შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მერიენი ვარ! თავი III


17-04-2015, 23:17
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 1 630

ცხოვრება გრძელდებოდა და თანდათან ვხვდებოდი თუ რაოდენ დიდი ადგილი დაიკავა ამ ცხოვრებაში დანილამ. მაშინ, როდესაც გავიღვიძე და დილით მისი სახე დავინახე მივხვდი, რომ ბედნიერებისათვის თუნდაც ეს ერთი მიზეზი მქონდა და ამ მიზეზს დანილა ერქვა. მისი სუნთქვა ჩემს ლოყებზე თამაშობდა, დანილას სუნთქვა ჩემსას ერწყმოდა და რეალობის შეგრძნებას ვკარგავდი... ცხოვრებაში პირველად მოხდა მსგავსი რამ. მაგრამ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ შეყვარებულები, არც ჩემი მეგობარი იყო და არც ძმა. ის სულ სხვაა. არცერთ ამ ქვეყნიურ გრძნობას არ განვიცდი მის მიმართ. განსხვავებულია, სხვებს არ ჰგავს. ამ ქვეყნად მხოლოდ ორ ადამიანს ვერ ვუღალატებ, მას და საკუთარ თავს. და რატომ აღმოვჩნდით ასე ახლოს ერთმანეთთან?
მე მერიენი ვარ!  თავი III

შუა ღამეა, მე და დანილა ბნელ ოთახში ერთმანეთის პირისპირ ვზივართ. მთელი დღე უმისამართოდ ვხეტიალებდით. იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ ლაპარაკის თავიც კი არ გვქონდა. უცებ მომიახლოვდა და ლოყაზე თბილად მაკოცა. სუნთქვა შემეკრა. ვერ ვიტყვი, რომ ზედმეტად პატიოსანი გოგო ვარ, თუმცა ქალწულობა დღევანდელობამდე მაქვს შენარჩუნებული(აქ ეს მოსატანიც არ იყო, მაგრამ მაინც უნდა ავღნიშნო). მერე ნელ-ნელა, ნაზად დაიწყო ლოყაზე ფერება. ვგრძნობდი თუ, როგორ ეხებოდა მისი ნაზი ხელები ჩემს ლოყებს და გონებას ვკარგავდი. ნებისმიერ ალკოჰოლზე დამათრობელი და ნებისმიერ ნარკოტიკზე გამაბრუებელი იყო.
-მერიენ, ის დრო, რაც შენს გარეშე გავატარე ჩემთვის სასჯელი იყო. ვერცერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ, თუ რა დღესასწაული დაანთე ჩემს სულში. ხანდახან მინდა ჩემი ხელით დაგარხრჩო ხოლმე, იმდენად მითრევ და იმდენად მიზიდავ. უკვე საკუთარ თავს ვეღარ ვმართავ, იმდენად მიზიდავს შენი კანი, შენი სურნელი... აი, ახლაც მინდა, რომ წელზე მოგხვიო ხელი და ...
ვეღარ მოვითმინე და ტუჩებში ვაკოცე. ვაკოცე და ბოლომდე ავივსე. დაახლოებით, ისე როგორც თქვენი ტელეფონები იტენება დამტენზე შერთებისას. მაგრამ როგორც ორივეს გვახასიათებს, მაშინვე ერთმანეთს მოვშორდით. მასაც ეღიმება და მეც.
-მაგარი რაღაც მაქვს შენთვის.
-რაა? არ ვიცოდი საჩუქრების გაკეთება თუ გიყვარდა.
-ხო ძაან არ მხიბლავს, უბრალოდ შენ მოგიტანე, რაღაც და მინდა, რომ სწორად გამიგო.
-ამოიღებ ეხა თუ გავჭედო?- ვუთხარი სიცილით.
-მოკლედ, არც კი ვიცი რატომ გამიჩნდა შენთვის ამის მოცემის სურვილი...
-ვაიმეე დანილააა, სიცოცხლე მოგბეზრდა?!
და უცებ ჯიბიდან ს იღებს. წამში დამარტყა ტვინში თუ რატომ მოიტანა ჩემთან ეს. თან საუბარიც, რომ იქეთკენ წაიყვანა... პირველად რაც გულმა მიკარნახა გასინჯვა იყო, მაგრამ რაღაც მომენტში მშობლებისადმი განვიცდიდი რიდს. თანაც ჩემს ოთახში უნდა მოგვეწია და ჩემი მხრიდან ზედმეტი თავხედობა იქნებოდა. მაგრამ დანილასთან ერთად ამ სიამოვნებაზე უარი ვერ ვთქვი.
მხოლოდ თვალებში შევხედე და მანაც დაიწყო "შეკეთება". ხელები მიკანკალებდა, არ ვიცი რატომ. ასე ოპერაციის წინ არ მინერვიულია. დანილამ შემომხედა და მიხვდა რა მდგომარეობაშიც ვიყავი.
-ნუ, ნერვიულობ. ყველაფრისგან სიამოვნებას იღებ და არ დაგავიწყდეს თუ რატო აკეთებ ამ ყველაფერს. მესმის, რომ პირველია და მაინც გეშინია, მარა იცოდე თუ ზედმეტ ემოციებს აყვები კაიფიდან ვეღარსდროს ვერ გამოხვალ. სერიოზულად გეუბნები.
-მე სერიოზულად, როდის ვარ გეხვეწები?
-ამას, რო მოწევ მერე მიხვდები თუ რა მოსაწყენი პიროვნებაც ხარ.
-აუუფ, ესეთი "ბომბაა"?
-გაჩუმდი და მოემზადე.
მე წინასწარ ამიტყდა სიცილი, მარა ეს ნერვიული უფრო იყო. მართლა, ცუდად გავხდი პირი გამიშრა და დავიძაბე. მაგრამ მე რის მერიენი ვარ თუ საკუთარი თავის მართვა ვერ მივახერხე, ხოდა ცოტა ხანში ბოლომდე მოვეშვი. დანილა ჩემს გვერდით იყო და საშიშიც პრინციპში არაფერი იყო. დედა ზუსტად ვიცოდი არ შემოვიდოდა, რადგან საღამოთი არასდროს არ "გვაწუხებს", ხოლმე. დედაჩემის ნაირ დედაზე ვერც კი ვიოცნებებდი.
როგორც იქნა დანილამ დაასრულა თავისი საქმე და პირველი ნაპასიც დაარტყა. გამიკვარდა, მაგრამ არ გამწვანებულა. ეს ხუმრობით.
-მზად ხარ?
-მზად ვარ რა "fort boyard"-ია ჩემი დედას ვფიცავა?!- მე უკვე მაგარ ხასიათზე ვარ.
-მიდი შენ ნაპასი დაარტყი და ეგ უხარისხო იუმორი გვრძე გადადე, ნამდვილი კაიფის დროა.
-ოოო, შენ მოგეკიდა უკვე.
ბოთლი გამოვართვი. არაფერზე აღარ ვფიქრობდი. როცა პრველი ნაპასი დავარტყი თითქოსდა არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ აი უკვე მეორზე ამიტყდა უგონოდ სიცილი. მსმენია, რომ ს მოწევისას ძირითადად ეგ სიმპტომი ავლენს თავს, მაგრამ არ მეგონა თუ ამ სიხშირით ამიტყდებოდა სიცილი. მერე მეგონა, რომ ტალღა მოდიოდა და დანილას დავუყვირე ჩქარა გავიქეცით ტალღა მოდის-თქო. ამაზე დედა შემოვიდა და როცა დაინახა, რომ ერთმანეთზე გადაბმულები უგონოდ ვიცინოდით მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო. არადა... მერე კი მომეჩვენა, რომ ვიღაც ქურდი მომზდევდა და დანის ჩარტყმას მიპირებდა. უცებ დანილა დავიჭირე და ის შევუშვირე დანის პირს. მერე კი უგონოდ ტირილი ამიტყდა. დანილამ სიცილი დამაყარა რა გამღერებს ამხელა ქალსო, მე კიდე მაცადე ვმესიჯობ-მეთქი და ჩემი ოთახის ჩუსტი მეჭირა ხელში. ეს ყველაფერი მხოლოდ მე მახსოვს, ისიც იმტომ, რომ მაგარი მახსოვრობის უნარი მაქვს. აი, დანილას ისიც კი ვერ დავაჯერე, რომ მოვწიეთ სანამ ბოთლი არ ვანახე.
ყველაზე მაგარი მომენტია, როცა კარგად გაქვს "მოკიდებული" და ჭკუა აღარ მოგეკითხება. მეგონა, რომ მთელი სამყაროს ზოოპარკი ჩემ ოთახში იყო მოთავსებული და უგონოდ ბედნიერი ვიყავი.
აი, როცა თანდათანობით დავიწყე გამოსვლა, მერე ცოტა გაჭირდა საქმე. თავი ამტკივდა და ტანდათანობით ყველაფერი ცუდი გამახსენდა და მართლა გულამოსკვნით დავიწყე ტირილი. ძალიან ცუდად გავხდი, რადგან გამახსენდა ყველა ის ჩარტყმული დანა რაც ჩემს სულს შეეხო სხვების ან თუნდაც ჩემი შეცდომების გამო. მაგრამ დანილა უფრო ადრე "გამოვიდა" და გულში ჩამიკრა. ასე ერთმანეთზე მიწეპებულებს დაგვეძინა.
ცოტა ხანში მასაც გაეღვიძა.
-ფარშევანგ, გამოფხიზლდი?- მითხრა და ლოყაზე მძიმედ მაკოცა
-რის ფარშევანგი მოგინდა?
-გუშინ მთელი ღამე ვერ გაგაჩუმე სულ მაგ სიმღერას მღეროდი.
-ნეტა შენ რა გახსოვს? იცი რა დღეში იყავი?
-აღიარე, რომ მოგეწონა.
-მომეწონა, მაგრამ აღარ გავიმეორებ.-ვუთხარი და საწოლზე წამოვჯექი.
-რაღაც არ მჯერა მე მაგის.-მითხრა და გვერდით მომიჯდა.
-ჩემი არ გჯერა?
-რაც არ უნდა იყოს ნარკოტიკია.
-რაც არ უნდა იყოს მე მერიენი ვარ!
-მომავალი გვიჩვენებს, ფარშევანგ.
-მაგ სახელს კიდევ ერთხელ დამიძახებ და მომავალზე ფიქრი თავიდან ამოიგდე!
მე მერიენი ვარ!  თავი III

_______________________

განსაკუთრებული მადლობა ნინის, ბუსამარიამს, ტანკი ტუკნლის და თამოოს ძალიან მიყვარხართ! love wink



№1  offline წევრი tankli tunkli

Madlobaaa shen rom aseti karqi xaar !! DA nu gvalodineb ... Siaxles rac sheexebaa dzaaaan dzaaaan magari iyooo... ❤❤ moutmenlad velishemdegtavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent