყო. გოგონას უკმაყოფილო ბუზღუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
**********
სახლში როგორც კი შევედით, მოულოდნელად პატარა ლეკვი შემოგვეგება. ძალიან გამიკვირდა ალექსანდრეს სახლში ძაღლის დანახვა. ისიც არ ვიცოდი თუ ყავდა. საყვარლად აქიცინებდა კუდს. ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი საერთოდ გადამავიწყდა ამ პატარა არსების დანახვისას. ისეთი საყვარელი იყო, რომ ბევრი არც მიფიქრია მაშინვე ხელში ავიყვანე და ფერება დავუწყე.
-მოგწონს?
-ძალიან. არ ვიცოდი ლეკვი თუ გყავდა.
-აქამდე არ მყოლია.
-ძალიან საყვარელია. _ ხელები უფრო მაგრად მოვხვიე.
-შენია.
-რა? _ გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. _რა არის ჩემი? ეს? _ლეკვზე ვანიშნე.
-ხო. რა იყო არ მოგწონს?
-პირიქით ძალიან მომწონს მაგრამ... არა, რა სისულელეა, რა ჩემია, რის ჩემია. _ძირს დავსვი.
-შენ გიყიდე. _გამიღიმა.
-ხო, მაგრამ რატომ?
-გუშინ ხომ მითხარი ცხოველები მიყვარსო, ხოდა გიყიდე. _ჩაიმუხლა და ლეკვს თავზე ხელი გადაუსვა.
-არა ალექსანდრე, ამას ვერ მივიღებ. _თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
-რატო?
-იმიტომ. არ შემიძლია. მადლობა მაგრამ ვერ მივიღებ.
-აზრი არ აქვს მაინც აქ უნდა იყოს. აბა უკან ხო ვერ დავაბრუნებ. აქ რომ მოხვალ მაშინ მაინც მოგიწევს მისი მოვლა. _ თვალი ჩამიკრა და სამზარეულოსკენ წავიდა.
მართალია ამ საჩუქარს ვერ მივიღებდი მაგრამ ამ პატარას მოვლის შანსს ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან. თანაც ასეთი საყვარელია. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ძაღლები. ლეკვი კვლავ ხელში ავიყვანე და დივანზე ჩამოვჯექი. თან მთელი მონდომებით ვეთამაშებოდი.
-სახელი შეურჩიე უკვე? _ თვითონაც გვერდით მომიჯდა.
-მე რატომ უნდა შევურჩიო?
-ხომ გითხარი შენია მეთქი. სახელიც პატრონმა უნდა შეურჩიოს.
-ალექსანდრე...
-ჩუ. არ მინდა ახლა ეგ უაზრო ჯუჯღუნი პატარა ბავშვივით. გითხარი შენია მეთქი, ესე იგი შენ უნდა მიხედო. _ ლეკვი ჩემი მუხლებიდან ჩამოხტა და კუდის ქიცინით სამზარეულოსკენ გაიქცა.
-ალბათ შია. _ფეხზე წამოვდექი.
-მეც მშია. _მაჯაში ხელი ჩამავლო და კვალვ უკან დამაბრუნდა, წამში აღმოვჩნდი მის მუხლებზე. ცხელ სუნთქვას სახეზე მაფრქვევდა, მთელ ტანში ჟრუანტელი დამიარა. წამოდგომა ვცადე მაგრამ ხელები წელზე მომხვია და გაქანების საშუალება აღარ მომცა. თვალის დახამხამებაში გადამაწვინა დივანზე და თვითონ ზემოდან მომექცა. ნაზად შეეხო ჩემს ტუჩებს. მთელი სხეული ამიხურდა. ნელა ჩააცოცა ტუჩები ჩემს ყელზე და ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა. მის შეხებაზე კანი დამეხორკლა. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა და კვლავ ჩემს ტუჩებზე გადმოინაცვლა.
სამზარეულოდან გამოსული ლეკვი დივანთან ახლოს მოვიდა, საწყლად წკმუტუნი დაიწყო.
-უკვე ხელს მიშლის და წარმომიდგენია მერე რას იზამს! _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ოდნავ მიჰკრა ფეხი, რომ მოეშორებინა. ახლა უკვე დივანზე ამოხტა და თათები ალექსანდრეს ზურგზე დააწყო. მამაკაცის უკმაყოფილო სახის დანახვისას თავის შეკავება ვერ მოვახერხე და გამეცინა.
-რა გაცინებს. _თვითონაც გაეცინა და ტუჩებზე ნაზად შემეხო.
-არაფერი. ლეკვს შია. _ჩუმად ამოვილუღლუღე.
-მაინც ვერ დამისხლტები ხელიდან. _ოდნავ ჩამომკრა თითი ცხვირზე და ფეხზე წამოდგა. მეც ლეკვს ხელი დავავლე და სამზარეულოსკენ წავედი. თვითონაც უკან გამომყვა. მის მწველ მზერას ვგრძნობდი. ძაღლს საჭმელს ვუმზადებდი, თითქოს ამით ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა.
ლეკვს თვალი მოვარიდე და მზერა წამით ალექსანდრეზე შევაჩერე. წამითაც არ მოუშორებია თვალი. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში. სრაფად მოვარიდე თვალი და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე. მაგრამ ვინ გაცალა! წამში ამესვეტა წინ, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ვნებამორეული დააცხრა ჩემს ტუჩებს.

**********
ვიცი, რომ პატარა თავია. შევეცდები შემდეგი თავი უფრო დიდი იყოს. იმედია მოგეწონებათ. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1  offline წევრი nestanuka13

მმმ კარგიაააა

 


№2  offline წევრი NaaT

კარგიაა კარგიი !! ველოდები შემდეგს ^^ მომწონს მოვლენების განვითარება და ველოდები სიმართლეს როდის გაიგებს ალექსანდრე ))
კარგი გოგო ხარ შენ !! <3

 


№3  offline წევრი human

მომწონსსსს ძაააალიააან

 


№4 სტუმარი mia

vaime kargia tan sainteresod migyavs sitwacia, imedia aleksandres da evas urtiertoba upro shors cava,

 


№5 სტუმარი xatia

Dzaliann momwonss <3♥♥♡♡ daa malee dadee gtxovv :-**

 


№6  offline წევრი Annee

ძაან კარგია ^_^ შემდეგ თავს ველოდებიი :*

 


№7  offline წევრი killer

გააგრძელე რაა გთხოვ ძაან მომწონს და კარგად წერ love

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargiaaa mmm

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent