შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 11)


18-04-2015, 00:07
ავტორი llella
ნანახია 6 737

დემეტრეს ნაამბობი:
დილით კარზე ბრახუნმა გამაღვიძა, საათს დავხედე და როცა დავინახე, რომ საათის ისრები 7-ს უჩვენებდნენ კინაღამ გავგიჟდი, ფეხზე წამოვვარდი, ნახევრადმძინარემ იქვე მიგდებულ სპორტულს დავსწვდი და ამოვიცვი, ოთახიდან გავედი და კარები გავაღე, კარებში კი მომღიმარი ლექსო რომ დავინახე მივხვდი, ადამიანის მოკვლა შემეძლო იმ მომენტში.
-აუუუუ ბიჯო შენ ნორმლური თუ ხარ, რას მოეთრეოდი ამ დილიანა ცოტახანი კიდე ვერ მაძინებდი-დანახვისთანავე ვუთხარი.
-აუფ, კაი ერთი, საკუთარ სახლშიც აღარ მიშვებენ, ამას რას მოესწარი ლექსო...
-შემოეთრიე ნაგავო... მომენატრე ხო იცი შენ-გადავეხვიე და სიცილი დავიწყე.
-ოოოჰ მეეჭვება, ახლა დარწმუნებული ვარ გულში ჩემი მკვლელობის სცენებს აწყობ შენს „ცხოვრებასთან“ მარტო დარჩენის ვადა რომ მოგიწურე-არც მან დამაკლო ირონია და გადაიხარხარა.
-ძვლებში დაგამტვრევ ლექსო-დავუყვირე .
-ვერ გამიმეტებ სიხარულო-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
-აუ ეს რა პიდარასტს ანდო მამუკამ მისი შვილი. (მამუკა ლელას მამაა)
-ეგ პიდარასტი იქნება ერთს რო ამოგარტყამს ეხა... და მის დას აღარ განახებს-გადაიხარხარა და დივანზე დაეგდო.
-მიდი ეხა მოყევი რა ხდებოდა, როგორი დრო გატარეთ?
-აუ რავიცი ... ძაან მაგარი იყო, თამუნას თავს ვფიცვარ ესეთი თუ ოდესმე გავხვდებოდი არ მეგონა ტო! ვინმეს რომ ეთქვა ეგეთი გახდებიო, ჯერ სიცილს დავიწყებდი და მერე იმ ვიღაცას მოვკლავდი... პატარა ბიჭივით ვარ, მეც არ ვიცი ამას რა დავარქვა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მარა იცი ყველაზე მაგარი რაა... მისგანაც იგივეს რო ვგრნობ და მაგ მომენტში ვხვდები რო მთების გადადგმა შემიძლია!!!-თითოეულ სიტყვას სულს აყოლებდა და ეს ძაან მაგარი იყო.
-მაგარია ძმაო... მიხარია თქვენი ამბავი, გაუფრთხილდი, კაი გოგოა ტო, არ ატკინო გული!!! მერე შენ თავს არ აპატიებ ამას...-ჩემი ძმაკაცის ასეთი მდგომარეობით მაგარი გახარებული ვიყავი.
-ვიცი... ვიცი ძმაო... ჩემი სიმდიდრეა, ცხოვრებაა ჩემი...-გაიცინა და გააგრძელა-აუ ბიჯო ბაკურიანშიც ვიჩხუბე -გადაიხარხარა.
-ეგ ვერ მოიშალე შენ-გამეცინა მეც.
-აუფ თევზმა თევზს უთხრა ფარფლიანი ხარო-გადაიხარხარა-რადა ბიჯო მე გასული ვიყავი 15 წუთით, ყავა უნდა მომეტანა და ამ დროის, ვიღაც აეკიდა ტო ლელუკას, ის ახ**რი ჩამოუჯდა და დაუწყო სუსი-მუსი, რო დავინახე ჭკუიდან გადავედი კინაღამ, მივვარდი და ცემა დავუწყე, ხუთმა ბიჭმა ძლივს გამომართვეს ხელებიდან, ჩემი ბოთე კიდე ტიროდა რატო ცემეო-ბოლოს გაიცინა.
-ჰაჰაჰაჰაჰა გივაჟკაცია შენ-გადავიხარხარე.
-შენ რას შობი?!
-რავიცი... არაფერს... საერთოდ არაფერს....
-რატო ბიჯო! 1 კვირაა აქ გდიხარ და რამე ვერ ქენი?!
-ბიჯო მივიდე და ვეცე მიყვარხარ თქო?!-გავიცინე.
-ეგეც ვარიანტია-მასაც გაეცინა-აბა არაფრის გამკეთებელი შენ არ ხარ და.
-აუ დავაი ბიჯო!!! რა უნდა ვქნა როცა ჩემი ეშინია... ისე იქცევა... ცდილობს წყობიდან გამომიყვანოს და გამოსდის კიდეც, ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალით იქმნის პრობლემებს ტო!!!-მსუბუქად გავუღიმე ჩემზე მოჩერებულ ძმაკაცს.
-მისმინე... რადიკალურდ შეიცვალე თქო არ გეუბნები, მაგრამ თუ გინდა რო შენთან იყოს ცოტა მაინც უნდა შეიცვალო... ზიზღი არც გაივლო გულში, უბრალოდ აშინებ შენი ქცევებით... ის მხოლოდ 16-ისაა და მისი ასაკისთვის შენ ალბათ „ბოროტი დევი“ ხარ-გაიცინა და გააგრძელა-ძმაო, გააკეთე ისე რომ შენთან იყოს... მოიქეცი ისე როგორც სწორად მიგაჩნია... დრო მოვა და შენც ჩემსავით ალაპარაკდები!!! გარწმუნებ!!!-გამიღიმა და ხელი გადამხვია.
-მოუთმენლად ველოდები მაგ დღეს-მეც გავიღიმე და როცა კარების გაღების ხმა გავიგე მეორე სართულზე, ნახევრად მინარე თამუნას მოვკარი თვალი.
ლექსო დაინახა თუ არა გამოექანა და ჩაეხუტა, კაცს ლექსოს დგილზე რომ მოგინდება ყოფნა... თავი გაქ მოსაკლავი-ჩემ ფიქრებზე გამეცინა და ერთმანეთზე აკრულ და ძმას გავხედე.
-ლექსოოოოო, როგორ მომნატრებიხარ შე გველო.
-მეც მომენატრე შე პაწა, რაფრა ხარ თუ იცი?
-შენ ეგრეთწოდებულ „შუტკებს“ დასვენებამაც ვერ უშველა?!
-რავა არა-თმებზე მოქაჩა და ლოყაზრ აკოცა, ფეხზე წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ წავედი, მივხვდი რომ ჩემი ადგილი იქ ნამდვილად აღარ იყო.
-ლექსო დღეს დაჩი და კოკა ჩამოდიან, ხო გახსოვს-გავიცინე, არადა პასუხი ისეც ვიცოდი.
-ეუფ... რავა არ ვიცი... ისე უხარიათ ტო ჩამოსვლა, ყველა დღე მირეკავდნენ 3 დღეში ჩამოვალთ, 2 დღეში ჩამოვალთო... გამაწამეს კაცი, აღარ მენატრებიან შენ ძმობას ვფიცავარ-გადაიხარხარა.
-ყველა დღე გვესმის მაგათი ხმა და როგორ მოგენატრება-გადავიხარხარე და კიბეებს ავუყევი,.
ოთახში შევედი, გავემზადე და სამსახურში წავედი.
-ლექსო ღამის 3 საათზე ჩამოდიან, დამირეკე და მოვალ სადაც იქნებით და გავიდეთ ერთად.
-დღეს აღარ მოხვალ?!
-არა საქმეები მაქ... იტოკში რო გამოხვალთ დამირეკე და სადაც იქნებით მოვალ იქ მეც.
-კაი-კარები გამოვიხურე, ავტომობილში ჩავჯექი და წავედი სამსახურში.
-ეს რა დღეში ხარ წერეთელი...-ვითომდა ჩემივე თავს ვეუბნებოდი რაღაცას.
არადა მართლა რა დღეში ვარ, 16 წლის გოგომ ჭკუიდან გადამიყვანა... არადა... მე და ეგეთი საქციელი... ვიცი... ვიცი რომ ვაშინებ მაგრამ სხვას ვერ მივუშვებ მასთან ახლოს, ვერ გავრისკვ და ვერ მივცემ სხვას იმის უფლებას რომ ჩემი დგილი დაიკავოს!!! ვერ გადავიტან რომ თვალებში სხვამ ჩახედოს, სხვა იყოს მისი ბედნიერების და ღიმილის ავტორი, მხოლოდ ჩემთის შექმნა ღმერთმა... ამიტომ ჩემი უნდა იყოს!!!
- - - - -
გამარჯობა ბავშვებო. ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ.

P.S. ბავშვებო აი სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას რასაც მე ვგრძნობ! კომენტარების კითხვისას რასაც განვიცდი, ანდა მნახველების რაოდენობას რომ ვნახულობდი... უბრალოდ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ, ვისაც გსიამოვნებთ ჩემი ისტორიის კითხვა... არც კი ვიცი რა ვთქვა... სასწაული გრძნობაა როცა ხედავ რო შენი ნაშრომის კითხვა სხვას სიამოვნებს



№1  offline მოდერი Kira

auu magaria velodebi shemdegs :D iqneb sul cota gazardo sashinlad ar myofnis :D
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline წევრი cancara

Gaagrdzele didi tavebi

 


№3  offline წევრი -tiko))

Ra ari ess? Male da didebi da male raaa amati siyvarulobanaaa :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი კუსა ♥

ძალიან მაგარია !! <3 და აი ძალიან გთხოვ დიდი თავები დადე

 


№5  offline წევრი llella

-tiko))
Ra ari ess? Male da didebi da male raaa amati siyvarulobanaaa :D

es aris istoria

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuuhuuh davitanje male dade raa

 


№7  offline წევრი llella

uchveulo
uuuhuuh davitanje male dade raa
dgeshi ideba mxolod 1 tavi da yovel 12 saatshi vdeb...

 


№8  offline წევრი Niacule

ერთი სიხარულია დადებულს რომ ვნხულობ და მეორე როცა ვკითხულობ. რავქნა უკარგესი ხარ❤❤❤

 


№9  offline წევრი fuck..of

dzalian kargiiaaa <3

 


№10  offline წევრი llella

Niacule
ერთი სიხარულია დადებულს რომ ვნხულობ და მეორე როცა ვკითხულობ. რავქნა უკარგესი ხარ❤❤❤
მადლობა დიდი <3 <3

 


Iyos patara tavebi ogond yoveldge dadee <3

 


№12  offline წევრი llella

ალუბლის გოგონა
Iyos patara tavebi ogond yoveldge dadee <3

ისეც ყოველ დღე ვდებ უბრალოდ 1 თავის მეტი არ იდება დღეში და რა ვქნა wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent