შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 8


17-04-2015, 23:40
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 2 837

მოკლედ ისამ ჰო ბოდიშით რა რო დავაგვიანე... ძალიან გადატვირთული ვიყავი დაამ ,,,
დღეიდან ყოველდღე დავდებ თითო თავს გპირდებით და კიდევ ძალიან დიდი ბოდიში ...
...
1 თვე... საშინელი წამება...სიცოცხლის სიძულვილი...
სიკვდილი მინდოდა...
სადღაც გარეუბანში ვცხოვრობდით მე და იოანე. პატარა ქოხმახში...
პირველად იქ რომ მიმიყვანა გული კინაღამ გამისკდა სახლი ისეთ დღეში იყო გეგონება იქ 100 წელია არავის უცხოვრიაო. იოანემ მიბრძანა იქაორობა დამელაგებინა.. ღამის ათ საათზე მიმაგდო ამ მიყრუებულ ადგილას სახლში მარტო და წავიდა... არ ვიცოდი რა მექნა, არ მინდოდა იოანეს დავმორჩილებოდი და მისი მონა გავმხდარიყავი. თავიდან დალაგებას არც ვაპირებდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ამ ბინძურ სახლში მეც მომიწევდა დარჩენა, ამოვიოხრე და კედელზე მიყუდებულ ცოცხს ხელი მოვკიდე.

ოთახი გამოვგავე, მტვერი გადავწმინდე, იატაკი მოვაპრიალე, საწოლებსაც როგორც შევძელი ისე მივხედე, ბოლოს კი უკვე ძლივს ვიდექი ფეხზე. პატარა ღუმელთან მდგარი სამფეხა სკამი კედელთან მივაჩოჩე, დავჯექი ზურგით გაყინულ ხის "კედელს" მივეყუდე და ჩავთვლიმე. დილით ზუსტად იმავე პოზაში გამეღვიძა, სამზარეულოდან ზედმეტი ხმაური გამოდიოდა. შევედი და ნერვებმოშლი იდიოტს შევეჩეხე.
-აჰა გაგეღვიძა არა ძლივს!
-რაიყო აქ ძილიც აკრძალულია ?!
-ენა!
-რა აკრძალულია ?
- ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი ძილი ესაჭიროება შენ კიდევ 12 საათია რაც გძინავს!
-თორმეტი ?
-აჰამ! ეხლა კეთილი ინებე და საჭმელი გააკეთე აქაორობას ვერაფერი გავუგე!
-მოიცა კიმარა აქამდეც აქ არ ცხოვრობდი ?
-არა
-აბა ?
-შენიაზრით ამ იდიოტურ სახლში ვიცხოვრებდი ამხელა ბიზნესის პატრონი?!
-აბა მე აქ რატო მომიყვანე?
-სანამ ჭკუაზე არ მოხვალ აქ იცხოვრებ!
-რა ?
-რაც გაიგე! ეხა საჭმელი გააკეთე!
-არა!
-რა ?
-არა-მეთქი!
-ვა მართლა ? -ჩაიცინა და მომიახლოვდა- 100% ით ხარ დარწმუნებული ?
-კი!
-კაი-ზურგზე მომიკიდა და ოთახიდან გამიყვანა
მე ამასობაში წივილ კივილით ავიკლე იაქორობა
-დამსვი!!
-...
-ოე დამსვი-მეთქი!
-...
-განებივრებულო იდიოტო დროზე ჩამომსვი!
-...
-დროზე !
-ნუწიკვინებ გოგო-იღრიალა და ფეხზე ხელი მაგრად მომიჭირა, ტკივილისგან დავიკვნესე
-რასაკეთებ?! ეხა მე შენ გაჩვენებ! პროსტა რა იდიოტი ხარ დამსვიიიი! გეხვეწებიი
-მაცადე ერთწამს ნუწიკვინებ -მეთქი გოგო!
ამ წივილ-კივილით მივაღწიეთ რაღაც სარდაფამდე. ცალი ხელით კარები გააღო და შიგნით შემაგდო.
-დღეიდან გეცოდინება ვის როგორ უნდა ელაპარაკო!-თქვა და კარები მაგრად დაკეტა. 1 წუთის განმავლობაში გაშტერებული ვიდექი, ვერ მივხვდი და გააკეთა. როცა, გავაანალიზე რომ ამ იდიოტმა ჩაბნელებულ სარდაფში მარტო დამტოვა შოკში ჩავვარდი. ბოლო ხმაზე ვბღაოდი გამომიყვანეთ-მეთქი! მერე კარებთან ვიდექი და ვეხვეწებოდი, ვემუქრებოდი, ვტიროდი , ვქვითინებდი. ბოლოს, როგორც ყოველთვის, ტვინში სისხლმა ამასხა და ამ სიბნელეში ყვირილით სირბილი დავიწყე და ბრახ! რაღაცას შევეჯახე ამაზე უარესად გავცოფდი, ტკივილსგან კბილები ამიკაწკაწდა და ღრიალი მოვრთე. უფრო მეტად ავღრიალდი როცა შუბლზე სისხლი ვიგრძენი. ოღონდ ეს არა! სისხლის მსოფლიოში ყველაზე მეტად მეშინოდა!. უარესად ავტირდი კარებთან მივედი და ქვითინი დავიწყე.
-იოანე გამიღე რაა.... გეხვეწები... რასაც გინდა გავაკეთებ ოღონდ გააღე... მეშინია სიბნელის ძალიან... გთხოოვ რაა..-ამოვისლუკუნე და გავაგრძელე-ოდნავადაც არ გეცოდები? რაღაცას მივეჯახე და შუბლი გამისკდა თუ რაღაც ეგეეეთი რაა.... სისხლი მომდისს რაა... ცუდადვარრ... გეხვეწები გააღე კარიიი... რასაც გინდა იმას გავაკეთებ მართლა ცუდად ვარ რაა...გთხოოვვვ იოანეე...ადამიანი არ ხარ ?-წამით გავჩერდი და ამჯერად მთელი ხმით ვუყვირე-ხოოო არ ხარ ადამიანი არა!! ცხოველი ხარ! გსიამოვნებს რომ ვიტანჯები! ჩემი ტირილი მალამოდ გედება გულზე! სხვები ფეხებზე გკიდია... "ლიჟბი" შენ რაც გინდა ისმიიღო და სხვას ჯანადაბამდეც გზა ქონია არა ? არა ადამიანო! გველო! არაკაცო...-გავჩუმდი, მაგრამ არა საბოლოოდ, როგორც ყოველთვის ისევამასხა, ფეხზე წამოვხტი და ისევ ბრახ...
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო.რასაც ქვია მთელი ხმით ვიღრიალე და კარებზე დავიწყე ხელების ბრახუნი!
-გააღე შე არაკაცო ! მეშინია ვერ გაიგე? ნუმაწამებ შენ...შენ სადისტო არამზადა გაააღე კარი!- და უცემ ზედმეტად ძლიერად მომივიდა ხელის დარტყმა რკინის კარზე და ისევ ბრახ!
ისევ ავღრიალდი, კარებთან ჩავიკეცე და სასწაულებრივად ამჯერად ჩუმად დავიწყე ქვითინი...მალე ჩამეძინა კიდეც...
...
გაბრიელი:
ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ანაბელზე ვფიქრობდი. რომ ტიროდა იმ დღის მერე არ მყავდა ნანახი... ძალიან მენატრებოდა, მინდოდა გვერდით მყოლოდა, მომხვეოდა. მასთან დარეკვა გადავწყვიტე. მობილურზე მისი ნომერი ავკრიფე, ისე რომ არც დავფიქრებულვარ რაზე უნდა გვესაუბრა.ზარი გადიოდა და არ პასუხობდა ბოლოს კი ყურმილი აიღეს... ანაბელის ნაზი ხმის ნაცვლად იოანეს დამცინავი, ირონიული ტონი მომესმა
-ვახ გაბრიელ გაგახსენდა შენი უდიდესი სიყვარული?
-იოანე რას ჩმახავ ? სადაა ანაბელი ?
-ოოოო... ანაბელი ეხა ბოლო ხმაზე ღრიალებს...
-რა?
-აი ისე დაახლოებით ნია რომ ღრიალებდა შენთან!
-რაუქენი ?!
-აბა თუ მიხვდები ?!
-მოგკლავ! დროზე გამოუშვი!
-ჰო როგორც გინდა ოღონდ თუ იპოვი...
-შენ გიპოვი და მერე იმასაც...
-მე სხვათაშორის შენს გვერდით კაბინეტში ვარ
-დამელოდე მოვდივარ..
-ოოო მოიცა რაა! -ჩაიცინა-შენი აზრით ასეთი სულელი ვარ ?
-მოვდივარ!-ტელეფონში ვუღრიალე და მისი კაბინეტისკენ წავედი.
კარები კიარ შევაღო შევამტვრიე და როგორც ყოველთვის, იოანეს ირონიულ სიფათს გადავაწყდი.
-ოჰოჰოო! აი ეს მესმის გაბრიელ! გაბრაზდი ?
-სადაა?მოგკლავ იცოდე ნაბი*ვარო! სადაა თქვი!
-მშვიდად, მშვიდად, როგორც კი საცემად გამოიწევ ანაბელი მოკვდება. მე თუ რამე მომივა ისიც მოკვდება და არამგონია ბრაზის ჩახშობა ამად გიღირდეს...
-მეგონა ნიას ამბავი მორჩენილი იყო!
-ძმაო ნია შენ გამო მოკვდა! შენი აზრით ამას ასე მალე და იოლად დავიკიდებდი ?
-ნია მეც მიყვარდა და ტყუილად ნუ მაბრალებ!
-ჰოო არა ?! გეტყობოდა იცი! ეტყობა შენ სიყვარული და წამება გაიგივებული გაქვს!
-მაშინ შეცდომა დავუშვი-მეთქი ხო აგიხსე..
-ჰო არა ?! ბოდიში მოიხადე და მორჩა არა ?!
-ანაბელი გაუშვი გთხოვ! ის არაფერ შუაშია!
-და სანაცვლოდ რას მივიღებ?
-მე!
-რა?
-შეგიძლია მე მაწამო! ოღონდ ის გაუშვი!
-ვაახ! ბრავო გაბრიელ! დაჟე ისე გიყვარს ის გოგო რო სიცოცხლეს წირავ ? ანუ ისე როგორც მე მიყვარდა ნია!
-ჰოდა დამნაშავე მე ვარ და ჩემზე იძიე-მეთქი შური იმ გოგოს თავი დაანებე რა!
-ცდუნება დიდია... თუმცა დაფიქრება ღირს! ასე ერთ კვირაში პასუხს გეტყვი !
-შენ ნორმალური თუ ხარ რა ერთი...
-სხვა გამოსავალი არ გაქ ძმა უნდა მოიცადო... ისე რა რომანტიულია, პრინცი პრინცესათვის თავის გაწირვას აპირებს...

მთელი სხეულით ვცახცახებდი... ბრაზიდა დანაშაულის გრძნობა ერთდროულად იღვიძებდა ჩემში. ვიცოდი რომ ბოლო დონის ნაძირალა ვიყავი... ვიცოდი რომ ვიმსახურებდი.. მაგრამ ანაბელი არა! მისნაირ ნაზ გოგოს არუნდა გადაეტანა ეს! ამ თამაშში ის არ უნდა ჩარეულიყო!
...
იოანე:

საშინელებაა იმის კეთება რაც არ გინდა, მხოლოდ იმიტომ რომ ვალდებული ხარ გააკეთო... საშინელებაა გესმოდეს საყვარელი ქალის კივილი, ამის მიზეზი შენ იყო და იძულებული იყო ფეხებზე დაიკიდო... იმის გამო რომ შური უნდა იძიო... იმიტომ რომ შენ დაპირდი მას სიკვდილის წინ რომ არ შეარჩენდი იმ ნაძირალას მის წამებას! რთულია არა?! როცა ანაბელის კივილი მესმოდა მეგონა ნაწილ-ნაწილ ვიშლებოდი. მაშინვე გამოვცილდი იქაორობას და გადავწყვიტე ჩემი საქმე გამეგრძელებინა. მინდა თუ არ მინდა ეს გოგო უნდა გავაუბედურო, გაბრიელს რომ სამაგიერო მიეზღოს.
არადა არაფერ შუაშია... მიჭირს, ძალიან მიჭირს...

ნიას საფლავზე ავედი. იმ ქვას ვემთხვიე ის რომ იყო გამოსახული, იქვე ჩამოვჯექი და ჩურჩული დავიწყე:
-რა ვქნა ნია?! იცი რა რთულია... მიჭირს... არ შეიძლება რომ მეც შენთან ერთად ვიყო... ანაბელი შემიყვარდა იცი... არა შენ ჩემს გულში ყოველთვის დარჩები... უბრალოდ ის შენ გგავს... ზუსტად შენნაირი ისტორიაც აქვს იცი?! ისიც ორ ძმაკაცს შორის ჩხუბის მიზეზია როგორც შენ. მასაც ისეთივე შავი თვალებიაქ როგორც შენ...მაგრამ... მე უნდა მოვკლა... როგორ უნდა გავაკეთო ეს ? ალბათ რომელიმე ჩემს ხელქვეითს დავავალებ...მე კიდევ ყურებს დავიცობ რომ მისი კივილი არ გავიგონო... რთულია ნია ... ძალიან რთულია

ცხოვრებაში მეორედ ავტირდი... პირველი ნიას სიკვდილი იყო.. მეორე კი ანაბელის სიკვდილის მოლოდინი... ალბათ იმ მომენტში გული გამისკდებოდა... ტკვილის ნიშნათ ვიღრიალე და ამ ბგერებს ჩემი სულის ნაწილი თან გაჰყვა და ჰაერს შეერია... წამოვდექი და სახლისკენ წამოვედი... როგორც კი ჩავედი მაშინვე სარდაფისკენ წავედი კარები გავაღე კარებთან ჩაკეცილი მძინარე ანაბელი დავინახე... სახეზე სისხლი ქონდა შემხმარი შუბლზე პატარა კოპიც აჯდა და ცალი ხელი დალურჯებოდა. სისხლი და ცრემლი ერთმანეთს შერეოდა. ამ სანახაობამ ცუდად გამხადა და საწყალი გოგონა ხელში ატაცებული წამოვიყვანე სახლისკენ .

შევძლებდი კი ამის მერე ამ გოგოს მოკვლას?
,,,
კაია? შეაფასეთ და დააკომენტარეთ რა ^^ ეგმახარებს მე



№1  offline წევრი ruti

pirvel rigshii gamixarda ro gaagrdzele es istoriaaa ;)) kaiiiaaa.... cotaaa suu cota ro gazardoo tavebio uketesi iqnena :)

 


№2  offline წევრი Only DrEAmer

ruti
pirvel rigshii gamixarda ro gaagrdzele es istoriaaa ;)) kaiiiaaa.... cotaaa suu cota ro gazardoo tavebio uketesi iqnena :)


დიდი მადლობა რო კითხულობ კიდევ ^^ <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent